თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2020, 02:56
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3728,
კომენტარები: 16
ვან პერსი:"ის ბრწყინვალე შენაძენი იქნებოდა"
ვან პერსის რჩევა "მანჩესტერ იუნიატედს"
ვან პერსი:
რობინ ვან პერსმა მოუწოდა "მანჩესტერ იუნაიტედს",რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატონ "პარიზ სენ ჟერმენიდან" ედისონ კავანი.

მას პარიზელებთან ზაფხულში ეწურება კონტრაქტი,ურუგვაელი არ გეგმავს ამ კონტრაქტის გაგრძელებას,რის შედეგადაც ის უფასოდ დატოვებს გუნდს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ედისონს,როგორც "ჩელსის" ასევე "იუნიატედსაც" უკავშირებდნენ,მაგრამ ურუგვაელს "ატლეტიკოში" გადასვლა სურდა,ეს ტრანსფერი კი ვერ განხორციელდა,რის შემდეგაც მან ზაფუხლამდე ისევ პარიზში დარჩენა მოისურვა.

ვან პერსი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "იუნიატედისთვის",რომელმაც 2012-2013 წლებში უდიდესი როლი ითამაშა პრემიერ ლიგის მოგებაში.როგორც მოგეხსენებათ მას შემდეგ "მანჩესტერი" აღარც გამხდარა ინგლისის ჩემპიონი.

ჰოლანდიელმა თვითერზე საკმაოდ ბევრ კითხვას უპასუხა,ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას თუ ვინ უნდა დაემატებინა "იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე,რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"ედისონ კავანი,ის ბრწყინვალე მოთამაშეა და ის ხელმისაწვდომია"

მიუხედავად იმ ჭორებისა რაც გაზეთებში ვრცელდებოდა ედისონისა და "მანჩესტერის" შესახებ, მისმა აგენტმა აღნიშნა,რომ ის მხოლოდ ფულის გამო არ გადავიდოდა ინგლისურ კლუბში.

"კავანი მზად იყო უფრო ნაკლები ანაზღაურება მიეღო ვიდრე ეს პარიზში ჰქონდა,მაგრამ ატლეტიკოს არ შეეძლო ტრანსფერის მთლიანი თანხის გადახდა,პესეჟეს კი არ სურდა თანხის დაკლება,რის გამოც ვერ განხორციელდა ტრანსფერი.ჩემი აგენტისთვის ფული არ იყო მთავარი. პრიორიტეტული ფინანსური დაინტერესება, რომ ყოფილიყო ედისონი პრემიერ ლიგაში ჩელსიში,ან იუნაიტედში წავიდოდა"

"იუნაიტედმა" კი ზაფხულამდე ჩინეთიდან იგალო დაიმატა,სოლსკაიერმა კი მასზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ თავდასხმაში ის ბევრ რამეს შემატებს გუნდს.

"ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ასევე გოლის გატანის ალღოც აქვს,რაც მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი მომენტი გამოვიყენოთ"

"ის არის განსხვავებული თავდამსხმელი და აფრიკელი მოგვცემს საშუალებას,რომ ზოგჯერ დავასვენოთ ენტონი მარსიალი და მეისონ გრინვუდი "

"გვსურს შორს წავიდეთ ევროპა ლიგაზე,ასევე გვსურს შორს წავიდეთ FA თასზეც,ამიტომაც გვჭირდებოდა სხვა ტიპის თავდამსხმელიც,მითუმეტეს როდესაც მარკუს რაშფორდი რამოდენიმე ხნით გამოგვაკლდა,მაგრამ როდესაც ის დაბრუნდება ჩვენ სულ სხვა გუნდი ვიქნებით"
ჭორები
16 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
4 თებერვალი 2020 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შორს წავიდეთ რა ასტანა ხარ?! თუ მარიბორი?! ეშინია რო თქვას ჩემპიონები უნდა გავხდეთო? რა მენტალიტეტის კაცია ვერ გავიგე, ტეხავს ასეთი განცხადებები.
კავანის მოყვანას ისევ ჰაალანდი გამოისყიდონ ჯობია, თუ აქვს კონტრაქტში გამოსასყიდი.
0
№2
ავტორი: PaLoMo
4 თებერვალი 2020 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: giorgi_mg
შორს წავიდეთ რა ასტანა ხარ?! თუ მარიბორი?! ეშინია რო თქვას ჩემპიონები უნდა გავხდეთო? რა მენტალიტეტის კაცია ვერ გავიგე, ტეხავს ასეთი განცხადებები.
კავანის მოყვანას ისევ ჰაალანდი გამოისყიდონ ჯობია, თუ აქვს კონტრაქტში გამოსასყიდი.

კავანის მოყვანა დროებითი იყო რაზეც არ დათანხმდა.ჩვენ გვჭირდებოდა 6თვიანი ფეხბურთელი და ავიყვანეთ კიდეც,ზაფხულში მოიყვანენ ვინმეს აუცილებლად.ისე იღადავეთ და ბელოტი ვაბშე რო ჩაქრა...თუ ახაოვს კიდ ვინმეს?არადა გამდიდრება უნდოდა ტორინოს მოსით ახლა კიდე 50მიკიონად სრიყიდის არავინ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2020 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგრად გამისწორდებოდა ამის არადა ამის მოსვლა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 თებერვალი 2020 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი რამე ცხადია რო ზაფხულში მაღალი დონის ფორვარდია მოსაყვანი
0
№5
ავტორი: 100%Red
4 თებერვალი 2020 15:53
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ბოგბაზე და სკოტზე რა ისმის? დაბრუნდებიან ამ თვეში?
1
№6
ავტორი: setera
4 თებერვალი 2020 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ვინმე გამოჩნდება კიდევ, შარშან არავინ იცოდა ვინ იყო ჰოლანდი აბრაჰამი და ა.შ. კულიბალი, რაისი, დუგლას კოშტა და ვერნერი ზაფხულში და გუნდს დავემსგავსებით.
0
№7
ავტორი: PaLoMo
4 თებერვალი 2020 16:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: setera
ვინმე გამოჩნდება კიდევ, შარშან არავინ იცოდა ვინ იყო ჰოლანდი აბრაჰამი და ა.შ. კულიბალი, რაისი, დუგლას კოშტა და ვერნერი ზაფხულში და გუნდს დავემსგავსებით.

duglas costa აღარ გვინდა ძმა.ლიგაზე თუ გავედით სანჩოს მოიყვანენ,კულიბალიც სავარაუდოა რო მოიყვანონ ვერნერზე ვიძახი ამდენხანს,მაგრამ ვიბმისმენს?60მილიონი არაფერია მაგ ბიჭში. პოგბა თუ წავა სავარაუდოთ კიდე 1ნახევარმცველს მოიყვანენ და ეგიქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: bziki
4 თებერვალი 2020 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ვის დაითანხმებენ ვნახოთ,სანჩო და ვერნერი ნაღდათ არ მგონია,დემბელე ან ოსიმინი რო მოიყვანონ ეგეც იდიალურია ამ პირობებში.
მატიჩი,მატა,ლინგარდი წავლენ და ერთ ნახევარმცველი ნაღდათ არ ეყოფა პოგბაც თუ გაყვა საერთოდ.
სერიოზულ ნერვოზს დამმართებენ ზაფხულში,ლონგსტაფებით და ბელინგემებით:D
სუმარე,გრელიში,ოსიმინი მაგარი შევსება იქნება, პოგბა თუ გაუშვეს + ფაბიან რუისი/სავიჩი.
მცველი არა მგონია იყიდოს
0
№9
ავტორი: misteryou
4 თებერვალი 2020 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ჰალანდი დაივიწყეთ შანსი არაა ჩვენთან მოვიდეს.. მე უფრო მგონია რომ იგალო კარგად ათამაშდება და პოგბა რეშფორდის კაი ფორმით ბევრსაც შეყრის აი ნახეთ.. არ მჯერა რომ იგალოს კიდევ ერთი წელი არ დატოვებენ, მარსიალსაც ამოაგდებს იმიტომ რომ საოცარი გოლის ალღო აქვს ტიპს, მარსიალივით ზლოზინა არაა ტიპი იმენა დაღოღავს...
0
№10
ავტორი: PaLoMo
4 თებერვალი 2020 23:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: misteryou
ჰალანდი დაივიწყეთ შანსი არაა ჩვენთან მოვიდეს.. მე უფრო მგონია რომ იგალო კარგად ათამაშდება და პოგბა რეშფორდის კაი ფორმით ბევრსაც შეყრის აი ნახეთ.. არ მჯერა რომ იგალოს კიდევ ერთი წელი არ დატოვებენ, მარსიალსაც ამოაგდებს იმიტომ რომ საოცარი გოლის ალღო აქვს ტიპს, მარსიალივით ზლოზინა არაა ტიპი იმენა დაღოღავს...

ighalos რაც შეეხება ასე არმინახავს მისი თამაში.მაგრამ იუთუბში ვანს რო კაცის მოტყუება უყვრას და გამწვავება სიტუაციის ვნახოთ რაიქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top