თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2020, 14:40
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2540,
კომენტარები: 65
ოლე: "სწორი მიმართულებით მიმყავს გუნდი"
ოლემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერმა თქვა, რომ მას კლუბში ბევრი რამის შეცვლა მოუწია, რომელიც ჟოზე მოურინიოს შემდეგ დახვდა.

ჟურნალისტებმა ოლეს თხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მოურინიოს განცხადებაზე, რომელიც გასულ სექტემბერს თქვა, რომ "იუნაიტედი" ამ სეზონში გაცილებით უარესი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც პორტუგალიელი იყო კლუბის მთავარი მწვრთნელი.

მე მირჩევნია არ ვისაუბრო სხვა გუნდების მწვრთნელებზე - თქვა სოლსკიაერმა, თუმცა მან ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც განახორციელა.

მე ვგრძნობდი, რომ ცვლილებები საჭირო იყო. ჩვენ დავიმატეთ ოთხი მოთამაშე, ასევე გავუშვით ბევრი და პირველ გუნდს უამრავი ახალგაზრდა მოთამაშე დავამატეთ. არ ვიცი, რამდენად დრამატული იყო ეს ცვლილებები. არა მგონია, რომ ისინი ძალიან დრამატული იყო გუნდისთვის და მათთვის, ვინც აქ იმყოფებოდა.

საუბარია არა მხოლოდ ტაქტიკაზე, არამედ ფეხბურთელებზე. ამავე დროს, მე მყავს შესანიშნავი შტაბი და მაქვს ფილოსოფია, რომელსაც ამ კლუბის ღირსებად მივიჩნევ. მე წითელი ვარ და ვფიქრობ, რომ ვიცი რა სჭირდება ამ კლუბს.

მე მჯერა იმ მიზნების, რომლისკენაც მივდივართ. მე მჯერა, რომ ჩვენ იმ გზაზე ვართ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა გაჰყვეს. სხვადასხვა კლუბებს აქვთ სხვადასხვა გზა, არსებობს სხვადასხვა კულტურა, მაგრამ მე მჯერა იმ გზის, რომელსაც ახლა მივყვებით.

მე არ ვამბობ, რომ ჩვენ წარსულში აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ და შეცდომები არ დავუშვით, მაგრამ ამ მომენტში მე მჯერა ის, რასაც ვაკეთებთ. მე მჯერა, რომ მე ამ კლუბისთვის შესაფერისი ადამიანი ვარ, მაგრამ არ მსურს აქ ჯდომა და ამაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში. ამის დადასტურება უნდა იყოს ჩემი საქმეები და არა ჩემი სიტყვები - დაასრულა სოლსკიაერმა.


http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
65 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
14 მარტი 2020 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ კაცში ისაა, რომ ჟოზესავით და ვან გაალივით ჯიუტი არაა. შეცდომების აღიარება დიდი ვაჟკაცობაა პრესასთან და დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. იმედია გაითვალისწინებს ყველაფერს რაც მისი დანიშვნიდან დღემდე მოხდა, ეს მხოლოდ გააუმჯობესებს მას როგორც მწვრთნელს და ღმერთმა ქნას რომ იმ დონეზე დააბრუნოს ეს გუნდი რასაც იმსახურებს, თვითონაც შეიცვალა რო ვაკვირდები, იგივე ლინგარდის ეპიზოდი სიტისთან თუ არ ვცდები, კიდევ ერთიც და გამოა.ვავო რო უყვირის. უნდა იგრძნონ ფეხბურთელებმა მკაცრი ხელი რომ ისევ ისეთი პორნო ვიდეოების ატვირთვა არ გაბედონ სანამ ამ გუნდის გერბს ატარებენ. სიმართლე ვთქვა მაგ მომენტმა უფრო განმაწყო ოლეს მიმართ სკეპტიკურად ვიდრე შედეგებმა(რაც არანაკლები მიზეზი იყო, მაგამ მაინც), რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდეს ეგეთი ფაქტები და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ვერ ხვდება სად თამაშობს ან საერთოდ გაყიდონ. მოკლედ გამოსწორების გზაზე დგანან და ეს ყველაფერი დამტკიცდება მხოლოდ მაშინ როცა სტაბილურობას შეიძენს გუნდი, სხვანაირად დიდი წარმატებები ვერ მოვა
0
№2
ავტორი: RedDevil10
14 მარტი 2020 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
წარმატებები ოგს ძალიან მინდა რომ შეძლო და ღირსულად გამოიყვანო მოედანზე ჩვენი გუნდი ბევრი წლის მანძილზე
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2020 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძლივს სტაბილურად დაიწყო გუნდმა თამაში და სწორ გზაზე წავიდა და უცებ ფორსმაჟორი გადმოგვიხტა გზაზე :)
0
№4
ავტორი: The Special One
14 მარტი 2020 16:21
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ბევრი თქვენგანი ჰომ მოესწრო ფერგი რონალდოს ეპოქას,რუნი,გიგზი.

აი მე კიდე ოლეს ეპოქას მინდა მოვესწრო,რეშფორდთან,სკოტთან,ვილიამსთან და გრინვუდთან ერთად love am
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: giorgi_mg
14 მარტი 2020 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ყველას ეგ გვინდა რომ იმ რელსებზე იდგეს გუნდი რა ფილოსოფიაც ამ ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბდა, წარმატებები ოლეს და მთლიანად გუნდს!
4 აპრილამდე რა მოიცდის და ეგეც დაიწყება თუ არა კაცმა არ იცის
0
№6
ავტორი: Lalana
14 მარტი 2020 17:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
“მე არ ვამბობ, რომ ჩვენ წარსულში აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ და შეცდომები არ დავუშვით, მაგრამ ამ მომენტში მე მჯერა ის, რასაც ვაკეთებთ. მე მჯერა, რომ მე ამ კლუბისთვის შესაფერისი ადამიანი ვარ, მაგრამ არ მსურს აქ ჯდომა და ამაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში. ამის დადასტურება უნდა იყოს ჩემი საქმეები და არა ჩემი სიტყვები”-ზუსტად ეგ ავღნიშნე რამოდენიმე პოსტის წინ,იყო თავის დროზე შეცდომები,მაგრამ მთავარია ეს შეცდომები დაინახა და მის აღმოფხვრას ცდილობს,რაც ნამდვილად სწორი მიდგომაა და არ გავს იმ შემთხვევებს,როდესაც საკუთარ შეცდომებს უარყოფენ და მაინც პირვანდელ გზას მიუყვებიან დაჟინებთ,როგორც ამას ჟოზე აკეთებდა და თუნდაც ვან გაალი.
0
№7
ავტორი: ikeoni
14 მარტი 2020 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ზუსტადაც რო ეგრეა❤️
0
№8
ავტორი: Malboro463
14 მარტი 2020 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
შეცდომებს ალბათ ჯესი მესიზე დაყრდნობას გულისხმობს და მის პირველ პროექტს 30 მილიონიან ბრიტანელების მოყვანას კიდეკაი ვუდვორდმა არ ჭამა და ლონგსტაფი და რაისი არ მოიყვანა თორე ნიუკასლის დონეზე დაეშვებოდა გუნდი.
1
№9
ავტორი: ALEXFERGUSON
14 მარტი 2020 18:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები,რომ ლონგსტაფი უნდოდა ოლეს? ან ეს კაცი ესე ძაან რატო არ გევასებათ,მართლა ვერ ვხვდები რა. ან რაისი? ამას ბისაკა,მაგუერი,ბრუნო,ჯეიმსი მოუყვანეს და ლინგსტოფი არა? რო ნდომებოხა მაგასაც უყიდდნენ.
2
№10
ავტორი: shotkin
14 მარტი 2020 20:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბრმა უნდა იყო ან პიროვნული ზიზღი უნდა გქონდეს ოლესი რო პროგრესი ვერ დაინახო, პროგრესი არის ყველანაირად, განწყობაც სხვანაირია გუნდში,ერთიანობა იგრძნობა,სტაბილურობაც იგრძნობა,სათამაშო სტილითაც პროგრესირებს გუნდი და კიდევ უამრავი რამ ხდება კარგი. მე მგონია რო ოლეს სწორი ფილოსოფია აქვს სწორი იმ კუთხით რო რაც მართმა ამ გუნდის დეენემია იქიდან იწყებს გაძლიერებას, ანუ ახალგაზრდა ძლიერი,ამბიციური და მტკიცე ხასიათის ტიპაჟები მოყავს,მშრომელები და გუნდზე ტავგადაკლულები. აკადემიას კარგი პერიოდი უდგას და ასე იქნება ოლეს ხემლძღვანელობის დროს, + ამას ქაოტურ ტრანსფერებს არ აკეთებს მაგის მოყვანილი ფეხბურთელები თითოეული მათგანი კლასს დებს, რაც შეეხება დანიელ ჯეიმსს ვთანხმდებით ყველა რო მაგაზე ძლიერი ფიგურა უნდა იყოს პირველ თერთმეტეულში მარა მაგ ბიჭს აქვს ნიჭი და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწის და განვითარების შემთხვევაში თავის სარგებელს მოუტანს გუნდს და თავისი როლი გუნდში ექნება, ეხლაც კი როცა ბევრს დიდად არ მოგწონთ ეხლაც საკმაოდ ბევრს აკეთებს და მაგასაც დანახვა უნდა ან თქვენი ზიზღი გაბრმავებთ. დაცვიდან შეტევაში რო გადადის გუნდი მაგ დროს ჯეიმსის შრომას ვერ ამჩნევთ? ან პრესინგის დროს, ჯეიმსის დავალებაა ბურთი წაიღოს წინ სწრაფად და გაიტანოს ან გააკეთოს საგოლე გადაცემა ან საფუძველი ცაუყაროს სწრაფ კონტრ შეტევას ასევე დააპრესინგოს მეტოქე, ეგ ბიჭი სწრაფია და ენერგიული არ იღლება და ნებისმიერ გუნდში ეგეთი მოთამაშე (შემტევი სტილის გუნდში უფრო) ფუფუნებაა და ყოველთვის მოუნახავენ დროს გამოსაყენებლად, მოვა ზაფხული იმედია იყიდიან მაგარ ვინგერს და ჯეიმსი სკამიდან იქნება ძალიან კარგი შემცვლელი ძალიან კარგი. ოლე მაგარი კალმა ტიპია ბევრ რამეში სადაც საჭიროა და ეგ მომწონს , მომწონს პრესასთან მაგის მიდგომა მომწონს მაგის დამოკიდებულება და ხედვა, რასაც ამბობდა მოსვლის დროს ნელ ნელა ასრულებს კიდეც თავის დანაპირებს, მე პირადად დიდი იმედი მაქ მაგ კაცის ვენდობი და საქმეშიც ჩანს რო შეუძლია თავისი სასურველი გუნდი ყავდეს მრრავალწლიანი პერსპექტივით საკმაოდ ახალგაზრდა ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და იქნება ჩვენს თვალწინ რაღაც დიდი ისტორიის ,ეპოქის დასაწყისია? ნუ ხართ ბოღმები დაინახეთ საქმე და შედეგი, თამამად შემიძლია ვტქვა რო ოლეს ეს გუნდი ვან გაალზე და მოურინიოს ბოლო წლის მანჩესტერზე ბევრად მაღლა დგას,მონდომებითაც ჟინითაც და თამაშის ხარისხითაც, თავის სიტყვას კიდევ იტყვის მითუმეტეს ამ მომენტამდეც ბევრს ბევრი რამე დაუმტკიცა და ძაან ბევრჯერ გააჩუმა ისეთი შედეგები დადო, ზოგზოგიერთს დღეს და ხვალ ლიგის მოგება რო გინდათ და ამის გამო ოლეს ლანძღავთ ძაან ბავშვური ლოგიკა მგონია, სწორად ვითარდება გუნდი და წარმატებები გარდაუვალი იქნება ასე თუ გაგრძელდა და გაგრძელდება კიდეც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top