ვიცი რო ფრე გვაწყობს, თუმცა არ ვაპირებ ფრეზე თამაშს.
რამდენად დიდი იქნება თქვენთვის მოახლოებული მატჩი და რას ნიშნავს კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო დაბრუნება?
მოუთმენლად ველოდებით მოახლოებულ შეხვედრას. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ვერ გავალთ მოედანზე იმ ფიქრებით, თუ რა იქნება საბოლოო შედეგი. ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მაღალი დონის ფეხბურთი, რომელიც სასურველ შედეგს მოგვცემს. ჩვენ გვინდა, რომ იქ ვდომინირებედეთ და მოუხედავად იმისა, რომ ფრე ხელს გვაძლევს, არ ვაპირებ ფრეზე თამაშს. ამ თამაშის მოგებას ვეცდებით.30 წლის მანძილზე სეზონის ყველაზე ცუდი დაწყების შემდეგ, თქვენ შეიძლება დაასრულოთ მესამე პოზიციაზე. რა არის თქვენი თამაშის შეცვლის მიზეზები და რამდენად კონცენტრირებულები იქნებით მოედანზე?
კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში. როდესაც თქვენ თამაშობთ ხარისხიან და ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, კონცენტრაციის დაკარგვამ შეიძლება დაანგრიოს ყველაფერი. ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო გასვლა პრემიერ ლიგის ამ სეზონში. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად, უფრო მეტი სტაბილურობა და სანდოობა ვაჩვენეთ, ვიდრე სეზონის დასაწყისში, ყველა მატჩის ერთ და უმაღლეს დონეზე ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი განვითარებით.ეს ძალიან რთული პერიოდი იყო - როგორ გაუძლეს მოთამაშეებმა, ისევე როგორც თქვენი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა? რაც შეეხება ტრავმებს - არის ფეხბურთელები, რომლებიც ვერ შეძლებენ მონაწილეობას მატჩში?
როდესაც გაიმარჯვებ და კარგ შედეგს მიიღებ, ყოველთვის კარგიაა. თქვენ შექმნით იმპულსს, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ რამდენიმე ცუდი თამაში, არ ხდება ისე, რომ სეზონი თანაბარად გაგრძელდეს. ჩვენ ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი ბოლო სამ თამაშში, რათქმაუნდა იმედგაცრუებული ვარ "ჩელსისთან" მარცხით. რაც შეეხება "ვესთ ხემთან" თამაშს, ჩვენ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ვაგებდით და ტური მესამე ადგილზე დავასრულეთ.აქსელ ტუანზებე და ფილ ჯონსი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ თამაშს, დანარჩენი მოთამაშეები მზად არიან. ბოლო დამაჯერებელი მატჩების შემდეგ, უმნიშვნელო ვარდნა მოხდა. გასაგებია, რომ დაღლილობამ იმოქმედა, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ერთიდაიგივე შემადგენლობით თამაშობდით ...
ჩვენ გვაქვს მაღალი დონის ნდობა, რადგანაც კარგი შანსი გვაქვს, რომ ბოლო თამაშში ყველაფერი მოგვარდეს. სეზონის ბოლო თამაშამდე, ნებისმიერ გუნდში თავს იჩენს დაღლილობა, ეს ბუნებრივია მოთამაშეებისთვის. მაგრამ საკმარისი ენერგია გვაქვს ბოლო 90 წუთის სათამაშოდ. ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მიგვეღწია იქ, სადაც ახლა ვართ და ბოლო მატჩიც დაგვრჩა.თუკი სეზონის დასაწყისს გადავხედავთ, იტყვით, რომ მესამე ადგილი ყველაზე მეტია, რისი მიღებაც შეგიძლიათ ასეთი შემადგენლობით? და საერთოდ, მესამე ადგილი მისაღებია თქვენთვის, თქვენი კლუბის ისტორიის გათვალისწინებით?
მოდით, ჯერ ვითამაშოთ მატჩს და დავრჩეთ ამ მესამე ადგილზე. ამ სეზონში რთული პერიოდები გვქონდა, მაგრამ ჩვენ დავანახეთ, რომ ამ გუნდს ბევრი შეუძლია. თუ ჩვენ შეგვიძლია სეზონის მესამე ადგილზე დასრულება და ევროპა ლიგის მოგება, მაშინ ჩვენთან ვიმსჯელებთ, რამდენად მისაღებია ეს ჩვენთვის. "ვესტ ჰემთან" თამაში განსხვავებული იქნებოდა თქვენს გულშემაკტივრებთან? ან ფეხბურთელები განიცდიან ფანების ნაკლებობას?
ვფიქრობ, ფეხბურთელები უკვე შეჩვეულები არიან არსებულ ვითარებას, ჩვენ უბრალოდ უნდა გავუმკლავდეთ მას. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებთან სულ სხვა თამაში იქნებოდა, როგორც სახლში, ისე მოშორებით. ფეხბურთი ჩემთვის გულშემატკივრების გარეშე ერთნაირი არ არის. ვნება, ენთუზიაზმი, ენერგია - ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. მათ შეეძლოთ ჩვენი გაძლიერება, რაც საკმარისი იქნებოდა "ვესტ ჰემთან" მეორე გოლისა და უკეთესი თავდაცვისთვის, "საუთჰემპტონთან" მატჩებში. ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესოები არიან და მათი ყოფნა ნამდვილად გამოიწვევს ცვლილებას.ამ მატჩის შემდეგ და სანამ ევროპა ლიგა განახლდება დაისვენებთ? რა გეგმები გაქვთ ამ პერიოდისთვის?
ბიჭებს თავისუფალ დროს მივცემთ. მათ უნდა დაისვენონ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, სადმე წავიდნენ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს. ასე რომ, ძალების აღდგენისთვის რამდენიმე დღე დაგვჭირდება, შემდეგ კი ისევ დავბრუნდებით. ჩვენ გვაქვს შეხვედრა "ლასკთან", მაგრამ იქ ჩვენ გვაქვს ხუთ ბურთიანი ფორა, ასე რომ, ჩვენ არ დაგვჭირდება მთელი ძალების დახარჯვა ამ თამაშში, მანამდე კი როგორც ვთქვი რამდნიმე დღიანი დასვენება დაგვჭირდება.გარი ნევილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თქვენ გჭირდებათ კიდევ 3-4 მოთამაშე, რომ მომავალ სეზონში ტიტულისთვის კონკურენცია გაწიოთ. ეთანხმებით მას?
ახლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. მომავალი სეზონის შესახებ ჯერ არ მიფიქრია. ჩვენი მთავარი ყურადღება "ლესტერის" წინააღმდეგაა.ეს სეზონი თქვენთვის დიდი გამოწვევა იყო და საბოლოო ჯამში, თქვენ მოახერხეთ პოზიტიური შედეგის მიღწევა. შეგიძლიათ თუ არა, ამ სეზონს თქვენი კარიერის საუკეთესოდ უწოდოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ადგილზე დაასრულებთ სეზონს.
კიდევ ერთი თამაშია წინ, თუ "ლესტერის" წინააღმდეგ სასურველ შედეგს მივიღებთ, ვფიქრობ, ყველა იტყვის, რომ კარგი სეზონი გვქონდა. მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული. ვიცით, რომ ჩვენ წინ კიდევ ორი გუნდია, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან და ჩვენ გუნდში პროცესების გააქტიურება გვჭირდება.http://www.manutd.ru/