თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2020, 23:33
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2081,
კომენტარები: 12
წინასამატჩო პრესკონფერენცია
სოლსკიაერმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
ოლე გუნარ სოლსკაიერის განცხადებით, ევროპის ლიგაზე "ბელგიურ ბრიუგესთან" გასამართ მატჩში შესაძლებელია ვიქტორ ლინდელოფი მზად იყოს მოედანზე გამოსასვლელად, მაგრამ წითლებს სამწუხაროდ ვერ დაეხმარება მეისონ გრინვუდი.

შვედმა მცველმა ორშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოტოვა, თუმცა იგი ბელგიაში გუნდს გაყვა და ემზადება შეხვედრისთვის. მეისონ გრინვუდი და სკოტ მაკტომინი ნამდვილად ვერ დაეხმარებიან გუნდს, ისინი მანჩესტერში დარჩნენ.

"მანჩესტერელთა" თავკაცმა ასევე განაცხადა, რომ იგი აპირებს გუნდის როტაციას და ამ თამაშისთვის ოდიონ იგალოს ძირითადში განთავსებას, "ნიგერიელისთვის" ეს პირველი მატჩი იქნება სასტარტოში თერთმეტეულში.

დღეს გუნდის სრულ შემადგენლობას ვერ გაგიმხელთ, - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მთელი რესურსი რაც ამ ეტაპზე გვაქვს. დიახ, იგალო ერთერთი მათგანია რომელიც შეიძლება ძირითადში ვიხილოთ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე არ მიგვიღია. რაც შეეხება მაკტომინს, მან გამომგზავრებამდე სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა გადაწყდა, რომ აღსადგენად მეტი დრო მიეცეს. მომდევნო მატჩებში იგი მზად იქნება.

სოლსკაიერმა ასევე დაადასტურა, რომ მარკუს რაშფორდი და პოლ პოგბა უახლოეს მომავალში კლუბს ვერ დაეხმარებიან.
ვიმედოვნებ, რომ მარკუსი ამ სეზონშივე დაგვიბრუნდება, აქვე დაამატა .

წინ რთული გზაა, იმედია, ჩვენ შევძლებთ რაც შეილება შორს გავიდეთ ამ ტურნირზე და წარმატებით დავასრულოთ სეზონი.
ამას დრო დასჭირდება. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ის უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. სამწუხაროდ რაშფორდს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება აღსადგენად. რაც შეეხება პოგბას გუნდთან ერთად ჯერ ვარჯიში არ ჩაუტარებია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ან როდის იქნება მზად, ასე რომ, ახლა ის ჯერ ლაზარეთშია.

manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2020 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ველოდებით იგალოს ძორითადშიი... აუ რეშის ტრამვამ მაგრად დამგრუზა :(((
0
№2
ავტორი: Mr.Ika
20 თებერვალი 2020 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მაკტომინის დაბრუნება შემდეგი მატჩისთვის იდეალური იქნება.
0
№3
ავტორი: shotkin
20 თებერვალი 2020 03:23
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
პოგბას ინსტაგრამს რო შეხედო ვარჯიშებს ატარებს ცალკე აღდგენითს, დარბის და თვითონვე ამბობს რო იქნებ ამ თვის ბოლოს მაინც ვითამაშოო 8 მარტს სიტი და 15 მარტს ტოტე გვხვდება დაიმედია მანდ მაინც იქნება, სკოტს უოტფორდთან ვიხილავთ ესე გამოდის და კაია რო იგალო იქნება ძირითადში. იმედია ბრუგეს მოვუგებთ წყნარად და რაც შეეხება ლინდელოფს ეგ ბიჭი არ დამანახოთ სნამ ბაილი ჯანზეა
1
№4
ავტორი: temo-scholes
20 თებერვალი 2020 03:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: shotkin
პოგბას ინსტაგრამს რო შეხედო ვარჯიშებს ატარებს ცალკე აღდგენითს, დარბის და თვითონვე ამბობს რო იქნებ ამ თვის ბოლოს მაინც ვითამაშოო 8 მარტს სიტი და 15 მარტს ტოტე გვხვდება დაიმედია მანდ მაინც იქნება, სკოტს უოტფორდთან ვიხილავთ ესე გამოდის და კაია რო იგალო იქნება ძირითადში. იმედია ბრუგეს მოვუგებთ წყნარად და რაც შეეხება ლინდელოფს ეგ ბიჭი არ დამანახოთ სნამ ბაილი ჯანზეა

+1
0
№5
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2020 03:49
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
როდის გათენდება, 4 თვის მერე პირველად ვუყურებ გუნდის თამაშს და საფეხბურთო ლომკა მაქვს )))
0
№6
ავტორი: temo-scholes
20 თებერვალი 2020 03:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Svani
როდის გათენდება, 4 თვის მერე პირველად ვუყურებ გუნდის თამაშს და საფეხბურთო ლომკა მაქვს )))

ეგრე ვარ მეც ზუსტად
0
№7
ავტორი: makaveli
20 თებერვალი 2020 06:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Svani
როდის გათენდება, 4 თვის მერე პირველად ვუყურებ გუნდის თამაშს და საფეხბურთო ლომკა მაქვს )))

4 თვეა ავერცერთი თამაში ვერ ნახე?

ბევრიც არ გამოგიტოვებია ტოტეს და სიტის თუ არ ჩავთვლით :D
0
№8
ავტორი: David_Beckham7
20 თებერვალი 2020 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სიტისთან არ ვიცი რას ვიზავთ მაგრამ ტოტეჰნემთან ნაღდად შეგვიძლია მოგება თან Pოვბაც თუ გვყავდა მაგ დროს წესით უნდა ვაჯობოთ, გუშინ ლაიფციგმაც მაგრად ათრია 1 ტაიმს რაც ვუყურე, მერე ჩამეძინა, თან ტოტენჰემი გბისწრებს და მაგას თუ ქულებს წავართმევთ ეგ უფრო გვაწყობს ვიდრე სიტის ისევ მოვუგოთ და ტოტენჰემთან წავაგოთ მაგალითად. ერთი ეგაა ცუდი რო 90 პროცენტი გამოვარდნილია ლიგოდან და ჟოზე მთლიანად პრემიერ ლიგაზე გადაერთვება ჩვენთვის ჯობია დავუშვად შემდეგ ეტაპზე გასულიყო ტოტენჰემი
0
№9
ავტორი: bziki
20 თებერვალი 2020 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Eh Arada rogor megona Reshi naxevarfinalebistvis dabrundeba metqi.
Imedia igalo sheagdebs gols, fsiqologiurad chirdeba ro ar chaqimos.
0
№10
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2020 11:57
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: makaveli
ციტატა: Svani
როდის გათენდება, 4 თვის მერე პირველად ვუყურებ გუნდის თამაშს და საფეხბურთო ლომკა მაქვს )))

4 თვეა ავერცერთი თამაში ვერ ნახე?

ბევრიც არ გამოგიტოვებია ტოტეს და სიტის თუ არ ჩავთვლით :D

დიახ, სამწუხაროდ ვერცერთი, შენ სიტყვებმა დამამშვიდა ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top