თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2020, 00:30
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1911,
კომენტარები: 12
სქოულზი: "ბრუნო საოცარია"
პოლ სქოულზი აღფრთოვანებულია ბრუნოს თამაშით.
სქოულზი:
პოლ სქოულზი შტაბეჭდილების ქვეშ არის ბრუნოს თამაშით და არ იცის რატო არ შეიძინეს ის გასულ ზაფხულს.

"ჯერჯერობით, მისი თამაში შთამბეჭდავია" - თქვა BT Sport– თან ყოფილმა ნახევარმცველმა "ბრიუგესთან" მატჩის შემდეგ და უპასუხა კითხვაზე, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ფერნანდეშმა.

"კრეატიულობა, შემოქმედებითობა, სანამ ბურთს მიცემენ, მან უკვე იცის რა იქნება შემდეგ. ის გასაოცარია! ყველაზე ხშირად, მისი გადაცემები არის ზუსტი და რაც მთავარია ის მოედანზე ფიქრობს. რატომ არავინ იყიდა ის ადრე? ან რატომ არ ვიყიდეთ იგი შარშან ზაფხულში? ჩვენ ვამბობთ, რომ ბრუნო საუკეთესოა ათეულში და როდესაც ამაზე ვფიქრობ, ერთადერთი მსგავსი მოთამაშე, რომელიც მახსენდება არის კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიდან". კევინი პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ფერნანდეშს შეუძლია მას კონკურენცია გაუწიოს.


”იუნაიტედი" ჯერ კიდევ მუშაობს თამაშის გასაუმჯობესებლად. მე ვფიქრობ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან პრემიერ ლიგაში შექმნილი ვითარებით და ბოლო თვეების განმავლობაში იქ თამაში არც თუ ისე კარგი გამოსდიოდათ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ოლე რა თქმა უნდა აშენებს გუნდს. ახლა ჩვენ ვხედავთ დადებით ნიშნებს. თუნდაც იმით, რომ ოლემ ოთხ მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი,ხოლო იგალო არენდით აიყვანა.

ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგია. მჯერა, რომ წინ ნათელი მომავალი გვაქვს და დღეს ნამდვილად კარგი თამაში იყო. პირველი 20 წუთი ძალიან ცოცხალი, აქტიური თამაში იყო. ზოგჯერ, როდესაც თქვენ თამაშობთ ისეთ აქტიურ ფეხბურთელთან, როგორიცაა ფერნანდეში, ეს ეტყობა მთელ გუნდს. მოულოდნელად ყველა ცდილობს,რომ 5%-ით უფრო კარგად ითამაშოს, მათ სურთ თავიანთ ახალ პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ბრუნოს შემთხვევა საკმაოდ უჩვეულოა, რადგან როგორც წესი, ახალ ფეხბურთელს დრო სჭირდება შესაგუებლად, ეტყობათ ცოტა ნერვიულობა, მაგრამ პირველი წუთიდან მოედანზე ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. ეს კარგი ნიშნებია და იმედი მაქვს, რომ იგი შეძლებს ამ ფორმის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე და მათ შეეძლებათ მოხვდნენ საუკეთესო ოთხეულში. ისინი სწორედ ფავორიტებად გამოიყურებიან. ახლა შეხედეთ მათ და წარმოიდგინეთ,მხოლოდ ერთი მოთამაშე დაიმატეს. "ჩელსის" აქვს პრობლემები, "ტოტენჰემს" აქვს პრობლემები და ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ შევქმნათ ძლიერი გუნდი შემდეგი სეზონისთვის" - დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისელმა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 თებერვალი 2020 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
მართლა გვაქ ყველაფერი რო გაცილებით ძლიერები ვიყოთ მომავალ სეზონში მთავარია წელს ლიგის ზონაში მოვხვდეთ❤️
0
№2
ავტორი: temo-scholes
29 თებერვალი 2020 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
როგორც ყოველთვის პოლი სწორად და ჯანსაღად აზროვნებს!

როგორც ყოველთვის პოლი სწორად და ჯანსაღად აზროვნებს!
0
№3
ავტორი: shotkin
29 თებერვალი 2020 01:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ესეთი სწორი ტრანსფერები თუ გაკეთდა სამომავლოდაც ძაან კაი გუნდი ვიქნებიტ უკვე მომავალ წელსვე
0
№4
ავტორი: temo-scholes
29 თებერვალი 2020 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
დინ ჰენდერსონი უეჭველი დასაბრუნებელია ზაფხულშივე, კულიბალი, დეკლან რაისი, გრილიში, სანჩო და ჰალანდი მინდა მაგრამ თუ არ გამოვა იყოს დემბელე ლიონიდან

აი ამათზე იზრუნონ ზაფხულში და გუნდი ჩვეულებრივზე მეტად გარდაიქმნება ერთ სეზონშივე
0
№5
29 თებერვალი 2020 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 312
ეხლა ქებით ძირს გააგდებინებენ და სულ გამოაქლიავებენ ამ მართლაც შესანიშნავ ფეხბურთელს.
0
№6
ავტორი: sergi070
29 თებერვალი 2020 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=y-7HO16W3fI&feature=emb_logo რუსულადაა, საინტერესოდ აყალიბებს, თუ არ გინახავთ უყურეთ, მოგეწონებათ
0
№7
ავტორი: s1ck1ngzz
29 თებერვალი 2020 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
პოგბა ვარჯიშს დაუბრუნდა და რას ფიქრობთ ამ ბიჭზე? რატომღაც მგონია რო დარჩება,თუ ათამაშდა პოგბაც მშვენიერი ცენტრი გვეყოლება.
0
№8
ავტორი: ILoveUtd
29 თებერვალი 2020 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ციტატა: s1ck1ngzz
პოგბა ვარჯიშს დაუბრუნდა და რას ფიქრობთ ამ ბიჭზე? რატომღაც მგონია რო დარჩება,თუ ათამაშდა პოგბაც მშვენიერი ცენტრი გვეყოლება.

მე მაინც ვფიქრობ რო პოგბა მანჩესტერის სტილში არ ჯდება, ბაზარი არ არის კლასნია მაგრამ ნელია. ასევე უჟმურია და ხასიათის ტიპია და მე პირადად მიარჩევნია დაახვევინონ
0
№9
ავტორი: s1ck1ngzz
29 თებერვალი 2020 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ბრუნოს რაც შეეხება გასაოცარი ფეხბურთელია თუ შეატყეთ ფრედმა დუბლი რო შეასრულა როგორ გაუხარდა ეს ის კაცია ვისაც ამდენი ხანი ველოდებოდით გუნდისთვის ყველაფერს რო იზავს,ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს ბრიუგესთან იმედი მაქ ესე გააგრძელებენ მეტი და უფრო მეტი!.
0
№10
ავტორი: bziki
29 თებერვალი 2020 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Pogba pogbaa ra yvela variantshi mogvcems sargebels ro darches mara jer unda moaweros xeli mashin.
Sancho ro iyidon mere ukve aqet sheexvewebian olegas fexburtelebi mec damimateo:) lijbi sancho moiyvanos vudvordma mere wamowolili gaaketebs transferebs.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top