თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2020, 19:36
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 883,
კომენტარები: 11
"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"
მარსიალი ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი ნამდვილი პოტენციალის გამოვლინებას.
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი ნამდვილი პოტენციალის გამოვლინებას.

2018 წელს, გარი ნევილმა სცადა გაერკვია და ჩაატარა ანალიზი ენტონი მარსიალის შესახებ, თუ რატომ ვერ მოახერხა ფრანგმა ჯერ კიდევ იმ პერიოდში თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა.
განსაცვიფრებელი და დასამახსოვერებელი იყო მისი სადებიუტო გოლი "ლივერპულის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წელს, მაგრამ სამი წლის განმავლობაში, ჟოზე მოურინიოს ხელში მისი შედეგიანობა და თამაშის ხარისხი საკმაოდ დაეცა, გამომდინარე აქედან დაკარგა ადგილი საფრანგეთის ნაკრებშიც.

ნევილი მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად მარსიალის სისწრაფის, ასევე დამაგვირგვინებელ ფაზაში შედეგიანობის და დასრულების უნარისა, რომელშიც ერთერთი საუკეთესოა, ის ელიტარულ მწვერვალს მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს დახვეწოს და გააუმჯობესოს სხვა თვისებები, რაც მას ნამდვილად გააჩნია. ის რაც მაოცებს არის მისი არაჩვეულებრივი შემართება და თავდაუზოგავი ვარჯიში - განაცხადა მან.

ნევილმა ასევე ისაუბრა გასული თვის ბოლოს ჩატარებულ მატჩზე, "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.
ეს იყო თამაში, რომელშიც ოლე გუნარ სოლსკაიერმა ვერ იპოვა გზა ღრმა დაცვაში მოთამაშე მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, ასპარეზზე გამოჩნდა ბრუნო ფერნანდეში, რომელშიც იუნაიტედის მფლობელებმა 68 მილიონი გადაუხადეს "სპორტინგს". იმ მატჩში პრობლემა ნახევარდაცვის კრეატიულობის ნაკლებობაში კი არი იყო, არამედ წინა ხაზში არასწორი ქმედებების და მოძრაობის გამო მოხდა ასე.

ბურთს ძალიან დიდხანს ვიჩერებდით, მოგვიანებით განაცხადა სოლსკიაერმა - უკნიდან არავინ ცდილობდა დახმარებას, ჩვენ ფაქტიურად მათი საჯარიმოს მისადგომებთან ვაგორავეთ ბურთი გამოსავლის ძიებაში.
სოლსკიაერმა ვერავინ გამოარჩია იმ მატში, მაგრამ ძალიან კარგად დაინახა ვინ იყო დამნაშავე. თხუთმეტჯერ განხორციელებული წარუმატებელი დარტყმიდან, ფორვარდს არცერთი ეკუთვნოდა. ეს ადასტურებს, რომ მარსიალმა უბრალოდ სწორი პოზიციის შერჩევა ვერცერთხელ შეძლო.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

მთელი თამაშის განმავლობაში არაფერი არ იყო დასამახსოვრებელი გარდა ერთისა. თუ გაამახვილებთ ყურადღებას 22 წუთზე, როდესაც ბრუნო ფერნანდეშმა მიიღო ბურთი და დაიწყო თავისუფალი პარტნიორის ძებნა. მისი მოძრაობები იყო დასამახსოვერებლი და ასევე ყურადღება გასამახვილებელია, რომ მოედნის მარჯვენა მხარეს ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. "ლისაბონის სპორტინგშიც" დიდ ნაწილს მოედანზე სწორედ მარჯვნივ ატარებდა

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ფერნანდეშს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ძლიერი ფეხით გააკეთოს გრძელი პასი, მაგრამ ის ამჯობინებს მოკლე პასს ხუან მატაზე.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

დააკვირდით მატას, ის იღებს ბრუნოსგან პასს და ელოდება მარსიალის მოქმედებას, თუმცა ენტონისგან არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ისევე როგორც ფერნანდეშს მატასაც მცირე არჩევანი აქვს და იძულებულია უკან გადააწოდოს ფრედს ან პერეირას. ვერ შედგა მორიგი მცდელობა ბურთის ვულვზის საჯარიმოში ჩასაწორებლად.

გასულ სეზონში ნევილი ითხოვდა, რომ მარსიალს უბურთოთ ბევრი ემოძრავა. ეს შეიძლება მარტივი გამოსავალი ყოფილიყო რათა ფრანგს გაცილებით მეტი გოლი შეეგდო, მაგრამ სამწუხაროდ ამ კომპონენტში ენტონი განვითარება არ შეინიშნება. ის საშუალოდ 9,1 კმ-ს დარბოდა გასულ სეზონში და წელსაც იგივე ნიშნულზეა.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

დააკვირდით სურათს: პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლებს დარბის. 9.1.

მისი ტემპი და სისწრაფე მისი ორი საუკეთესო ატრიბუტია, მაგრამ ის მათ საკმარისად ხშირად არ იყენებს და სტატისტიკაც ამას ადასტურებს. მარსიალი გაცილებით ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე ფორვარდები - მათ შორის თანაგუნდელი მარკუს რაშფორდი, რომელმაც გაცილებით მეტი გოლი გაიატანა, ვიდრე წინა სეზონში
"მგლებთან" თამაში არ იყო პირველი, რომელშიც მარსიალი პასიურობდა. ნევილი ამბობს, რომ ის ხშირ შემთხვევაში უბრალოდ დგას და არ გადაადგილდება მოედანზე. ასევე იხსნებს თამაშს "შეფილდთან" (3-3) სადაც მარსიალი უბრალოდ არ აქტიურობდა.

ის ნიჭიერია და ის არ არის ცუდი , მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოედანზე ყოველთვის უსიცოცხლოდ გამოიყურება - თქვა რაიან გიგზმა. ის ზედმეტად მშვიდი და უემოციოა, თითქოს არაფერი აწუხებს. როდესაც ის მოედანზე ბრწყინვალე საქმეებს აკეთებს, ფიქრობთ, რომ ეს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ის არ აქტიურობს, ფიქრობ, რომ ის არ დარბის, ის არ ცდილობს, ის საკმარისად არ მუშაობს, მას არ სურს ბურთის მიღება.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ამასთან, სოლსკიაერმა არაერთხელ დაიცვა მარსიალი, რამდენიმე თვის წინ ირწმუნებოდა, რომ მას ჰქონდა "აბსოლუტურად ყველაფერი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 9 ნომერი გამხდარიყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ამ პოზოციაზე თამაშობს, იმიტომ, რომ მე ვუთხარი ასე, იმიტომ რომ მას ვხედავდი, როგორც ცენტრალურ ფორვარდს, - დასძინა რაინ გიგზმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში მარსიალს ჰქონდა თავისი მომენტები, რაც გამოიყენა და გაიტანა გოლები "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" კარში, ასევე დუბლი გაიფორმა "ნიუკასლის" წინააღმდეგ. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს, რომ მხოლოდ რაჰიმ სტერლინგს და პიერ-ემერ ობამეიანგს აქვს უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი "პრემირ ლიგის" დაწყებიდან.

ყველაფრის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არავინ იცის თუ სად არის მისი საუკეთესო პოზიცია. მან პირველი სეზონის პირველი ნახევარი გაატარა ცენტრში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში სურდა თამაში, მაგრამ ის მაინც უფრო კომფორტულად გამოიყურება, როდესაც გადადის ფლანგზე და უფრო სიღრმიდან უტევს.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი დიაგრამა მატჩებში არ ჰგავს ცენტრის მოძრაობას

სწორედ ამიტომ გაიფორმა იუნაიტედმა უოტფორდის 30 წლის ყოფილი მოთამაშე ოდიონ იგალო, რომელმაც თავისი კარიერის ბოლო სამი წელი ჩინეთში გაატარა. საჯარიმოში უკეთ მოთამაშე ფორვარდის აუცილებლობის არსებობა ჩანდა და ეს სოლსკიაერმა კარგად იცოდა, ამიტომაც აღმოჩნდა ნიგერიელი მანჩესტერში.

მარსიალი უკვე 24 წლის არის და წესით იგი კარიერის პიკს უნდა აღწევდეს, დროდადრო იბადება კიხვები, რა ელოდება მას მომავალში? შეუძლია თუ არა მას კიდევ უფრო განვითარება და იპოვოს საკუთარი თავი? შეძლებს ის იყოს ყველაზე პროდუქტიული და გამორჩეული მოთამაშე სხვა ფორვარდებისგან განსხვავებით?

https://www.skysports.com/
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
28 თებერვალი 2020 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1313
რაღაცნაირი უმარილო ტიპია და ეს ახალი არარის, მაგრამ ძალიან დიდი ნიჭი აქვს და იმედია მალე გამოავლენს ამნიჭს ბოლომდე. მაგრამ მე ვფიქრობ მეტი კონკურენციისთვის ერთი ტოპ ფორვარდი აუცილებელია სამომავლოდ რომიყიდონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: bziki
28 თებერვალი 2020 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1645
ხასითის პრობლემაა,
როცა გუნდს თამაში მისდის მარსიალიც კარგია,თითქოს სხვისგან ელოდება რო რთულ სიტუაციაში სხვა გადაარჩენს თამაშს,თითქოს არც აწუხებს წარუმატებლობაო,რაღაც პატარა ამბიციებითაა,უფრო მეტისთვის სათანადოთ არ იხარჯება,არც კი ცდილობს, გამოვა გამოვაო არადა ერთი მაგის დედაცო რაღაც მაგდაგვარ შთაბეჭდილებას მიტოვებს,მონდომება და ჟინი არ აქ იმის რო პირველი იყოს მაგ ხასიათით ერთი ჩვეულებრივი ფორვარდი იქნება სულ,თუ მოვუმატებთ როგორც გუნდი მარსიალსაც უკეთესი სტატისტიკა ექნება მარა მაგ მომატებაში მარსიალის წვლილი ყველაზე ნაკლები იქნება.
მოკლედ მოსაყვანია ყველა ვარიანტში ერთი კაი ფორვარდი კიდევ თუნდაც ახალგაზრდა რო მეტად გაანძრიოს ერთი ადგილი,იკონკურენტობის ბრალიცაა ეგ ყველაფერი
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 თებერვალი 2020 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8254
მარსიალი პასიურია კარგად ვერ იხსნება ხშირად, ბურთის ებლანდება ხოლმე და ბევრი სხვა რამე მარა მთავარი ჩემი აზრით არი ის რო ენტონი არაა სუფთა ცხრიანი, ბევრჯერ დავწერე რო ეგ არი მარცხენა ფორვარდი, სამ ფორვარდიან სისტემაში, ან ცრუ ცხრიანი, რომელიც ფლანგიდან იწყებს შეტევებს. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ არაა ტიპური 9 ნომერი. განა იმიტო რო საკმარისი კლასი არ აქვს, უბრალოდ ამპლუით უფრო ფლანგელია, არა ვინგერი, არამედ მარცხენა ფორვარდი. აი მაგალითად ნანი სუფთა ვინგერი იყო, ვალენსია ვინგერი იყო და ა.შ. მარსიალი საჯარიმოსთან ახლოს უნდა იყოს ოღონდ ფლანგიდან.
1
№4
ავტორი: onlyred
28 თებერვალი 2020 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 162
არადა ამის სეზონი ვანგაალთან რომ გაიბრწყინა.
მაშინ ყველაფერს აკეთებდა მარტო.
ყველამზურგი აქცია ვან გაალს ამას ენდობოდა და ესეც უბერავდა ბოლომდე.
ისე ეს საჯარიმოს ფორვარდის თვისებებში სუსტია.
ეს კარგია 4-4-2 ზერო დააყენო სთრაიქერად და არა ფორვარდად.
უკნიდან შესვლები კარგად გამოსდის, ჩაწოდებაც, პასიც.
თან თავისი თავისუფლებაც აქ რასაც ითხოვს ხოლმე.
მაგრამ მუშაობას კოუმატოს კარგი იქნება ბევრად სტაბიკური გახდება და 31-32 წლისა კარიერის დასრუკებაზე არ დაფიქრდება ან ჩინეთში წასვლაზე

იბრასთან ერთად რო იყო მაშინაც კარგი იყო.
ერთი დონე საჯარიკოს ფორვარდი და ეს ერთად კარგია.
რეშთან ააწყო აზლა იგალოსთანაც ააწყობს
0
№5
ავტორი: Bruno18
28 თებერვალი 2020 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ჟილკა არა აქვს საერთოდ. ჩემი აზრით ამ დონეს ვერ გაცდენა ასეთი სადუალო ფეხბურთელი იქნება სულ. დარწმუნებული ვარ ვინმე კარგ კონკურენტს რო მოუყვანენ მერე კიდე უფრო ჩაკვდება, არაა ის რიპი ჟილკით რო გამოვიდეს და ძირითადისთვის იბრძოლოს
0
№6
ავტორი: Lalana
28 თებერვალი 2020 22:15
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1821
ყველაზე კარგი ვან გაალის დროს იყო,მაშინ მთლიანი გუნდი მასზე იყო დამოკიდებული და კარგადაც ათრევდა იმ დროისთვის გუნდს.ასევე მაშინ იყო კარგი როდესაც მასა და რაშფორდს შორის მიდიოდა კონკურენცია,სანამ სანჩესი მოვიდოდა მაქამდე მშვენივრად ართმევდა ეს ორი თავის დაკისრებულ მოვალეობას თავს და ძალიან მომწონდა კიდეც.ასევე მონაკოს პერიოდსაც თუ გაიხსენებთ ბერბატოვთან ერთად მეორე ფორვარდად თამაშობდა,ბერბატოვის უკან და უმეტეს წილად მარცხენა ფლანგიდან უტევდა.აგერ გადაადგილების არეალიც არის მოცემული და აქაც კარგად ჩანს რომ მარცხენა ფლანგზე გადადის და იქიდან ცდილობს შეტევას.ასევე ერთ რამეს ვიტყვი,როდესაც ერთი ფეხბურთელი საკუთარ არეალს ტოვებს და სხვა ადგილას გადაადგილდება ამ შემთხვევაში მისი დატოვებული ცარიელი სივრცე სხვა შემტევმა უნდა შეავსოს,რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა,მაგრამ მისი სუსტი მხარე ხასიათის ფეხბურთელობაა,არ აქვს ჟილკა,ადრე ამ მხრივაც ჰქონდა რაღაც,მაგრამ ახლა დიდად არაა მასეთი.ასევე ზოგადად ერთი პრობლემა იყო გუნდში,ზოგადად გუნდი საკმაოდ მცირე რეალურ შანსს ქმნიდა,ცენტრალურ თავდამსხმელს კი ჭირდება რეალური მომენტის შექმნა რომ გაიტანოს,თუნდაც როგორც გუშინ ხერხდებოდა.მე მაინც არ მივიჩნევ რომ მარსიალი ჩვენი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი უნდა იყოს,რადგან ეს არაა მისი ადგილი.

ზუსტად ასეთივე ინერტული იყო რაშფორდიც როდესაც გამოკვეთილ ცენტრალურ თავდამსხმელად აყენებდნენ.
0
№7
ავტორი: shotkin
28 თებერვალი 2020 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2899
ის ზედმეტად მშვიდი და უემოციოა, თითქოს არაფერი აწუხებს. ესაა მარისალის პრობლემა , ხასიათი, აი გაბრაზდი რა როცა საჭიროა და მეტი ჟინით ითამაშე მარა არა უემოციოა ზედმეტად და ეს ინერტულს ხდის და დამოკიდებულება აქვს შესაბამისად სხვანაირი ჟილკა არ აქ ტიპს ადრე კიდე უფრო ქონდასავით წინაზე გოლი გაიტანა ჩესლისთან თავით და 10 წამში ისეთი სერიოზული და ჩაფიქრებული სახიტ იდგა გეგონებოდა ზოგადსააცობრიო პრობლემებმა მოიცვა მაგის გონება. ფეხბურთი და ზოგადად სპორტი ემოციების გარესე უფერულია უნდა გამოხაო რაღა დოზით ემოციები ეგეც გეხმარება და ბიძგს გაძლევს მომენტებში რაც მარსოს არ აქვს აი შეუძლია გაყინული სახით უემოციოდ იაროს აქეთ იქეთ. ჟილკა არის ამ ბიჭის ყველაზე დიდი ნაკლებობა ეგ რო ქონდეს და ჟინი მერე გამოავლენდა თავის მაქსიმუმს ამრა კაი ხანია ჩამოყალიბდა უფერულ ხასიათის იგროკად სტაბილური არაა ვაფშე, ჩემი პირადი აზრია ასეთი რო ამ ეტაპზე მანჩესტერმა უნდა მიხედოს სასიცოცხლოდ აუცილებელ პოზიციებს და გააძლიეროს ისინი ხოლო ცოტახანში მარსოც უნდა გაუშვას როცა ტომრისთვის თავის მოკვრის მომენტი დადგება ბოლო სვლა ეგ უნდა იყოს და ახალი თავდამსხმელი მანჩესტერის სტილის(მობილური სწრაფი,ალღო,ტექნიკური) უნდა მოიყვანონ
0
№8
ავტორი: Karanadze
28 თებერვალი 2020 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Მარსიალზე მოუს დროს დავწერე აქ და ბევრი არ დამეთანხმა მაგრამ მე ისევ ვიტყვი. Როცა იყო საოცარ ფორმაში მოვიდა მოურინიო მოიყვანა სანჩესი და დააჯინეს სკამზე მერე იბრა მოიყვანა ნომერი ჩამოართვეს და ფაქტიურად ტოპ დონეზე მოთამაშე მარსიალი იმენა დააფარჩაკეს და აი იმ დროიდან უჟმური დარჩა ტიპი. Არადა მე მაგრად მევასება მისი დრიბლინგიც და ფინიშინგიც პროსტა დროა მართლა შეიცვალოს ხასიათი ნდობა გამოუცხადა ოლემ და დროა ერთი ადგილი გაამოძრაოს.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
29 თებერვალი 2020 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2657
ხასიათი რაც აქვს ყველამ ვიცით და ვთანხმდებით.ისიც დღესავით ნათელია რომ ცრუ ცხრიანზე უფრო უკეთესია რადგანაც უკნიდან თამაში უყვარს.მონაკოში ვისაც გაქვთ მანახი რასაც თამაშობდა სულ ასე იყო.
ზოგადად ჩვენ არ ვთამაშობთ იმ ფეხბურთს სადაც გამოკვეთილი 9ანს სტატისტიკა ექნება კარგი.მთელი სეზონი ჩაკიდებებით ვთამაშობდით სანამ ბრუნო არ მოვიდა.გაუთავებლად ვაწვდიდით და არცერთი არ მიდიოდა ცხრიანის პოზიციამდე.ამ პოზიციაზე ოლემ ერთი პერიოდი ათამაშა გადაბმულად რეში და ისიც ასევე ინერტული იყო.რატომ?იმიტომ რომ გამოკვეთილი 9ანს სხვაგვარად ეწყობა გუნდიც და არა უაზრო ჩაკიდებებით რომელსაც ხან ბისაკა აკეთებდა ხან იანგი და ეს ორივე რაც არიან ამ კომპონენტში ყველამ ვიცით.გუშინდელ თამაშში დარწმუნებული ვარ ბრუნო მატას დუეტს მარსიალი უფრო მოუხდებოდა ვიდრე იგალო.არა იმიტომ რომ იგალო ცუდია,არამედ იმიტომ რომ სხვა ტიპის ფორვარდია.მარსიალს უყვარს კედლის გათამაშება,მოკლე პასი,ჩარბენა და ზოგადად პასის გაცემა უყვარს განსხვავებით ისე რეშისგან რომელსაც პასის გაცემა ამ სეზონში ძაან ეზარებოდა და ურახუნებდა 40 მეტრიდან.
დღეს ლივერში ფირმინო და სიტიში აგიერო ან ჟესუსი ზუსტად ტიპიურად ასე თამაშობენ.ორივე უკან იწევს და მოკლე პასებით და პოზიციური შეტევებით იქმნება ბევრი მომენტი და ბევრიდან მეტიც გააქვთ,მაგრამ არც ისე ბევრად მეტი და ეგ სტატისტიკაშიც ჩანს.
მე მაინც მიმაჩნია, რომ ფეხბურთის გუნდი არის ერთიანი ორგანიზმი.მას აქვს ერთიანი ხასიათი ერთიანი განწყობა ერთიანი იმედი და ერთიანი თავდაჯერებულობა.ერთიანაი ვგულისხმობ იმას რომ გადამდებია ეს ყველაფერი.როცა ხედავ რომ რასაც მწვრთნელი ხაზავს და გეგმავს-ეს მუშაობს,მერე ყველას ერთიანად აქვს ერთიანი შესაბამისი ეს თვისებები.მაშინ როცა შეხედავ რომ მწვრთნელის ჩანაფიქრები არ ამართლებს,ამაზეც შესაბამისად ერთიანი გაქვს დამოკიდებულება ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.
შეიძლება სკოტი ჰარი ბრუნო ჯეიმსი არიან ამ ეტაპზე ჟილკით,მაგრამ თუ რომელიმეს გაუგრილდა ეს დამოკიდებულება მერე ისევ კოლექტიურ მარსიალს მიიღებ.
გუშინდელი თამაშის ნაირს როცა იანაშებ ეგ გაძლევს იმედს და მოტივაციას და არა უბრალოდ თუნდაც სიტისთან ან ჩელსთან მოგებული და აღებული 3 ქულა.ხასიათს ფეხბურთელს და გულშემატკივარს უყალიბებს ლამაზი და აზრიანი ფეხბურთი აი როგორც გუშინდელი იყო.
არ აქვს მნიშვნელობა ეს 10 კაციან გუნდთან ქენი თუ არა.ეს მეორეხარისხოვანია,მთავარია ამ დროს ხვდები რომ ასე თამაშიც შეიგიძლია.ესაა თვითრწმენა,ესაა თავდაჯერებულობა რასაც მოაქვს იმედი,პერსპექტივა და საბოლოოდ შედეგი.
მე მინდა ამ გუნდმა ირწმუნოს რომ მათ ასეთი სტილით თამაში შეუძლიათ თუნდაც ბრუნოს გარეშე.ბრუნოს გარეშეც უნდა შეძლონ ასე თამაში ისე აზრი არ აქვს.
ბევრჯერ გამიგონია რომ აქ თითქოს მწვრთნელის დამსახურებაა კარგად თამაში და ცუდად თამაში არა.მწვრთნელი გეგმავს წინასწარ თანაშს,მაგრამ როცა მისი სცენარით არ მიდის თამაში,მაშინ მწვრთნელივე ცვლის მის გეგმას და თანაშის მინდინარეობას.ხოდა რაც არ უნდა ოლეს ფანი იყო ადამიანი არ შეიძლება ბრუნოს უზარმაზარი ფაქტორი არ დააყენო უპირატესად.გუშინ იღებდა ტიპი გადაწყვეტილებებს ისეთებს რიგ მომენტებში,რომ აშკარად მისი პირადი გადაწყვეტილებები იყო და არა მწვრთნელის.ზუსტად ასეთი მომენტები ქმნის შემდეგ საბოლოო შედეგსაც.
არ მინდა ოლეს კრიტიკა ამ თანაშის მერე.მაგრამ შემდეგ თამაშებშიც თუ მარტო ბრუნოს როგორც ცალკე აღებული ინდივიდის ინდივიდუაკურობის ხარჯზე დავრჩით მაშინეგ დიდი შეცდომა იქნება რაც გამოგვივლია უკვე პოგბას სახით.
კარგ გუნდებთან გვიწევს მალე თამაშები და იქაც ხარისხი უნდა ვაჩვენოთ გუშინდელივით

№10
ავტორი: ikeoni
29 თებერვალი 2020 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8156
ყოველთვის გრჩება შთაბეჭდილება რო მეტი შეუძლია

ყოველთვის გრჩება შთაბეჭდილება რო მეტი შეუძლია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 მარტი 2020, 20:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
19 მარტი 2020, 21:55
იუნაიტედი
ლასკი
ევროპა ლიგა
21 მარტი 2020, 19:00
იუნაიტედი
შეფილდი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი15 მარტი
ლასკი19 მარტი
შეფილდი21 მარტი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მარტი 2020, 21:55
ლასკი0
იუნაიტედი5
ევროპა ლიგა
8 მარტი 2020, 20:30
იუნაიტედი2
სიტი0
პრემიერ ლიგა
5 მარტი 2020, 23:45
დერბი0
იუნაიტედი3
ინგლისის თასი
ლასკი12 მარტი
სიტი8 მარტი
დერბი5 მარტი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top