თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2020, 16:13
ავტორი: Billy,
ნანახია: 2039,
კომენტარები: 12
იგალო დამოუკიდებლად ვარჯიშობს
კლუბის ახალწვეული კორონავირუსის საფრთხის გამო გუნდს ჯერ არ შეერთებია.
იგალო დამოუკიდებლად ვარჯიშობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" იჯარით აყვანილი ფორვარდი ოდიონ იგალო ჯერ კიდევ არ შეერთებია თავის ახალ გუნდს და დამოუკიდებლად ვარჯიშობს, ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ ის ახალჩამოსულია ჩინეთიდან, სადაც კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული.

კლუბმა ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი რისკის გამოსარიცხად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი უკიდურესად მცირე გახლდათ.

30 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი კლუბს ორშაბათს, ჩელსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის შეუერთდება.

როგორც მოგეხსენებათ, "წითლები ეშმაკები" საწვრთნელ შეკრებაზე ესპანეთში იმყოფებიან. ხოლო გუნდის ახალწვეული, როგორც BBC Sport-მა შეიტყო, მანჩესტერში, ეტიჰადის სტადიონთან ახლოს, National Taekwondo Centre-ში პერსონალური პროგრამით ემზადება, რათა "ჩელსისთან" მატჩს მწყობრში შეხვდეს.

ოდიონ იგალო "იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე ჩინური სუპერლიგის კლუბ "შანჰაი შენჰუადან" შეუერთდა.

კორონა ვირუსმა ბოლო მონაცემებით ჩინეთში 1350 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 60 000-ზე მეტი ინფიცირებულია.

ეპიდემიის გამო გადაიდო არაერთი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, ფორმულა 1-ის გრან-პრი.

წყარო: BBC
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
14 თებერვალი 2020 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Barsa tu ar gamoxta bolos, sanchos daitrevs vudvordi, imediaad iyavit.
Liverpuls ar dautmoben shansi araa, verneri/sancho daimaton 200 milioni gaisrolon skamistvis(verc erti ver iqneba dziritadi) shansi araa, egre tu moxda da micen egreve 3-4 epli livers.
Sabazro fasitac dachagravs livers vudvordi da xelfasitac, luzerebis wuwuraqobac cnobilia.
Barsa ras izavs kacma ar icis jer treneri ar yavt da abidalsac gauyeneben gzas savaraudot.
Chelsi da sitic gamoricxulia rigi mizezebis gamo.
0
№2
ავტორი: giorgi_mg
14 თებერვალი 2020 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ოდიონ იგალო კორონოვიჩი wink
0
№3
ავტორი: ikeoni
14 თებერვალი 2020 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ბევრის გასაკვირად ძირითადში იქნება და ბევრს დასვავს ზამენაზე
0
№4
ავტორი: Svanchester
14 თებერვალი 2020 19:05
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მაგრად მეიმედება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2020 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და ჩელსისთან როგორ უნდა ითამაშოს :) ალბათ 1-2 ჯერ წაივარჯიშებს :) ჩელსიმ ზიეჩი რა მალე იყიდა, ჩვენთან სანამ ოქროს გლობუსს არ აიღებს სატრანსფერო საგა სათავგადასავლო ჟანრში, მანამდე ფეხბურთელი ვერ მოყავთ. აგერ მაგალითად ბრუნოს სერიალი არაერთი ჯილდოს მფლობელია.
1
№6
ავტორი: PaLoMo
14 თებერვალი 2020 22:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: SANDROGRIGA
გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და ჩელსისთან როგორ უნდა ითამაშოს :) ალბათ 1-2 ჯერ წაივარჯიშებს :) ჩელსიმ ზიეჩი რა მალე იყიდა, ჩვენთან სანამ ოქროს გლობუსს არ აიღებს სატრანსფერო საგა სათავგადასავლო ჟანრში, მანამდე ფეხბურთელი ვერ მოყავთ. აგერ მაგალითად ბრუნოს სერიალი არაერთი ჯილდოს მფლობელია.

2კვირა კარამტინშია ძმა,კორონა ვირუსის გამო და არიქნება შემდეგ კვირაშინიქნება სავარაუდოთ

city 2წლით ჩემოიონთა ლიგიდან მოიხსნა ღადაობთ? გვარდიოლა წავა უეჭველად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Chesterman
14 თებერვალი 2020 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ანუ წელს მეხუთეზე რო გავიდეთ შესარჩევზე მოვხვდებით ??
0
№8
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2020 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ციტატა: Chesterman
ანუ წელს მეხუთეზე რო გავიდეთ შესარჩევზე მოვხვდებით ??

კი მოვხვდებთ თუ არ მოუხსნეს ბანი.
სავარაუდოთ გაპროტესტებს შეილება სატრანსფერო ბანი მისცენ და ლიგაზე დაბრუნონ.
გადმოიყვანონ სანე ან ბერნარდო
0
№9
ავტორი: David_Beckham7
15 თებერვალი 2020 05:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სანჩო კლოპთან მუშაობას არჩევს, მაგის მეშინია მხოლოდ ფულით თუ დაახარდბეს ეგეთი ფეხბურთელები არ იზიდავს ოლეს და ვნახოთ რა მოხდება
0
№10
ავტორი: bziki
15 თებერვალი 2020 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
David_Beckham7
20 wlis bichia tamashi unda, skamis xexva da klopis motivatoruli sityvebis smena tu unda marto ar vici, aranair logikashi ar jdeba jer ro luzerebma gadaixadon zamenashi 120 miIioni,da meore sancho elodos salahis wasvlas.
Magati wuwuraqobis ambavi ro vici Sadgac 70 milions shestavazeben, dortmundi masxrad aigdebs da egre morcheba eg ambavi.
Vudvordi tu seriozuladaa ganwyobili(rogorc iwereba ariso) 100 milionit daiwyebs vachrobas, mand luzerebi egreve gaqrebian tu shevlen kide auqcionshi dachagravs mainc vudvordi an minimum 120 ze metad ayidinebs eg kide utopia mgonia.
Verner-sancho ro iyidon ertad ragac dzilispirul zgapars gavs, verners daitreven albat mag fasshi nachuqaria timo,mand ukve udluria vudvordi:d:d
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top