თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2020, 23:33
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2087,
კომენტარები: 12
წინასამატჩო პრესკონფერენცია
სოლსკიაერმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
ოლე გუნარ სოლსკაიერის განცხადებით, ევროპის ლიგაზე "ბელგიურ ბრიუგესთან" გასამართ მატჩში შესაძლებელია ვიქტორ ლინდელოფი მზად იყოს მოედანზე გამოსასვლელად, მაგრამ წითლებს სამწუხაროდ ვერ დაეხმარება მეისონ გრინვუდი.

შვედმა მცველმა ორშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოტოვა, თუმცა იგი ბელგიაში გუნდს გაყვა და ემზადება შეხვედრისთვის. მეისონ გრინვუდი და სკოტ მაკტომინი ნამდვილად ვერ დაეხმარებიან გუნდს, ისინი მანჩესტერში დარჩნენ.

"მანჩესტერელთა" თავკაცმა ასევე განაცხადა, რომ იგი აპირებს გუნდის როტაციას და ამ თამაშისთვის ოდიონ იგალოს ძირითადში განთავსებას, "ნიგერიელისთვის" ეს პირველი მატჩი იქნება სასტარტოში თერთმეტეულში.

დღეს გუნდის სრულ შემადგენლობას ვერ გაგიმხელთ, - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მთელი რესურსი რაც ამ ეტაპზე გვაქვს. დიახ, იგალო ერთერთი მათგანია რომელიც შეიძლება ძირითადში ვიხილოთ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე არ მიგვიღია. რაც შეეხება მაკტომინს, მან გამომგზავრებამდე სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა გადაწყდა, რომ აღსადგენად მეტი დრო მიეცეს. მომდევნო მატჩებში იგი მზად იქნება.

სოლსკაიერმა ასევე დაადასტურა, რომ მარკუს რაშფორდი და პოლ პოგბა უახლოეს მომავალში კლუბს ვერ დაეხმარებიან.
ვიმედოვნებ, რომ მარკუსი ამ სეზონშივე დაგვიბრუნდება, აქვე დაამატა .

წინ რთული გზაა, იმედია, ჩვენ შევძლებთ რაც შეილება შორს გავიდეთ ამ ტურნირზე და წარმატებით დავასრულოთ სეზონი.
ამას დრო დასჭირდება. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ის უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. სამწუხაროდ რაშფორდს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება აღსადგენად. რაც შეეხება პოგბას გუნდთან ერთად ჯერ ვარჯიში არ ჩაუტარებია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ან როდის იქნება მზად, ასე რომ, ახლა ის ჯერ ლაზარეთშია.

manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2020 14:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პირველივე მატჩში უნდა გადაწვიტონ საქმე ბრიუგესთან
0
№12
ავტორი: Lukalaba
20 თებერვალი 2020 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ბაილი თუ ბაიი არ უნდა ათამაშოს რომ ტრამვა არ მიიღოს და ისევ ჯობია ვიქტორა დააყენოს თან ბაიი დაგვჭირდება ნაღდად love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top