თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2020, 01:26
ავტორი: Billy,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 14
იუნაიტედის ბრწყინვალე თაობა: შოლა შოურტაირი და Class of 2020
იუნაიტედის U18 გუნდი 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა FA Youth Cup-ის ნახევარფინალში. (+Video)
იუნაიტედის ბრწყინვალე თაობა: შოლა შოურტაირი და Class of 2020
მილიონობით სკოლის მოსწავლე ოცნებობს ოლდ ტრაფორდზე თამაშზე და მათგან მხოლოდ ძალიან ცოტა თუ ახერხებს გაკვეთილების შემდეგ, იმავე დღეს ამ ოცნების ასრულებას. შოლა შოურტაირმა კი 28 თებერვალი სკოლაში აღრიცხვით დაიწყო და "ოცნებათა თეატრში" გოლის გატანით დაასრულა.

"ის მთელი დღე სკოლაში იყო და შემდეგ პირდაპირ ოლდ ტრაფორდზე მოვიდა სათამაშოდ" - განაცხადა იუნაიტედის 18 წლამდელთა გუნდის მწვრთნელმა ნილ რაიანმა. "ეს ნამდვილად დაუჯერებელი იყო. მას ყველა სხვა მოთამაშისგან განსხვავებული დღე ჰქონდა."

შოლა შოურტაირი (Shola Shoretire) 16 წლის 4 თებერვალს გახდა. მისი თანატოლი ბრიტანელი ბიჭების უმეტესობა მთელს დროს GCSE-ის გამოცდისთვის მზადებას უთმობენ. შოლამ კი იცის თავისი საქმე. "უიგან ატლეტიკთან" მეოთხედფინალურ შეხვედრაში მან ბურთი ჩარლი უელენსისგან მიიღო, ერთი შეხებით დაამუშავა და მეკარესთვის ახლო კუთხეში გადაგზავნა. მან გოლი "უიგანის" მოზრდილი ჯგუფის წინ მუხლებზე ჩასრიალებით აღნიშნა, რომლებიც მას უყვიროდნენ: "შენ ვინღა ხარ?" ამის შემდეგ მათ ნამდვილად ეცოდინებათ ვინაა შოურტაირი.

მომცრო აღნაგობის შოურტაირს თამაში შეუძლია როგორც შეტევის ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდად. ნიკი ბატმა გასულ კვირას M.E.N.-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბს ახალგაზრდები რადარზე უნდა ჰყავდეს. შოურტაირი სულ რაღაც 14 წლის და 314 დღის იყო, როდესაც უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან მკაფიოდ ანათებს კლუბის რადარზე.

"ჩვენ გვინდა, რომ მათში შევინარჩუნოთ თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა" - ხსნის რაიანი. "ამას მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი არ აკეთებს. აკადემიის ყველა თანამშრომელი მათ ამ შეგონებით კვებავს. ეს არის ის, რაც სიამაყის საფუძველს გვიჩენს."

"როცა ხედავ ისეთ პროფესიონალიზმს, როგორიც მარკუს რაშფორდს აქვს, ეს გაბრწყინების მაგალითია შენთვის. სკოტ მაკტომინეიც, აგრეთვე. ეს ბიჭები ჩვენი აკადემიის და იმ ხალხის პროდუქტია, ვინც აქ მათთვის მუშაობს. ისინი ჩვენი მაგალითები არიან"

"კარგ ფეხბურთელებს დიდ სცენაზე გამოჩენა შეუძლიათ. შოურტაირი გასაოცარი ფეხბურთელია. ის იზრდება და ვითარდება. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და მან უკვე აჩვენა დიდი მოწიფულობა."


შოურტაირს სკოლა ჯერ არც კი დაუმთავრებია. ის წესით იუნაიტედის U16 გუნდში უნდა თამაშობდეს. თუმცა ის ყოველთვის უსწრებდა თავის ასაკს. 2017 წელს რიკი სპრაჯიამ და ნიკი ბატმა ის ავსტრიაში, ობერტრაუნში წაიყვანეს შეკრებაზე. მაშინ შოლა 13 წლის იყო, როცა სხვა ბიჭები U23 და U18-დან იყვნენ.

გამოცემები მას "გამორჩეულ ტალანტად" მიიჩნევენ. მას შეეძლო ნიგერიის სახელით ეთამაშა, თუმცა ორი წლის წინ არჩევანი ინგლისის სასარგებლოდ გააკეთა და პირველად ივარჯიშა შესაბამის ასაკობრივ გუნდში.

როგორც წესი, აკადემიაში მომუშავე პირები თავს იკავებენ თამაშის შემდეგ ცალკეული სახელების დასახელებისგან, თუმცა ნილ რაიანი არ მიჰყვა ამ პრაქტიკას და ნახევარფინალში გასული გუნდიდან რამდენიმე საკვანძო მოთამაშე გამოყო:

"ჩვენი დაცვის ცენტრებისგან (ტედენ მენგი და ბენ ჰოკენჰალი) გამორჩეული დაცვითი პერფორმანსი ვიხილეთ. ეს იყო, რაც გვჭირდებოდა.

ახალგაზრდა შოლა შოურტაირს, ჩვენს სკოლის ბიჭს ისევ რთულ შეხვედრაში მოუწია თამაში და ისევ დიდებულად შეასრულა საქმე. და დეჯი სოტონა, რომელმაც გაიტანა გამარჯვების გოლი და დიდებულად შეასრულა სამუშაო. ის დაუღლელად დარბოდა მოედანზე და სრულფასოვნად ჩაანაცვლა დილონ ჰუჯვერფი, რომელმაც წინა წრეში ითამაშა."


გამარჯვების გოლის გამტანი 17 წლის სოტონა უოტერფორდიდანაა და მის ირლანდიურ დიალექტში უკვე შეინიშნება მანკუნიანური აქცენტის ჟღერადობა, რადგან უკვე 6 წელია იუნაიტედშია.

მან დაიწყო შეტევა, რომელიც გოლით შოუტაირმა დაასრულა და ასევე, მან გამოიყენა ჰოკენჰალის პასი, ჩამოიშორა ჯეიმი კარაგერის ვაჟი ჯეიმზ კარაგერი და გამარჯვების გოლი გაიტანა სტრედფორდ ენდის წინ. გოლი კი ვაკანდას სტილში აღნიშნა ფილმიდან "შავი პანტერა". "მე ჩვეულებრივ არ ვარ ცხრა ნომერი" - განმარტა სოტონამ. "მე ფლანგზე თამაში მირჩევნია, თუმცა დღეს კლუბს სჭირდებოდა 9 ნომრად მეთამაშა და ვფიქრობ ყველაფერი კარგად გავაკეთე."

"მე არც კი ვიცოდი, რომ ის კარაგერის ვაჟი იყო. ეს კიდევ უკეთესია. ის, რა თქმა უნდა, ლივერპულელია. კარგია, რომ მას გავუსწორდი. ენტონი ელანგა ნახევარფინალისთვის დაბრუნდება, ასე რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თავდაუზოგავი შრომა და ამისთვის მოვემზადოთ. ჩელსი ძალიან კარგი გუნდია. ისინი ყველაზე რთული მეტოქეები არიან, ვისაც ამ ტურნირზე შევხვედრივართ."

გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა ბავშვისსახიანი ჩეხი მეკარე ონდრეი მასტნია. ის ოლემ ასოციაციის თასის მესამე წრეში "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგაც კი წაიყვანა და დავიდ დე ხეასა და სერხიო რომეროსთან საწვრთნელ პროცესებში ჩართო.

"დიდებულია პირველი გუნდის გასახდელში იყო და მათთან კონტაქტი გქონდეს. მათთვის ხელის ჩამორთმევაც კი დიდი გამოცდილებაა. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ხანდახან ისინი ვარჯიშისას მეხმარებიან."

გუნდის კაპიტანი 17 წლის მანკუნიანელი ტედენ მენგია. ის იყო იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც ოლემ ასტანაში წაიყვანა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე წრეში, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"ასტანაში მგზავრობა პირველ გუნდთან ერთად ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ის განსხვავებული გამოცდილება, რაც პირველ გუნდთან ყოფნისას დავაგროვე, მთლიანად ავიღე და შევეცადე ჩემს თანატოლებში გადამეტანა."

მენგი 6 წლის იყო, როცა კლუბში მოვიდა. კლუბში მასთან ერთადაა უორინგტონში (ქალაქი მანჩესტერის სამხრეთით) დაბადებული 18 წლის ნახევარმცველი მარკ ჰელმი. ორივე მათგანმა უკვე დაიმსახურა პროფესიონალური კონტრაქტი. "11 წელია კლუბში ვარ და აქ ყოფნის არცერთი დღე გარანტირებულად არ ჩამითვლია." - ამბობს ჰელმი. "მე უბრალოდ ვაგრძელებ ვარჯიშს, განვითარებას, მუყაითად შრომას და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც იქ მოვხვდები, სადაც მინდა, რომ ვიყო."

"მე ბავშვობიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი ვარ" - დაასრულა მან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუნაიტედს ბავშვების ახალი კლასი ჰყავს - Class of 2020.



ავტორი: სემიუელ ლაკჰარსტი
წყარო: M.E.N.
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
7 მარტი 2020 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობა
0
№12
ავტორი: Billy
8 მარტი 2020 08:24
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 15
მადლობა სტატიის ავტორს.ვერ ვადევნებ თვალყურს აკადემიის სასტავს ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე და კარგია ასე მაინც ვგებულობ ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა.


საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობა


გაიხარეთ, ბიჭებო.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2020 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს სოტონა მართლა კარგი ბიჭია.

საინტერესო სტატიაა, მადლობა ავტორს.
0
№14
ავტორი: temo-scholes
21 მარტი 2020 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Chesterman
ციტატა: Billy
აბაა ერთი ცენტრალური მცველი რა გახდაა ერთი მახსოვს მაკნეირი რო იყო თუარ ვცდები ვანგაალის როს და ისიც ახლა სადაა კაცმა არ იცის
მაკნეირი და ტაილერ ბლეკეტი wink მერე ფოსუ-მენსა და ტუანზებე. მაგრამ ვერცერთი განვითარდა ისე, როგორც ელოდნენ. ახლა ეს კაპიტანი მენგია იმედისმომცემი. ვნახოთ, რა იქნება.

ბლეკეტი არ მახსოვდა :დ კიდევაც დაიზრდებიან ... )))

კამერონ ბორტვიკ ჯეკსონი?:D:D:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top