თბილისი:
მანჩესტერი:
29-02-2020, 00:30
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1912,
კომენტარები: 12
სქოულზი: "ბრუნო საოცარია"
პოლ სქოულზი აღფრთოვანებულია ბრუნოს თამაშით.
სქოულზი:
პოლ სქოულზი შტაბეჭდილების ქვეშ არის ბრუნოს თამაშით და არ იცის რატო არ შეიძინეს ის გასულ ზაფხულს.

"ჯერჯერობით, მისი თამაში შთამბეჭდავია" - თქვა BT Sport– თან ყოფილმა ნახევარმცველმა "ბრიუგესთან" მატჩის შემდეგ და უპასუხა კითხვაზე, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ფერნანდეშმა.

"კრეატიულობა, შემოქმედებითობა, სანამ ბურთს მიცემენ, მან უკვე იცის რა იქნება შემდეგ. ის გასაოცარია! ყველაზე ხშირად, მისი გადაცემები არის ზუსტი და რაც მთავარია ის მოედანზე ფიქრობს. რატომ არავინ იყიდა ის ადრე? ან რატომ არ ვიყიდეთ იგი შარშან ზაფხულში? ჩვენ ვამბობთ, რომ ბრუნო საუკეთესოა ათეულში და როდესაც ამაზე ვფიქრობ, ერთადერთი მსგავსი მოთამაშე, რომელიც მახსენდება არის კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიდან". კევინი პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ფერნანდეშს შეუძლია მას კონკურენცია გაუწიოს.


”იუნაიტედი" ჯერ კიდევ მუშაობს თამაშის გასაუმჯობესებლად. მე ვფიქრობ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან პრემიერ ლიგაში შექმნილი ვითარებით და ბოლო თვეების განმავლობაში იქ თამაში არც თუ ისე კარგი გამოსდიოდათ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ოლე რა თქმა უნდა აშენებს გუნდს. ახლა ჩვენ ვხედავთ დადებით ნიშნებს. თუნდაც იმით, რომ ოლემ ოთხ მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი,ხოლო იგალო არენდით აიყვანა.

ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგია. მჯერა, რომ წინ ნათელი მომავალი გვაქვს და დღეს ნამდვილად კარგი თამაში იყო. პირველი 20 წუთი ძალიან ცოცხალი, აქტიური თამაში იყო. ზოგჯერ, როდესაც თქვენ თამაშობთ ისეთ აქტიურ ფეხბურთელთან, როგორიცაა ფერნანდეში, ეს ეტყობა მთელ გუნდს. მოულოდნელად ყველა ცდილობს,რომ 5%-ით უფრო კარგად ითამაშოს, მათ სურთ თავიანთ ახალ პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ბრუნოს შემთხვევა საკმაოდ უჩვეულოა, რადგან როგორც წესი, ახალ ფეხბურთელს დრო სჭირდება შესაგუებლად, ეტყობათ ცოტა ნერვიულობა, მაგრამ პირველი წუთიდან მოედანზე ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. ეს კარგი ნიშნებია და იმედი მაქვს, რომ იგი შეძლებს ამ ფორმის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე და მათ შეეძლებათ მოხვდნენ საუკეთესო ოთხეულში. ისინი სწორედ ფავორიტებად გამოიყურებიან. ახლა შეხედეთ მათ და წარმოიდგინეთ,მხოლოდ ერთი მოთამაშე დაიმატეს. "ჩელსის" აქვს პრობლემები, "ტოტენჰემს" აქვს პრობლემები და ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ შევქმნათ ძლიერი გუნდი შემდეგი სეზონისთვის" - დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისელმა.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
29 თებერვალი 2020 17:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bziki
Pogba pogbaa ra yvela variantshi mogvcems sargebels ro darches mara jer unda moaweros xeli mashin.
Sancho ro iyidon mere ukve aqet sheexvewebian olegas fexburtelebi mec damimateo:) lijbi sancho moiyvanos vudvordma mere wamowolili gaaketebs transferebs.

გეთანხმები.ეს უკვე იქნება განაცხადი რომ დიდი პროექტია და არა ის სისულელე რასაც ბაზრობდა ოლე პირველ სატრანსფეროზე რო ბალღები გვინდა და ჩვენ ხასიატს ვინც ეგუება და ეგეთები.
მარჯვენა ვინგერი უნდა დაიდოს ბოლო ბოლო და თუ სანჩო იქნება ეგ უკვე განაცხადია
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2020 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამიტო ვიხვეწებოდით ბრუნოს ტრანსფერს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top