თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2020, 13:45
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 16
ბრუნო ფერნანდეშის ინეტრვიუ
ბრუნომ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
ბრუნო ფერნანდეშის ინეტრვიუ
ბრუნო ფერნანდეშმა ინტერვიუ ჩაწერა "სკაი სპორტის" ჟურნალისტთან, რომელშიც ისაუბრა იმაზე, თუ როგორია მისი პირველი თვე ახალი გუნდის შემადგენლობაში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის ჩემი პრიორიტეტი.

”იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილება ადვილი იყო. როდესაც ეს შანსი გამოჩნდა, ორჯერ არ დავფიქრებულვარ. - თქვა ფერნანდეშმა. მე ვესაუბრე "სპორტინგის" წარმომაგდენელს, რომელიც უკვე მოლაპარაკებებს მართავდა "იუნაიტედთან" და ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი პრიორიტეტული არჩევანია.

ახლა იგივე გუნდს ვხედავ, რომელსაც ერთი თვის უკან ვხედავდი. ჩვენ გვწყურია გამარჯვებები, ასევე ვცდილობთ ვაჩვენოთ ყველა ის საუკეთესო, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ბევრი კარგი თამაში და ვფიქრობ, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ წამოწყებაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არამედ მთლიანი გუნდის.

გუნდს სჭირდება სწორი კონცენტრირება, სწორ დროს მიღებული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, მე რომ არ მოვსულიყავი, "იუნაიტედი" იგივე გზით წავიდოდა და ითამაშებდა, რადგან ერთ მოთამაშეს არ შეუძლია შეცვალოს მთელი გუნდი,



გულშემატკივერბის და მათი სიმღერის შესახებ.

არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველივე დღიდან მე ვიღებ წარმოუდგენელ მხარდაჭერას! როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, გავიფიქრე: "აქ მხოლოდ ორი დღე ვიყავი და მათ უკვე დაწეყეს სიმღერა ჩემ შესახებ!” ვგრძნობ, რომ სანაცვლო უნდა გავიღო ფანებისთვის. მე იმიტომ კი არ უნდა გავაკეთო საქმე, რომ მათ მე სიმღერა მომიძღვენს, მე ჩემი გასაკეთებელი თანაგუნდელებისთვის უნდა გავაკეთო.


ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ.

მხოლოდ ერთი თვე გავიდა რაც აქ მოვედი, მაგრამ მე შევძელი იმის გაგება, რომ ის დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანია და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის დეტალებია, რაც ფეხბურთს ცვლის. ახლა უამრავი კარგი მწვრთნელია, ისინი ერთმანეთს უყურებენ, სწავლობენ ერთმანეთისგან, ამიტომ თამაში უფრო რთულდება.

ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი ნამდვილად კარგია იმით, რასაც აკეთებს. ის თავად იყო ფეხბურთელი, ამიტომ მან იცის, როდის უნდა დაელაპარაკოს ფეხბურთელებს, როდის უნდა თქვას მხარდამჭერი სიტყვები და როდის უნდა იყოს მკაცრი. ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელის წარსული გაქვს, შენ უკეთესად გესმის, ვიდრე იმათ ვისაც ეს გზა არ გაუვლია.

ოლე ნამდვილად ძალიან ყურადღებიანია დეტალებისადმი. მას სურს სრულყოფილების მიღწევა, თუმცა იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ის თავად ცდილობს უკეთესად იმუშაოს და ჩვენგან იგივეს ითხოვს.


დიოგო დალოსთან მეგობრობის შესახებ.

მათ მანქანა მომცეს, მაგრამ დიეგოს ნებაყოფლობით დავყავარ ვარჯიშზე, ასე რომ ჩვენ ერთად დავდივართ. ჩვეულებრივ, ჩვენ ადრე მოვდივარ, მხოლოდ ფილ ჯონსს შეუძლია ზოგჯერ ჩვენ მოგვასწროს. ჩვენ საუზმეზეც და დარბაზშიც ერთად დავდივართ.

როდესაც პირველად ჩამოვედი, ის ძალიან დამეხმარა. პირველი დღეები მის სახლში ვცხოვრობდი. სასტუმროს ოთახი მქონდა, მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა მასთან მეცხოვრა და დამხმარებოდა. მოხარული ვარ, რომ დიეგო იყო აქ, ის ძალიან დამეხმარა.


დერბის დროს გვარდიოლასთან შელაპარაკების შესახებ.

ეს საკითხი მეგობრებთან ერთად განვიხილე და ზოგი ფიქრობს, რომ მე არ უნდა გამეკეთებინა ეს. პეპმა მოიგო ყველაფერი რაც შესაძლებელია და ვინ არის ბრუნო, რომ ასე ეპასუხებოდეს? ვფიქრობ, აქ საქმე უბრალოდ პატივისცემაშია. ახლა, როდესაც მოედანზე არ ვარ, მშვიდი ვარ და რა თქმა უნდა, არ გავაკეთებდი ამას ისევ, მაგრამ იმ მომენტში მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა, ჩემში სხვა რამ გამოიწვია. საკმაოდ სწრაფად ვივიწყებ ასეთ ინციდენტებს, ეს ჩემი ბუნებაა.

მე პატივს ვცემ პეპს, პატივს ვცემ მის მიღწევებს და იმას, რაც მან ფეხბურთისთვის გააკეთა, მაგრამ იმ მომენტში მან უპატივცემულობა გამოიჩინა ჩემს მიმართ და არ დაიმსახურა პატივისცემა ჩემი მხრიდან. თუმცა ყველაფერი, რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე. ახლა ჩვენ უკვე გარეთ ვართ და ყველაფერი წარსულშია. მე პატივს ვცემ პეპს და ახლა არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა მან - დაასრულა პორტუგალიელმა.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
16 მარტი 2020 14:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
შათლახია ტლოპინა, პირველი არარი ეგეთი საქციელი მაგისგან
0
№2
ავტორი: dybbuk
16 მარტი 2020 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ფელიშიც უნდა ეყიდათ და კარგი პორტუგალიური ტანდემი გვეყოლებოდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არააქვს. ეს ჰავერცი რა მაგარი ბიჭია, სერიოზული ბრძოლა იქნება გრანდებს შორის მის გადასაბირებლად. ზოგადად ახალგაზრდა ტალანტები რომლებმაც უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა, ძალიან გააძლიერებს გუნდს, მომწონს ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ ამავდროულად გამოცდილი ხალხიც აუცილებელია გუნდში ბალანსის დასამყარებლად. ნეტა ზაფხულში მოეყვანათ ეს ბიჭი, დარწმუნებული ვარ ახლა რადიკალურად სხვა სიტუაცია იქნებოდა ყველა ასპექტში, როგორც სათამაშო ასევე სატურნირო ცხრილშიც. კიდევ კარგი ტოტემ არ წაიყვანა თორე ახლა სად ვიქნებოდით წარმოდგენც არ მინდა. დღეს წავიკითხე თუ ლიგია გარეშე დარჩა მანიუ, ადიდასს გადაუხდის 22მლნ-სო, ძაან დაარტყავს გუნდის ავტორიტეტს ისევე როგორც ფინანსური კუთხით, რაც შესაბამისად გამოიწვევს იმას რომ ნაკლები შანსი იქნება გრანდის კალიბრის ფეხბურთელების მოყვანას. მოკლედ რომ ვთქვა იმდენ რამეზე იქონიებს გავლენას, რომ წარმოდგენაც არ მინდა ლიგის მიღმა დარჩენის. ძაან ცუდ დროს კი მოგვიწია ეს გლობალური პრობლემა, კარგი ფორმა ქონდათ აკრეფილი, მაგრამ ყველამ მაქსიმუი უნდა დადოს რომ მომავალ წელსაც ამ ევროპა ლიგის უაზრო ჰიმნი არ გაჟღერდეს ოლდ ტრაფორდზე. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას ამ მძიმე პერიოდში, ყველაფერი კარგად იქნება, მაგის რწმენა არ მოგიშალოთ ღმერთმა
1
№3
ავტორი: bziki
16 მარტი 2020 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თუ არ გაანულეს შედეგები სხვანაირად არ უნდა დავრჩეთ ლიგის გარეშე,მაგ შემთხვევაშიც ლუზერების ამბავი უარესობა იქნება არა მგონია გააუქმონ,ჩაამტავრებენ კვირაში 2 თამაშით.

ზაფხულში დეხეას კლუბი რო უნახონ 55 მილიონს მაინც აიღებენ,როხო(მგონი კონტრაქტი უმთავრდება),
ფოსუმენსას კონტრაქტი უმთავრდება,სმოლინგი(20-25), ჯონსი(10-12),ბაილი(30-35) ბაილი თუ გაყიდეს მცველის ფულს კი კრავენ,მაიტიჩი(10),ლინგარდი(20-22),პოგბა(105),სანჩესი(?)

სანჩო,ბელინგემი,გრილიში,ზაქარია/რაისი/სუმარე ესენი რო გააკეთოს ვუდიკამ მერე გინდა კულიბალი უყიდია გინდა კეინი:D:D:D
მაგარი ზაფხული იქნება და სეზონი უარესი,ტრანსფერებს საინტერესოა როდის გააღებენ
0
№4
ავტორი: The Special One
16 მარტი 2020 19:04
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: bziki
თუ არ გაანულეს შედეგები სხვანაირად არ უნდა დავრჩეთ ლიგის გარეშე,მაგ შემთხვევაშიც ლუზერების ამბავი უარესობა იქნება არა მგონია გააუქმონ,ჩაამტავრებენ კვირაში 2 თამაშით.

ზაფხულში დეხეას კლუბი რო უნახონ 55 მილიონს მაინც აიღებენ,როხო(მგონი კონტრაქტი უმთავრდება),
ფოსუმენსას კონტრაქტი უმთავრდება,სმოლინგი(20-25), ჯონსი(10-12),ბაილი(30-35) ბაილი თუ გაყიდეს მცველის ფულს კი კრავენ,მაიტიჩი(10),ლინგარდი(20-22),პოგბა(105),სანჩესი(?)

სანჩო,ბელინგემი,გრილიში,ზაქარია/რაისი/სუმარე ესენი რო გააკეთოს ვუდიკამ მერე გინდა კულიბალი უყიდია გინდა კეინი:D:D:D
მაგარი ზაფხული იქნება და სეზონი უარესი,ტრანსფერებს საინტერესოა როდის გააღებენ


დე ხეას რას ერჩი? :D ჯერ რა 55 მილიონი და მეორეც რამდენიმე თვის წინ გააფორმა ახალი კონტრაქტი 2024 მდე.დე ხეა თუ 55 ღირს და მაგის დედა ვატირე აღარ ყოფილა საშველი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Takashi Fukunishi
16 მარტი 2020 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ჯონსი, პერეირა, ლინგარდი, ეს სამი ალბათ პირველები წავლენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ B E L I E V E
№6
ავტორი: bero123
16 მარტი 2020 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: bziki
თუ არ გაანულეს შედეგები სხვანაირად არ უნდა დავრჩეთ ლიგის გარეშე,მაგ შემთხვევაშიც ლუზერების ამბავი უარესობა იქნება არა მგონია გააუქმონ,ჩაამტავრებენ კვირაში 2 თამაშით.

ზაფხულში დეხეას კლუბი რო უნახონ 55 მილიონს მაინც აიღებენ,როხო(მგონი კონტრაქტი უმთავრდება),
ფოსუმენსას კონტრაქტი უმთავრდება,სმოლინგი(20-25), ჯონსი(10-12),ბაილი(30-35) ბაილი თუ გაყიდეს მცველის ფულს კი კრავენ,მაიტიჩი(10),ლინგარდი(20-22),პოგბა(105),სანჩესი(?)

სანჩო,ბელინგემი,გრილიში,ზაქარია/რაისი/სუმარე ესენი რო გააკეთოს ვუდიკამ მერე გინდა კულიბალი უყიდია გინდა კეინი:D:D:D
მაგარი ზაფხული იქნება და სეზონი უარესი,ტრანსფერებს საინტერესოა როდის გააღებენ

Davitasgan ra ginda to erti sezoni tu chavardna aq unda vapatiot rac magan kluni atria to. Prosta manchesteris gulshematkivari ese erti xelis moamit ro iviwyebs rac mag kacma gaaketa gundistvis magra texavs. Davita tu gasayidia mashin mteli gumsi gasashvebia. Yvelaze metead eg imsaxirebs manchestershi tamashs
0
№7
ავტორი: bziki
16 მარტი 2020 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესი:)
ვინმე თუ ნახეს ვინც თუნდაც 55 ს გადაიხდის გაყიდიან და უნდა გაყიდონ კიდეც,დეხას წასვლა არც დაეტყობა გუნდს მაგ ფასად კიდე ვინმეს იყიდიან,პრობლემა ისაა რო არც ერთ გრანდს არ ჭირდება მეკარე,არც ერთს:)

ფაქტია რო ან ჰენდერსონი უნდა გაყიდონ ან დეხეა.
ასაკით,ბოლო წლების ნათამაშებით(თუ არ ჯობია არც ჩამოუვარდება დეხეას),მოქალაქეობით:)რეალი რო დაუძახებს უკანალში პანჩურების რტყმით არ გაიქცევა რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს კლუბი.
ბევრი მიზეზის გამო ჯობია რო ჰენდერსონი დაიტოვონ თუნდაც ფასით დეხეა მეტად გაიყიდება,
ვინმე თუ ნახა ვუდვორდამ ვინც 50 ზე მეტს გადაიხდის დამიჯერეთ ყველანაირი სენტიმენტების გარეშე დააპრადალებს, არ შეეშლება ეგ.
თუ არადა ჰენდერსონი უნდა გაყიდოს მაგ ასაკის და პოტენციის მეკარეს თვითონაც იციან რო ვერ იშოვიან თან უფასოდ,ვინმეს თუ გონია ერთი წელი გაუვარდა ჰენდერსონს ცდება 3 წელია სტაბილურად მაგრა დგას
0
№8
ავტორი: Maguire_Harry1
17 მარტი 2020 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ძაან სასაცილოა დეხეა რო ზოგს ჩამოწერილი გონია... შმეიხელი დეხეას ასაკის იყო მანჩესტერში რო მოვიდა და 8 წელი ითამაშა, იქამდე არაფრით განსაკუთრებული მეკარე იყო და ორი სეზონი იყო რაც თამაში მომატებული ქონდა და ფერგიმ აიყვანა... ვან დერ სარიც 35 წლის იყო იუნაიტედში რო მოვიდა და ისტორია დაწერა... ყველა მეკარეს აქვს ჩავარდნა კარიერის შუა მომენტში, და მერე ძალიან მაგრად უმატებენ თამაშს. დეხეას ასაკში კარიერის პიკზე ბუფონმაც უსაზიზღრესი სეზონი ჩაატარა და ნოირიც ძალიან ურევდა რამდენიმე წლის წინ... იგივე შეიძლება თქვა ძალიან ბევრ ტოპ მეკარეზე. დეხეამ რო ერთი სეზონი ჩააგდო ეგ იმას არ ნიშნავს რო უნდა გავაგდოთ, ან რო ორი წლის მერე ჰენდერსონი უკეთესი კიპერი იქნება.
1
№9
ავტორი: David_Beckham7
17 მარტი 2020 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
დეხეას გაყიდვა არც გაუფიქრებიათ მგონია. ეს ჯურნსლისტების პონტი მგონია რამე ხკ უნდა წერონ. კი კაი ბიჭია ჰეენდერსონი .აგრწმ დეხეას კლასი ვინაა რაცი.
ფეხით ვიძწხი აღების დროს და არა პასები როგორც ედერსონს იყენებს სიტი. ფედით მასზე უკეთესად ვერწვინ ვერ თამაშობს რამდენ დსბალ მკვდარ ბურთს აძრობე ხოლმე ფეხით ძაან მაგარი რეაქცია აქვს
0
№10
ავტორი: RedDevil10
17 მარტი 2020 02:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
უკანალში პანჩურის რტყმით გაიგცევა რას ნიშნავს???..... იუნაიტედის მეკარეზე ლაპარაკობ ძმაო იუნაიტედის პირველ ნომერზე....არ შეიძლება ეგრე საუბარი უბრალოდ გუნდის შეურაცხოფაა ტოო....შენ რამდენადაც გონია რომ პანჩურის რტყმევით გაიქვა მე იმდენად მგონია რომ იუნაიტედის ვიცე კაპიტანი მსოფლიოში ნომერ პირველია და იუნაიტედის ლეგენდაც გახდება და აბა ეცადე და საპირისპირო შემომიტრიალო ტოოო..... იუნაიტედიდან უკანალის პანჩურის რტყმევით არ გაქცეულა არსად არავინ და არც იქნება არავინ მეექვსე ხარისხოვანი ფეხბურთელების გარდა.... პესში ხოარგონიათ თავი ვიდაც გინდა მოიყვანთ ვისაც გინდა გაუშვებთ ტოო მეტი თავშეკავება ძმებო ეს იუნაიტედია და დე ხეა კი მისი თამამად შეიძლება თქმა რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ისტორიაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top