თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2020, 17:15
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1939,
კომენტარები: 15
"ბრიუგესთან" თამაშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია
გულშემატკივარი ახსნა-განმარეტბას ითხოვს.
MUST ორგანიზაციამ ("მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ნდობა) გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ქალაქ "ბრიუგეს" ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს გულშემატკივრების წინააღდეგ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ქმედებებში.

წერილში, გულშემატკივრებმა ადმინისტრაციას მოთხოვეს ახსნა-განმარტება:

"ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა გამოგვეყენებინა რაიმე სახის ტრანსპორტი. ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს, რომ პოლიციამ ტაქსის მძღოლებს უბრძანა არ მომსახურებოდნენ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს.. შედეგად, საშინელი ამინდის პირობებში მოგვიწია სტადიონიდან ქალაქამდე ფეხით მისვლა. ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხელისუფლება ავტობუსებს უნიშნავს სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს - ეს ნორმალური პრაქტიკაა, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციამ გააჩერა ავტობუსები სტადიონის წინ. ჩვენი ასაკოვანი გულშემატკივრები იძლებულები შეიქმნენ ფეხით წასულიყვნენ და ეს იყო ძალიან რთული მათთვის. სტადიონის უშუალო სიახლოვეს ადამიანების დიდმა გაურკვეველმა ნაკადმა,ჩვენი გულშემატკივარი საკმაოდ შეაშინა. ასევე მათ შეგნებულად მოატყუეს გულშემატკივრები და არასწორი გზსიკენ მიუთუთეს."

პოლიცია თითქმის არ რეაგირებდა, როდესაც მათ დახმარებას სთხოვდნენ. კიდევ ერთხელ ვარაუდობენ, რომ ეს იყო პროვოკაციების დაგეგმილი პოლიტიკის ნაწილი. რატომ გადაწყვიტა პოლიციამ ასეთი ქმედებები სრულად გაუგებარია.

"რატომ იქნა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანები "იუნაიტედის" გულშემატკივრების მიმართულებით? რატომ იყო ეს საჭირო? რატომ გამოიყენეს მავთულხლართები ფეხბურთის მატჩში? რატომ დაკეტეს სექტორებიდან გასასვლელი, რამაც გამოიწვია ხალხის ჭყლეტვის რისკი, როგორც გასასვლელში, ისე კიბეების ძირში. მეთაურს რომელსაც გასასვლელების გასაღები ჰქონდა, თქვა, რომ პოლიციამ მას უბრძანა, კარების დაკეტვა და „იუნაიტედის“ გულშემატკივრის ჩაკეტვა. რატომ მიიღეს ასეთი ბრძანებები?

მეორე ნახევარში, იმავე უფროსმა თქვა, რომ პოლიციამ მას გასაღები წაართვა. ამავე დროს, კარებთან ახლოს არავინ იყო, რომელსაც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შეეძლო კარის გახსნა. ეს არის პოლიციის კიდევ ერთი პროვოკაცია და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დარღვევა."

წერილის დასასრულს, გულშემატკივრებმა დაარწმუნეს "ბრიუგეს" ფანები, რომ ამ კვირაში "ოლდ ტრაფორდზე" ვიზიტის დროს არ წააწყდებიან ასეთ პრობლემებს.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნოთ "ბრიუგეს" გულშემატკივრები, რომ "მანჩესტერში" მათ გულთბილად მიიღებენ და არავითარ შემთხვევაში არ წააწყდებიან წყლის ქვემეხებს, მავთულხლართებს ან კონტროლს და უსაფრთხოების დარღვევას."

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2020 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ცენზურა განდილა პოლიციელები:)))
0
№2
ავტორი: David_Beckham7
25 თებერვალი 2020 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ესეთი რამე როგორ შეიძლება მაგას ჩრდილოეთ კორეა არ იკადრებდა რა მეთოდებია რაა ეს
1
№3
ავტორი: Dato kutaisi
25 თებერვალი 2020 20:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: David_Beckham7
ესეთი რამე როგორ შეიძლება მაგას ჩრდილოეთ კორეა არ იკადრებდა რა მეთოდებია რაა ეს

ზუსტად ეგ ასოციაცია მქონდა მეც.რა უბედურებაა ამ შუაგულ ევროპაში ასეთი დამოკიდებულება მართლა საოცრებაა რა.წარმოიდგინე ეს მოხუცი ფანები რა დღეში ჩავარდებოდნენ.ამაზე სანქცია უნდა ხიოს უეფამ
1
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
25 თებერვალი 2020 20:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: David_Beckham7
ესეთი რამე როგორ შეიძლება მაგას ჩრდილოეთ კორეა არ იკადრებდა რა მეთოდებია რაა ეს

ზუსტად ეგ ასოციაცია მქონდა მეც.რა უბედურებაა ამ შუაგულ ევროპაში ასეთი დამოკიდებულება მართლა საოცრებაა რა.წარმოიდგინე ეს მოხუცი ფანები რა დღეში ჩავარდებოდნენ.ამაზე სანქცია უნდა ხიოს უეფამ

ხო საკმადო ბევრი ასაკოვანი ადამიანი იყო და ძალინ ცუდ მდგომარეობაში ყოფილან. ძლივს შეძლეს ცენტრამდე მისვლა. თან ასეთ ამინდში.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
25 თებერვალი 2020 20:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: David_Beckham7
ესეთი რამე როგორ შეიძლება მაგას ჩრდილოეთ კორეა არ იკადრებდა რა მეთოდებია რაა ეს

ზუსტად ეგ ასოციაცია მქონდა მეც.რა უბედურებაა ამ შუაგულ ევროპაში ასეთი დამოკიდებულება მართლა საოცრებაა რა.წარმოიდგინე ეს მოხუცი ფანები რა დღეში ჩავარდებოდნენ.ამაზე სანქცია უნდა ხიოს უეფამ

ხო საკმადო ბევრი ასაკოვანი ადამიანი იყო და ძალინ ცუდ მდგომარეობაში ყოფილან. ძლივს შეძლეს ცენტრამდე მისვლა. თან ასეთ ამინდში.

მაგარი ტეხავს ზოგადად ასეთი მიდგომა და სანქციის გარეშე არ უნდა რჩებოდეს ეს ყველაფერი.მარტო respect ის დაწერა ბანერებზე გაირჭონ ერთ ადგილას
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2020 22:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია ასეთი რამეები რო ხდება, მითუმეტეს ბელგიაში.
0
№7
ავტორი: Lalana
25 თებერვალი 2020 23:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ასეთი დონის ქვეყანას ასეთი უაზრობები არ უნდა ახასიათებდეს.ძაან დიდი იმედი მაქვს მანჩესტერში გადაუვლიან ამათ ჯერ მარტო მსგავსი საქციელის გამო.

ბაიერნი-ჩელსიზე რას ფიქრობთ ბიჭებო?
0
№8
ავტორი: Svanchester
26 თებერვალი 2020 01:01
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
ასეთი დონის ქვეყანას ასეთი უაზრობები არ უნდა ახასიათებდეს.ძაან დიდი იმედი მაქვს მანჩესტერში გადაუვლიან ამათ ჯერ მარტო მსგავსი საქციელის გამო.

ბაიერნი-ჩელსიზე რას ფიქრობთ ბიჭებო?

დიდი ალბათობით მოუგებს ბაიერნი. რაც შეეხება ბრიუგეს ფანობასა და ზოგადად ბელგიურ პოლიციას მემგონი მაგათ უეფამ ლექციები უნდა ჩაუტაროს ელემენტარულ ადამიანურ შეგნებაზე. სირცხვილია უბრალოდ და მეტი არაფერი მსგავსი ქმედებები.
0
№9
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 01:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
ციტატა: Lalana
ასეთი დონის ქვეყანას ასეთი უაზრობები არ უნდა ახასიათებდეს.ძაან დიდი იმედი მაქვს მანჩესტერში გადაუვლიან ამათ ჯერ მარტო მსგავსი საქციელის გამო.

ბაიერნი-ჩელსიზე რას ფიქრობთ ბიჭებო?

დიდი ალბათობით მოუგებს ბაიერნი. რაც შეეხება ბრიუგეს ფანობასა და ზოგადად ბელგიურ პოლიციას მემგონი მაგათ უეფამ ლექციები უნდა ჩაუტაროს ელემენტარულ ადამიანურ შეგნებაზე. სირცხვილია უბრალოდ და მეტი არაფერი მსგავსი ქმედებები.

გადაუარეს საწყალ ჩელსის.ბაიერნი ბევრად მაღალი კლასის გუნდია და გამოჩნდა კიდეც კარგად.უკვე დამთავრებულია ჩელსის ჩემპიონთალიგური გამოსვლა,იქით მგონი ტოტენჰემიც გავარდება,აქეთ კლოპმა თუ არ იყოჩაღა არაა გამორიცხული სიმეონემ გამოაგდოს და იმედია პრემიერ ლიგა არ დარჩება უგუნდოდ ჩემპიონთა ლიგაზე,მანჩესტერი რომ ვერ გამოდის ვგულშემატკივრობ სხვა ინგლისურ გუნდებს,მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა ჩაატარა კარგი მატჩი,ხვალ იქნება სერიოზული შეხვედრა.
0
№10
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2020 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დააღუნეს ჩელისის ბურთი ბეჭებზე.
რატო ითვლება ახალგაზრდულ,მომავლის გუნდათ ჩელსი ვერ ვხდები, ასპილიკუეტა,რუდიგერი,ალონსო,ჟორჟინიო,კოვაჩიჩი,კანტე,ვილიანი,პედრო,ჟირუ მაგარი ახალგაზრდები არიან მაგათ აქვთ მომავალი თუ აქვთ:D:D
სუპერ ფრენკის შემტევი,ბურთის კონტროლზე აგებული,კვადრატებით დახუნძლული სტილი არ გაიშვა.
გაუმართლა კიდე რო ჯორჯინიო,კოვაჩიჩი,კანტე დახვდა და პერეირა,მატიჩი,ფრედით არ უხდება ნახევარდაცვის თამაში ვნახავდი მერე რა ბურთის ფლობა ექნებოდა:)
აბრაჰამის ეიფორიამაც გაირა:)
ზემოთ ჩამოთვლილი ბირთვი რაცაა წლებია ერთად თამაშობენ,გუნდურობა,კლასი,ხარისხი ყველაფერი ქონდათ მაგ ბირთვს დ თურმე ოლეგაზე მაგარი ტრენერი ყოფილა:D
არც ეს შედეგი დარ ეგეთი ხარისხი არ ექნება შანსი არაა ოლეგას არც ბავარიასთან და სართოდ არავისთან ტრაფორდზე,ლუზერებსაც გაუვარდათ ლალანას გილი თორე მანდაც ჭიმავდა ამ ბაირნზე ძლიერ გუნდს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top