თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2013, 14:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1879,
კომენტარები: 12
სერ ალექსი უპირატესობის გამოყენებას აპირებს
"იუნაიტედი" ჩაატარებს მიყოლებით ოთხ საშინაო მატჩს მარტის თვეში.
სერ ალექსი უპირატესობის გამოყენებას აპირებს
მარტის თვეში "წითლები" ჩაატარებენ მიყოლებით ოთხ საშიანო მატჩს სამ ჩემპიონატში, სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს ამ სერიით მაქსიმალურად ისარგებლოს.

"იუნაიტედი" ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფება სამივე ტურნირში. მათ შემდეგი თამაში ექნებათ "ნორვიჩის" წინააღმდეგ "პრემიერ ლიგაში", შემდეგ უმასპინძლებენ "რეალ მადრიდს" "ჩემპიონთა ლიგის" განმეორებით მატჩში, ამის შემდეგ ელოდებათ "FA თასის" შეხვედრა "ჩელსისა" და "მიდლსბროს" შორის გამარჯვებულთან, ამ სერიას კი დაასრულებენ "პრემიერ ლიგის" ეგიდით გასამართ მატჩში "რედინგის" წინააღმდეგ.

ასევე შეიცვალა "ვესტ ჰემთან" დაპირისპირების დრო, რომლის თარიღი ჯერ გაურკვეველია.

რადგან "იუნაიტედს" არ მოუწევს არც ქვეყნის შიგნით და არც სხვა ქვეყანაში მოგზაურობა, ისინი შეეცდებიან ისარგებლონ "ოლდ ტრაფორდზე" საშინაო გარემოთი და ასევე გულშემატკივრების მხარდაჭერით.

"ჩვენ შევეცდებით ბოლომდე ვისარგებლოთ ამ უპირატესობით 4 მატჩიან პერიოდში" განუცხადა ბოსმა MUTV-ს

სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ მოედნის საფარის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რაც "იუნაიტედის" მომუშავე პერსონალის დამსახურებაა.

"უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი რამ რაც დაგვეხმარება ამ პერიოდში არის მოედნის საფრის კარგი მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა" დაამატა სერ ალექსმა. "რედინგთან მატჩში მოედანი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო. რა თქმა უნდა ის არ იყო ისეთივე კარგი როგორიც სეზონის დასაწყისში, მაგრამ მდგომარეობა უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ათი დღე "რედინგისა" და "ნორვიჩის" მატჩებს შორის და დარწმუნებული ვარ ამ პერიოდში მოედანი თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება."

წყარო: manutd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 20:00
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რეალს მოუგებთ
0
№12
ავტორი: VaRdo
28 თებერვალი 2013 16:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Zizou
პრემიერლიგაში უკვე შეგვიძლია 5-6 ფეხბურთელი ძირითადის დავასვენოთ, ლიგისთვის და თასისთვის რო არავინ დაიმტვრეს...ტრებლი უნდა დავდოთ წელ


ჯერ არაფერი არაა მოგებული და კიდეკაი შენ არ ხარ მწვრთვნელი თორე გახდიდი 9 ან ვაფშე 8 ქულას სხვაობას და წინ გვექნებოდა კიდე ჩელსი სიტი და არსენალის მატჩები. დაიცადეთ ნუ დაფრინავთ მეცხრე ცაზე. 90% ჩემპიონები ვართ და იმ 10% დაველოდოთ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top