თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2020, 17:26
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1946,
კომენტარები: 11
გუნდი ხვალ შეიკრიბება
ვარჯიში ნახლდება.
გუნდი ხვალ შეიკრიბება
დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები მცირე ხნის დასვენების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ კარინგტონში, წერს "თაიმსი".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლასკთან" მატჩის შემდეგ, პირველი გუნდის წევრებმა პარასკევს აღდგენითი ვარჯიში ჩაატარეს. ამის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის ფეხბურთელებს სამდღიანი დასვენების დღე მისცა.

"თაიმსმა" დაადასტურა ცნობები, რომ "იუნაიტედი", განსხვავებით "არსენალისგან" და "ევერტონისგან", არ დახურავდა ვარჯიშს პანდემიის გამო. გარდა იმ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვისა, სადაც ფეხბურთელები მუშაობენ. კლუბმა ასევე დააწესა დამატებითი წესები, რომლებიც თანამშრომლებს უფრო ხშირად ხელის დაბანას ავადლებულებს.

გასულ კვირას კლუბის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი მოათავსეს იზოლაციაში, რადგან იგი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, სადაც შემდგომში გამოვლინდნენ ინფიცირებული პირები. თუმცა, კლუბში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კორონა ვირუსის" ტესტის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული პირი იმფიცირებული არ აღმოჩნდა და ყველაფერი წესრიგშია.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
18 მარტი 2020 20:15
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დღეს დაიწერა ყველას ინდივიდუალურ პროგრამას გადასცემენ და ისე ივარჯიშებენ სახლშიო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top