თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2020, 02:56
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3724,
კომენტარები: 16
ვან პერსი:"ის ბრწყინვალე შენაძენი იქნებოდა"
ვან პერსის რჩევა "მანჩესტერ იუნიატედს"
ვან პერსი:
რობინ ვან პერსმა მოუწოდა "მანჩესტერ იუნაიტედს",რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატონ "პარიზ სენ ჟერმენიდან" ედისონ კავანი.

მას პარიზელებთან ზაფხულში ეწურება კონტრაქტი,ურუგვაელი არ გეგმავს ამ კონტრაქტის გაგრძელებას,რის შედეგადაც ის უფასოდ დატოვებს გუნდს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ედისონს,როგორც "ჩელსის" ასევე "იუნიატედსაც" უკავშირებდნენ,მაგრამ ურუგვაელს "ატლეტიკოში" გადასვლა სურდა,ეს ტრანსფერი კი ვერ განხორციელდა,რის შემდეგაც მან ზაფუხლამდე ისევ პარიზში დარჩენა მოისურვა.

ვან პერსი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "იუნიატედისთვის",რომელმაც 2012-2013 წლებში უდიდესი როლი ითამაშა პრემიერ ლიგის მოგებაში.როგორც მოგეხსენებათ მას შემდეგ "მანჩესტერი" აღარც გამხდარა ინგლისის ჩემპიონი.

ჰოლანდიელმა თვითერზე საკმაოდ ბევრ კითხვას უპასუხა,ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას თუ ვინ უნდა დაემატებინა "იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე,რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"ედისონ კავანი,ის ბრწყინვალე მოთამაშეა და ის ხელმისაწვდომია"

მიუხედავად იმ ჭორებისა რაც გაზეთებში ვრცელდებოდა ედისონისა და "მანჩესტერის" შესახებ, მისმა აგენტმა აღნიშნა,რომ ის მხოლოდ ფულის გამო არ გადავიდოდა ინგლისურ კლუბში.

"კავანი მზად იყო უფრო ნაკლები ანაზღაურება მიეღო ვიდრე ეს პარიზში ჰქონდა,მაგრამ ატლეტიკოს არ შეეძლო ტრანსფერის მთლიანი თანხის გადახდა,პესეჟეს კი არ სურდა თანხის დაკლება,რის გამოც ვერ განხორციელდა ტრანსფერი.ჩემი აგენტისთვის ფული არ იყო მთავარი. პრიორიტეტული ფინანსური დაინტერესება, რომ ყოფილიყო ედისონი პრემიერ ლიგაში ჩელსიში,ან იუნაიტედში წავიდოდა"

"იუნაიტედმა" კი ზაფხულამდე ჩინეთიდან იგალო დაიმატა,სოლსკაიერმა კი მასზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ თავდასხმაში ის ბევრ რამეს შემატებს გუნდს.

"ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ასევე გოლის გატანის ალღოც აქვს,რაც მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი მომენტი გამოვიყენოთ"

"ის არის განსხვავებული თავდამსხმელი და აფრიკელი მოგვცემს საშუალებას,რომ ზოგჯერ დავასვენოთ ენტონი მარსიალი და მეისონ გრინვუდი "

"გვსურს შორს წავიდეთ ევროპა ლიგაზე,ასევე გვსურს შორს წავიდეთ FA თასზეც,ამიტომაც გვჭირდებოდა სხვა ტიპის თავდამსხმელიც,მითუმეტეს როდესაც მარკუს რაშფორდი რამოდენიმე ხნით გამოგვაკლდა,მაგრამ როდესაც ის დაბრუნდება ჩვენ სულ სხვა გუნდი ვიქნებით"
ჭორები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
4 თებერვალი 2020 23:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იგალო სუფთა უოტფორდის დონისაა, ამ ტრანსფერზე გამახსენდა აი ჩელსიმ რო დაიწყო ერთი პერიოდი უაზრო ტრანსფერები დემბა ბა და ვიღაცეები რომ იყიდა, თუმცა დემბა ბამ ეპლის ისტორიაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომენტი შექმნა (ჯერარდი) და ვნახოთ იქნებ ამანაც რაიმე განსაკუთრებულით დაგვამახსოვროს თავი :დ
0
№12
ავტორი: Malboro463
5 თებერვალი 2020 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სანჩოში ამდენი თანხის გადაყრა არ ღირს ცოტა ინტელექტში მოიკოჭლებს. მასეთი რეში გვყავს და გვეყოფა
0
№13
ავტორი: kantona-7
5 თებერვალი 2020 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არანაირად არმინდა ბებერი კავანის მოყვანა და ისევ გუგალო:)) მირჩევნია 6 თვით, გამოჩნდება რანაირად უყვარს მანჩესტერი:დდ კლასითრო კავანი ჯიბია და მაღალი დონეა მეცვიცი მარა მაგან თავისი მოჭამა და ფულის გასაკეთებლად ისედაც გვყავს გუნდში რამდენინე:დდ
პოგბას გაშვებაც მაგრად არმინდა და იმედიმაქვს დარჩება საბოლოოდ!
ვფიქრობ საკმაოდ კარგი თაობა მოდის ევროპაშიდა თუ ნორმალურად დახარჯავენ ფულს 4-5 ფეხბურთელის მოყვანა არუნდა გაუჭირდეთ ვინც გუნდისთვის ითამაშებს და არამარტო ფულისთვის. როგორც ჰალანდი გამოჩნდა უცებ აი ზუსტად მასეთი ტალანტების მოძებნა იქნება კარგი. მგონიარო ოივიჩი იქნება იდეალური რეალმა თუგამოუშვა ჩვენთან გაიხსნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: Dato kutaisi
5 თებერვალი 2020 10:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ციტატა: Malboro463
სანჩოში ამდენი თანხის გადაყრა არ ღირს ცოტა ინტელექტში მოიკოჭლებს. მასეთი რეში გვყავს და გვეყოფა

მეც მაგ აზრზე ვარ რომ სამჩო უფრო მეტად რეკლამაა ვიდრე არის სინამდვილეში და თან ძაან უინტელექტოა,ნუ საფეხბურთოს ვგულისხომ.აი ძალიან გავს რეშს:))
ზოგადად მგონია ეს ბრუნოს ტრანსფერი ბოლო იყო ოლესთვის,იმ პირობით რომ ა ბატონო მოყვანითაც მოგიყვანეთ და გაშვებითაც გავიშვით და გვანახე რა შეგიძლიაო.სეზონის ბოლო შედეგები გადაწყვეტს ენდობიან თუ არა.თუ ენდობიან ისევ უყიდიან თუ არადა უკვე სხვა მწვრთნელს მოუყვანენ ვინც უნდათ.
ვუდვორდი საგინებელია იმის გამო რომ პალაჟენია არ აქვს გუბდში დაყენებული.სპორტული დირექტორი სხვა გავლენების გამი ვერ მოყავს თორე ეგ პირველი თვითონ ჭირდება.არავინ თქვას ტრანსფერებს ვერ ჩარხავსო რა.რომელ მწვრთნელსაც ვინ უნდოდა ყველა მოუყვანა.მოურინიოს ბოლოს ვერ კი არა, არ მოუყვანა.ხოდა მაინც ედიკას გინებაშია ყველა.ბოლო ბოლო რო თქვას ამ კაცს შიგ ხო არ გაქვთ რას მერჩითო მთლად მტყუანიც არ იქნება:))
რატომღაც ყველას გონია რომ წინ ჰალანდს თუ დავაყენებთ ახლა ის დაიწყებს გოლების შეყრას.არაა ეგრე ხო.მარსიალივით ცენტრში ჩამოსვლა თუ დაჭირდა ბურთის მისაღებად და მოკლე პასი და კედელი ვერ გაუთამაშა ვერავინ გოლი როგორ უნდა გაიტანოს?
ჩვენი პრობლემა მოუდან მოყოლებული იყო ცენტრი.ცენტრის სისუსტის გამო მოუს დაცვას აკრიტიკებდნენ არადა ამაზე გაცილებით ნაკლებს უშვებდა დაცვა ვიდრე ახლა.დაცვა გაძლიერდა და ახლა მეტს ვუშვებთ.ეს ხომ დიაგნოზია ცალსახად.ცენტრი გვყავს უსისტესი და არაფერ შუაში არაა დაცვის სისუსტე და არა აგრესიულობა.ვიქტორას აგრესიულიბა აკლიაო ლანძღავს ყველა,ჩასვით ბარსა ან რეალში და როგორ მცველი იქნება ნახავს ყველა.როცა მე-18ადგილოსანი თავზე გაზის იქ გექნება ერთი შეცდომა მაინც მთელს თამაშში.
ახლაც ცენტრი ვითომ გაძლიერდა.აი პოგბაც და სკოტიც დააბრუნე თუ გინდა,მაინც ასე სუსტი იქნება ცენტრი.რატომ?იმიტომ რომ ოლემ არ იცის ცენტრმა როგორ იმუშაოს,ვერასოდეს დაალაგა ვერცერთ თამაშში ცენტრი.
ხოდა სულ რომ სქოულზი და ხავი დაუყენო ამას გუნდში ცენტრი მაინც ასეთი მკვდარი იქნება და მაინც კონტრზე ითამაშებს
0
№15
ავტორი: bziki
5 თებერვალი 2020 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Dato kutaisi
Transferebs ki aketebs ase tu ise mara sxva danarchenshi nolia.
Kontraqtis gaxangrdliveba ro unda fexburtels erti tvit adre axsendeba,
xelfasebi da swori poziciebis shevseba exla daamugamebines,
5 marcxena mcveli gvyavda.
Fexburtelis swor fasshi gashvebac exla daamugama.
Forvardi ro ar gvyavda gundshi 5 saatit adre gaigo.
Mwvrtnels tan sportful direqtors pozicias adlevs tan mwvrtnelis, milani aketebs exla magas:d moewona eg azri:d:d
Finansebshi, sareklamo kompaniebis modiebashi martla magaria, fexburti ar esmis prosto.
Pogba du datoves davijereb kide rames, Pogba ise ar darcheba tu ar daajeres am proeqtis siswore, Pogba tu darcha eseigi daxarjaven kide ert 200 milions tan sworad.
Sulsheri ro dadges sportful direqtorad da Pochetino treneread eg yvelaze magra gamoswordeba mara ar moxdeba eg.
Pogba ro dabrundeba vnaxot ra iqneba Bruno-pogba ukve dzalaa mere Centrshi xarisxi moetxoveba, wesit male unda dabrundes.
0
№16
ავტორი: Maguire_Harry
11 თებერვალი 2020 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
არ მოდის ეს კაცი ამ დაქცეულ მანჩესტერში რაც არუნდა გადაუხადო, ყველა სანჩესივით ფულს დახამებული კიარაა, სიტუაციას, კლუბის ამბიციებს და ათას რამეს უყურებენ... მითუმეტეს კავანის 2-3 კარგი სეზონი აქვს დარჩენილი დიდი ალბათობით და ამბიციური კაცია როა კი ვიცით, მშენებარე მანჩესტერში არამგონია მოვიდეს. ფული რო აინტერესებდეს მარტო პსჟ-ში იქეთ მიდის ეგეთი ხალხი და მანდედან ხოარ წამოვიდოდა :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top