თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2020, 22:55
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1960,
კომენტარები: 15
ევრა: "უილიამსი მაგარი ბიჭია"
უილიამს რეკომენდაცია ევრამ გაუწია.
ევრა:
პატრის ევრამ თქვა, რომ სწორედ მან ურჩია ოლე გუნარ სოლსკიაერს ახალგაზრდა ბრენდონ უილიამსისთვის შანსი მიეცა. "იუნაიტედის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი სტაჟირებას გადის კარინგტონში, მწვრთნელის ლიცენზიის მოსაპოვებლად. სწორედ მაშინ შეამჩნია 19 წლის ინგლისელი.

"ვუყურებდი მის თამაშს და ვფიქრობდი: უი! ამ ბიჭს აქვს ის რაც მე ნამდვილად მომწონს! ამის შემდეგ მე დავესწარი 21 წლამდელთა ვარჯის და იქ კიდევ ვნახე უილიამსი. მან ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ამ ვარჯიშის შემდეგ პირველ გუნდში წავედი და ვნახე ოლე. მე ვკითხე: ოლე, იცით რამე ამ პატარა ბიჭის ბრენდონ უილიამსის შესახებ? მან უპასუხა: დიახ, მეუბნებიან, რომ ის კარგია. მე ვუთხარი: დამიჯერე ოლე, ის შეძლებს მარცხენა ფლანგზე სიტუაციის შეცვლას, გთხოვ მიეცით საშუალება!" - განაცხადა ევრამ.

ამ სეზონში უილიამსმა უკვე ითამაშა 22 მატჩი. ნოემბრის თვეში კი პირველი გოლი გაიტანა "შეფილდის" კარში.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: GEORGE22
24 თებერვალი 2020 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: Dato kutaisi
როგორც ვატყობ ყველა თავისებურად აღიქვამს ფეხბურთს და ყველას საკუთარი საზომი აქვს კარგი ფეხბურთის.ამ სეზონში მაგარი მახატია როგორ აიღებენ ქულებს,მთავარია ლიგაზე გავიდეს გუნდი რომ დამატება შევძლოთ კარგი ფეხბურთელების და სოფლის გუნდად არ ვიქცეთ.
მე პირადად მაინც ჩემს აზრზე დავრჩები რომ ოლე აზრზე არაა როგორ უნდა ათამაშოს გუნდი.და გუნდურად თამაშს რა მნიშვნელობა აქვს და რატომაა მნიშვნელოვანი,ამას ნახავთ ყველა როცა ინდივიდებს არ წაუვათ თამაში.ისიც ვიცი მაგ დროს რა ხდება.მიდის ლანძღვა ფეხბურთელების აბა ოლეზე ვინ იტყვის აუგს.კი ძმებო ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს უბრალოდ ყველას საერთო ის გვაქვს რომ ყველას გვინდა და გვენატრება წარმატება.ხოდა როგორაც იქნება ისე იყოს წარმატება ოღონდ.ჩემს კრიტიკაზე არ გაუშვებენ ვინმეს და არც მოიყვანენ.
უბრალოდ არ მინდა ეს საიტი ნელნელა დაემსგავსოს ბარსამანიას და არ მინდა ოლეს სექტანტურად დიდების გვერდი იყოს აქაურობა.
წარმატებები ყველას

თამაში არ წაუვა რას ქვია დავით?თამაში შეიძლება არ წაუვიდეს რამდენიმე კაცს ყველას ხო არა(ნუ ეგეც შეიძლება მოხდეს) მაგრამ ზუსტად მანდ არის დედა აზრი რაშიც ოლე მართალია,გუნდში მოყავს ისეთები ვსაც უყვარს ეს გუნდი და სულ რო არ წაუვიდეს არავის თამაში,გულით მაინც ითამაშებენ და თავს არ დაზოგავენ.თამაში თუ არავის არ წაუვიდა იქ რა ტაქტიკაც არ უნდა გამოიყენო მაინც წააგებ აზრი?
პროსტა რო ამბობთ რო ტაქტიკა არ არის და მონახაზი არ არის,ბოდიში მაგრამ ლივერპულს როგორც ეთამაშა მანჩესტერი,ჩელსის როგორც ეთამაშა,სიტის როგორ ეთამაშა და არ დავიწყებ ჩამოთვლას,ეგ იყო ტაქტიკური ბრძოლები ყველა და რაც მანდ გუნდს აკლდა ეგ იყო ინდივიდუალური შემოქმედება,თუ არ გაქვს ინდივიდუალური შემოქმედება შენ იქნები არასტაბილური გუნდი,ლაიფციგი რო ლაიფციგია,იმ ლაიფციგს საბიცერი,პოულსენი,ვერნერი ყავს,რომლებიც ინდივიდუალისტები არიან და მორგებულები არიან იმ სისტემას რომელიც აქვს პატივცემულ ნაგელსმანს,იგივე აიაქსი აიღეთ,ზიეჩი,ვან დერ ბეკი,ტადიჩი,ამოიღეთ მაგ გუნდებიდან 3 კაციინდივიდი და რომელი რას ითამაშებს დავინახავ აგერ,ოლე კიდე ჯერ ძებნის პროცესშია და ცდილობს იპოვოს ისეთი ხალხი რომელიც თავისი ინდივიდუალური ქმედებებით ამუშავბს ამ სისტემას.
0
№12
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2020 14:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: GEORGE22
იმ ლაიფციგს საბიცერი,პოულსენი,ვერნერი ყავს

მაგათ გარეშეც უთამაშია ლაიფციგს,მაგრამ სისტემაში,რომელიც გუნდურობაზეა დამოკიდებული და სადაც თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თავისი საქმე ზუსტად ის თამაში აჩვენეს რაც მათთან ერთად.

ინდივიდები ქმნიან თამაშს,ისინი არიან თამაშის ნაწილები,მაგრამ მოედანზე ის ერთი მექანიზმია,რადგან ისინი ერთი გუნდის ნაწილები არიან.ეს გავს საათის მექნიზმს სადაც თითოეულ მექნიზმს ააქვს თავისი დანიშნულება,რა თქმა უნდა ამ საათში თუ უხარიხსო ნაწილს დააყენებ იმ დონეზე ვეღარ იმუშავებს როგორც საჭიროა,მაგრამ ის უხარისხო ნაწილი თავის დავალებას შეასრულებს.ფეხბურთი საკმაოდ წინ წავიდა,გინდ ტაქტიკური თვალსაზრისით და გინდ სათამაშო ხარისხით და სტილითაც.დღეს ფეხბურთი ბევრად გუნდური გახდა,ფეხბურთელებმა უკვე იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ,მოედნის კონკრეტულ მონაკვეთში სად უნდა იყვნენ და რა ფუქნცია უნდა შეასრულო.როდესაც ეს მექანიზმი სწორად გაქვს აგებული ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდიც ხდები.შეიძლება კონკრეტული ინდივიდი დაგეხმროს კონკრეტულ თამაშებში,მაგრამ როდესაც ასეთ მარათონულ ტურნირზე ხარ ჩართული იქ ერთი და ორი ფეხბურთელის გამონათება კი ვერ გიშველის,არამედ მანდ უკვე სწორი და დალაგებული მექანიზმით მიდიხარ წინ.დღეს მწვრთნელი მთლიან გუნდს უხაზავს მონახაზს თუ როგორ შეიძლება გაარღვიო მოწინააღმდეგის დაცვა,თუ როგორ უნდა მოხვდე თავისუფალ სივრცეში,თუ როგორ უნდა იმოძრაოს შენმა თანაგუნდელმა რომ სივრცე მოგეცეს და შემდეგ ეს სივრცე გამოიყენო.ძალიან ბევრი კონკრეტული რამაა რაც შეიცვალა დღევანდელ ფეხბურთში.
0
№13
ავტორი: bziki
24 თებერვალი 2020 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Lalana
არვიცი ვინმე ეხლა თუ არის ვინც ფიქრობს რო მანჩესტერის თამაში მაგარია.
ოლეგას პირველ რიგში ეხლა შედეგით მოეთხოვება და არა ხარისხით,არც ეგ შედეგები აქ კარგი რეკორდებს ამყარებს ყველაზე ცუდ შედეგებში,ეგ ყველაფერი გასაგებია თვალ ნათლივ ჩანს.
აქ უბრალოდ ისეთი კომენტარებია რო არც ვიცი საერთოდ ღირს თუ არა მსჯელობაში შეხვიდე ეგეთ რამეზე,ოლე გამოყავთ ტრენერად რომელმაც არაფერი იცის და ისეთ მარტივ რამეებზე მიდის ხაზგასმა რაც დამწყებმა ფეხბურთელმაც იცის არათუ ტრენერმა,ეგ სივრცეების გახსნები,ბურთის ამოტანა პრესინგიდან,კონტრ პრესინგები,კვარდრატები,სამკუთხედები და ასე შემდეგ რითიც იხიბლებით ლაიფციგში თუ აიაქსში ფელანს ისეთი დაღეჭილი აქ დარწმუნებული ვარ ეზიზღება უკვე:D:D:D
ინდივიდუალური გოლი თურმე ოლეგას მინუსი ყოფილა,რატო კომბინაციური გზით არ გადისო:)
რომელი კომბინაცია დაიწუნეთ ბრუნოს რომელი საგოლე არ მოგეწონათ თუ მარსიალმა პირველ ჯერზე რო გააფუჭა მომენტი და მეორეზე კლასის ხარჯზე შეაგდო მანამდე მეკარისგან მიუვიდა ბურთი?

უყურეთ ევერტონის,ტოტენჰემის,იუვეს,ჩელსის თამაშებს და მანახეთ ეგ ზე ტრენერები რა კომბინაციებს ხაზავენ?
ძალიან ცოტაა დღეს ისეთი ტრენერი რომელსაც თავისი განსხვავებული სტილი აქ და ეგრევე ნერგავს პირველივე წელს,დრო უნდა ყველაფერს და შესაბამისი კადრებიც.
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2020 18:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
სხვადასხვა რამეს ვლაპარაკობთ და ვხვდები ყველა საკუთარ აზრზე იქნება და ამ პოლემიკითაც არაფერი შედეგი არ იქნება.
აწი მოგებებს მოგილოცავთ როცა გვექნება მეტის წერას აზრი ნაღდად არ აქვს.
ხოდა საერთო აღმაფრენას ხო ხელი არ შევიშალო მეც მხოლოდ მოლოცვით შემოვიფარგლები:))
წაგებების დროს ისედაც იმალება ყველა ოლეს მადიდებელი და მეც თუ დავიმალები არაფერი დაშავდება.
GGMU
#მიაწექიოლე
0
№15
ავტორი: Lalana
24 თებერვალი 2020 18:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
პრესინგები,კვარდრატები,სამკუთხედები და ასე შემდეგ რითიც იხიბლებით ლაიფციგში თუ აიაქსში ფელანს ისეთი დაღეჭილი აქ დარწმუნებული ვარ ეზიზღება უკვე:D:D:D

მაგის დაღეჭილი და გადაღეჭილი არ გაიშვას,ერთია რაღაც ვიცოდეთ და მეორეა ამას პრაკტიკაში ვიყენებდეთ.მაგი რომ იცოდეს ჩვენმა ფელანმა ახლა ასეთ დონეზე ნამდვილად არ იქნებოდა და ჩაბარებული ექნებოდა ნორმალური გუნდი,მაგრამ სადაც იყო და როგორც იყო კი ვიცით რა შედეგიც დადო.


სხვა დანარჩენს რაც შეეხება,მე აღარ მაქვს პრეტენზია.უკვე წლებია მანჩესტერის ჩასვრილ თამაშს ვუყურებ და სიამოვნებას ვერ ვიღებ თამაშის მხრივ და ახლაც ვუყურებ იმას რაც არის,აქედან ვერც ვერაფერს შევცვლი და ვერც ვერაფერს გამოვასწორებ.ამიტომ მკიდია უკვე ეგ ამბავი,მოიგებენ?მოიგებენ,ვერ მოიგებენ და ვერც მაგას გადავყვები.ჩემ ნერვებს ნამდვილად ვერ შევწირავ ამ გუნდს.როგორც გულშემატკივარი მე ვერ ვიღებ სიამოვნებას თამაშისგან და ვინც იღებს გაუმარჯოს კაცო ყველას.კიდევ კარგი იმის საშუალება მაინცაა რომ სხვა გუნდების თამაშით დავტკბე თორემ ამათი თამაშით მილიარდში ერთხელ ვტკბებიდა კიდევ კარგი მასეთი თამაშები ათასში ერთხელ მაინცაა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top