"იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გალი ამბობს, რომ კლუბი არ ყიდულობდა მისთვის საჭირო ფეხბურთელებს. მიუხედავად იმისა,რომ მან 13 მოთამაშე შეიძინა, ჰოლანდიელმა თქვა, რომ მან მიიღო მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებიც მისთვის "მეშვიდე ან მერვე არჩევანი იყო".
მათ ყავდათ ასაკობრივი გუნდი: 30 წელზე მეტი ასაკის ათი მოთამაშე და 35 წელზე უფროსი ასაკის 5 მოთამაშე. ამიტომ, მე მათ ვუთხარი, რომ ვაპირებ შემადგენლობის გაახალგაზრდავებას და მივეცი სია, რომელიც მათ ჩემთვის უნდა შეეძინათ, თუმცა იქიდან არცერთი არ უყიდიათ.
გასაგებია, რომ სხვა კლუბში არსებობს საზღვრები, თუმცა მსოლფიოში უმდიდრეს კლუბში,რომლის ბრუნვა 600 მილიონი ფუნტია, მე ვერ ვყიდულობ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მჭირდება. თქვენ უნდა შეიძინოთ ნომერ პირველი მოთამაშე და არა ნომერი მეშვიდე.
მიუხედავად ამ ყველა იმედგაცრუებისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო FA თასი, რაც კლუბში ჩემი უდიდესი მიღწევა იყო." - თქვა ჰოლანდიელმა.