თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2013, 14:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1877,
კომენტარები: 12
სერ ალექსი უპირატესობის გამოყენებას აპირებს
"იუნაიტედი" ჩაატარებს მიყოლებით ოთხ საშინაო მატჩს მარტის თვეში.
სერ ალექსი უპირატესობის გამოყენებას აპირებს
მარტის თვეში "წითლები" ჩაატარებენ მიყოლებით ოთხ საშიანო მატჩს სამ ჩემპიონატში, სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს ამ სერიით მაქსიმალურად ისარგებლოს.

"იუნაიტედი" ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფება სამივე ტურნირში. მათ შემდეგი თამაში ექნებათ "ნორვიჩის" წინააღმდეგ "პრემიერ ლიგაში", შემდეგ უმასპინძლებენ "რეალ მადრიდს" "ჩემპიონთა ლიგის" განმეორებით მატჩში, ამის შემდეგ ელოდებათ "FA თასის" შეხვედრა "ჩელსისა" და "მიდლსბროს" შორის გამარჯვებულთან, ამ სერიას კი დაასრულებენ "პრემიერ ლიგის" ეგიდით გასამართ მატჩში "რედინგის" წინააღმდეგ.

ასევე შეიცვალა "ვესტ ჰემთან" დაპირისპირების დრო, რომლის თარიღი ჯერ გაურკვეველია.

რადგან "იუნაიტედს" არ მოუწევს არც ქვეყნის შიგნით და არც სხვა ქვეყანაში მოგზაურობა, ისინი შეეცდებიან ისარგებლონ "ოლდ ტრაფორდზე" საშინაო გარემოთი და ასევე გულშემატკივრების მხარდაჭერით.

"ჩვენ შევეცდებით ბოლომდე ვისარგებლოთ ამ უპირატესობით 4 მატჩიან პერიოდში" განუცხადა ბოსმა MUTV-ს

სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ მოედნის საფარის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რაც "იუნაიტედის" მომუშავე პერსონალის დამსახურებაა.

"უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი რამ რაც დაგვეხმარება ამ პერიოდში არის მოედნის საფრის კარგი მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა" დაამატა სერ ალექსმა. "რედინგთან მატჩში მოედანი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო. რა თქმა უნდა ის არ იყო ისეთივე კარგი როგორიც სეზონის დასაწყისში, მაგრამ მდგომარეობა უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ათი დღე "რედინგისა" და "ნორვიჩის" მატჩებს შორის და დარწმუნებული ვარ ამ პერიოდში მოედანი თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება."

წყარო: manutd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
27 თებერვალი 2013 14:55
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იმედია ოთხივეს მოვიგებთ
0
№2
ავტორი: Mr. Rooney
27 თებერვალი 2013 14:58
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
ნეტავ ოთხივე მოვიგოთ, აზრი არ ექნება მანჩესტერ სიტის :)
0
№3
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2013 14:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მდგომარეობას მოგებისთვის...
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
27 თებერვალი 2013 15:00
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
რეალს დაერხა ბარსასთან აქ კიდე 2 ში თუ სამში ... ჩელსი არ მინდა თასზე ის ძირითადს დააყენებს მანჩე რეზერვვს :D და შანსები გათანაბრდება :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Zizou
27 თებერვალი 2013 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
პრემიერლიგაში უკვე შეგვიძლია 5-6 ფეხბურთელი ძირითადის დავასვენოთ, ლიგისთვის და თასისთვის რო არავინ დაიმტვრეს...ტრებლი უნდა დავდოთ წელს
0
№6
ავტორი: I L C
27 თებერვალი 2013 15:57
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Zizou,
გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: love united
27 თებერვალი 2013 16:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მთავარია რელას გავცდეთ...
0
№8
ავტორი: UTD-Rule
27 თებერვალი 2013 18:00
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წინა ნამდვილად მნიშვნელოვანი მატჩებია manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: buka oboladze
27 თებერვალი 2013 18:32
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ტრეპლისთვის ვემზადებით,
0
№10
ავტორი: chudikone
27 თებერვალი 2013 19:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: TrueDeviL 
რეალს დაერხა ბარსასთან აქ კიდე 2 ში თუ სამში ... ჩელსი არ მინდა თასზე ის ძირითადს დააყენებს მანჩე რეზერვვს :D და შანსები გათანაბრდება :D

ორში არის ელ კლასიკო და არამგონია რეზერვები დააყენოს FA Cup-ზე ფერგიმ, იმიტომ რომ ეტყობა და თქვა კიდეც რომ ამ ჩემპიონატის მოგება უნდა.. და არამარტო ამ ჩემპიონატის !
megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

TOP.GE
Top