თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2020, 01:26
ავტორი: Billy,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 14
იუნაიტედის ბრწყინვალე თაობა: შოლა შოურტაირი და Class of 2020
იუნაიტედის U18 გუნდი 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა FA Youth Cup-ის ნახევარფინალში. (+Video)
იუნაიტედის ბრწყინვალე თაობა: შოლა შოურტაირი და Class of 2020
მილიონობით სკოლის მოსწავლე ოცნებობს ოლდ ტრაფორდზე თამაშზე და მათგან მხოლოდ ძალიან ცოტა თუ ახერხებს გაკვეთილების შემდეგ, იმავე დღეს ამ ოცნების ასრულებას. შოლა შოურტაირმა კი 28 თებერვალი სკოლაში აღრიცხვით დაიწყო და "ოცნებათა თეატრში" გოლის გატანით დაასრულა.

"ის მთელი დღე სკოლაში იყო და შემდეგ პირდაპირ ოლდ ტრაფორდზე მოვიდა სათამაშოდ" - განაცხადა იუნაიტედის 18 წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა ნილ რაიანმა. "ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო. მას ყველა სხვა მოთამაშისგან განსხვავებული დღე ჰქონდა."

შოლა შოურტაირი (Shola Shoretire) 16 წლის 4 თებერვალს გახდა. მისი თანატოლი ბრიტანელი ბიჭების უმეტესობა მთელს დროს GCSE-ის გამოცდისთვის მზადებას უთმობენ. შოლამ კი იცის თავისი საქმე. "უიგან ატლეტიკთან" მეოთხედფინალურ შეხვედრაში მან ბურთი ჩარლი უელენსისგან მიიღო, ერთი შეხებით დაამუშავა და მეკარესთვის ახლო კუთხეში გადაგზავნა. მან გოლი "უიგანის" მოზრდილი ჯგუფის წინ მუხლებზე ჩასრიალებით აღნიშნა, რომლებიც მას უყვიროდნენ: "შენ ვინღა ხარ?" ამის შემდეგ მათ ნამდვილად ეცოდინებათ ვინაა შოურტაირი.

მომცრო აღნაგობის შოურტაირს თამაში შეუძლია როგორც შეტევის ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდად. ნიკი ბატმა გასულ კვირას M.E.N.-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს ახალგაზრდები რადარზე უნდა ჰყავდეს. შოურტაირი სულ რაღაც 14 წლის და 314 დღის იყო, როდესაც უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან მკაფიოდ ანათებს კლუბის რადარზე.

"ჩვენ გვინდა, რომ მათში შევინარჩუნოთ თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა" - ხსნის რაიანი. "ამას მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი არ აკეთებს. აკადემიის ყველა თანამშრომელი მათ ამ შეგონებით კვებავს. ეს არის ის, რაც სიამაყის საფუძველს გვიჩენს."

"როცა ხედავ ისეთ პროფესიონალიზმს, როგორიც მარკუს რაშფორდს აქვს, ეს გაბრწყინების მაგალითია შენთვის. სკოტ მაკტომინეიც, აგრეთვე. ეს ბიჭები ჩვენი აკადემიის და იმ ხალხის პროდუქტია, ვინც აქ მათთვის მუშაობს. ისინი ჩვენი მაგალითები არიან"

"კარგ ფეხბურთელებს დიდ სცენაზე გამოჩენა შეუძლიათ. შოურტაირი გასაოცარი ფეხბურთელია. ის იზრდება და ვითარდება. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და მან უკვე აჩვენა დიდი მოწიფულობა."


შოურტაირს სკოლა ჯერ არც კი დაუმთავრებია. ის წესით იუნაიტედის U16 გუნდში უნდა თამაშობდეს. თუმცა ის ყოველთვის უსწრებდა თავის ასაკს. 2017 წელს რიკი სპრაჯიამ და ნიკი ბატმა ის ავსტრიაში, ობერტრაუნში წაიყვანეს შეკრებაზე. მაშინ შოლა 13 წლის იყო, როცა სხვა ბიჭები U23 და U18-დან იყვნენ.

გამოცემები მას "გამორჩეულ ტალანტად" მიიჩნევენ. მას შეეძლო ნიგერიის სახელით ეთამაშა, თუმცა ორი წლის წინ არჩევანი ინგლისის სასარგებლოდ გააკეთა და პირველად ივარჯიშა შესაბამის ასაკობრივ გუნდში.

როგორც წესი, აკადემიაში მომუშავე პირები თავს იკავებენ თამაშის შემდეგ ცალკეული სახელების დასახელებისგან, თუმცა ნილ რაიანი არ მიჰყვა ამ პრაქტიკას და ნახევარფინალში გასული გუნდიდან რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გამოყო:

"ჩვენი დაცვის ცენტრებისგან (ტედენ მენგი და ბენ ჰოკენჰალი) გამორჩეული დაცვითი პერფორმანსი ვიხილეთ. ეს იყო, რაც გვჭირდებოდა.

ახალგაზრდა შოლა შოურტაირს, ჩვენს სკოლის ბიჭს ისევ რთულ შეხვედრაში მოუწია თამაში და ისევ დიდებულად შეასრულა საქმე. და დეჯი სოტონა, რომელმაც გაიტანა გამარჯვების გოლი და დიდებულად შეასრულა სამუშაო. ის დაუღლელად დარბოდა მოედანზე და სრულფასოვნად ჩაანაცვლა დილონ ჰუჯვერფი, რომელმაც წინა წრეში ითამაშა."


გამარჯვების გოლის გამტანი 17 წლის სოტონა უოტერფორდიდანაა და მის ირლანდიურ დიალექტში უკვე შეინიშნება მანკუნიანური აქცენტის ჟღერადობა, რადგან უკვე 6 წელია იუნაიტედშია.

მან დაიწყო შეტევა, რომელიც გოლით შოუტაირმა დაასრულა და ასევე, მან გამოიყენა ჰოკენჰალის პასი, ჩამოიშორა ჯეიმი კარაგერის ვაჟი ჯეიმზ კარაგერი და გამარჯვების გოლი გაიტანა სტრედფორდ ენდის წინ. გოლი კი ვაკანდას სტილში აღნიშნა ფილმიდან "შავი პანტერა". "მე ჩვეულებრივ არ ვარ ცხრა ნომერი" - განმარტა სოტონამ. "მე ფლანგზე თამაში მირჩევნია, თუმცა დღეს კლუბს სჭირდებოდა 9 ნომრად მეთამაშა და ვფიქრობ ყველაფერი კარგად გავაკეთე."

"მე არც კი ვიცოდი, რომ ის კარაგერის ვაჟი იყო. ეს კიდევ უკეთესია. ის, რა თქმა უნდა, ლივერპულელია. კარგია, რომ მას გავუსწორდი. ენტონი ელანგა ნახევარფინალისთვის დაბრუნდება, ასე რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თავდაუზოგავი შრომა და ამისთვის მოვემზადოთ. ჩელსი ძალიან კარგი გუნდია. ისინი ყველაზე რთული მეტოქეები არიან, ვისაც ამ ტურნირზე შევხვედრივართ."

გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა ბავშვისსახიანი ჩეხი მეკარე ონდრეი მასტნია. ის ოლემ ასოციაციის თასის მესამე წრეში "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგაც კი წაიყვანა და დავიდ დე ხეასა და სერხიო რომეროსთან საწვრთნელ პროცესებში ჩართო.

"დიდებულია პირველი გუნდის გასახდელში იყო და მათთან კონტაქტი გქონდეს. მათთვის ხელის ჩამორთმევაც კი დიდი გამოცდილებაა. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ხანდახან ისინი ვარჯიშისას მეხმარებიან."

გუნდის კაპიტანი 17 წლის მანკუნიანელი ტედენ მენგია. ის იყო იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც ოლემ ასტანაში წაიყვანა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე წრეში, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"ასტანაში მგზავრობა პირველ გუნდთან ერთად ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ის განსხვავებული გამოცდილება, რაც პირველ გუნდთან ყოფნისას დავაგროვე, მთლიანად ავიღე და შევეცადე ჩემს თანატოლებში გადამეტანა."

მენგი 6 წლის იყო, როცა კლუბში მოვიდა. კლუბში მასთან ერთადაა უორინგტონში (ქალაქი მანჩესტერის სამხრეთით) დაბადებული 18 წლის ნახევარმცველი მარკ ჰელმი. ორივე მათგანმა უკვე დაიმსახურა პროფესიონალური კონტრაქტი. "11 წელია კლუბში ვარ და აქ ყოფნის არცერთი დღე გარანტირებულად არ ჩამითვლია." - ამბობს ჰელმი. "მე უბრალოდ ვაგრძელებ ვარჯიშს, განვითარებას, მუყაითად შრომას და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც იქ მოვხვდები, სადაც მინდა, რომ ვიყო."

"მე ბავშვობიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი ვარ" - დაასრულა მან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუნაიტედს ბავშვების ახალი კლასი ჰყავს - Class of 2020.



ავტორი: სემიუელ ლაკჰარსტი
წყარო: M.E.N.
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
7 მარტი 2020 13:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგარი სტატიაა, ისეთი ტიპაჟის მწვრთნელი გვყავს რო არ გამიკვირდება ოლემაც თავისთვის კლას 92 მსგავსი ახალი გამოშვება გამოუშვას, მითუმეტეს ამის ალბათობა დიდია ამ მომენტში, სკოტი,გრინვუდი,რეში,ვილიამსი ესენი ძაან წინა პლანზე არიან უკვე წამოსულები და კიდე ვინ შეემატება ამათ კაცმა არიცის <3
1
№2
ავტორი: Chesterman
7 მარტი 2020 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ის 9ნომერი სოტონა მაგარი გვეზრდება რა კარგად აყენებს კორპუსს(მგონი ეგაა)
1
№3
ავტორი: Billy
7 მარტი 2020 13:44
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 15
ციტატა: Chesterman
ის 9ნომერი სოტონა მაგარი გვეზრდება რა კარგად აყენებს კორპუსს(მგონი ეგაა)

კი, 9 ნომერი სოტონაა და ძალიან კარგი ფიზიკა აქვს.

ამ სტატიაში არაა ნახსენები, თუმცა ამ გუნდშია და ხშირად რეზერვებშიც თამაშობს ზაფხულში მონაკოდან ნაყიდი ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი ჰანიბალ მეჯბრი. მოკლედ, მშვენიერი თაობა მოდის აკადემიიდან.
2
№4
ავტორი: David_Beckham7
7 მარტი 2020 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ვა სოტონა რა კარგად გამოიყურება, დამაჯერებლად გეგონება 25 წლია იყოს. კაია ძაან მახარებს ესეთი თაობა რო გვეზრდება. ერთი ის ბიჭი დაითრიონ ბელინგემი თუ სწორქდ მახსოვს სახელი, სტატია შემხვდა 35 მილიონს დორტმუნდიც იხდისო და დორტმუნდი რო მისგან კარგ თვისებებს ამოწევა და განავითარებს ვიცით და მერე რო დაგვჭირდეს 120 მილიონი უნდა გადაგვახდევინოა და ჯობია ჩვენ ვიყიდოთ და დორტმუნში გავანათხოვროთ თუ რეგულარულ სათამაშო პრაკტიკას მისცემენ ჩვენ რო სკამზე არ გვეწვას ძაან კარგი იქნებოდა
1
№5
ავტორი: PaLoMo
7 მარტი 2020 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Chesterman
ის 9ნომერი სოტონა მაგარი გვეზრდება რა კარგად აყენებს კორპუსს(მგონი ეგაა)

იმედია გააგრძელებს პროგრესს,ისე დაცვა ხოა რაფრად გვუვარგა ამ აკადემიაშიცზ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Chesterman
7 მარტი 2020 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ციტატა: Billy
ციტატა: Chesterman
ის 9ნომერი სოტონა მაგარი გვეზრდება რა კარგად აყენებს კორპუსს(მგონი ეგაა)

კი, 9 ნომერი სოტონაა და ძალიან კარგი ფიზიკა აქვს.

ამ სტატიაში არაა ნახსენები, თუმცა ამ გუნდშია და ხშირად რეზერვებშიც თამაშობს ზაფხულში მონაკოდან ნაყიდი ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი ჰანიბალ მეჯბრი. მოკლედ, მშვენიერი თაობა მოდის აკადემიიდან.

ჰოო მეჯბრიც ძაალიან კარგი ბიჭიაა მოკლედ კარგები არიან კარგი თაობაა მოდის დიდი სტიმულიც აქვთ ვილიამსის და გრინვუდის სახით იციან რო შანსი მიეცემა ყვეკას სულშერის ხელსიასე რო ვნახოთ როგორ განვითარდებიან ...ეს სოტონაა სწრაფიცაა თაან

ციტატა: PaLoMo
ციტატა: Chesterman
ის 9ნომერი სოტონა მაგარი გვეზრდება რა კარგად აყენებს კორპუსს(მგონი ეგაა)

იმედია გააგრძელებს პროგრესს,ისე დაცვა ხოა რაფრად გვუვარგა ამ აკადემიაშიცზ

აბაა ერთი ცენტრალური მცველი რა გახდაა ერთი მახსოვს მაკნეირი რო იყო თუარ ვცდები ვანგაალის როს და ისიც ახლა სადაა კაცმა არ იცის
0
№7
ავტორი: Billy
7 მარტი 2020 16:02
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 15
აბაა ერთი ცენტრალური მცველი რა გახდაა ერთი მახსოვს მაკნეირი რო იყო თუარ ვცდები ვანგაალის როს და ისიც ახლა სადაა კაცმა არ იცის
მაკნეირი და ტაილერ ბლეკეტი wink მერე ფოსუ-მენსა და ტუანზებე. მაგრამ ვერცერთი განვითარდა ისე, როგორც ელოდნენ. ახლა ეს კაპიტანი მენგია იმედისმომცემი. ვნახოთ, რა იქნება.
0
№8
ავტორი: Chesterman
7 მარტი 2020 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ციტატა: Billy
აბაა ერთი ცენტრალური მცველი რა გახდაა ერთი მახსოვს მაკნეირი რო იყო თუარ ვცდები ვანგაალის როს და ისიც ახლა სადაა კაცმა არ იცის
მაკნეირი და ტაილერ ბლეკეტი wink მერე ფოსუ-მენსა და ტუანზებე. მაგრამ ვერცერთი განვითარდა ისე, როგორც ელოდნენ. ახლა ეს კაპიტანი მენგია იმედისმომცემი. ვნახოთ, რა იქნება.

ბლეკეტი არ მახსოვდა :დ კიდევაც დაიზრდებიან ... )))
0
№9
ავტორი: Lukalaba
7 მარტი 2020 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
უმაგრესი თაობა მოდის love
1
№10
ავტორი: Dato kutaisi
7 მარტი 2020 20:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მადლობა სტატიის ავტორს.ვერ ვადევნებ თვალყურს აკადემიის სასტავს ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე და კარგია ასე მაინც ვგებულობ ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა.
ძალიან მიხარია რომ ზოგადად აკადემიაზე უფრო სერიოზულად უდგებიან და როცა სერიოზულია ეს მიდგომა შედეგებიც მოდის.ილუზიების შექმნა არ მიყვარს და ზოგადად პრაქტიკულად მოაზროვნე ვარ ვიდრე იდეალისტი,მაგრამ ამ პრაქტიკულობიდან გამომდინარეც მიმაჩნია რომ თუ ბევრი იქნება რაოდენობრივად ტალანტები,რამოდენიმე მაინც გამოდგება პირველი გუნდისთვის.
არ ვიცი ეს კლასი 2020 და ასეთი პათოსების არ მჯერა და ზოგადად ეგ ფერგის ნაირი გენიების პროდუქტია და არა რიგითი მწვრთნელების.
მოკლედ პოზიტივია რაც მთავარია და მიხარია.დანარჩენი ყველაფერი ნოსტალგია და პათოსია რაც ჩემგან შორსაა:))
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top