თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2020, 16:13
ავტორი: Billy,
ნანახია: 2058,
კომენტარები: 12
იგალო დამოუკიდებლად ვარჯიშობს
კლუბის ახალწვეული კორონავირუსის საფრთხის გამო გუნდს ჯერ არ შეერთებია.
იგალო დამოუკიდებლად ვარჯიშობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" იჯარით აყვანილი ფორვარდი ოდიონ იგალო ჯერ კიდევ არ შეერთებია თავის ახალ გუნდს და დამოუკიდებლად ვარჯიშობს, ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ ის ახალჩამოსულია ჩინეთიდან, სადაც კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული.

კლუბმა ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი რისკის გამოსარიცხად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი უკიდურესად მცირე გახლდათ.

30 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი კლუბს ორშაბათს, ჩელსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის შეუერთდება.

როგორც მოგეხსენებათ, "წითლები ეშმაკები" საწვრთნელ შეკრებაზე ესპანეთში იმყოფებიან. ხოლო გუნდის ახალწვეული, როგორც BBC Sport-მა შეიტყო, მანჩესტერში, ეტიჰადის სტადიონთან ახლოს, National Taekwondo Centre-ში პერსონალური პროგრამით ემზადება, რათა "ჩელსისთან" მატჩს მწყობრში შეხვდეს.

ოდიონ იგალო "იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე ჩინური სუპერლიგის კლუბ "შანჰაი შენჰუადან" შეუერთდა.

კორონა ვირუსმა ბოლო მონაცემებით ჩინეთში 1350 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 60 000-ზე მეტი ინფიცირებულია.

ეპიდემიის გამო გადაიდო არაერთი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, ფორმულა 1-ის გრან-პრი.

წყარო: BBC
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
15 თებერვალი 2020 13:47
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: PaLoMo
ციტატა: SANDROGRIGA
გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და ჩელსისთან როგორ უნდა ითამაშოს :) ალბათ 1-2 ჯერ წაივარჯიშებს :) ჩელსიმ ზიეჩი რა მალე იყიდა, ჩვენთან სანამ ოქროს გლობუსს არ აიღებს სატრანსფერო საგა სათავგადასავლო ჟანრში, მანამდე ფეხბურთელი ვერ მოყავთ. აგერ მაგალითად ბრუნოს სერიალი არაერთი ჯილდოს მფლობელია.

2კვირა კარამტინშია ძმა,კორონა ვირუსის გამო და არიქნება შემდეგ კვირაშინიქნება სავარაუდოთ

city 2წლით ჩემოიონთა ლიგიდან მოიხსნა ღადაობთ? გვარდიოლა წავა უეჭველად


ოლემ დაადასტურა რომ გუნდთან ერთად წამოვა ჩელსისთან თამაშზეო.შაბათ კვირას ერთი ვარჯიში ექნებათ მანჩესტერში და ზამენიდან შემოიყვანს ალბათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№12
ავტორი: PaLoMo
15 თებერვალი 2020 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: The Special One
ციტატა: PaLoMo
ციტატა: SANDROGRIGA
გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და ჩელსისთან როგორ უნდა ითამაშოს :) ალბათ 1-2 ჯერ წაივარჯიშებს :) ჩელსიმ ზიეჩი რა მალე იყიდა, ჩვენთან სანამ ოქროს გლობუსს არ აიღებს სატრანსფერო საგა სათავგადასავლო ჟანრში, მანამდე ფეხბურთელი ვერ მოყავთ. აგერ მაგალითად ბრუნოს სერიალი არაერთი ჯილდოს მფლობელია.

2კვირა კარამტინშია ძმა,კორონა ვირუსის გამო და არიქნება შემდეგ კვირაშინიქნება სავარაუდოთ

city 2წლით ჩემოიონთა ლიგიდან მოიხსნა ღადაობთ? გვარდიოლა წავა უეჭველად


ოლემ დაადასტურა რომ გუნდთან ერთად წამოვა ჩელსისთან თამაშზეო.შაბათ კვირას ერთი ვარჯიში ექნებათ მანჩესტერში და ზამენიდან შემოიყვანს ალბათ.

მშვენიერია. იმქედია გასტყორცნის 1ს მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top