თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2020, 14:43
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2415,
კომენტარები: 28
სრული პრესკონფერენცია
ოლე გუნარმა პრესკონფერენცია გამართა.
სრული პრესკონფერენცია
კარგი განწყობის მიზეზი არსებობს


ეს იყო ძალიან კარგი გამარჯვება ზამთრის შესვენების შემდეგ. ჩემპიონატში ორი გამარჯვება მოვიპოვეთ და ორივეჯერ შევინახეთ კარი მშრალად. ვფიქრობ, პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და მომენტებიც შევქმენით,მაგრამ მეორე ტაიმში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით და შესაბამისად ბევრი მომენტიც გვქონდა.

ასევე ჩვენ გავიტანეთ გოლი ევროპა ლიგის მატჩში და თამაში ფრედ დავასრულეთ. საკმაოდ კარგი კვირა გამოვიდა მთლიანობაში. მარბელაში ჩასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ კიდევ უფრო გაღრმავდა სულისკვეთება და მოთამაშეთა შორის გარკვეული სახის გაგება ჩამოყალიბდა.



მშვენიერი ბრუნო

მას უყვარს ფეხბურთის თამაში, მას სურს ბურთის მიღება, აქვს მტკიცე ხასიათი რაც მან უკვე გამოავლინა თუნდაც იმით,რომ თავად მივიდა პენლის შესასრულებლად. ის არამატო კარგი ფეხბურთელი, ძალიან კარგი პიროვნებაა. რომელიც შესაფერისია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის"


მარსიალის შესახებ

ენტონი ძალიან ტექნიკური და ნიჭიერია. თავიდან ვიფიქრე,რომ ის თამშგარეში იმყოფებოდა, თუმცა ბრუნომ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი ენტონიმ წარმოუდგენელი უნარი გამოავლინა. თუმცა, ის ამას ხშირად აკეთებს ვარჯიშზე და მართალი გითხრათ არ გამკვირვებია. მოხარულ ვარ,რომ მან გოლები გაიტანა. მას ყავს კრიტიკოსები და ალბათ მე ვარ მათ შორის ყველაზე დიდი. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა "ჩელსიასთან" მატჩში, მან ყველაფერი გააკეთა "ბრიუგესთან" დღეს მან აჩვენა თავისი კლასი, მიუხედავად ამისა, მე მისგან უფრო მეტს მოვითხოვ.


გრინვუდის კიდევ ერთი გოლი

ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც კვლავ იძენს გამოცდილებას და ავლენს შესაძლებლობებს. ის იხვეწება, დაბადებულია თავდამსხმელად და მას თან დევს ეს უნარები. ფეხბურთში ყველაზე რთულია გოლების გატანა, მაგრამ ის აგრძელებს ამის გაკეთებას. მას როგორც კი შანსი ეძლევა ყოველთვის ურტყავს და თითქმის ყოველთვის აღწევს მიზანს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი შესრულებით.



ჯეიმსი უბრუნდება თავის ფორმას

იყო რამდენიმე მატჩი, სადაც მან არ ითამაშა. ის თავისი თამაშით დიდ ზეწილას ახდენს მოწინააღმდეგეზე, აქტიურად იყენებს იმ რესურსებს რაც მას აქვს და დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ დენი უახლოვდებოდა თავის საუკეთესო ფორმას.


წინ მნიშვნელოვანია დღეებია

წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, სახლში უნდა მივიღოთ "ბრიუგე" შემდე კი გვაქვს თამაში "ევერტონთან" შემეგ კი "სიტისთან" და "ტოტენჰემთან". ამ თამაშებს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ძალიან დიდი კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ პრემიერ ლიგის თამაშებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპა ლიგა,სადაც გვინდა მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ასე რომ, ახლა მთელი ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ხუთშაბათს საპასუხო მატჩზე.- დაასრულა ნორვეგიელმა.

წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
28 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
24 თებერვალი 2020 20:52
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მოვიდა,ფერგიუსონის მერე გაატარა ყველაზე კარგი სატრანსფერო პოლიტიკა.იყიდა 4 ფეხბურთელი რომელმაც აშკარად ძალიან მაგრად გაგვაძლიერა,ზუსტად იმ პოზიციებზე რომლებზეც გვსურდა.ფრედი აათამაშა არანორმალურად ( ერთი ტრანსფერის ტოლია ამ ბიჭის ესეთი ათამაშება ) აათამაშა შოუ,აღმოაჩინა ვილიამსი.გაალიდერა რეშფორდი,ლინდელოფიც შეძლებისადგვარად კაცს დაამსგავსა.გაუშვა ნაგავი რომლის გაშვებას წლები ვითხოვდით.ტოპ 6 ის ყველა გუნდს უგებს იმ უხსენებლების გარდა ( ესენი თუ თქვნი აზრით გადიან და გვარდიოლას,ლამპარდს სამმჯერ და ჟოზეს მწვრთნელის დავალებების გარეშე უგებენ საერთოდ აღარ უყუროთ ფეხბურთს ) და ამის მერე ხალხი გამოდის და თურმე ტაქტიკები არ ქონია :დდდდ

ხოოდა კიიდე დამაწყდეს პოოჩეტინო თავისიი 0 ტიტუუულით <3

ციტატა: The Special One
მოვიდა,ფერგიუსონის მერე გაატარა ყველაზე კარგი სატრანსფერო პოლიტიკა.იყიდა 4 ფეხბურთელი რომელმაც აშკარად ძალიან მაგრად გაგვაძლიერა,ზუსტად იმ პოზიციებზე რომლებზეც გვსურდა.ფრედი აათამაშა არანორმალურად ( ერთი ტრანსფერის ტოლია ამ ბიჭის ესეთი ათამაშება ) აათამაშა შოუ,აღმოაჩინა ვილიამსი.გაალიდერა რეშფორდი,ლინდელოფიც შეძლებისადგვარად კაცს დაამსგავსა.გაუშვა ნაგავი რომლის გაშვებას წლები ვითხოვდით.ტოპ 6 ის ყველა გუნდს უგებს იმ უხსენებლების გარდა ( ესენი თუ თქვნი აზრით გადიან და გვარდიოლას,ლამპარდს სამმჯერ და ჟოზეს მწვრთნელის დავალებების გარეშე უგებენ საერთოდ აღარ უყუროთ ფეხბურთს ) და ამის მერე ხალხი გამოდის და თურმე ტაქტიკები არ ქონია :დდდდ
ითხოვს კაცი სანჩოს და 1-2 ტრანსფერს და ქვას ქვაზე არ დატოვებს ეს გუნდი

ხოოდა კიიდე დამაწყდეს პოოჩეტინო თავისიი 0 ტიტუუულით <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№12
ავტორი: BARAATTT
24 თებერვალი 2020 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
მაგრად მეცინება კომენტარებზე წაგებულ თამაშებზე სად იმალებით ხოლმე მაგრად მაინტერესებს ეხლა აიყვანეთ ცამდე სულშერი ? ეს ვინ ყოფილა ვსო გვეშველა .. ერთი ტილიანი უფანტაზიო და და ქათამზე ქათამი ტრენერია რომელიც საერთოდ არაფრის გარტყმაში არაა პოჩეტინოზე საერთოდ რაებს წერთ თქვენ გესმით ფეხბურთი? უკვე აქ შემოსვლაც შემზიზღდა ისეთ რაღაცებს ვკითხულობ
0
№13
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2020 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სერიოზული თამაშები გველოდება და იმედია მივახწევთ სასურველ შედეგს ... ჰაერივით საჭირო კაცი მოვიყვანეთ გუნდში ❤️
0
№14
ავტორი: kantona-7
24 თებერვალი 2020 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვერგავიგე აქ ვინვის ბალეშიკობს და რატო არუნდა თქვა კარგი გუნდზე როცა გევასება და თამაშს იგებს. ვისაც არევასება ასეთი მანიუ ლივეს უბალეშიკოს სანამ მოიხოდება:დდდ
მანიუ კიდე ბევრს მოიგებს და ბევრს წააგებს მარა სულ ვუბალეშიკებ. სულ ვდილობ გუნდის მეტი დადებითი დავინახო ვიდრე უარყოფითი. ასერომ მანიუს ბალეშიკებო სულ კრიტიკას თავი დავანებოთ და უბრალოდ გვერდში დავუდგეთ ჩვენ საყვარელ გუნდს როცა უჭირს და ულხინს.GGMU
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№15
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2020 22:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
ციტატა: Lalana
მიდით მიაწექით,რამენაირად გადააგორეთ ეს რთული კალენდარი.ნამდვილად რთული შეხვედრები გვაქვს წინ და არ იქნება მარტივი გადასალახი.ასევე კარგი იყო ამ სამი ქულის მოპოვება,აუცილებელი და მნიშვნელოვანიც,მაგრამ რამენაირად სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ თორემ სხვაგვარად გაჭირდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეღწევა.

ჩემი აზრით ამ ეტაპზე პრემიერ ლიგის მატჩებზე უფრო საჭიროა გამახვილდეს კონცენტრაცუა და სტაბილურად ასპარეზობა გაგრძელდეს, ბრიუგესთან არ ველოდები რომ გარისკავს და გუნდის ძირითად ბირთვს ბოლომდე გამოიყენებს, რა თქმა უნდა ევროპა ლიგა პირდაპირი საგზურია ჩემპიონთა ლიგის და კიდევ ერთი ტიტული მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია პრემიერ ლიგაზე გაკეთდეს კონცენტრაცია. ბრიუგეს აიცულებლად გავცდებით ეგ არუნდა იყოს პრობლემა დაზოგილი რესურსებით, იგალოს ძირითადს ვისურვებდი ბრიუგესთან

მეც მასე ვფიქრობ,ევროპა ლიგის მოგებისთვის უფრო მეტი რესურსია საჭირო და შეიძლება მაგას პრემიერ ლიგაც შეეწიროს და ვერც იქ დავიმკვიდროთ ადგილი.აქეთ კი უფრო რეალურია ხუთეულში შესვლა და ბოლომდე პრემიერ ლიგას უნდა მიაწვნენ,მაგრამ ბრიუგეს დონის გუნდის გამოგდება წესით არ უნდა გაჭირდეს,მერე და მერე კი ვნახოთ რა იქნება.მე მეგონა ბრიუგესთანაც იქნებოდა იგალო,მაგრამ რატომღაც ისევ მარსიალი დააყენა,არა და მაინტერესებს როგორ ითამაშებს ძირითად თერთმეტეულთან ერთად.უფრო მეტი ჟილკა აქვს და რაც მთავარია უკეთესი ფიზიკური მონაცემები.

მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ერთს ვიტყვი.როდესაც ვან გაალის თამაშის სტილი და შედეგები არ მოგვწონდა არ ვაკრიტიკებდით?ვაკრიტიკებდით,მაშინ ვინმე ამბობდა რომ მანჩესტერი არ უყვარდა?არა ასეთი რამ მე არ მახსოვს.ასევე იყო მოურინიოზეც,როდესაც აღარც შედეგი იყო და აღარც სანახაობა, ხომ იყო კრიტიკა?იყო.მაშინ რომ გვეთქვა მანჩესტერის გულშემატკივარი არ ხარო სწორი იქნებოდა?რა თქმა უნდა არა.ვიღაცას ჯერა და ვიღაცას არა.ამის გამო რატომ უნდა უთთხრა უცხო ადამიანს მანჩესტერის გულშემატკივარი არ ხარო,ან რა ვისი საქმე მანჩესტერს უგულშემატკივრებს თუ პსჟს?მგონი აქ ყველას თავისი აზრი აქვს და გამოთქმის უფლებაც ააქვს და მსგავსი საუბრები მიუღებელია.ანუ როდესაც თქვენ ოლეს გულშემატკივრობდით იმ შემთხვევაშიც როდესაც გუნდი მეცხრე ადგილას იყო უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა თქვენ მანჩესტერს კი არა ოლეს გულშემატკივრობთ-თქო სწორი იქნებოდა?არა.ხო და ასეთი საუბარისგან თავი შეიკავეთ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსირეთ.ძალიან ბევრჯერ იყო შემთხვევა სადაც ცინიკურობას წავაწყდი და არც ეგაა მისაღები.თუ ძაან არ მოგწონთ ვინმეს აზერი მაშინ გაატარეთ და სულ ნუ გაცემთ პასუხს,დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მსგავს რაღაცეებზე ნუ გადადიხართ.
0
№16
ავტორი: Lukalaba
24 თებერვალი 2020 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ძმებო ეხა უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდში და უნდა გაუზიაროთ ყველას ჩვენი აზრი მარა არა აგრესიულად ყველა ჯიგრები და მაგრები ხართ ბოლოსდაბოლოს მანჩესტერელები ვართ არ შეგვშვენის ერთმანეთის კამათი ეს მარტო მტრებს აწყობთ ჩვენი კამათი! ყველა მიყვახართ და ჯანსაღი კამათი იყოს ისვ ჯობია love manunited
0
№17
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2020 23:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Lukalaba
ძმებო ეხა უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდში და უნდა გაუზიაროთ ყველას ჩვენი აზრი მარა არა აგრესიულად ყველა ჯიგრები და მაგრები ხართ ბოლოსდაბოლოს მანჩესტერელები ვართ არ შეგვშვენის ერთმანეთის კამათი ეს მარტო მტრებს აწყობთ ჩვენი კამათი! ყველა მიყვახართ და ჯანსაღი კამათი იყოს ისვ ჯობია love manunited

მეც მაგას ვამბობ მეგობარო.აქ ადამიანებს ის ავიწყდებათ რომ ერთი გუნდის გულშემატკივრები ვართ.ვიღაცას რაღაცა მოსწონს ვიღაცას არა,ამის გამო არც ვინმეს უნდა უწოდო არამანჩესტერელი და არც ქილიკით უნდა ისაუბრო.ჯანსაღი კრითიკა და კამათი ყოველთვის მისაღებია.იცი თან რა არ მესმის?ადამიანი შეიძლება შეცდე და შენი ნათქვამი არ გამართლდეს,აქ დაზღვეული არავინაა ამისგან,ყველას რაღაც კარგი უნდა ამ გუნდისთვის,ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს,ვიღაც შეიძლება არა,მაგრამ საწინააღმდეგო აზრის გამო ასე ისაუბრო არ მესმის.აქ არავისთვის არასოდეს მიწოდებია ფილოსოფოსებენ-თქო რადგან ყველას აზრს პატივს ვცემ და ყველას მიმართ რომ მსგავსი მიდგომა იყოს უკეთესია იქნება.თორემ მერე მართლა ბარსამანიას დაემსგავსება ეს ადგილი,სადაც ხალხი საპირისპირო აზრს არ იღებს და ერთი ამბავია ხოლმე მსგავს საიტზე.
0
№18
ავტორი: onlyred
24 თებერვალი 2020 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მთავარია დაალაგოს ოლეგამ გუნდში სიტუაცია და ახერხებს მგონი.
დალშე ჰარი უნდოდა მოიყვანეს, ბისაკა და ბრუნო.
2-3 კაცი უნდა კიდე და რო იშოვონ გაიწევს ზევით.
მარტო ბრუნოა +10 ქულა მინიმუმ სეზონში უკვე
0
№19
ავტორი: bziki
24 თებერვალი 2020 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ლიგაზე გასვლა გადაწყვეტს ოლეგას ბედს თვითონაც ხვდება მაგას მიუხედავად იმისა რო სეზონის შუაში თავს იზღვევდა ლიგაზე გასვლა არაა ჩემი მიზანიო უბრალოდ ხარისხი მინდაო:)თუ ვერ გავა პოჩეტინო რო მოიყვანონ+სპორტული დირექტორით მე მაგ იდეის მომხრე ვარ,მაგრამ არ მაქ ილუზია რო პოჩეტინო პირველ წელსვე იზავს რამეს მაგასაც დაჭირდება დრო,საქმე ისაა ოლე რო ესე გაუშვან არც პოჩეტინოს მიცემენ მაშინ დროს.
უბრალოდ რა გზასაც ეხლა ოლე გადის ეგ გავლილი აქ უკვე პოჩს და ვნახეთ კიდეც როგორი წარმატებითაც.
დრო უნდა ესეთ პროექტს დრო,მაგის გარეშე არ იქნება არაფერი.
თუ გავედით ლიგაზე კიდე რაც დიდი ალბათობით ეგრეც მოხდება ეკუთვნის კიდევ ერთი ფანჯარა ოლეს.
0
№20
ავტორი: JuanMata
25 თებერვალი 2020 00:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lukalaba
ძმებო ეხა უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდში და უნდა გაუზიაროთ ყველას ჩვენი აზრი მარა არა აგრესიულად ყველა ჯიგრები და მაგრები ხართ ბოლოსდაბოლოს მანჩესტერელები ვართ არ შეგვშვენის ერთმანეთის კამათი ეს მარტო მტრებს აწყობთ ჩვენი კამათი! ყველა მიყვახართ და ჯანსაღი კამათი იყოს ისვ ჯობია love manunited


ნამდვილად ასეა, რა საჭიროა ერთმანეთთან ნიშნის მოგებით ლაპარაკი. ყველას გვინდა, რომ მანჩესტერმა წარმატებულად ითამაშოს, ზოგს ჯერა, რომ ოლეს ხელში მოხდება ეს და ზოგს სხვა მწვრთნელის.
აზრიც არ ექნება საერთოდ ასეთი რესურსის არსებობას, ყველა ერთ აზრზე რომ ვიყოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს უკვე, რომ ჩასაფრებულია ხალხი, როგორმე ერთმანეთი სიტყვაზე დავიჭიროთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top