თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2020, 22:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1966,
კომენტარები: 15
ევრა: "უილიამსი მაგარი ბიჭია"
უილიამს რეკომენდაცია ევრამ გაუწია.
ევრა:
პატრის ევრამ თქვა, რომ სწორედ მან ურჩია ოლე გუნარ სოლსკიაერს ახალგაზრდა ბრენდონ უილიამსისთვის შანსი მიეცა. "იუნაიტედის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი სტაჟირებას გადის კარინგტონში, მწვრთნელის ლიცენზიის მოსაპოვებლად. სწორედ მაშინ შეამჩნია 19 წლის ინგლისელი.

"ვუყურებდი მის თამაშს და ვფიქრობდი: უი! ამ ბიჭს აქვს ის რაც მე ნამდვილად მომწონს! ამის შემდეგ მე დავესწარი 21 წლამდელთა ვარჯის და იქ კიდევ ვნახე უილიამსი. მან ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ამ ვარჯიშის შემდეგ პირველ გუნდში წავედი და ვნახე ოლე. მე ვკითხე: ოლე, იცით რამე ამ პატარა ბიჭის ბრენდონ უილიამსის შესახებ? მან უპასუხა: დიახ, მეუბნებიან, რომ ის კარგია. მე ვუთხარი: დამიჯერე ოლე, ის შეძლებს მარცხენა ფლანგზე სიტუაციის შეცვლას, გთხოვ მიეცით საშუალება!" - განაცხადა ევრამ.

ამ სეზონში უილიამსმა უკვე ითამაშა 22 მატჩი. ნოემბრის თვეში კი პირველი გოლი გაიტანა "შეფილდის" კარში.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
23 თებერვალი 2020 22:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ბრიუგეს გარდა ყველა თამაშში შეიძლებოდა მისი გამორჩევა
0
№2
ავტორი: ikeoni
23 თებერვალი 2020 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
ბაზარი არაა მართლა მაგარი ბიჭია ერთი ჩავარდნა ვაპატიოთ ეხლა ყველას მოსდის:)))
0
№3
ავტორი: PaLoMo
23 თებერვალი 2020 23:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
პირველი სეზონია და ასე თავდაჯერბულია მომავალში რაიქნება ხოწარმოგიდგენიათ. მშვენიერია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Malboro463
23 თებერვალი 2020 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მომავალი ბორტუიკ ჯექსონია
0
№5
ავტორი: giorgi_mg
23 თებერვალი 2020 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მართლა გაგვაოცა ამ ბიჭმა! კონკურენცია შოუსაც მოუხდა მგონი.
0
№6
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2020 00:31
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3859
როგორც იქნა 4 თვის მერე ვუყურე გუნდის თამაშებს, ბრიუგესთან მატჩი უბრალოდ იყო შეხვედრა სადაც გადახალისებული შემადგენლობა გავიდა რადგან უბრალოდ არ წაეგო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, კარგი თამაშით მოპოვებული სამი ქულა, რასაც ყველას გილოცავთ. იმ ფაქტს მინდა შევეხო აქ ხალხი რომ იძახის რაის ოლე რის ოლე ფეხბურთელები მატჩებს ინდივიდუალურად იგებენო, მეგობრებო ვერ გავიგე ვითხოვთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს რომლებიც ი დივიდუალურად კარგები არიან და როდესაც მარსიალს გოლი ინდივიდუალურად გააქვს ან სხვა რომელიმე ფეხბურთელს ეს ის მიზეზია რომ მწვრთნელი დააკნინოთ ამით? კი მაგრამ ცოტა ღიმილის მომგვრელი არ არის ეს ყველაფერი? თქვენ რა გსურთ ვერ გავიგე ოლე შევიდეს მოედანზე ამავდროულად და გაიტანოს? თუ მარსიალს უთხრას ჰეი ბიჭო ტაქტიკურად ითამაშე რაის ინდივიდუალურს უბერავო? ფეხბურთელმა ინდივიდუალურადაც უნდა იმოქმედოს აბა რაა, და კიდევ მაინცდამაინც ბოლო მომენტზე ამახვილებთ ყურადღებას და იმ მომენტამდე რა სქემით ავიდა ბურთი ეს თურმე საერთოდ არ არის მწვრთნელის და შტაბის დავალებები, სოლსკიაერის მიმართ პირადი ანტიპათიები ნუ დაგვაკარგინებს გუნდის ტაქტიკურუნარიანობის სწორ აღქმას. დრო და მოთმინებაა საჭირო, რა თქმა უნდა კიდევ ორი ან სამი სწორი ტრანსფერი და დაიწყებს კლუბი იმ საფეხურებზე ასვლას რაც ისტორიულად არის ჩვენი.

უილიამსს რაც შეეხება შეუძლია განვითარება კარგი ბიჭია.
2
№7
ავტორი: GEORGE22
24 თებერვალი 2020 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: Svani

ჩემი სათქმელი თქვი.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2020 06:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ეტაპზე შოუ უნდა იდგეს ჩემი აზრით, ბოლო მატჩებში თან უკეთესად გამოიყურება.
0
№9
ავტორი: bziki
24 თებერვალი 2020 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნეტა კიდე დაიმატებდნენ ბრუნოსავით ხარისხიან იგროკებს და სულ ინდივიდუალურად მოუგიათ:D:D:D
მანჩესტერი არც ლაიფციგია არც აიაქსი და არც მონაკო "ზე" შემტევი ტრენერებით მხოლოდ გუნდური თამაშით რო გავიდეს ფონს:) ყოველთვის იქნებიან ტოპ კლასის იგროკები მანჩესტერში რაც იძლევა ზუსტად სხვაობას ლაიფციგთან და აიაქსთან.
3 ლიგა რო მოიგო რეალმა ზიდანი ყოფილა თურმე ზე ტრენერი მონაკოში რო დანიშნონ მისტერ ზიზუ კიდე ერთ 3 ლიგას მოაგებინებს მონაკოსაც,მითუმეტეს ჟარდიმი გადიოდა ნახევარფინალებამდე და წარმოიდგინე მისტერ ზიდანი რას იზავს ბენ იედერებით:D:D:D:D:D
ბრუნომ ხო გვანახა სხვაობა მის მოსვლამდე მანჩესტერსა და ეხლანდელს შორის,ერთი 2 გარემარბი ბრუნოს დონის რო ყავდეს სუშეაირს მერე ვაბშე ვნახავდით სხვაობას.

მესმის ბევრი აქ რასაც ამბობთ რო უკეთესი ხარისხი უნდა იყოს მარა ეს ინდივიდუალურად გატანილი გოლები რა მაფიაა?
ბეილი და რონალდო რო მაკრატელებს იტანდნენ და ლიგებს იგებდნენ ზიდანი მანდ არაფერშუაში არ იყო?
ფეხბურთს ინდევიდები თამაშობენ.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2020 10:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
როგორც ვატყობ ყველა თავისებურად აღიქვამს ფეხბურთს და ყველას საკუთარი საზომი აქვს კარგი ფეხბურთის.ამ სეზონში მაგარი მახატია როგორ აიღებენ ქულებს,მთავარია ლიგაზე გავიდეს გუნდი რომ დამატება შევძლოთ კარგი ფეხბურთელების და სოფლის გუნდად არ ვიქცეთ.
მე პირადად მაინც ჩემს აზრზე დავრჩები რომ ოლე აზრზე არაა როგორ უნდა ათამაშოს გუნდი.და გუნდურად თამაშს რა მნიშვნელობა აქვს და რატომაა მნიშვნელოვანი,ამას ნახავთ ყველა როცა ინდივიდებს არ წაუვათ თამაში.ისიც ვიცი მაგ დროს რა ხდება.მიდის ლანძღვა ფეხბურთელების აბა ოლეზე ვინ იტყვის აუგს.კი ძმებო ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს უბრალოდ ყველას საერთო ის გვაქვს რომ ყველას გვინდა და გვენატრება წარმატება.ხოდა როგორაც იქნება ისე იყოს წარმატება ოღონდ.ჩემს კრიტიკაზე არ გაუშვებენ ვინმეს და არც მოიყვანენ.
უბრალოდ არ მინდა ეს საიტი ნელნელა დაემსგავსოს ბარსამანიას და არ მინდა ოლეს სექტანტურად დიდების გვერდი იყოს აქაურობა.
წარმატებები ყველას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top