თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2020, 12:17
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1790,
კომენტარები: 11
მწვრთნელების მუშაობის შედეგი
ინდივიდუალური პროგარამის შედეგები.
მწვრთნელების მუშაობის შედეგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის გაუმჯობესება ბოლო თვეებში ბევრმა დაუკავშირა ბრუნო ფერნანდეშს. თუმცა "The Athletic" გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბმა ბოლო დროს გამოიყენა ინდივიდუალური მუშაობა ზოგიერთ მოთამაშესთან, საერთო თამაშის გაუმჯობესების მიზნით.

გამოცემის კორესპონდენტის ლორა უიტველის თქმით, სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს დავალება ჰქონდათ ინდივიდუალური გაკვეთილები ჩაეტარებინათ ფეხბურთელებთან. ეს იყო წერტილოვანი სამუშაო, კონკრეტული ფეხბურთელების თამაშის კონკრეტული ელემენტების გასაუმჯობესებლად.

კერძოდ, ნემანია მატიჩი იყო ერთ-ერთი მოთამაშე, რომელთანაც ჩატარდა მრავალი მოკლე დამატებითი ვარჯიში, რომელიც გრძელდებოდა 20-30 წუთი. მწვრთნელები სერბთან მუშაობდნენ, წინ სვლაზე, გუნდის თავდასხმის მხარდაჭერაზე და თავდამსხმელისთვის ბურთის გადაცემაზე.

მატჩის გარდა, ინდივიდუალური სამუშაოები ჩატარდა აარონ ვან-ბისაკასთანაც. მას ავარჯიშებდნენ კირან მაკკენი და მაიკლ კერიკი. ამ ვარჯიშების დროს ბისაკს უნდა დაეჭირა ერთდროულად ორი დამცველი - თედენა მენჯი და ტიმოთი ფოსუ-მენსა და ბურთი ჩაეწოდებინა საჯარიმოში. ნაწილობრივ, ამ სამუშაოს შედეგების ნახვა შეიძლება დერბიში "სიტისთან" როდესაც აარონს ჰქონდა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში.

ეს ვარჯიშები არ იყო სტანდარტული პროგრამის ნაწილი. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიიღეს ეს ინოვაცია და გამოცემის ცნობით, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ასეთი ერთიანობა ფერგიუსონის დროის მერე კლუბში არ ყოფილა - ნათქვამია გამოცემაში.

http://www.manutd.ru/
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
20 მარტი 2020 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
გაიხარე ლაშა, ძაან კარგი სტატიაა. სგავს დიდხანს ვეძებდი რამე ეამეკითხა და ვერ ვპოულობდი. ესა ზუსტად საჭირო, მარტო ფრედის მომატება რა საყურებელი იყო. ბოლოს გოლები და საგოლე პასიც მიითვალა. რაში წელს ყველაზე კარგ სეზონს ატარებდა რო არა ტრამვა. ბისაკას თამაში მაშინაც ავღნიშნე წინ წასვლაც კარგად ისწავლათქო. ვის გვჯერა ვის არა აღარ დავიწყებ ახლიდან მილიონჯერ განხილულა ეს თემა და სიტი ტოტენჰრმს საბამ დავადებდით ძაან რთული პერიოდი გვქონდა და ყველა ძაან ნერვებზე ვიყავით 1-2 კაცის გარდა ოლესი მგონი აღარავის ჯეროდა მაგრამ ფაკტია შედეგი სახეზეა და ის რო ამ მატჩებს მწვრთნელის გარეშე იგებდნენ სისულელეა. უბრალოდ შრომის შედეგის ნახვას დრო უნდა. 1 დღეში არაფერი აშენებულა და ძაან მიხაროდა რო უკვე სწორ ტალღაზე იყვნენ თქვადაც ირწმუნეს ძალები რაც შეეძლოთ და ბრუნოს ფაკტორსაც არ ვმგამოვრიცხავ რათქმაუდ ამანაც ერთი ორად აამღლა მთიანად გუნდის თამაში. სამწუხარო ისაა რო როდის დაბრუნდება ეგ არ ვიცით ან რა სახით ან შემდეგ სეზონამდე თუ დაბრუნდება საერტოდ. თუ არადა ლიგა როგორ დალაგდება ვინ იცის :(
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2020 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, რაც შეიძლება მეტი ასეთი ვარჯიში უნდა ჩატარდეს, შეეტყოთ ფეხბურთელებს აშკარად.
0
№3
ავტორი: Lalana
20 მარტი 2020 14:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ცვლილება ფეხბურთელების გაუმჯობესებაში ბოლო პერიოდიდან გამომდინარე აშკარა იყო.გუნდი უფრო აჩქარებული და დინამიური გახდა.ვან ბისაკაზე კიდევ ბევრია ასეთი ვარჯიში საჭირო,არის მასში შეტევითი ფაზის განვითარების ელემენტები,მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც საკმაოდ ბევრი ცდიდან სულ ცოტა გამოდის ისე როგორც საჭიროა შეტევის სიმწვავისთვის.საკმაოდ დიდი დასვენება გამოუდით და იმედია ამ პერიოდში უფრო დახვეწენ მსგავს ელემენტებს.თან ამასობაში ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან და ვნახოთ რა იქნება.იმედია ამ სეზონის ჩამთავრების უფლებას მისცემენ,მაგრამ ასე თუ გაგრძელდა შეიძლება აღარც განაახლონ ჩემპიონატები.
0
№4
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2020 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რათქმა უნდა მთლიან გუნდს აქვს პროგრესი ❤️
0
№5
ავტორი: bendzela
20 მარტი 2020 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ისე ძმებო ეს ამ პაუზას ერთი ის აქვს კაი რო რეში დაგვიბრუნდება უფრო მონდომებული და მოტივირებული
0
№6
ავტორი: 100%Red
20 მარტი 2020 15:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: bendzela
ისე ძმებო ეს ამ პაუზას ერთი ის აქვს კაი რო რეში დაგვიბრუნდება უფრო მონდომებული და მოტივირებული

ახლა მთავარი ისაა სეზნს დამთავრებას როგორ გადაწყვეტენ
იმედია ლიგის გარეშე არ დავრჩებით wink
0
№7
ავტორი: bendzela
20 მარტი 2020 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავედით ორმაგი ტრაგედია იქნება უკვე .. იმედია ჩაამთავრებენ და მშვიდობა იქნება მსოფლიოში
0
№8
ავტორი: Takashi Fukunishi
20 მარტი 2020 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ისეთი ამბებია ევროპაში, ვფიქრობ მთელი ზაფხული ესე იქნება და ბევრი ჩემპიონატი გაუქმდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№9
ავტორი: Chesterman
20 მარტი 2020 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
მგონი კარგახანს მოგვიწევს ძველი ჩანაწერების ყურება სამწუხაროდ ისე მიდის საქმეები(((საინტერესოა რა მომავალი აქ ფეხბურთს თუმცა მეეჭვებაა ყველაფერი ძველებურად იყოს ...ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა ფეხბურთელების,სპორტსმენების და ჩვენი ასეე რომ ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას
0
№10
ავტორი: onlyred
20 მარტი 2020 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მაგარი კაცია სულშერა.
შეიძლება ზოგჯერ წაუფილოსოფოსებს თამაშის მიმდინარეობისას მაგრამ უნდა საქმის კეთება და აკეთება კიდეც ასე რომ რესფექთ ოლეს ❤
რეში დახვეწა ფინიშებზე და ჯეიმსსაც მოუხერხოს რამე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top