თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2020, 12:17
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1800,
კომენტარები: 11
მწვრთნელების მუშაობის შედეგი
ინდივიდუალური პროგარამის შედეგები.
მწვრთნელების მუშაობის შედეგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის გაუმჯობესება ბოლო თვეებში ბევრმა დაუკავშირა ბრუნო ფერნანდეშს. თუმცა "The Athletic" გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ კლუბის სამწვრთნელო შტაბმა ბოლო დროს გამოიყენა ინდივიდუალური მუშაობა ზოგიერთ მოთამაშესთან, საერთო თამაშის გაუმჯობესების მიზნით.

გამოცემის კორესპონდენტის ლორა უიტველის თქმით, სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს დავალება ჰქონდათ ინდივიდუალური გაკვეთილები ჩაეტარებინათ ფეხბურთელებთან. ეს იყო წერტილოვანი სამუშაო, კონკრეტული ფეხბურთელების თამაშის კონკრეტული ელემენტების გასაუმჯობესებლად.

კერძოდ, ნემანია მატიჩი იყო ერთ-ერთი მოთამაშე, რომელთანაც ჩატარდა მრავალი მოკლე დამატებითი ვარჯიში, რომელიც გრძელდებოდა 20-30 წუთი. მწვრთნელები სერბთან მუშაობდნენ, წინ სვლაზე, გუნდის თავდასხმის მხარდაჭერაზე და თავდამსხმელისთვის ბურთის გადაცემაზე.

მატჩის გარდა, ინდივიდუალური სამუშაოები ჩატარდა აარონ ვან-ბისაკასთანაც. მას ავარჯიშებდნენ კირან მაკკენი და მაიკლ კერიკი. ამ ვარჯიშების დროს ბისაკს უნდა დაეჭირა ერთდროულად ორი დამცველი - თედენა მენჯი და ტიმოთი ფოსუ-მენსა და ბურთი ჩაეწოდებინა საჯარიმოში. ნაწილობრივ, ამ სამუშაოს შედეგების ნახვა შეიძლება დერბიში "სიტისთან" როდესაც აარონს ჰქონდა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში.

ეს ვარჯიშები არ იყო სტანდარტული პროგრამის ნაწილი. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიიღეს ეს ინოვაცია და გამოცემის ცნობით, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ასეთი ერთიანობა ფერგიუსონის დროის მერე კლუბში არ ყოფილა - ნათქვამია გამოცემაში.

http://www.manutd.ru/
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
21 მარტი 2020 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვის მეტად ვის ნაკლებად, მაგრამ გულის სიღრმესი მაინც გვჯერა ამ პროექტის და გვეიმედება ყველა სულით მანჩესტერელს...<3 ასე რომ მოთმენა და პატივისცემაა საჭირო..!<3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top