თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2020, 12:22
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 12
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ
სოლსკიაერის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ
"ჩელსისთან" მატჩის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.

შესვენების შემდეგ კარგი დაბრუნება

კიდევ ერთხელ შევინახეთ კარი მშრალად, უკვე ზედიზედ მეოთხედ. ჩვენ უკეთ ვიცავდით თავს და ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გატანილი გოლებით. ზოგჯერ შესვენების შემდეგ ერთად ყოფნას დრო სჭირდება. დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის ერთი კვირა გვქონდა. პირველ ტაიმს რაც შეეხება, ჩვენ არ ვიყავით საკმარისად კარგები, მაგრამ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ.

მშვენიერი გოლები

პერიოდულად ბიჭებმა აჩვენეს კარგი ინდივიდუალური მოქმედებები. პირველ ტაიმში ძალიან ნეგატიურად ვითამაშეთ და ძალიან ხშირად ბურთს ვაბრუნებდით უკან. ასევე იყო ბევრი ტექნიკური შეცდომა, რომელსაც ჩვეულებრივ არ ვუშვებთ. გოლები იყო საუკეთესო.
ჰარისთან ერთად, ჩვენ მუდმივად ვხუმრობდით მის თავზე, ასე რომ დრო იყო გაეტანა.


ჩელსის გაუქმებული გოლები

მე ყოველთვის მსურს სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, ასეთი დახმარების გარეშე კი მათი მიღება ნაკლებად სავარაუდოა.
წელს რამდენჯერმე დაგვჭირდა მსგავსი დახმარება. ჟირუს გოლო თამაშგარე იყო.
რაც შეეხება ზუმას ეპიზოდს, მე მხოლოდ ეკრანს ვუყურე და იქ გამოჩნდა,რომ ვილიამს ხელი უბიძგეს. ჩემთვის ეს თამაშის წესების დარღვევაა.


მაგუერის შესაძლო გაძევების შესახებ

არა მგონია, რომ ეს წითელი ბარათი იყო. ის მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა. ეს ბიჭი მასზე მაღლა იყო და მისკენ გაფრინდა, მან მხოლოდ ფეხი გაწია და შემთხვევით მოერტყა იქ სადაც მართლა მტკივნეულია.

ჩემპიონთა ლიგის შესახებ

ეს შედეგი გვაძლევს თავდაჯერებულობას და გვაძლევს შანსს. ეს იქნება მჭიდრო რბოლა. არავისგან დახმარებას არ ველით. ჩვენ დღეს ვითამაშეთ და ხუთშაბათს კიდევ გვაქვს შეხვედრა. მართალი გითხრათ მე არ ვიცი რატომ არ შეგვეძლო გვეთამაშა შაბათს.

ჩვენ კვლავ მოგვიწევს ძალის აღდგენა
.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kaja
18 თებერვალი 2020 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
კაი კაცი ხარ ოლეგ ! ძაან მინდა რო ყველა გააჩუმო ვინც გლანძღავს(მანჩესტერის ფანოღელებს ვგულისხმობ და არა ნაღდ ფანებს, მარტო მოგების დროს რო არიან მანჩესტერის ფანები)
0
№2
ავტორი: Lalana
18 თებერვალი 2020 12:40
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგი შეფასება გააკეთა და მიახრია რომ ეიფორიულად არ უყურებს საკითხს.იყო კარგი მომენტებიც,მაგრამ მაინც მძიმედ გამოვიყურებით შეტევაში,ისე კი უკეთესი იქნება თუ ასე არ დაამძიმებს ხოლმე დაცვას,ამის გამო ცენტრსა და თავდასხმაში რიცხობრივი უპირატესობა არ გვეძლევა და უმეტესად მეტოქე გუნდის შეცდომაზე ვართ დამოკიდებული,ხუთი მცველითა და ზედ დამატებული კიდევ ერთი ჩამშლელი საკმაოდ ამძიმებს უკანა მხარეს,მაგრამ ეს თავისებურად აძლევს საშუალებას ფლანგიდან პრესინგი ითამაშოს.საკმაოდ საინტერესო რაუნდები გველის წინ,რადგან ერთი-ორი გუნდი არაა რომელიც იბრძვის ოთხეულისა და ხუთეულისთვის,ამიტომ საკმაოდ დიდი ბრძოლა მოუწევთ და იმედი მაქვს ჩვენი გამარჯვებით დასრულდება მომდევნო რაუნდებიც.ისე აღსაღნიშნავია ასევე ისიც,რომ სტანდარტულებზე იმუშაოვეს,ეტყობოდათ ჩაწოდებების დროს,რომ რაღაც დამუშავებულს აკეთებდნენ და ესეც კარგია.

რაც შეეხება ჰარის მომენტს,არასპორტული საქციელი იყო წესით.როდესაც ბურთი ფეხბურთელებთან არ არის და დაცემულზე ძალით ფეხს იქნევ და ურტყამ მოწინააღმდეგე ფეხბურთელს ერთ ადგილას ამას არ აქვს ნამდვილად გამართლება.
0
№3
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2020 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
კარგია.ჩელსთან მოგება ყოველთვის სასიამოვნოა,მაგამ ახლა სისტ გუნდებსავ უნდა მოვუგოთ.ჩელსი და ტოტე შაბათს დრეს გააგორებენ და ეს შანსი გამოსაყენებელია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Karanadze
18 თებერვალი 2020 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
ვფიქრობ რომ რეშის დაბრუნების შემდეგ 5 მცველი აღარ იქნება ხშირად. აი ბაილის ტიპაჟი გვაკლდა დაცვაში აგრესიული და რისმიანი. ის ორი ვარდნა ლინდელოფიდან წარმოუდგენელია. ცენტრშიც სიმსუბუქე დაბრუნდება სკოტის და პოგბას დაბრუნებით. მე მეიმედება ის რო რაღაც კომპონენტებში იხვეწებიან ამჟამად სტანდარტულებზე. პოგბა და ბრუნო წესით კარგად უნდა შეეწყოს ორივეს შეუძლია პასიც და კონტროლიც. დიდი ინტერესი მაქ ძირითადი სასტავით როგორ ვითამაშებთ საშუალო გუნდებთან მითუმეტეს
0
№5
ავტორი: setera
18 თებერვალი 2020 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ყველაზე მეტად ტრანსფერები მახარებს, სწორედ მუშაობენ. პლიუს ვიზეც იწერება იქიდან 3-მაინც რომ დაიმატონ კარგი იქნება. პოგბას მაგივრად რაისი მედისონი და ნახევარდაცვა კარგად დაბალანსდება.
0
№6
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2020 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ჩვენ ხშირად ვხუმრობთ მის თავზეო:)))) ❤️
1
№7
ავტორი: bziki
18 თებერვალი 2020 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Pogbas imedi kide mqonda mara Raga unda ifiqros kacma raiolas bjuturebis mere?
Grelishi-medisoni romelic unda olegas is moiyvanos pogbas fasshi daje forvardistvis darcheba fuli.
Aston villa tu gavarda grelishis datreva gamartivdeba,lMedisonic ar axangrdzlivebs, icdis:)
Me orive magra mevaseba, ki eplis gundidan fexburteli ufro dviria, piaric meti aq mara ra vqnat magati qveyanaa:) , magati klubia iasnia egre iqneba. Vigacas sheileba ar evasebodes inglisis nakrebi da eg skola mara me piriqit zustad eg mevaseboda yovetvis, daje limits tu daadebdnen arabritanelebze magis momxrec viyavi, odesgac egec ganixileboda:)exla iasnia sasacilod jgers ukve eg ambebi.
0
№8
ავტორი: giorgi_mg
18 თებერვალი 2020 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ხშირად აბრუნებდნენ უკანო?! ძაან კარგი, ანუ უკმაყოფილოა ამდენი უკან პასით.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2020 22:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ახლა მოგებები გადააბან
0
№10
ავტორი: David_Beckham7
19 თებერვალი 2020 06:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სტაბილურობა გვჭირდება ეხლა და მეიმედება ბტუნოს შემხედვარე. თან შემდეგ ტურში ჩელსო ტოტენჰემო ერთმანეთს ეთამაშება და რომელიმე ხო დაკარგავს ქულებს. პოგბას და ბრუნოს თამაშის ნახვა მინდა ერთად სანამ წავა. გვაჩვენებენ მაინც კარგ ცენტრს რა შეუძლია და უფრო დაანახებს ხელმძღვანელობასაც ხარიეხიანო ტრანსფერის აუცილებლობაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top