თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2020, 19:36
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1806,
კომენტარები: 11
"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"
მარსიალი ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი ნამდვილი პოტენციალის გამოვლინებას.
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი ნამდვილი პოტენციალის გამოვლინებას.

2018 წელს, გარი ნევილმა სცადა გაერკვია და ჩაატარა ანალიზი ენტონი მარსიალის შესახებ, თუ რატომ ვერ მოახერხა ფრანგმა ჯერ კიდევ იმ პერიოდში თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა.
განსაცვიფრებელი და დასამახსოვერებელი იყო მისი სადებიუტო გოლი "ლივერპულის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წელს, მაგრამ სამი წლის განმავლობაში, ჟოზე მოურინიოს ხელში მისი შედეგიანობა და თამაშის ხარისხი საკმაოდ დაეცა, გამომდინარე აქედან დაკარგა ადგილი საფრანგეთის ნაკრებშიც.

ნევილი მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად მარსიალის სისწრაფის, ასევე დამაგვირგვინებელ ფაზაში შედეგიანობის და დასრულების უნარისა, რომელშიც ერთერთი საუკეთესოა, ის ელიტარულ მწვერვალს მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს დახვეწოს და გააუმჯობესოს სხვა თვისებები, რაც მას ნამდვილად გააჩნია. ის რაც მაოცებს არის მისი არაჩვეულებრივი შემართება და თავდაუზოგავი ვარჯიში - განაცხადა მან.

ნევილმა ასევე ისაუბრა გასული თვის ბოლოს ჩატარებულ მატჩზე, "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.
ეს იყო თამაში, რომელშიც ოლე გუნარ სოლსკაიერმა ვერ იპოვა გზა ღრმა დაცვაში მოთამაშე მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, ასპარეზზე გამოჩნდა ბრუნო ფერნანდეში, რომელშიც იუნაიტედის მფლობელებმა 68 მილიონი გადაუხადეს "სპორტინგს". იმ მატჩში პრობლემა ნახევარდაცვის კრეატიულობის ნაკლებობაში კი არი იყო, არამედ წინა ხაზში არასწორი ქმედებების და მოძრაობის გამო მოხდა ასე.

ბურთს ძალიან დიდხანს ვიჩერებდით, მოგვიანებით განაცხადა სოლსკიაერმა - უკნიდან არავინ ცდილობდა დახმარებას, ჩვენ ფაქტიურად მათი საჯარიმოს მისადგომებთან ვაგორავეთ ბურთი გამოსავლის ძიებაში.
სოლსკიაერმა ვერავინ გამოარჩია იმ მატში, მაგრამ ძალიან კარგად დაინახა ვინ იყო დამნაშავე. თხუთმეტჯერ განხორციელებული წარუმატებელი დარტყმიდან, ფორვარდს არცერთი ეკუთვნოდა. ეს ადასტურებს, რომ მარსიალმა უბრალოდ სწორი პოზიციის შერჩევა ვერცერთხელ შეძლო.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

მთელი თამაშის განმავლობაში არაფერი არ იყო დასამახსოვრებელი გარდა ერთისა. თუ გაამახვილებთ ყურადღებას 22 წუთზე, როდესაც ბრუნო ფერნანდეშმა მიიღო ბურთი და დაიწყო თავისუფალი პარტნიორის ძებნა. მისი მოძრაობები იყო დასამახსოვერებლი და ასევე ყურადღება გასამახვილებელია, რომ მოედნის მარჯვენა მხარეს ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. "ლისაბონის სპორტინგშიც" დიდ ნაწილს მოედანზე სწორედ მარჯვნივ ატარებდა

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ფერნანდეშს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ძლიერი ფეხით გააკეთოს გრძელი პასი, მაგრამ ის ამჯობინებს მოკლე პასს ხუან მატაზე.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

დააკვირდით მატას, ის იღებს ბრუნოსგან პასს და ელოდება მარსიალის მოქმედებას, თუმცა ენტონისგან არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ისევე როგორც ფერნანდეშს მატასაც მცირე არჩევანი აქვს და იძულებულია უკან გადააწოდოს ფრედს ან პერეირას. ვერ შედგა მორიგი მცდელობა ბურთის ვულვზის საჯარიმოში ჩასაწორებლად.

გასულ სეზონში ნევილი ითხოვდა, რომ მარსიალს უბურთოთ ბევრი ემოძრავა. ეს შეიძლება მარტივი გამოსავალი ყოფილიყო რათა ფრანგს გაცილებით მეტი გოლი შეეგდო, მაგრამ სამწუხაროდ ამ კომპონენტში ენტონი განვითარება არ შეინიშნება. ის საშუალოდ 9,1 კმ-ს დარბოდა გასულ სეზონში და წელსაც იგივე ნიშნულზეა.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

დააკვირდით სურათს: პრემიერლიგაში ყველაზე ნაკლებს დარბის. 9.1.

მისი ტემპი და სისწრაფე მისი ორი საუკეთესო ატრიბუტია, მაგრამ ის მათ საკმარისად ხშირად არ იყენებს და სტატისტიკაც ამას ადასტურებს. მარსიალი გაცილებით ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე ფორვარდები - მათ შორის თანაგუნდელი მარკუს რაშფორდი, რომელმაც გაცილებით მეტი გოლი გაიატანა, ვიდრე წინა სეზონში
"მგლებთან" თამაში არ იყო პირველი, რომელშიც მარსიალი პასიურობდა. ნევილი ამბობს, რომ ის ხშირ შემთხვევაში უბრალოდ დგას და არ გადაადგილდება მოედანზე. ასევე იხსნებს თამაშს "შეფილდთან" (3-3) სადაც მარსიალი უბრალოდ არ აქტიურობდა.


ის ნიჭიერია და ის არ არის ცუდი , მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოედანზე ყოველთვის უსიცოცხლოდ გამოიყურება - თქვა რაიან გიგზმა. ის ზედმეტად მშვიდი და უემოციოა, თითქოს არაფერი აწუხებს. როდესაც ის მოედანზე ბრწყინვალე საქმეებს აკეთებს, ფიქრობთ, რომ ეს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ის არ აქტიურობს, ფიქრობ, რომ ის არ დარბის, ის არ ცდილობს, ის საკმარისად არ მუშაობს, მას არ სურს ბურთის მიღება.

"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"


ამასთან, სოლსკიაერმა არაერთხელ დაიცვა მარსიალი, რამდენიმე თვის წინ ირწმუნებოდა, რომ მას ჰქონდა "აბსოლუტურად ყველაფერი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 9 ნომერი გამხდარიყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ამ პოზოციაზე თამაშობს, იმიტომ, რომ მე ვუთხარი ასე, იმიტომ რომ მას ვხედავდი, როგორც ცენტრალურ ფორვარდს, - დასძინა რაინ გიგზმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში მარსიალს ჰქონდა თავისი მომენტები, რაც გამოიყენა და გაიტანა გოლები "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" კარში, ასევე დუბლი გაიფორმა "ნიუკასლის" წინააღმდეგ. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს, რომ მხოლოდ რაჰიმ სტერლინგს და პიერ-ემერ ობამეიანგს აქვს უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი "პრემირ ლიგის" დაწყებიდან.

ყველაფრის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არავინ იცის თუ სად არის მისი საუკეთესო პოზიცია. მან პირველი სეზონის პირველი ნახევარი გაატარა ცენტრში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში სურდა თამაში, მაგრამ ის მაინც უფრო კომფორტულად გამოიყურება, როდესაც გადადის ფლანგზე და უფრო სიღრმიდან უტევს.



"მარსიალი - შეუმდგარი ფორვარდი!?"

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი დიაგრამა მატჩებში არ ჰგავს ცენტრის მოძრაობას

სწორედ ამიტომ გაიფორმა იუნაიტედმა უოტფორდის 30 წლის ყოფილი მოთამაშე ოდიონ იგალო, რომელმაც თავისი კარიერის ბოლო სამი წელი ჩინეთში გაატარა. საჯარიმოში უკეთ მოთამაშე ფორვარდის აუცილებლობის არსებობა ჩანდა და ეს სოლსკიაერმა კარგად იცოდა, ამიტომაც აღმოჩნდა ნიგერიელი მანჩესტერში.

მარსიალი უკვე 24 წლის არის და წესით იგი კარიერის პიკს უნდა აღწევდეს, დროდადრო იბადება კიხვები, რა ელოდება მას მომავალში? შეუძლია თუ არა მას კიდევ უფრო განვითარება და იპოვოს საკუთარი თავი? შეძლებს ის იყოს ყველაზე პროდუქტიული და გამორჩეული მოთამაშე სხვა ფორვარდებისგან განსხვავებით?

https://www.skysports.com/
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
29 თებერვალი 2020 17:08
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
არადა ამ გუნდში ოლეზე მეტად ვინ უნდა იცოდეს სწორი პოზიციის შერჩევა? :დ სეზონის ბოლომდე აქვს შანსი თუ არადა მოიყვანენ მართლა 9 ნომერს და მერე ზამენაზე რო გადასვავენ მოუჭერს ერთი ადგილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top