თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2020, 15:51
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1789,
კომენტარები: 33
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ
ვიცი რო ფრე გვაწყობს, თუმცა არ ვაპირებ ფრეზე თამაშს.
სოლსკიაერის ვრცელი ინტერვიუ
რამდენად დიდი იქნება თქვენთვის მოახლოებული მატჩი და რას ნიშნავს კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო დაბრუნება?

მოუთმენლად ველოდებით მოახლოებულ შეხვედრას. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ვერ გავალთ მოედანზე იმ ფიქრებით, თუ რა იქნება საბოლოო შედეგი. ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მაღალი დონის ფეხბურთი, რომელიც სასურველ შედეგს მოგვცემს. ჩვენ გვინდა, რომ იქ ვდომინირებედეთ და მოუხედავად იმისა, რომ ფრე ხელს გვაძლევს, არ ვაპირებ ფრეზე თამაშს. ამ თამაშის მოგებას ვეცდებით.

30 წლის მანძილზე სეზონის ყველაზე ცუდი დაწყების შემდეგ, თქვენ შეიძლება დაასრულოთ მესამე პოზიციაზე. რა არის თქვენი თამაშის შეცვლის მიზეზები და რამდენად კონცენტრირებულები იქნებით მოედანზე?

კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში. როდესაც თქვენ თამაშობთ ხარისხიან და ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, კონცენტრაციის დაკარგვამ შეიძლება დაანგრიოს ყველაფერი. ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო გასვლა პრემიერ ლიგის ამ სეზონში. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად, უფრო მეტი სტაბილურობა და სანდოობა ვაჩვენეთ, ვიდრე სეზონის დასაწყისში, ყველა მატჩის ერთ და უმაღლეს დონეზე ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი განვითარებით.

ეს ძალიან რთული პერიოდი იყო - როგორ გაუძლეს მოთამაშეებმა, ისევე როგორც თქვენი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა? რაც შეეხება ტრავმებს - არის ფეხბურთელები, რომლებიც ვერ შეძლებენ მონაწილეობას მატჩში?

როდესაც გაიმარჯვებ და კარგ შედეგს მიიღებ, ყოველთვის კარგიაა. თქვენ შექმნით იმპულსს, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ რამდენიმე ცუდი თამაში, არ ხდება ისე, რომ სეზონი თანაბარად გაგრძელდეს. ჩვენ ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი ბოლო სამ თამაშში, რათქმაუნდა იმედგაცრუებული ვარ "ჩელსისთან" მარცხით. რაც შეეხება "ვესთ ხემთან" თამაშს, ჩვენ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ვაგებდით და ტური მესამე ადგილზე დავასრულეთ.

აქსელ ტუანზებე და ფილ ჯონსი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ თამაშს, დანარჩენი მოთამაშეები მზად არიან.

ბოლო დამაჯერებელი მატჩების შემდეგ, უმნიშვნელო ვარდნა მოხდა. გასაგებია, რომ დაღლილობამ იმოქმედა, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ერთიდაიგივე შემადგენლობით თამაშობდით ...

ჩვენ გვაქვს მაღალი დონის ნდობა, რადგანაც კარგი შანსი გვაქვს, რომ ბოლო თამაშში ყველაფერი მოგვარდეს. სეზონის ბოლო თამაშამდე, ნებისმიერ გუნდში თავს იჩენს დაღლილობა, ეს ბუნებრივია მოთამაშეებისთვის. მაგრამ საკმარისი ენერგია გვაქვს ბოლო 90 წუთის სათამაშოდ.

ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მიგვეღწია იქ, სადაც ახლა ვართ და ბოლო მატჩიც დაგვრჩა.

თუკი სეზონის დასაწყისს გადავხედავთ, იტყვით, რომ მესამე ადგილი ყველაზე მეტია, რისი მიღებაც შეგიძლიათ ასეთი შემადგენლობით? და საერთოდ, მესამე ადგილი მისაღებია თქვენთვის, თქვენი კლუბის ისტორიის გათვალისწინებით?

მოდით, ჯერ ვითამაშოთ მატჩს და დავრჩეთ ამ მესამე ადგილზე. ამ სეზონში რთული პერიოდები გვქონდა, მაგრამ ჩვენ დავანახეთ, რომ ამ გუნდს ბევრი შეუძლია. თუ ჩვენ შეგვიძლია სეზონის მესამე ადგილზე დასრულება და ევროპა ლიგის მოგება, მაშინ ჩვენთან ვიმსჯელებთ, რამდენად მისაღებია ეს ჩვენთვის.

"ვესტ ჰემთან" თამაში განსხვავებული იქნებოდა თქვენს გულშემაკტივრებთან? ან ფეხბურთელები განიცდიან ფანების ნაკლებობას?

ვფიქრობ, ფეხბურთელები უკვე შეჩვეულები არიან არსებულ ვითარებას, ჩვენ უბრალოდ უნდა გავუმკლავდეთ მას. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებთან სულ სხვა თამაში იქნებოდა, როგორც სახლში, ისე მოშორებით. ფეხბურთი ჩემთვის გულშემატკივრების გარეშე ერთნაირი არ არის. ვნება, ენთუზიაზმი, ენერგია - ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. მათ შეეძლოთ ჩვენი გაძლიერება, რაც საკმარისი იქნებოდა "ვესტ ჰემთან" მეორე გოლისა და უკეთესი თავდაცვისთვის, "საუთჰემპტონთან" მატჩებში. ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესოები არიან და მათი ყოფნა ნამდვილად გამოიწვევს ცვლილებას.

ამ მატჩის შემდეგ და სანამ ევროპა ლიგა განახლდება დაისვენებთ? რა გეგმები გაქვთ ამ პერიოდისთვის?

ბიჭებს თავისუფალ დროს მივცემთ. მათ უნდა დაისვენონ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, სადმე წავიდნენ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს. ასე რომ, ძალების აღდგენისთვის რამდენიმე დღე დაგვჭირდება, შემდეგ კი ისევ დავბრუნდებით. ჩვენ გვაქვს შეხვედრა "ლასკთან", მაგრამ იქ ჩვენ გვაქვს ხუთ ბურთიანი ფორა, ასე რომ, ჩვენ არ დაგვჭირდება მთელი ძალების დახარჯვა ამ თამაშში, მანამდე კი როგორც ვთქვი რამდნიმე დღიანი დასვენება დაგვჭირდება.

გარი ნევილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თქვენ გჭირდებათ კიდევ 3-4 მოთამაშე, რომ მომავალ სეზონში ტიტულისთვის კონკურენცია გაწიოთ. ეთანხმებით მას?

ახლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. მომავალი სეზონის შესახებ ჯერ არ მიფიქრია. ჩვენი მთავარი ყურადღება "ლესტერის" წინააღმდეგაა.

ეს სეზონი თქვენთვის დიდი გამოწვევა იყო და საბოლოო ჯამში, თქვენ მოახერხეთ პოზიტიური შედეგის მიღწევა. შეგიძლიათ თუ არა, ამ სეზონს თქვენი კარიერის საუკეთესოდ უწოდოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ადგილზე დაასრულებთ სეზონს.

კიდევ ერთი თამაშია წინ, თუ "ლესტერის" წინააღმდეგ სასურველ შედეგს მივიღებთ, ვფიქრობ, ყველა იტყვის, რომ კარგი სეზონი გვქონდა. მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული. ვიცით, რომ ჩვენ წინ კიდევ ორი ​​გუნდია, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან და ჩვენ გუნდში პროცესების გააქტიურება გვჭირდება.


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
33 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
26 ივლისი 2020 16:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
დაადეთ დღეს ლესტერს და გემრიელად დაგვამთავრებინეთ ეს სეზონი და არავინ შეგაგინებს ოლე.მთავარია მოიგეთ დღეს ეგაა მთავარი რო მენტალურადაც დავამტკიცოდ რომ გვეკუთვნის ის ადგილი რაც ბოლოში გვეკავება

ერთი სული მაქვს როდის მოვა 7საათი მოვამზადე ყვეკაფერი ჩავუჯდები ისე რომ გარეთ რომ დაინგრეს ყველაფერი გამომსვლელი არ ვარ მიწისძვრაზეც კი:))
0
№2
ავტორი: Lalana
26 ივლისი 2020 16:30
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას.პრინციპში ამ თამაში მთავარია არ წავაგოთ,ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტული,მაგრამ ცივი გონებით თუ შევხედავთ საკითხს მთავარი შედეგია და ეს შედეგი თუნდაც ფრე რომ იყოს ჩვენთვის მაინც მისაღებია,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ყოფილ ლივერპულელ დამრიგებელს სათანადო ადგილს მიუჩენდნენ.ნამდვილად დაუჯერებელი იყო ჩემთვის სეზონის პირველ ნახევარში რომ გვექნებოდა შანსი მესამე ადგილზე დაგვესრულებინა ჩემპიონატი,ახლა კი უდიდესი შანსია ამის და აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს.ბოლო თამაშია და რაც ენერგია და შესახლებლობები აქვთ ბოლომდე უნდა ჩადონ ამ თამაში.ყველაზე მაგარი კი ის არის რომ,რომც წავაგოთ მაინც შეიძლება რომ გავიდეთ,თუ რა თქმა უნდა ჩელსიც წააგებს.

“ვიცით, რომ ჩვენ წინ კიდევ ორი ​​გუნდია, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან და ჩვენ გუნდში პროცესების გააქტიურება გვჭირდება.“-მთავარია სტაბილურობა ჩამოყალიბდეს გუნდში,ასე თუ ისე რაღაც მხრივ ბირთვი იკვრება და საჭიროა არა მარტო ძირითადი თერთმეტეულის გაძლიერება არამედ სკამისაც,რადგან არ ვიყოთ კონკრეტულ ერთ-ორ ფეხბურთელზე დამოკიდებულნი.ამ სატრანსფეროზე აუცილებლად გვმართებს აქტიურობა თუ გვინდა რომ გუნდი გავაუმჯობესოთ და წინ წავიდეთ.თან გამოიკვეთა ფეხბურთელები რომლებსაც საერთოდ აღარ იყენებს ოლე და ჯობს ეს ფეხბურთელები გაუშვან და ახლით შეცვალონ,მაგრამ სანამ ამ ეტაპზე გადავალთ მაქამდე დღევანდელი თამაშია და იმედია მალე მოვა ეს დროც.
0
№3
ავტორი: ikeoni
26 ივლისი 2020 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მართლა ერთი სული გვაქვს ყველას თამაშის დაწყებამდე და იმედია გაგვახარებენ დღეს ჩვენი ბიჭები❤️
0
№4
ავტორი: ILoveUtd
26 ივლისი 2020 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ლიგის საგზური უნდა დაიდოს gun2
0
№5
ავტორი: bendzela
26 ივლისი 2020 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ძაან არ მინდა რო ხუთ მცველიანი ტაქტიკითვ რო გამოვიდნენ .. დღეს სამი ქულა უნდა დაიდოს !!
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
26 ივლისი 2020 17:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
წესით ლესტერს შესატევი აქვს და არ ჩადგება უკან.ბევრი პლიუსი გვაქვს და აი უზომოდ მინდა მოგებით დასრულება რომ აი გვეკუთვნოდა და არა ფრეც გვეყო.აბა ბიჭებო ცოტა დარჩა.ლამის ფინალს ველოდებოდე ისე ვარ
1
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
26 ივლისი 2020 17:54
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
თან ლესტერს ანხევარი გუნდი არ ყავს. არც მედისონია, არც ჩიველი არც სოიონჯუ და თუ ამ ჭ კლასის ფეხბურთელებს ვერ მოუგეს და რავი რა
0
№8
ავტორი: bendzela
26 ივლისი 2020 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
შემადგენლობაც უკვე ცნობილია და ძაან ვიძაბები უკვე ნელ ნელა ერთი სული მაქვს როდის დაიწყება დრო როგორ გავიყვანო უკვე აღარ ვიცი ... დღეს უნდა მოვიგოთ და დამსახურებულად უნდა გავიდეთ ლიგაზე.მიდით ბიჭებოოო გაგვიხარეთ გულები
0
№9
ავტორი: kashmara
26 ივლისი 2020 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Ra kamnanda gadwro lesterma maggari tamashi iqneba exla gamochndeba daglulebi arian tu ara... orive gaitans )))) marsialma unda ivashkacos da pogbasbgoli vigebt 1.2 an 1.3 imedia
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივლისი 2020 18:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო შეიძლება მოგებით რო დაასრულონ, სწორად აღნიშნა, ბოლო 90 წუთი დარჩა და იმედია ეყოფათ ძალები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top