თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2020, 10:39
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1962,
კომენტარები: 17
ვუდვორდი: "გეგმას არ გადავუხვევთ"
ვუდვორდის შემაჯამებელი სიტყვა გაწეულ სამუშაოზე
ვუდვორდი:
"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ვუდვორდმა დღეს კონფერენც-ზარი გამართა, რომლის დროსაც მან კლუბის ინვესტორებს მოახსენა გაწეული სამუშაოს შესახებ.

"სანამ დავუბრუნდებით კითხვებს ფინანსურ მოგებასთან დაკავშირებით, მინდა პატივი მივაგო ჩვენი ყოფილo მეკარის, ჰარი გრეგის ხსოვნას, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, - განაცხადა ვუდვორდმა. - ჰარი იყო "მიუნჰენის" კატასტროფის ერთ-ერთი გმირი და იმ ეპოქის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდის მთავარი ფიგურანტი, მან კლუბის მაისურით 247 მატჩი ჩაატარა. გავიმეორებ სერ ალექსის სიტყვებს და ვიტყვი, რომ ჰარი იყო უდიდესი პიროვნება და ჩვენი კლუბის ნამდვილი ლეგენდა.

ახლა მე მსურს ზოგადად მიმოვიხილო გუნდის პროგრესი. ნომერ პირველი მიზანი - ტიტულების მოპოვება, რომელმაც ასევე უნდა აჩვენოს, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი. ნოემბრის ბოლოს გამართული ჩვენი კონფერენც-ზარის შემდეგ ჩვენ გავედით ევროპის ლიგის პლეი-ოფში, თასის მეხუთე რაუნდში და ასევე ჯერ კიდევ ვიბრძვით ოთხეულში მოსახვედრად.

ეს სეზონი ერთერთი გამორჩეულია ცვლილებებით, ვგულისხმობ შემადგენლობას, ბევრი წავიდა ან არენდით დატოვა გუნდი, შევიძინეთ ახალი მოთამაშეები, და დავიმატეთ აკადემიელები, რომლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი პირველ გუნდში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ კლუბი არჩეულ გეგმას ბოლომდე არ განახორციელებს ოლე გუნარ სოლსკიაერისა და სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით

მიუხედავად იმისა, რომ იანვრის ტრანსფერებზე პრესა გვიკავშირებდა 111 მოთამაშეს, ჩვენ მხოლოდ ერთი შენაძენი გავაკეთეთ - გუნდი გავაძლიერეთ ბრუნო ფერნადეშით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით და ცხადყოფს ჩვენს ჩანაფიქრებს, რომ გავძლიერდეთ მაღალი დონის გამოცდილი მოთამაშეებით, რომლებიც შეწყვილდებიან ახალგაზრდებთან და ერთად ჩამოაყალიბებენ ბირთვს, რომელიც სამომავლოდ მუდმივად პროგრესირებადი იქნება. მომავალ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარს კიდევ უფრო დისციპლინირებულად, მომზადებული და დალაგებული შევხვდებით, კლუბში სრული ჰარმონიაა და გეგმიდან გადახვევას არავინ აპირებს.

პირველი გუნდის გაძლიერების გარდა, ჩვენ ასევე რამდენიმე ძალიან საინტერესო ნიჭიერი ახალგაზრდით შევავსეთ აკადემია. ჩვენ მივყვებით გეგმას და ვმუშაობ, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო ტალანტები ჩვენს აკადემიაში.

ამ დროისთვის, კლუბის აღზრდილებმა მოედანზე საერთო დროის მესამედზე მეტი გაატარეს, გაიტანეს ჩვენი გოლების თითქმის ნახევარი, ჩვენი აკადემია წელს ევროპის მაშტაბით ერთერთი საუკეთესოა და ეს ასე გაგრძელდება. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა და ეს შედეგი დაიდო მას შემდეგ რაც ოთხჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი აკადემიაში.
რაც შეეხება ჩვენ ინდუსტრიას უფრო დეტალურად, პრემიერ ლიგიში საუკეთესოები ვართ, რაც ასახულია "Sky– ის" აუდიტორიის 19% –ნი ზრდით, გასული სეზონის იმავე პერიოდთან შედარებით. როგორც სამაუწყებლო კომიტეტის წევრი, კარგად ვხედავ თუ რამხელა შრომაა გაწეული კულისებს მიღმა, ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით "შვედურ" მედიაგიგანტ "Nordic Entertainment Group"- თან, გაფორმდა ექვსწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდება.


ჩვენი გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს ბიზნესის მუდმივ ზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინვესტირება კლუბის შემადგენლობაში და ჩვენს სხვა ობიექტებში.

ჩვენ ვამაყობთ, რომ "ოლდ ტრაფორდი" უმასპინძლებს 2021 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს, რომელიც ხაზს უსვამს მის სტატუსს, როგორც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო საფეხბურთო არენას. ეს გადაწყვეტილება ასევე ასახავს ჩვენს წინსვლას ქალთა ფეხბურთში, გასულ სეზონში შეიქმნა გუნდი, რომელიც უკვე წარმატებულად ასპარეზობს და აღზევდა კიდეც სუპერლიგაში ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კეის სტოუნის ხელმძღვანელობით.

ჯამში, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით.
"

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
26 თებერვალი 2020 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სპორტულ დირეკტორზე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა? საინტერესო პროცესების მომსწრენი ვართ, ხან რა ცადეს ხან რა და მე მაქვს განცდა რო ეხლა სწორ გზას დაადგნენ. აკადემიელებიც მახარებს, ყველა აკადემიელი ეხლა რო მთავარ გუნდში ვერ გადმოვა ფაკტია მაგრამ რასაც ვხედავთ კერ ესაც საკმარისია. ეხლა მთავარია ლიგაზე შევძვრეთ რო ზაფხულში მეტად თავდაჯერებულად ვესაუბროთ ფეხბურთელება და იოლად დავარწმუნოთ აქ თამაშის სისწორეში. 2-3 მსგავსი ხარისხის ტრანსფერი როგორიხ ბრუნო იყო რამდენიმე თავით მაღლა აწევს გუნდის თამაშის ხარისხს
0
№2
ავტორი: The Special One
26 თებერვალი 2020 12:17
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ფერგის მერე გუნდი ასეთ სწორ გზაზე არ ყოფილა,100% ნდობა ოლეს,ბოლომდე მჯერა <3

ჰოდა აქვე,47 წლის გახდა დღეს ოლე love
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
26 თებერვალი 2020 12:37
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მოკლედ რასაც ვკითხულობ,არანაირი პოჩეტინო და არავინ არ განიხილება მწვრთნელად. 100% ნდობა აქვს ოლეს,იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ წელს მაინც ვერ გავიდა ლიგაზე. მოკლედ გრძელვადიანი პროექტიაო ვუდორდმა და არც კი განიხილება ოლეს წასვლაო. მოკლედ გუნდი სწორ გზაზე დააყენაო
0
№4
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 13:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
კარგი იქნება თუ სპორტულ დირექტორს მოიყვან,მაგრამ რატომღაც ამაში უკვე ძაან მეპარება ეჭვი.წლებია ჩავარდნების შემდეგ იწერება ახალ და ახალ ტიპებზე,მაგრამ არც არავინ მოუყვანიათ.

კარგია თუ ასე პოზიტიურად უყურებს ვუდი ყველაფერს,მაგრამ მსგავსი საუბრები ჰქონდა ვან გაალის დროსაც და ჟოზეს პირველი სეზონის შემდეგაც.მთავრია გააგრძელონ პროგრესი და არ შეჩერდნენ ერთ ადგილას,ვნახოთ რა იქნება ზაფხულში,როგორ შეივსება გუნდი და ვის გაუშვებენ.წმენდა რომ მოხდება ამაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ სწორი კადრითაც უნდა მოხდეს შეცვლები.მოკლედ დროის ამბავია და მომავალში ვნახავთ თუ რამდენად გაამართლებს ეს პროექტი.

შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ იყო არასწორი ტრანსფერები პოლ პოგბას მოყვანა?ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოყვანა?ერიკ ბაილის მოყვანა?მხითარიანის,რომელსაც აქ დასცინიან და რამხელა როლი ითამაშა ევროპა ლიგის მოგებაში რომ არ ახსოვთ.ან ნემანია მატიჩის მოყვანა იყო არასწორი ჩამშლელის პოზიციაზე რომ გვიჭირდა?თუ ვიკტორ ლინდელოფი ვერ ასრულებს 35 მილიონი ევროს ღირებულებას?ერთადერთი არასწორი ტრანსფერი ალექსი სანჩესის მოყვანა იყო,მაგრამ აქედან ვერც ერთი ადამიანი იტყოდა თავის დროზე რომ იმ დროისთვის გაუმართლებელი ტრანსფერი იყო,მითუმეტეს მხითარიანში გაცვლა,მაგრამ არასწორი რაც იყო ვუდვორდის მხრიდან ეს მაღალი ანაზღაურებით სანჩესის მოხიბვლა იყო რომ არ დაეთმოთ სიტისთვის.სხვა გაუმართლებელი ტრანსფერები ნამდვილად არ ყოფილა და არც ფერგიუსონს ჰქონდა ბოლო წლებში მთლად სასიამოვნო და გემოვნებიანი ტრანსფერები.იანგებით,კაგავებით,ბატნერებით და მასეთი დონის ფეხბურთელებით არ უნდა გაევსო გუნდი.კიდევ კარგი თავის დროზე ვან პერსი მაინც ვიყიდეთ.საკმაოდ სუსტად მოქმედებდა სატრანსფერო ბაზარზე ბოლო წლებში ფერგიუსონი და ბევრი არასაჭირო ფეხბურთელით გაივსო გუნდი.
0
№5
ავტორი: misteryou
26 თებერვალი 2020 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
Tu ki pirvel 20 wutshive gavutanet goli briuges chatvalet megobrebo gadavuvlit, mgonia es tamashi3:0 an 4:0 iqneba
0
№6
ავტორი: glory28
26 თებერვალი 2020 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Lalana
კარგი იქნება თუ სპორტულ დირექტორს მოიყვან,მაგრამ რატომღაც ამაში უკვე ძაან მეპარება ეჭვი.წლებია ჩავარდნების შემდეგ იწერება ახალ და ახალ ტიპებზე,მაგრამ არც არავინ მოუყვანიათ.

კარგია თუ ასე პოზიტიურად უყურებს ვუდი ყველაფერს,მაგრამ მსგავსი საუბრები ჰქონდა ვან გაალის დროსაც და ჟოზეს პირველი სეზონის შემდეგაც.მთავრია გააგრძელონ პროგრესი და არ შეჩერდნენ ერთ ადგილას,ვნახოთ რა იქნება ზაფხულში,როგორ შეივსება გუნდი და ვის გაუშვებენ.წმენდა რომ მოხდება ამაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ სწორი კადრითაც უნდა მოხდეს შეცვლები.მოკლედ დროის ამბავია და მომავალში ვნახავთ თუ რამდენად გაამართლებს ეს პროექტი.

შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ იყო არასწორი ტრანსფერები პოლ პოგბას მოყვანა?ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოყვანა?ერიკ ბაილის მოყვანა?მხითარიანის,რომელსაც აქ დასცინიან და რამხელა როლი ითამაშა ევროპა ლიგის მოგებაში რომ არ ახსოვთ.ან ნემანია მატიჩის მოყვანა იყო არასწორი ჩამშლელის პოზიციაზე რომ გვიჭირდა?თუ ვიკტორ ლინდელოფი ვერ ასრულებს 35 მილიონი ევროს ღირებულებას?ერთადერთი არასწორი ტრანსფერი ალექსი სანჩესის მოყვანა იყო,მაგრამ აქედან ვერც ერთი ადამიანი იტყოდა თავის დროზე რომ იმ დროისთვის გაუმართლებელი ტრანსფერი იყო,მითუმეტეს მხითარიანში გაცვლა,მაგრამ არასწორი რაც იყო ვუდვორდის მხრიდან ეს მაღალი ანაზღაურებით სანჩესის მოხიბვლა იყო რომ არ დაეთმოთ სიტისთვის.სხვა გაუმართლებელი ტრანსფერები ნამდვილად არ ყოფილა და არც ფერგიუსონს ჰქონდა ბოლო წლებში მთლად სასიამოვნო და გემოვნებიანი ტრანსფერები.იანგებით,კაგავებით,ბატნერებით და მასეთი დონის ფეხბურთელებით არ უნდა გაევსო გუნდი.კიდევ კარგი თავის დროზე ვან პერსი მაინც ვიყიდეთ.საკმაოდ სუსტად მოქმედებდა სატრანსფერო ბაზარზე ბოლო წლებში ფერგიუსონი და ბევრი არასაჭირო ფეხბურთელით გაივსო გუნდი.

ბოლოში რაც ფერგიზე დაწერე ვერ დაგეთანხმები ზუსტად მაგ სასტავიტ მოიგო პრემეირ ლიგა ფერგიმ კაგავებით და ბიუტნერებით ფერგი სხვა განზომილება იყოოო ველა დაფრინავდა მაგრამ ფერგის წასვლის შემდეგ ყველაპერი შეიცვალააა , ზლატანი მხიტარიანი პოგბა და ალექსისი , ალექსისი იყო ყველაზე დიდი შეცდომა დანარჩენება რა
0
№7
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 15:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: glory28
ბოლოში რაც ფერგიზე დაწერე ვერ დაგეთანხმები ზუსტად მაგ სასტავიტ მოიგო პრემეირ ლიგა ფერგიმ კაგავებით და ბიუტნერებით ფერგი სხვა განზომილება იყოოო ველა დაფრინავდა მაგრამ ფერგის წასვლის შემდეგ ყველაპერი შეიცვალააა , ზლატანი მხიტარიანი პოგბა და ალექსისი , ალექსისი იყო ყველაზე დიდი შეცდომა დანარჩენება რა

სხვა განზომილება რომ იყო მაგას დავაც არ უნდა,მაგრამ შენი აზრით ფილ ჯონსი,სმოლინგი,ვალენსია,იანგი,ბატნერი,ბებე და კიდევ არ ჩამოვთვლი ბევრ სხვას მანჩესტერის დონის ფეხბურთელები იყვნენ?არა,არ იყვნენ და ასეთი ფეხბურთელებით არ უნდა შევსებულიყო გუნდი.2011 წლის ფინალის შემდეგ სრულიად უნდა გადახალისებულიყო მანჩესტერი და მაღალი დონის ფეხბურთელებისთვის უნდა ებრძოლათ,მაგრამ სამწუხაროდ საშუალო დონის ფეხბურთელებმა მოიყარეს შემდეგ თავი.როდესაც დრო ქონდა ფერგის ეს გუნდი სრულიად უნდა გადაესხვაფერებინა და ისე უნდა წასულიყო.ქონდა ამისთვის დრო.უბრალოდ ბოლო წლებში მანჩესტერის დონისთცის შეუფერებელი ფეხბურთელები მოდიოდნენ.რაც ფერგის წასვლის შემდეგ აისახა კიდევაც მანჩესტერზე.შემდეგ ვან გაალს მოუხდა ამ გუნდის სრულიად თავიდან შენება,რაც ნამდვილად ვერ გამოუვიდა.
0
№8
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2020 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Lalan
Bruno laparakobda Ronaldos daurekes da chemze kitxeso, madlobas uxdida dadebitad damaxasiatao. Minimum egre unda gaewurat yvela transferi Yvelanairi y... bisgan ro daezgviat tavi.
Zlatanis transferi yvelanairad gamartlebuli iyo, lideria tipi da gasaxdelshi karg ganwyobas qmnis.
Mxitariani saertod rato ganixiles ar vici sezoni wauvida, tavchagunuli mshromeli tipi iyo da meti araferi.
Sanchesi - sworad ro sheefasebinat riskebi ar moxdeboda es yvelaferi.
Pogba ufro rtuli situaciaa, fergi iyo uarze ar mousmines,mtlianobashi sanchesze metad pogbas transferi ufro araswori gamovida, raiolati, tavisi virtxuli xasisatis gamo, arc lideria, ubralo epatajuri tipia, iuveshi roca magis lideroba chirdebodat sul ikargeboda.
Baili, Lindelofi orive gamartlebulia mainc Arada egeti tramvebi rogorsac baili igebs sheileboda adreve sheemchniat magis dvlebis tu kuntebis sisuste.

Transferebze ashkarad uketes ad mushaoben shedareba araa.
0
№9
ავტორი: shotkin
26 თებერვალი 2020 17:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
საღოლ ავტორ
0
№10
ავტორი: Malboro463
26 თებერვალი 2020 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
აეაფერს არ ნიშნავს ეგ ლაპარაკი უარესობისკენ თუ წავიდა საქმე ისე ლამაზად მოხსნიან ოლეს თვითონაც ვერ მოვა გონს
სწორი გზა არა სი რი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top