თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2020, 17:15
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2105,
კომენტარები: 15
"ბრიუგესთან" თამაშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია
გულშემატკივარი ახსნა-განმარეტბას ითხოვს.
MUST ორგანიზაციამ ("მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ნდობა) გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ქალაქ "ბრიუგეს" ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს გულშემატკივრების წინააღდეგ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ქმედებებში.

წერილში, გულშემატკივრებმა ადმინისტრაციას მოთხოვეს ახსნა-განმარტება:

"ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა გამოგვეყენებინა რაიმე სახის ტრანსპორტი. ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს, რომ პოლიციამ ტაქსის მძღოლებს უბრძანა არ მომსახურებოდნენ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს.. შედეგად, საშინელი ამინდის პირობებში მოგვიწია სტადიონიდან ქალაქამდე ფეხით მისვლა. ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხელისუფლება ავტობუსებს უნიშნავს სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს - ეს ნორმალური პრაქტიკაა, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციამ გააჩერა ავტობუსები სტადიონის წინ. ჩვენი ასაკოვანი გულშემატკივრები იძლებულები შეიქმნენ ფეხით წასულიყვნენ და ეს იყო ძალიან რთული მათთვის. სტადიონის უშუალო სიახლოვეს ადამიანების დიდმა გაურკვეველმა ნაკადმა,ჩვენი გულშემატკივარი საკმაოდ შეაშინა. ასევე მათ შეგნებულად მოატყუეს გულშემატკივრები და არასწორი გზსიკენ მიუთუთეს."

პოლიცია თითქმის არ რეაგირებდა, როდესაც მათ დახმარებას სთხოვდნენ. კიდევ ერთხელ ვარაუდობენ, რომ ეს იყო პროვოკაციების დაგეგმილი პოლიტიკის ნაწილი. რატომ გადაწყვიტა პოლიციამ ასეთი ქმედებები სრულად გაუგებარია.

"რატომ იქნა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანები "იუნაიტედის" გულშემატკივრების მიმართულებით? რატომ იყო ეს საჭირო? რატომ გამოიყენეს მავთულხლართები ფეხბურთის მატჩში? რატომ დაკეტეს სექტორებიდან გასასვლელი, რამაც გამოიწვია ხალხის ჭყლეტვის რისკი, როგორც გასასვლელში, ისე კიბეების ძირში. მეთაურს რომელსაც გასასვლელების გასაღები ჰქონდა, თქვა, რომ პოლიციამ მას უბრძანა, კარების დაკეტვა და „იუნაიტედის“ გულშემატკივრის ჩაკეტვა. რატომ მიიღეს ასეთი ბრძანებები?

მეორე ნახევარში, იმავე უფროსმა თქვა, რომ პოლიციამ მას გასაღები წაართვა. ამავე დროს, კარებთან ახლოს არავინ იყო, რომელსაც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შეეძლო კარის გახსნა. ეს არის პოლიციის კიდევ ერთი პროვოკაცია და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დარღვევა."

წერილის დასასრულს, გულშემატკივრებმა დაარწმუნეს "ბრიუგეს" ფანები, რომ ამ კვირაში "ოლდ ტრაფორდზე" ვიზიტის დროს არ წააწყდებიან ასეთ პრობლემებს.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნოთ "ბრიუგეს" გულშემატკივრები, რომ "მანჩესტერში" მათ გულთბილად მიიღებენ და არავითარ შემთხვევაში არ წააწყდებიან წყლის ქვემეხებს, მავთულხლართებს ან კონტროლს და უსაფრთხოების დარღვევას."

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 03:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: bziki
ასპილიკუეტა,რუდიგერი,ალონსო,ჟორჟინიო,კოვაჩიჩი,კანტე,ვილიანი,პედრო,ჟირუ

ვილიანი,პედრო და ჟირუს ისედაც არ უხდებათ ამ ჩელსიში თამაში,რომ არა პულიშიჩისა და ჰადსონ ოდოის ტრავმა არც ერთი იქნებოდა და არც მეორე.

ციტატა: bziki
რატო ითვლება ახალგაზრდულ,მომავლის გუნდათ ჩელსი ვერ ვხდები,

კრისტიან პულიშიჩი,აბრაჰამი,რის ჯეიმსი,ოდოი,ტომორი,ლოფტუს ჩეკი,მაუნტი და არც კოვაჩიჩი და ბათშუაი არიან 70 წლისანი.

ციტატა: bziki
გაუმართლა კიდე რო ჯორჯინიო,კოვაჩიჩი,კანტე დახვდა და პერეირა,მატიჩი,ფრედით არ უხდება ნახევარდაცვის თამაში ვნახავდი მერე რა

ხო გაუმართლა,პოგბა,მატიჩი,ერერა,მატა,ფრედი,პერეირა და მაკტომინეი რომ არ დახვდა.




ციტატა: bziki
ზემოთ ჩამოთვლილი ბირთვი რაცაა წლებია ერთად თამაშობენ,გუნდურობა,კლასი,ხარისხი ყველაფერი ქონდათ მაგ ბირთვს დ თურმე ოლეგაზე მაგარი ტრენერი ყოფილა:D

ყველაზე სასაცილო ის უფროა რომ წინადადებებს ამახინჯებს ხალხი :დ ოლეგაზე მაგარი ტრენერი კი არ არის ოლეგაზე ბევრად უკეთეს ფეხბურთს ათამაშებს ლამპარდი და ამას ნებისმიერი ის ადამიანი იტყვის ვინც არანაირ სუბიექტურ დამოკიდებულებაში არ არის კონკრეტულად ამ გუნდებთან და ნებისმიერი ადამიანი იტყვის იმას რომ დღევანდელი ჩელსის თამაშის ყურება ურჩევნიათ ვიდრე დღევანდელი მანჩესტერის.ისე კი მასეთ თამაშს ცალკე საკითხია რამდენად კარგი შედეგი მოსდევს,მაგრამ ფაქტი ისაა რომ ჯერ-ჯერობით მაინც ჩვენზე წინ არიან,შემდეგ რა იქნება არ ვიცი და არც იმით მტკიცდება უკეთესობა რომ რამოდენიმე დუელი ოლეგასთან წააგო ლამპარდმა,მასე თუ მივყვებით საქმეს ესპირიტუ გვარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელი ყოფილა,რადგან ამ სეზონში სამჯერ დაამარცხა გვარდიოლა,როგორც ოლემ ლამპარდი,მაგრამ მაგ თამაშებიდანაც კი,თუნდაც იმ ოთხით ნოლზე,ჩელსის თამაშის სტილი უფრო მომწონდა ვიდრე ოლესი.


ისე კი ბაიერნზე რომ მიდგა საქმე,ჯერ ოლეგამ ბრიუგეს დონის გუნდებთან ითამაშოს სადაც ახლაა და შემდეგ რამეფრად ბავარიაზეც იფიქრონ.არა ის უფრო საოცარი გუნდია პარტიზანსს,ალკმაარისა და ვულვზის დონის გუნდს კარში რომ ვერ ურტყამ მთელი თამაშის განმავლობაში :/
0
№12
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2020 03:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კრისტიან პულიშიჩი,აბრაჰამი,რის ჯეიმსი,ოდოი,ტომორი,ლოფტუს ჩეკი,მაუნტი და არც კოვაჩიჩი და ბათშუაი არიან 70 წლისანი.
ნეტა ამ გუნდით ითამაშებდეს ჩელსი და რაღა უჭირს ლამპარდს:)მაგრამ დარწმუნებული იყავი რო მაგ ჩამონათვალიდან 2-3 კაცი თუ ითამაშებს ეგეც მაქსიმუმ.
პულისიჩი დატოვე ერთი მაგ ახალგაზრდებიდან,კოვაჩიჩს იმხელა გამოცდილება აქ ფრედის,მაკტომინეის,პერეირას ერთად არ აქ არადა კოვაჩიჩი ზამენად განიხილება:)

პოგბა,სანჩესი,მატიჩი რო დახვდა ოლეგას იმიტოა რო კიდე მუშაობენ იმაზე როგორ გაყარონ რო თან ფული აიღონ.
მატიჩი,ფრედი,მაკტომინაი რო დახვედროდა ლამპარდს დარწმუნებული ვარ ნეიტრალური ფანები მიხიბლებოდნენ ლამპარდის სტილით თან მაკტომინეი რო დაემტვრეოდა მის მერე მითუმეტეს

ვილიანს ტამაში არ უწევს კი არა ოდი და პულისიჩი ორივე მწობრში ყავდა და სკამს აპრიალებინებდა ორივე ახალგაზრდას ვილიანი
0
№13
ავტორი: Lalana
26 თებერვალი 2020 12:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: bziki
ნეტა ამ გუნდით ითამაშებდეს ჩელსი და რაღა უჭირს ლამპარდს:)მაგრამ დარწმუნებული იყავი რო მაგ ჩამონათვალიდან 2-3 კაცი თუ ითამაშებს ეგეც მაქსიმუმ.

მაგ გუნდით თამაშობდა,უარი თქვა ჟირუზე და დააყენა აბრაჰამი,უარი თქვა ვილიანზე და ხან ვინ ეყენა მის ადგილას და ხან ვინ.

ციტატა: bziki
ახალგაზრდებიდან,კოვაჩიჩს იმხელა გამოცდილება აქ ფრედის,მაკტომინეის,პერეირას ერთად არ აქ არადა კოვაჩიჩი ზამენად განიხილება:)

რაში გამოიხატება მისი გამოცდილება?რეალის სკამის ხეხვით?შეცვლებზე რომ შემოდიოდა?მაგით გამოიხატებოდა ეგ?რითი ჯობდა თუნდაც ერერას კოვაჩიჩი?მასე გამოცდილებით მატასთან და მატიჩითან ახლოსაც კი არაა არც ჟორჟინიო და არც კოვაჩიჩი.მითუმეტეს პრემიერ ლიგაში.

ციტატა: bziki
პოგბა,სანჩესი,მატიჩი რო დახვდა ოლეგას იმიტოა რო კიდე მუშაობენ იმაზე როგორ გაყარონ რო თან ფული აიღონ.

ხო?საპორისპიროდ რატომ არ ფიქრობ ამას?იქნებ რამდენის გაყრა უნდა ჩელსიდან?მაგრამ ჰქონდა შანსი?არაა,იმ რესურსით თამაშობს რაც ააქვს.იქნებ მის სტილში ბევრი არ ჯდება და სხვა ფეხბურთელებით უნდოდა შევსება,მაგრამ ჰქონდა შანსი?არაა.

ციტატა: bziki
ლამპარდს დარწმუნებული ვარ ნეიტრალური ფანები მიხიბლებოდნენ ლამპარდის სტილით თან მაკტომინეი რო დაემტვრეოდა მის მერე მითუმეტეს

ლამპარდსაც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ყავდა და ყავს დამტვრეული,დაცვაში საერთოდ რა მდგომარეობა ჰქონდა შენც კარგად იცი,მაგრამ ამის და მიუხედავად არც ერთ დიდ გუნდთან ხუთმცველიანი ტაქტიკით არ გასულა და არ უთამაშია ის სტილი რაც ოლე თამაშობს ყოველ გრანდთან,გრანდთან კი არა უკვე პატარა გუნდებთანაც ხუთმცველიანი ტაქტიკით გადის,არ ვიცით და ვერ ვივარაუდებთ ამ სასტავით რას იზამდა ლამპარდი,მაგარამ ოლესა და გრენკის შორის სტილისტურად ძაან დიდი განსხვავებაა,ცალკე საკითხია რამდენად ააქვს შედეგი მაგარამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ზაფხულში ბევრსაც გაყრის ვინც არ ეირდება და კარგი ხალხითაც შეავსებს გუნდს.

ციტატა: bziki
ვილიანს ტამაში არ უწევს კი არა ოდი და პულისიჩი ორივე მწობრში ყავდა და სკამს აპრიალებინებდა ორივე ახალგაზრდას ვილიანი

პულიშიჩი როდესაც ფორმაში არ იყო კი ეგდო სკამზე,მაგამ აკრიფა თუ არა ფორმა ყოველ მატჩში იყო და გოლსა და საგოლე გადაცემასაც აკეთებდა.

თან არც ის დაგვავიწყდეს რომ ოლე უკვე წელიწადზე მეტია ამ გუნდშია ლამპარდისგან განსხვავებით,არც ის დაგვავიწყდეს რომ ლამპარდის ჩელსის ბანი ქონდა და სასურველი ფეხბურთელები ვერც მოიყვანა და ამის და გამო ვერც გაუშვა არასასურველი ფეხბურთელები.თამაშობს იმ გუბდით რაც ააქვს რესურსი.მე მახსოვს ეგ ჟორჟინიო სარის დროს გვერდზე და უკან პას რომ აკეთებდა გამუდმებით და ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა პასების სიზუსტეში,მაგრამ ახლა კი უფრო სხვა დავალებები აქვს.ან თუნდაც დააკვირდი,მანჩესტერთან თამაშების დროსაც დამუშავებულ კომბინაციებს.თუნდაც სიტისთან თამაშს,თუნდაც გაიხსენე ლივერპულთან სუპერ თასზე თამაშს და ბევრია გასახსენები თუნდაც წაგებული თამაშები სადაც უბრალოდ ფრენკის გუნდი ბევრად სასიამოვნოდ თამაშობდა.არ ვიცი მისგან როგორი მწვრთნელი დადგება,მაგრამმე მისი გუნდის ყურება უფრო მიზიდავს ვიდრე ოლეს მანჩესტერის.არ მომწონს როდესაც ჩვენი გუნდი თამაშებს კარში დაურტყმელად ტოვებს,არ მომწონს როდესაც მომენტებსაც ვერ ვქმნით ხოლმე თამაში,არც ის მომწონს ხუთი მცველით რომ გადის ზედ დამატებული ჩამშლელებით,ეს არის მანჩესტერის სტილი?ჟოზეს რომ აკრიტიკებდნენ ამ სტილის გამო ოლეს რატომ არ აკრიტიკებენ?არ მახსოვს მე ფერგიუსონს ვინმესთან ათი კაცით ჩაეხერგა თამაში,გაუტანდნენ?ხო და გასატანად მირბოდნენ.ასეთივე სტილი აქვს ლამპარდს,არ აქცევს დაცვას ყურადღებას,უმეტესაც ის შეტევით ფაზაზე ფიქრობს.გავიხსენოთ მისი დერბისა და მანჩესტერის თამაში მანდაც ჩანდა თუ რა სტილით თამაშობდა.

შეიძლება მომავალაში ოლემაც დახვეწოს ამ მხრივ რაღაც,მაგრამ მე დღევანდელი გადმოსახედიდან ვსაუბრობ.უბრალოდ უკვე წლებია მანჩესტერს ვუყურებ და სიამოვნებას ვეღარ ვიღებ ამათი თამაშით,არ ვიცი შეიძლება სხვას მოსწონს,მაგრამ მე უკვე კარგა ხანია ეს აღარ განმიცდია,თუ რააც გამონათებებს არ ჩავთვლით.მესმის შეიძლება ვერ ვთამაშობდეთ მაგრამ შედეგი ჰქონდეს და სამწუხარო ისაა რომ არც დიდად სასურველი შედეგია,ესაა კიდევ სამწუხარო.იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გავალთ და არ ვიცი,ბოლოს და ბოლოს იმედია გვეშველება და მომავალში ჩვენი გუნდის თამაშებით ვისიამოვნებთ.
0
№14
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2020 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Bevris dawera shemidlia, dro ar maq exla ubralod mokled vityvi.
Tamashs ro vuyureb Manchesteris da mere chelsis bevrad soliduri gundis shtabechdilebas mitovebs manchesteri, ar vambob shemtev stilze da erti shexebit kombinaciebze eg yvelaferi sayureblad ari mxolod kargi meti sargebeli ar aq, fergis da vengeri pontia bevrad shemtevi iyo vengeri da bevrad lamazi stili qonda mara bolos sul ragac aklda uazro dakarguli qulebi, tramvebi da ase shemdeg, igives vxedav Chelsshic tamashis kontroli ar sheudliat, aaq afetqebebi mara mtlian tamashs ver akontrolebs arc cdilobs, mag afetqebebis daxvewas ufro cdilobs, klopic egre iuo tavidan exla ukve sxvaa iasnia mtlian tamashs akontrolebs skamic aq da resursic.
Olega cdilobs kontroli qondes tamashze ra gamova vnaxot me eg stili ufro mowons vidre uazro shemtevi gundebi ukan skvazniaki ro aqvt.
Es yvelaze uxeshad, mokled vtqvi.
0
№15
ავტორი: Lalana
27 თებერვალი 2020 04:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
ციტატა: bziki
bziki

რაც არ უნდა ვისაუბროთ შედეგებით ჯერ-ჯერობით წინ არიან და მომავალში რა და როგორ იქნება ეგ ცალკე საკითხია.დაცვასაც მოევლება თავის დროზე,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ფრენკს დაცვაში სულ არ უყენია ორასი მილიონის ღირებულების ხალხი.კლოპმა კი არ დახვეწა დაცვა,არამედ ხარახურები მოაშორა მაგ ასპექტს და ჩასვა ის ხალხი,რომლებმაც შეკრეს მთლიანი დაცვა.თავქუდმოგლეჯილი არც ლამპარდის ჩელსი გარბის,უბრალოდ როდესაც დაცვის ცენტრი სიღრმიდან ცენტრში ამოდის და იქვე ცდილობს მეტოქეს ეთამაშოს ამ დროს საკმაოდ დიდი სივრცე რჩება,მაგრამ მაგ სისუსტის აღმოფხვრაც შესაძლებელია,მთავარია მისი გუნდი ქაოტურად არ უტევს და ცდილობს დალაგებულად ეთამაშოს მეტოქეს.ჯერ საკუთარი ერთი ტრანსფერი არ განუხორციელებია და რიდესაც განახორციელებს და ამ მხრივ თავის ნიშას დაადებს გუნდს შემდეგ უფრო მარტივი გასასჯელი იქნება,თუ რა შეუძლია და რა არა.მაგრამ მე როგორც გულშემატკივარს,რომელიც გუნდისგან არანაირ სარგებელს არ ვიღებ გარდა მათი თამაშის ყურებისას მირჩევნია ვუყურო გუნდს რომელიც მომანიჭებს სიამოვნებას,ვიდრე გუნდს რომელიც ვერც სიამოვნებას ვერ მანიჭებს და ვერც შედეგებში ასახავს მის ღვაწლს.ამიტომაც მინდა ჩემმა გუნდმა რაღაც საკითხში მომანიჭოს სიამოვნება,ან ფეხბურთს მაყურებინოს ან შედეგი მაინც დადოს.სულ ეს არის.
რაც შეეხება თამაშის კონტროლს,ოლეს უფრო მეტოქის შეცდომებზე ორიენტირებული კონტროლი მოსწონს და ამიტომაც გამოსდის ისეთ გუნდებთან თამაში,რომლებიც დომინაციას ქმნიან მოედანზე.

მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა,არც ერთი მგონია რომ მწვერვალებს დაიპყრობს.უბრალოდ რისი თქმაც მინდა,ამ ორ შორის იმ მეორეს სათამაშო ფილოსოფია მომწონს,თორემ როგორც მწვრთნელები ჩემთვის არც ერთია ამომავალი ვარსკვლავი და არც მეორე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top