თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2020, 18:41
ავტორი: BrunoMagnifico,
ნანახია: 1593,
კომენტარები: 11
საა: "რეშფორდი და მბაპე ერთ დონეზე არიან"
Compare Bet-თან მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუი საამ მარკუს რეშფორდზე ისაუბრა.
საა:
"მბაპე და რეშფორდი ძალიან სწრაფები არიან, მათ აქვთ იმის მონაცემები, რომ ისეთ სიტუაციას დააღწიონ თავი, როდესაც ორი ან სამი მცველით არიან გარშემორტყმულნი.

"ორივეს ერთნაირი პოზიცია აქვს. მათ ფლანგზე უყვართ თამაში, მაგრამ ცენტრიდანაც უტევენ. მბაპეს ძალა იმაშია, რომ ის ორჯერ არ ფიქრობს, ყოველთვის წინ მიდის. მსგავს რამეს მარკუს რეშფორდის თამაშშიც შეამჩნევთ."


ფრანგმა ვეტერანმა იმ გარემოზეც ისაუბრა, რა გარემოშიც ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს და აღნიშნა, რომ ინგლისელ თავდამსხმელს არ აქვს იგივე პირობები, რაც "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს აქვს.

"მარკუსი მოხვდა გუნდში, რომელიც გარდამავალ პერიოდში იყო, რის გამოც, მან საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო. მას უწევდა ლიდერობა მაშინ, როდესაც ეს მისი მთავარი ძალა არ იყო.

"მბაპეს უპირატესობა ის არის, რომ მას "პარი სენ-ჟერმენში" უწევს თამაში, აქ კი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. რეშფორდს მსგავსი პლატფორმა არ ჰქონია."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივნისი 2020 18:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარკუსი ძაან მიყვარს მარა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას რო მბაპე რაშფორდზე უკეთესია, აქამდე განვლილი კარიერით და მთავარი უპირატესობა კილიანს აქვს სწორი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, მოკლე დროში, თორე პოტენციალი რაშფორდს არანაკლები აქვს თუ მეტი არა. სულ იყო და ჯერ კიდევ არის რაშფორდის პრობლემა არასწორ საფეხბურთო აზროვნებაში, დამაგვირგვინებელი ფაზის დროს.

ამას გარდა, მბაპე უფრო ,,მკვლელის ინსტიქტისაა", რეალიზაციაც უფრო მაღალი აქვს და პარტნიორებსაც უფრო კარგად ეწყობა. სწორად აღნიშნა საამ რო პესეჟე უფრო გამართული გუნდია ამ დროისთვის მარა აქ მარტო პესეჟეში არაა საქმე, მონაკოშიც ძაან მაგარი იყო 17-18 წლის ასაკში. ასე რო, ჩემი აზრია კილიანი დღეს მარკუსს ჯობია მარა არავინ არ იცის ვინ იქნება 2-3 წელში უკეთესი.
0
№2
ავტორი: Malboro463
24 ივნისი 2020 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რეში კიარა სანჩოც შორსა მბაპესგან
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
24 ივნისი 2020 19:34
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Malboro463
რეში კიარა სანჩოც შორსა მბაპესგან

გეთანხმები 100%. მბაპე საერთოდ სხვა ლეველზე დგას
0
№4
ავტორი: 100%Red
24 ივნისი 2020 21:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ რაშფორდი სადაა
2 გოლი უნდა გაეტანა ტიპს 3d_3
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივნისი 2020 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორი 100% მომენტი გაანიავა, აშკარად არაა ფორმაში.
0
№6
ავტორი: bendzela
24 ივნისი 2020 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
გუნდი აშკარად კარგად გამოიყურება და იყო რამოდენიმე კარგი კომბინაცია და ჩანს ოლეს განვითარება და ძალიან მახარებს ეს ფაქტი .იმედია კიდევ უფრო დახვეწავენ და უფრო უკეთესები იქნებიან მომდევნო თამაშებში
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
24 ივნისი 2020 22:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ჰეტტრიკი გვეღირსა ხალხოოო
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივნისი 2020 22:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Dato kutaisi
ჰეტტრიკი გვეღირსა ხალხოოო


აბა 7 წლის მერე
0
№9
ავტორი: 100%Red
24 ივნისი 2020 22:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დაა აუუ ეს დღეც დადგაა love
**აკი გაანზრიონ ეხლა 4ეულსი შეძვრნენ wink
0
№10
ავტორი: Chesterman
24 ივნისი 2020 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ხელები ამიწევია:დ ნამდვილად ვისიამოვნეე საღოლ საღოლ ბიჭებს ოლეს ყველას))არც ვიცი ვინ უფრო მაგარი იყო ნუ მარსიალი თავისთავად ბისაკაც კარგი ცენტრი ხო საერთოდ მატიჩიანად მოკლედ ერთი გრინვუდის უგოლობამ და რაშფორდის გამაზვებმა გამიტეხა ცოტა თორე კარგი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top