თბილისი:
მანჩესტერი:
28-07-2020, 20:58
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2042,
კომენტარები: 11
რა გეგმები აქვს სოლსკიაერს
ხუთი ფეხბურთელი, რომელებიც წამსვლელთა სიაში შესაძლოა მოხვდნენ.
რა გეგმები აქვს სოლსკიაერს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ეს სპორტული წარმატების გარდა, ფინანსური კუთხითაც ბევრ რამეს ცვლის. ლიგაზე ასპარეზობა კლუბებისთვის დამატებითი შემოსავალია, რომელიც 100 მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, "იუნაიტედის" სატრანსფერო ბიუჯეტი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე დიდწილად იყო დამოკიდებული.

"წითელი ეშმაკების" სტრატეგიის შესახებ, ბრიტანული პრესა წერს, რომ მათ არ სურთ, დაიტოვონ კრის სმოლინგი და ალექსის სანჩესი. მათთან ერთად გუნდიდან წავა ჯესი ლინგარდი, რომელიც ვერ უწევს კონკურენციას მეიოსონ გრინვუდს და დენიელ ჯეიმსს. წამსვლელთა სიაშია ფილ ჯონსიც, რომელსაც მუდამ ტრამვები აწუხებს და მხოლოდ ორჯელ შეძლო გამოსვლა მინდორზე.

მთავარი სენსაციური ამბავი კი დავიდ დე ხეას შესაძლო წასვლაა.მიუხედავად ბოლოს სეზონში მისი არასტაბილურობისა, ესპანელის ფასი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან მაღალია. შესაბამისად, თუკი "იუნაიტედი" მის მყიდველს მოძებნის, რომელიც დე ხეაში კარგ ფასს გადაიხდის, ესპანელი გოლკიპერი გასაყიდთა სიაში აღმოჩნდება.

სანაცვლოდ, მანჩესტერელები "ატლეტიკოს" იან ობლაკს უმიზნებენ, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო გასაყიდთა სიაშია. სლოვენიელი რამდენიმე სეზონია ძალიან სტაბილურად თამაშობს.

მანჩესტერისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა ცენტრალური მცველის პოზიცია, სადაც ვიქტორ ლინდელოფი არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. საუკეთესო ვარიანტი "ნაპოლის" კალიდუ კულიბალის შეძენა იქნებოდა. თუმცა სენეგალელს დიდი ფასი აქვს და "იუნაიტედის" გარდა, მისი გადაბირება სხვა გრანდებსაც სურთ. გამომდინარე აქედან სათადარიგო ვარიანტად "ლილის" ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი გაბრიელ მაგალიეში მიიჩნევა, რომელიც ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

ამასთან, "იუნაიტედი" აპირებს ახალგაზრდა ბრიტანელ ტალანტებში ინვესტირებას. ამ პოლიტიკის ნაწილი იქნება ჯეკ გრილიშის და ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერები. ორივე ამ მოთამაშეს თავისი ამჟამინდელი კლუბის შეცვლა სურს.


https://www.eurosport.co.uk/
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2020 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად უნდა გამოიყენონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top