"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნემანია მატიჩმა არსებული ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში 2023 წლამდე ითამაშებს.
მისი არსებული კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ 31 წლის ნახევარმცველმა კლუბში დარჩენა ისურვა.
"მიხარია, რომ კვლავ ამ დიდებული კლუბის ნაწილი ვიქნები. როგორც ფეხბურთელმა, კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო ჩემს კარიერაში და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში ამის გაკეთება დიდი პატივი იქნება" - განაცხადა ნემანიამ.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც და შემადგენლობაში მატიჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მოხარული ვარ, რომ ნემანიამ ახალი კონტრაქტი გააფორმა, ვიცი მისი გამოცდილება, ლიდერობა და პროფესიონალიზმი ამ ახალგაზრდა გუნდში ფასდაუდებელი იქნება" - ამბობს ოლე.