თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2020, 20:58
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1453,
კომენტარები: 11
რა გეგმები აქვს სოლსკიაერს
ხუთი ფეხბურთელი, რომელებიც წამსვლელთა სიაში შესაძლოა მოხვდნენ.
რა გეგმები აქვს სოლსკიაერს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ეს სპორტული წარმატების გარდა, ფინანსური კუთხითაც ბევრ რამეს ცვლის. ლიგაზე ასპარეზობა კლუბებისთვის დამატებითი შემოსავალია, რომელიც 100 მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, "იუნაიტედის" სატრანსფერო ბიუჯეტი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე დიდწილად იყო დამოკიდებული.

"წითელი ეშმაკების" სტრატეგიის შესახებ, ბრიტანული პრესა წერს, რომ მათ არ სურთ, დაიტოვონ კრის სმოლინგი და ალექსის სანჩესი. მათთან ერთად გუნდიდან წავა ჯესი ლინგარდი, რომელიც ვერ უწევს კონკურენციას მეიოსონ გრინვუდს და დენიელ ჯეიმსს. წამსვლელთა სიაშია ფილ ჯონსიც, რომელსაც მუდამ ტრამვები აწუხებს და მხოლოდ ორჯელ შეძლო გამოსვლა მინდორზე.

მთავარი სენსაციური ამბავი კი დავიდ დე ხეას შესაძლო წასვლაა.მიუხედავად ბოლოს სეზონში მისი არასტაბილურობისა, ესპანელის ფასი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან მაღალია. შესაბამისად, თუკი "იუნაიტედი" მის მყიდველს მოძებნის, რომელიც დე ხეაში კარგ ფასს გადაიხდის, ესპანელი გოლკიპერი გასაყიდთა სიაში აღმოჩნდება.

სანაცვლოდ, მანჩესტერელები "ატლეტიკოს" იან ობლაკს უმიზნებენ, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო გასაყიდთა სიაშია. სლოვენიელი რამდენიმე სეზონია ძალიან სტაბილურად თამაშობს.

მანჩესტერისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა ცენტრალური მცველის პოზიცია, სადაც ვიქტორ ლინდელოფი არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. საუკეთესო ვარიანტი "ნაპოლის" კალიდუ კულიბალის შეძენა იქნებოდა. თუმცა სენეგალელს დიდი ფასი აქვს და "იუნაიტედის" გარდა, მისი გადაბირება სხვა გრანდებსაც სურთ. გამომდინარე აქედან სათადარიგო ვარიანტად "ლილის" ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი გაბრიელ მაგალიეში მიიჩნევა, რომელიც ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

ამასთან, "იუნაიტედი" აპირებს ახალგაზრდა ბრიტანელ ტალანტებში ინვესტირებას. ამ პოლიტიკის ნაწილი იქნება ჯეკ გრილიშის და ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერები. ორივე ამ მოთამაშეს თავისი ამჟამინდელი კლუბის შეცვლა სურს.


https://www.eurosport.co.uk/
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
28 ივლისი 2020 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1787
Sancho, romanioli, grilishi, beniediri eseni unda gaqachon finansurad, dalshe skamis gadlierebac gvinda.
Dexea tu gaushves ra oblaki magashi 100 milionebs yras sxva pozicebs mixedon, Hendersoni bevrs gamoucdeli gonia Arada dzaan kai mekarea.
0
№2
ავტორი: Bertran Maltesta
28 ივლისი 2020 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ფოტოზე ვინცაა ყველა გასაშვებია და თუ უნდათ ზეიდან ბაილი და როხო მიაყოლონ ძაან ტრავმიანობს ეგ ბიჭი. შანსი ახალგაზრდებს და კარგი სატრანსფერო პოლიტიკაა გასატარებელი ვემხრობი სპორტული დირექტორის დანიშვნასაც. გრილიშის მოყვანასაც მივესალმები მთლად ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს მაგრამ შეუძლია განვითარება. გამოჩნდა რომ არ გვყავს ძლიერი სკამი აბა მე ვერ ვხსნი იგივე შემადგენლობით თამაშს ზედიზედ. ეტყობა არ ენდობა სულშერი ფეხბურთელებს თუმცა როგორ უნდა ენდო პერეირას ლინგარდს ან ფოსუ-მენსას. ხამესს თუ დაითრევენ მაგ ფასად ჩათვალეთ კაპეკებში ვიყიდეთ. გასაძლიერებელია დაცვის ცენტრალური ხაზი ნახევარდაცვა სკამისთვის და ბოლოს და ბოლოს მოსაგვარებელია მარჯვენა შემტევის პოზიცია თორემ დავრჩით ჯეიმსის იმედზე. რაღაც მხრივ მარცხენა ფლანგზეც ვნერვიულობ მანდ სულ რეშფორდი ხომ არ დადგება. ჩონგს და გარნერს არენდით გავუშვებდი ესპანეთში ან ჰოლანდიაში. ორჯელ*
1
№3
ავტორი: shotkin
28 ივლისი 2020 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3107
დე ხეას ხელი არ დაედოს და სურათზე ვინცაა დაუმატონ მაგას როხო და თუ უნდათ სუყველა 10-10 მილიონად გაყიდონ მშვენიერი ფული გროვდება და მაგას + ლიგიდან შემოსული თანა + ისედაც გამოყოფილი საბიუჯეტო თანხხა და სანჩოს და მაგარი ცენტრალური მცველის დათრევა შეიძლება და თუ ფული მორჩათ + 1 კაციც ვინც სკამს გააძლიერებს.
0
№4
ავტორი: The Special One
28 ივლისი 2020 22:59
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 781
ლაიფციგის მცველი მინდა მე ძალიან,ამას პლიუს სანჩო და რამდენიმე ფანტაზიორი ნახევარმცველი სკამის გასადიდებლად.დე ხეა მჯერა რომ მოვა აზრზე,ფსიქოლოგი ჭირდება სერიოზული ეხლა ვერავინ დამაჯერებს რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს თამაში დაავიწყდა,პროსტა რონალდომ იმ გოლით ძაან კომაში ჩააგდო ტიპი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Takashi Fukunishi
28 ივლისი 2020 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
რაც მთავარია იცის ოლემ რაც ჭირდება. აქ ამ კაცს საერთო სტრუქტურის აღქმის უნარი და დეტალებშიც ერკვევა. პირველი სრული სეზონი და მესამე ადგილი ეს ეს ხუმრობა არაა, სათამაშო სტილიც კარგი აქვს და აწყობს გუნდს ნელ ნელა. მომდევნო წელს თუ გვაგრძნობინებს რომ ჩემპიონობა შეიძლება და ძააან არ ჩამორჩება პირველ მეორე ადგილს მშვენიერი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№6
ავტორი: Chesterman
29 ივლისი 2020 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 388
ჩელსი ზიეჩის და ვერნერის მერე ჰავერცს იფორმებს უკვე მოკლედ მონაკვეთში და ჩვენ ალბათ სანჩოს ტრანსფერი მთელი ზაფხული გაიწელება)))სანჩო გრილიში და ერთი მცველი ეს გვჭირდება კიარ გვინდა გვჭირდება ....ზამთარში იგალო რო წავა ან მანამდეც ხიმენესი იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი

0
№7
ავტორი: David_Beckham7
29 ივლისი 2020 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 664
ციტატა: The Special One
ლაიფციგის მცველი მინდა მე ძალიან,ამას პლიუს სანჩო და რამდენიმე ფანტაზიორი ნახევარმცველი სკამის გასადიდებლად.დე ხეა მჯერა რომ მოვა აზრზე,ფსიქოლოგი ჭირდება სერიოზული ეხლა ვერავინ დამაჯერებს რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს თამაში დაავიწყდა,პროსტა რონალდომ იმ გოლით ძაან კომაში ჩააგდო ტიპი.

უპამეკანოზე ამბობ ხო? მცველზე სადაცაა საუბარი პირველი ეგ ამხსენდება და მაგრად მინდა ეგ იყიდონ ან რატო ჭორადაც აღარ გვიკავშირებენ, პატარა ასაკის კულიბალია ტიპი და თან ფასიც მაგის ნახევარი ეღირება. მაგრად მომეწონა მაგის თამაში ლიგაზე და მერე სხვა ვიდეოებიც მოვიძიე. თუ არ დავიმატეთ სანჩო გრილიში და მცველი ოსევ 4 ლისთვის ბრძოლა მოგბიწევს. სანჩოს კიდე მარჯვნივაც შეუძლია დადგეს მარცხნივაც მითუმეტეს ოლეს ტაკტიკით ხშსირად რო ცვლიან ფლანგბს მაგისთვის ზედგამოჭრილია. გრილიში კიდე შემქნის ცენტრში იმას რო კონკურენცია იქნება და ანგარიშის შენახვისას როცა ბურთის დაჭერა გვენდომება იდიალურია
0
№8
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2020 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8712
აუცილებლად გაძლიერდება გუნდი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება და კლუბიც დაუდგება გვერდში ოლეს და მოიყვანენ იმ მოთამაშეებს რომელიც გუნდს ჭირდება
0
№9
ავტორი: bziki
29 ივლისი 2020 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1787
Marcxena fexian mcvels edzeben aris ramdenime kandidati, ake sitishi wava sanam chvenebi dalagdebian daitrevs manam siti.
Romanioli, lilis mcveli, viliarealis mcveli eseni kandidatebi, samive marcxenaa da axalgazrdebi, sheileba kide vinme mochxrikon
0
№10
ავტორი: David_Beckham7
29 ივლისი 2020 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 664
ციტატა: bziki
Marcxena fexian mcvels edzeben aris ramdenime kandidati, ake sitishi wava sanam chvenebi dalagdebian daitrevs manam siti.
Romanioli, lilis mcveli, viliarealis mcveli eseni kandidatebi, samive marcxenaa da axalgazrdebi, sheileba kide vinme mochxrikon

ვილიარეალის ტორესი ხო ეგ კაია, მაღალია ძლიერი და სიმაღლის მიუხედავად არაა ოსე დონდლო როოგრ მაგვაიერი იფრო სწრაფია. ბევრი არ მაწვს მაგის ნანახი თამაში მაგრამ რაც ვუყურე დამამახსოვრა თავი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

1 ნოემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
4 ნოემბერი 2020, 21:55
ბაშაქშექირი
იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგა
7 ნოემბერი 2020, 16:30
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
არსენალი1 ნოემბერი
ბაშაქშექირი4 ნოემბერი
ევერტონი7 ნოემბერი

წინა მატჩები

28 ოქტომბერი 2020, 23:59
იუნაიტედი5
ლაიფციგი0
ჩემპიონთა ლიგა
24 ოქტომბერი 2020, 20:30
იუნაიტედი0
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
20 ოქტომბერი 2020, 23:00
პსჟ1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
ლაიფციგი28 ოქტომბერი
ჩელსი24 ოქტომბერი
პსჟ20 ოქტომბერი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top