თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2020, 17:26
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1950,
კომენტარები: 11
გუნდი ხვალ შეიკრიბება
ვარჯიში ნახლდება.
გუნდი ხვალ შეიკრიბება
დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები მცირე ხნის დასვენების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ კარინგტონში, წერს "თაიმსი".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლასკთან" მატჩის შემდეგ, პირველი გუნდის წევრებმა პარასკევს აღდგენითი ვარჯიში ჩაატარეს. ამის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის ფეხბურთელებს სამდღიანი დასვენების დღე მისცა.

"თაიმსმა" დაადასტურა ცნობები, რომ "იუნაიტედი", განსხვავებით "არსენალისგან" და "ევერტონისგან", არ დახურავდა ვარჯიშს პანდემიის გამო. გარდა იმ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვისა, სადაც ფეხბურთელები მუშაობენ. კლუბმა ასევე დააწესა დამატებითი წესები, რომლებიც თანამშრომლებს უფრო ხშირად ხელის დაბანას ავადლებულებს.

გასულ კვირას კლუბის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი მოათავსეს იზოლაციაში, რადგან იგი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, სადაც შემდგომში გამოვლინდნენ ინფიცირებული პირები. თუმცა, კლუბში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კორონა ვირუსის" ტესტის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული პირი იმფიცირებული არ აღმოჩნდა და ყველაფერი წესრიგშია.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2020 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
აუ როდის დაბრუნდება რა ფეხბურთი:(((
1
№2
ავტორი: The Special One
17 მარტი 2020 18:09
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დედამიწა გაჩერდა პირდაპირი მნიშვნელობით smile
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: 100%Red
17 მარტი 2020 19:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კაია თუ ამ დროს გამოიყენებენ სავარჯიშოდ
ეჰ როდის დაბრუნდება ფეხბურთი
ვარჯიშების ვიდეო მაინც ატვირთონ გვაყურებინონ დავიტანჯეთ ხალხი recourse
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
17 მარტი 2020 20:40
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
არ უშვებენ არავის,თორე რო იყოს დავდებდი ვარჯიშის ვიდეოს. ბოლო 40 წუთში, 4000 შემთხვევა დაფიქსირდა მსოფლიოს მაშტაბით. ეს უკვე პანდემიაა და აქაც ნელნელა მოემატება. ძალიან ცუდი ვითარებაა მსოფლიოში. არავინ არ იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ახლა ვუყურებ სტატისტიკას და საშინელება ხდება ;(
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2020 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე მიდის საქმე კაი ხანს არ იქნება კიდე არცერთი სპორტული მოვლენა
0
№6
ავტორი: shotkin
17 მარტი 2020 21:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან მეეჭვება 2 კვირა და ჭირდეს ამ ყველაფრის მოგვარებას, ისეთი კლუბები სადაც ფეხბურთელები დაინფიცირდნენ მგონია რო მაინც აეკრძალებათ მატჩების ჩატარება 4 აპრილიდანაც და დანარჩენ კლუბებს სადაც ნულის მაჩვენებელია შემთხვევა შეიძლება მისცენ მატჩების ჩატარების უფლება, ისიც დახურულ სტადიონზე. სადღაც წავიკითხე დაახლოებით 1 წელი დაჭირდება როგორც მინიმუმ ვაქცინის დამზადებას
0
№7
ავტორი: Karanadze
17 მარტი 2020 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Ესპანეთში ვარ ბიჯები კარანტინია გაჩაღებული. Ყოველ დღე იმატებს 2_3 ათასით იმფიცირებულების რიცხვი. Ცუდადაა საქმე ყოჩაღ საქართველოში მაგრად ივაშკაცენ.
0
№8
ავტორი: Lalana
17 მარტი 2020 22:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
ძაან მეეჭვება 2 კვირა და ჭირდეს ამ ყველაფრის მოგვარებას, ისეთი კლუბები სადაც ფეხბურთელები დაინფიცირდნენ მგონია რო მაინც აეკრძალებათ მატჩების ჩატარება 4 აპრილიდანაც და დანარჩენ კლუბებს სადაც ნულის მაჩვენებელია შემთხვევა შეიძლება მისცენ მატჩების ჩატარების უფლება, ისიც დახურულ სტადიონზე. სადღაც წავიკითხე დაახლოებით 1 წელი დაჭირდება როგორც მინიმუმ ვაქცინის დამზადებას

ზოგადად ვაქცინის დამზადებას დიდი დრო არ ჭირდება,მაგრამ შემდეგ უკვე გამოცდა არის საჭირო რასაც არც თუ ისე პატრა დრო ჭირდება.დღეს სტოკს გადავხედე და ყველა დიდ კომპანიას აქციები საკმაოდ დაუვარდა და თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა ეკონომიკას ძაან დაარტყამს.ზოგადად საშიში ვირუსი არაა,როგორც თუნდაც ებოლა,ღორის გრიპი,ან ესპანური ვირუსი,მაგრამ მაგ ვირუსებზე ბევრად მარტივად ვრცელდება და ესაა ცუდი.ყველანაირად შეეცადეთ დ ვიტამინი მიიღოთ და უფრო აიმაღლოთ იმუნიტეტი.ეს ვირუსი საშიშია მოხუცებულებისთვის და იმათთვის ვისაც არც თუ ისე კარგი იმუნიტეტი აქვთ.ჩინეთი ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან და იმედია დანარჩენი მაოფლიოც გამოვა მალე.
2
№9
ავტორი: levionok
18 მარტი 2020 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგია რომ სუფთად არის გუნდი და აგრძელებს შრომას,გერმანიაში ვარ ძმებო მატულობს მაგრად უკვე 10 000 ზეა არის რაღაც შეზღუდვები როგორიც არის ღამია კლუბები გადართობი ცენტრები,მაკდონალდსიც მუშაობს ქარხნები საზოგადოებრივი ტრანსპორტი,მიუნხენშია ცუდი მდგომარეობა და ის ჩაკეტეს ხალხი ძალიან მშვიდად არის აი საერთოდ არაფერი ეტყობა ხალხს რაც შეეხება ვაქცინას იდეაში 12-18 თვე უნდა თუმცა არის შანსი რომ უკვე ერთ თვეში იყოს ხწლმისაწვდომი უკვე 45 მოხალისეზე ცდიან ანუ უკვე გაიარა კოლბაში ტესტი და ცხოველებზე რაც მნიშვნელოვანია ეს არის დრო გუნდები სავარაუდოდ ზაფხულის შუისკენ ჩაამთავრებენ სეზონს ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ გფარავდეთ უფალი გავუფრთხილდეთ ჩვენს მოხუცებს გადავაგორებთ ყველაფერს ჩვენ ხომ ოთხმოცდაათიანები გვაქვს გადაგორებული კორონასაც გადავაგორებთ... გენაცვალეთ ყველას
2
№10
ავტორი: temo-scholes
18 მარტი 2020 04:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ყველას ჯამრთელობას და სიმტკიცეს გისურვებთ
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top