თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2020, 14:43
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2415,
კომენტარები: 28
სრული პრესკონფერენცია
ოლე გუნარმა პრესკონფერენცია გამართა.
სრული პრესკონფერენცია
კარგი განწყობის მიზეზი არსებობს


ეს იყო ძალიან კარგი გამარჯვება ზამთრის შესვენების შემდეგ. ჩემპიონატში ორი გამარჯვება მოვიპოვეთ და ორივეჯერ შევინახეთ კარი მშრალად. ვფიქრობ, პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და მომენტებიც შევქმენით,მაგრამ მეორე ტაიმში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით და შესაბამისად ბევრი მომენტიც გვქონდა.

ასევე ჩვენ გავიტანეთ გოლი ევროპა ლიგის მატჩში და თამაში ფრედ დავასრულეთ. საკმაოდ კარგი კვირა გამოვიდა მთლიანობაში. მარბელაში ჩასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ კიდევ უფრო გაღრმავდა სულისკვეთება და მოთამაშეთა შორის გარკვეული სახის გაგება ჩამოყალიბდა.



მშვენიერი ბრუნო

მას უყვარს ფეხბურთის თამაში, მას სურს ბურთის მიღება, აქვს მტკიცე ხასიათი რაც მან უკვე გამოავლინა თუნდაც იმით,რომ თავად მივიდა პენლის შესასრულებლად. ის არამატო კარგი ფეხბურთელი, ძალიან კარგი პიროვნებაა. რომელიც შესაფერისია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის"


მარსიალის შესახებ

ენტონი ძალიან ტექნიკური და ნიჭიერია. თავიდან ვიფიქრე,რომ ის თამშგარეში იმყოფებოდა, თუმცა ბრუნომ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი ენტონიმ წარმოუდგენელი უნარი გამოავლინა. თუმცა, ის ამას ხშირად აკეთებს ვარჯიშზე და მართალი გითხრათ არ გამკვირვებია. მოხარულ ვარ,რომ მან გოლები გაიტანა. მას ყავს კრიტიკოსები და ალბათ მე ვარ მათ შორის ყველაზე დიდი. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა "ჩელსიასთან" მატჩში, მან ყველაფერი გააკეთა "ბრიუგესთან" დღეს მან აჩვენა თავისი კლასი, მიუხედავად ამისა, მე მისგან უფრო მეტს მოვითხოვ.


გრინვუდის კიდევ ერთი გოლი

ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც კვლავ იძენს გამოცდილებას და ავლენს შესაძლებლობებს. ის იხვეწება, დაბადებულია თავდამსხმელად და მას თან დევს ეს უნარები. ფეხბურთში ყველაზე რთულია გოლების გატანა, მაგრამ ის აგრძელებს ამის გაკეთებას. მას როგორც კი შანსი ეძლევა ყოველთვის ურტყავს და თითქმის ყოველთვის აღწევს მიზანს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი შესრულებით.



ჯეიმსი უბრუნდება თავის ფორმას

იყო რამდენიმე მატჩი, სადაც მან არ ითამაშა. ის თავისი თამაშით დიდ ზეწილას ახდენს მოწინააღმდეგეზე, აქტიურად იყენებს იმ რესურსებს რაც მას აქვს და დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ დენი უახლოვდებოდა თავის საუკეთესო ფორმას.


წინ მნიშვნელოვანია დღეებია

წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, სახლში უნდა მივიღოთ "ბრიუგე" შემდე კი გვაქვს თამაში "ევერტონთან" შემეგ კი "სიტისთან" და "ტოტენჰემთან". ამ თამაშებს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ძალიან დიდი კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ პრემიერ ლიგის თამაშებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპა ლიგა,სადაც გვინდა მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ასე რომ, ახლა მთელი ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ხუთშაბათს საპასუხო მატჩზე.- დაასრულა ნორვეგიელმა.

წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
28 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2020 16:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მიდით მიაწექით,რამენაირად გადააგორეთ ეს რთული კალენდარი.ნამდვილად რთული შეხვედრები გვაქვს წინ და არ იქნება მარტივი გადასალახი.ასევე კარგი იყო ამ სამი ქულის მოპოვება,აუცილებელი და მნიშვნელოვანიც,მაგრამ რამენაირად სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ თორემ სხვაგვარად გაჭირდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეღწევა.
0
№2
ავტორი: PaLoMo
24 თებერვალი 2020 18:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ზაფხულში პოჩე მოვა უეჭველი თორე სპორტულ დირექტორზე არდაიწყებდენ ჩალიჩს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
24 თებერვალი 2020 18:58
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ეს პოჩეტინო რატო გგონიათ მაგარი მწვრთნელი? 40 წელი ერთიდაიგივე გუნდში რომ არის და ცხოვრებაში 1 ბაზრის თასიც რომ არ აქვს მოგებული. ან ტოტენჰემის მაგარი ნათამაშები ფეხბურთი სად ნახეთ. მახსოვს ფერგი რო მიდიოდა მოისზე აფანატებით აქ და იმედია მაგას მოიყვანენო და 2 თამაშის მერე დედას აგინებდით. რადროს პოჩეტინოა მართლა კარგით რა. ან სპოტული დირექტორის მოყავანა რაშუაშია პოჩეტინოსთან?
0
№4
ავტორი: GEORGE22
24 თებერვალი 2020 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
პოჩეტინოს როცა უთხრეს მოდიო მაშინ უნდა მოსულიყო რომ დაიწყო თავის დაფასება და გამოიდო თავპატიჟი,ტოტენჰემით მომინდომა ტრებლების კეთება ტიპმა,ამ გუნდში მინდა ვიყო სულო,ხო არის ახლა მაგ გუნდში და თას თასზე დებს,როგორ ძაან მიყვარდა არა და ვაბშე შემაძულა ტიპმა თავი,ვისაც არ უნდა კარგად იყოს რა.მოუყვანენ ოლეგას კიდე ვისაც საჭიროა იმას და იტყვის ეს კაციც თავის სიტყვასაც,პოჩეტინოც კაი სვარკა იყო ხოლმე კიდე,ბოლოს განსაკუთრებით,ოლეგა დარჩება და იტყვის თავის სათქმელს.
0
№5
ავტორი: David_Beckham7
24 თებერვალი 2020 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ისე სადაც 3 ქულას ვითვლიდით წინასწარ იქ ვაგებდით და სადაც ამ წაგების შემხედვარე ხელჩაქნეული ვუჯდებოდით საყურებლად იქ მოქონდა გუნდს 3 წულები. პირდაპირ კონკირენტ გუნდებს ვეთამაშებიდ მაგრამ იქნებ მანდ უფრო დაგლიჯონ ბიჭებმა. ტოტენჰემი ძაან ცუდ დღეშია. მოურინის ცრემლი არ მოსდის თორე არაფერი აკლია ტირილამდე თავდამსხმელი არ მყავსო. მთავარია ტოტენჰემს და შეფილა მოვუგოთ უაცლოეს კონკურენტებს ამ 4 თამაშიდნა 2 მ9გება მაგათტან ძაან კაი იქნებოდა
0
№6
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2020 19:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
მიდით მიაწექით,რამენაირად გადააგორეთ ეს რთული კალენდარი.ნამდვილად რთული შეხვედრები გვაქვს წინ და არ იქნება მარტივი გადასალახი.ასევე კარგი იყო ამ სამი ქულის მოპოვება,აუცილებელი და მნიშვნელოვანიც,მაგრამ რამენაირად სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ თორემ სხვაგვარად გაჭირდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეღწევა.

ჩემი აზრით ამ ეტაპზე პრემიერ ლიგის მატჩებზე უფრო საჭიროა გამახვილდეს კონცენტრაცუა და სტაბილურად ასპარეზობა გაგრძელდეს, ბრიუგესთან არ ველოდები რომ გარისკავს და გუნდის ძირითად ბირთვს ბოლომდე გამოიყენებს, რა თქმა უნდა ევროპა ლიგა პირდაპირი საგზურია ჩემპიონთა ლიგის და კიდევ ერთი ტიტული მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია პრემიერ ლიგაზე გაკეთდეს კონცენტრაცია. ბრიუგეს აიცულებლად გავცდებით ეგ არუნდა იყოს პრობლემა დაზოგილი რესურსებით, იგალოს ძირითადს ვისურვებდი ბრიუგესთან
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2020 19:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მნიშვნელოვანი თამაშები მოდის და მანდ ქულების დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს ლიგის გარეშე დარჩენას
0
№8
ავტორი: Chesterman
24 თებერვალი 2020 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
მომდევნო 4 თამაშიდან 7 ქულა უნდა დაიდოს წესით შარშანდელის გამეორება თუარ უნდათ და ერთ ერთი უნდა აირჩიონ ან უეფა ან პრემიერ ლიგა ორივეს რესურსი არააგვაქ დღესდღეობით თორე მერე ვაი და არც იქით მიგვიღონ და არც აქეთ დავრჩეეთ
0
№9
ავტორი: bziki
24 თებერვალი 2020 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პოჩეტინოს რაც შეეხება,ოლეგას ვერ უთმენს ხალხი, როდის წავა დღეებს ითვლის და ვიღაც პოჩეტინოს როგორ დაელოდება ეგ მაინტერესებს.
თუ ვინმეს გონია პოჩეტინო მოვა და ეგრევე შედეგები იქნება იმას ქონია ოპტიმიზმი გინდა ნაგელსმანი თქვი.
ლამპარდივით ათამაშებს 3-4 თამაშს მერე ისევ ჩაისვრის და ესე შემდეგ, ოლეგას თუ არ აძლევ დროს პოჩეტინოს ხო საერთოდ ჩამოახრჩობენ,პოჩეტინო მოვა და ოდნავ უკეთესი სიტუაცია იქნება ხარისხის მხრივ თავიდან, მერე ისევ ფსიქოლოგიური ამბები,გუნდის ვერ განწყობა სათანადოთ,ჩასვრილი სეზონის გადასარჩენათ განწირული ტრანსფერი ვიღაც ჩამოწერილი ვარსკვლავი 350 კ ხელფასით კვირაში და ესე შემდეგ.
0
№10
ავტორი: Selassie
24 თებერვალი 2020 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
კარგია, კარგი, ძალიან პესიმისტურ კომენტარებს ვაწყდებოდი აქ (ნუ ახლაც ვაწყდები ) მაგრამ ახლა მეორე მხარეც გამოჩნდა რაც კარგია, ოლეს დაცვა არაფერ შუაშია, უბრალოდ რეალობა უნდა მიიღო ისე, როგორც არის, სხვა მსჯელობაა ახლა უკვე თუნდაც პოჩეტინოზე, თუნდაც ნაგელსმანზე და თუმდაც ოლეზე, ეს კაცი აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ქვია შენება, ასეთი პერსპექტივა მანიუს არ ჰქონია წლებია, ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუნდაც გრინვუდზე, ვკითხულობ კომენტარებს რომ სხვა გუნდში და კარგი მწვრთნელის ხელში მაგარი დადგებაო და აქ რატომ ვერ დადგება? ვინმე არ ენდობა? ამ დროში სხვა გუნდში რომ გაეტანა 18 წლის ბიჭს 11 გოლი ცამდე აიყვანდით და აქ არ სჩანს, თურმე კარგი მწვრთნელი აკლია, უბრალოდ გადახედეთ თავდასხმის შედეგებს, ძველს და წლევანდელს, რეში ვაბშე სხვაა წელს, მარსიალს ( რომელიც რატომღაც მგონია რომ მაინც ვერ გახდება დასაყრდენი ცხრიანი ჩვენთვის) საუკეთესო სეზონი აქვს, იქ გრინვუდი და მეტი რაღა "კარგი მწვრთნელის ხელი" გინდათ? ასე იწყება გუნდის შენება, სტაბილურობასაც ეშველება, ბრუნოსდარი ფეხბურთელებით, რომელიც თურმე ოლეს არ მოუყვანია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top