თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2020, 18:41
ავტორი: BrunoMagnifico,
ნანახია: 1592,
კომენტარები: 11
საა: "რეშფორდი და მბაპე ერთ დონეზე არიან"
Compare Bet-თან მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუი საამ მარკუს რეშფორდზე ისაუბრა.
საა:
"მბაპე და რეშფორდი ძალიან სწრაფები არიან, მათ აქვთ იმის მონაცემები, რომ ისეთ სიტუაციას დააღწიონ თავი, როდესაც ორი ან სამი მცველით არიან გარშემორტყმულნი.

"ორივეს ერთნაირი პოზიცია აქვს. მათ ფლანგზე უყვართ თამაში, მაგრამ ცენტრიდანაც უტევენ. მბაპეს ძალა იმაშია, რომ ის ორჯერ არ ფიქრობს, ყოველთვის წინ მიდის. მსგავს რამეს მარკუს რეშფორდის თამაშშიც შეამჩნევთ."


ფრანგმა ვეტერანმა იმ გარემოზეც ისაუბრა, რა გარემოშიც ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს და აღნიშნა, რომ ინგლისელ თავდამსხმელს არ აქვს იგივე პირობები, რაც "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს აქვს.

"მარკუსი მოხვდა გუნდში, რომელიც გარდამავალ პერიოდში იყო, რის გამოც, მან საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო. მას უწევდა ლიდერობა მაშინ, როდესაც ეს მისი მთავარი ძალა არ იყო.

"მბაპეს უპირატესობა ის არის, რომ მას "პარი სენ-ჟერმენში" უწევს თამაში, აქ კი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. რეშფორდს მსგავსი პლატფორმა არ ჰქონია."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: onlyred
25 ივნისი 2020 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
5.5 კომპრესორს რო ადარებ ლამბორჯინს ეგ თემაა

მბაპეს მანევრირება, ფინიშინგი, რავი ყველაფერში ბევრად მოქნილი და სწრაფია. აზროვნებაშიც.
მარტო მსოფლიოს ჩემპიონობით იქნება მუდამ.წინ რადგან მეეჭვება ინგლისმა მოიგოს.მსოფლიო და რეში იმ.დონის ტიპი გახდეს ინგლისს ნავსი გაატეხიოს.

ეგ კაცი მოგვცა ჩვენს დაცვასთან მეკარესთან და პოგბა ფერნანდეშთან ერთად და მე ვიყო კუ თუ ეპლ არ წამოიღოს მომავალ წელს ოლემ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top