თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2020, 12:22
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1670,
კომენტარები: 12
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ
სოლსკიაერის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ
"ჩელსისთან" მატჩის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.

შესვენების შემდეგ კარგი დაბრუნება

კიდევ ერთხელ შევინახეთ კარი მშრალად, უკვე ზედიზედ მეოთხედ. ჩვენ უკეთ ვიცავდით თავს და ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გატანილი გოლებით. ზოგჯერ შესვენების შემდეგ ერთად ყოფნას დრო სჭირდება. დასვენებისთვის და ვარჯიშისთვის ერთი კვირა გვქონდა. პირველ ტაიმს რაც შეეხება, ჩვენ არ ვიყავით საკმარისად კარგები, მაგრამ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ.

მშვენიერი გოლები

პერიოდულად ბიჭებმა აჩვენეს კარგი ინდივიდუალური მოქმედებები. პირველ ტაიმში ძალიან ნეგატიურად ვითამაშეთ და ძალიან ხშირად ბურთს ვაბრუნებდით უკან. ასევე იყო ბევრი ტექნიკური შეცდომა, რომელსაც ჩვეულებრივ არ ვუშვებთ. გოლები იყო საუკეთესო.
ჰარისთან ერთად, ჩვენ მუდმივად ვხუმრობდით მის თავზე, ასე რომ დრო იყო გაეტანა.


ჩელსის გაუქმებული გოლები

მე ყოველთვის მსურს სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, ასეთი დახმარების გარეშე კი მათი მიღება ნაკლებად სავარაუდოა.
წელს რამდენჯერმე დაგვჭირდა მსგავსი დახმარება. ჟირუს გოლო თამაშგარე იყო.
რაც შეეხება ზუმას ეპიზოდს, მე მხოლოდ ეკრანს ვუყურე და იქ გამოჩნდა,რომ ვილიამს ხელი უბიძგეს. ჩემთვის ეს თამაშის წესების დარღვევაა.


მაგუერის შესაძლო გაძევების შესახებ

არა მგონია, რომ ეს წითელი ბარათი იყო. ის მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა. ეს ბიჭი მასზე მაღლა იყო და მისკენ გაფრინდა, მან მხოლოდ ფეხი გაწია და შემთხვევით მოერტყა იქ სადაც მართლა მტკივნეულია.

ჩემპიონთა ლიგის შესახებ

ეს შედეგი გვაძლევს თავდაჯერებულობას და გვაძლევს შანსს. ეს იქნება მჭიდრო რბოლა. არავისგან დახმარებას არ ველით. ჩვენ დღეს ვითამაშეთ და ხუთშაბათს კიდევ გვაქვს შეხვედრა. მართალი გითხრათ მე არ ვიცი რატომ არ შეგვეძლო გვეთამაშა შაბათს.

ჩვენ კვლავ მოგვიწევს ძალის აღდგენა
.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
19 თებერვალი 2020 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სტაბილურობაა მთავარი თორე ისე გინდ ჩელსის მოუგე და გინდ ლივეპულს აზრი არ ააქ სტაბილურობის გარეშე შედეგი 0 იქნება მაინც. 1 თამაშის მოგება ყველა გუნდს შეუძლია
0
№12
ავტორი: setera
19 თებერვალი 2020 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
სულ რაღაც 4-ტრანსფერი და სერიოზული გუნდი დადგება. სანჩო, მედისონი, რაისი და გრილიში. ახალგაზრდები და ინგლისელები.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top