თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2013, 19:21
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 30
კლუბმა ნანის ახალი კონტრაქტი შესთავაზა
ნანი ულტიმატუმის წინაშეა - გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ან კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
კლუბმა ნანის ახალი კონტრაქტი შესთავაზა
ნანი ულტიმატუმის წინაშეა - გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ან კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
წინა კვირას, შეხვედრაზე დაბარებულ ლუის ნანის „იუნაიტედმა“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც, გუნდში ის 4 წლით დარჩება და კვირაში 90,000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
მისი მოთხოვნა, ყოველკვირეულად 130,000 ფუნტი მიეღო, კლუბმა არ დააკმაყოფილა. ახლა უკვე ყველაფერი პორტუგალიელზეა დამოკიდებული - თუ ნანი კონტრაქტს არ გააფორმებს, „იუნაიტედი“ მის მსურველ კლუბს მოძებნის და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს გაყიდის.
26 წლის ვინგერი „ოლდ ტრაფორდზე“ პორტუგალიის „სპორტინგიდან“ 2007 წლის ივლისში, 14 მილიონ ფუნტად გადაბარგდა. „მანჩესტერში“ კი რა თქმა უნდა ზარალის მიღება არ სურთ და მის გაყიდვას შედარებით დიდ თანხად შეეცდებიან.
სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ, „რედინგთან“ გამართული მატჩის შემდეგ გამოხატა. ნანის სათადარიგოთა სკამიდან თამაშის ყურების ნაცვლად, პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს, რაზეც შოტლანდიელმა ულტიმატუმითვე უპასუხა:
“ნანი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. გვსურს, რომ ის კლუბში დარჩეს. ლუისს გარანტირებული ექნება ადგილი პირველ გუნდში თუ ითამაშებს ისე, როგორც ეს „რედინგთან“ გააკეთა.“ - განაცხადა ფერგიუსონმა.

წყარო: thesun.co.uk
ახალი ამბები
30 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2013 19:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სად გვყავს დასაკარგი გარემარბები derpwhy
0
№2
ავტორი: love united
26 თებერვალი 2013 19:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გაუხანგრძლივეთ კაცო...თუ ფორმაში შევიდა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება...ამ ვალენსიას რა დაემართა საერთოდ ვერ აკეთებს ვერაფერს...
0
№3
ავტორი: don_vini
26 თებერვალი 2013 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
იმედია მოაწერს ხელს კონტრაქტს.რა უჭირს იყოს 90000 ფუნტი კვირაში:)დაახლოებით 4 692 857 ფუნტი სტერლინგი გამოუვა წელიწადში wink გადავიანგარისშე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: Tsuki
26 თებერვალი 2013 19:38
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
don_vini

4 320 000 გამოუვა :D ცუდი არ არის :D

დარჩეს რა :) მაგრა გაასწორებს
0
№5
ავტორი: I L C
26 თებერვალი 2013 19:40
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Tsuki,
ხო მეც მაგრად მინდაა.....არ წავა ვარიანტი არააა......100%
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: SAF
26 თებერვალი 2013 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს უნდა დარჩეს ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: Amanda Seyfried
26 თებერვალი 2013 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კარგით რა მაგარ ბოზობას უკეთებენ ნანის :( იანგს რატომ უნდა ქონდეს ნანიზე მაღალი ხელფასი? რა იმსახურებს? თუ ნანიზე მეტს აკეთებს? წელს ნანიზე გარგი ვინგერი არ გვყავს და უსამართლოდ ექცევიან
0
№8
ავტორი: razma21
26 თებერვალი 2013 19:50
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ძმა კონტრაქტი გინდა? ა ძმა კონტრაქტი გააფორმე ბუბლიკ :)))
0
№9
ავტორი: don_vini
26 თებერვალი 2013 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
Tsuki,
არაა ზუსტად მასე გამოსდის მე რაც დავწერე wink წელიწადში არის 365 დღე,შესაბამისად 52 კვირა და ერთი დღე. 52 X 90000=4 680 000 და დარჩა ერთი დღე და იმ ერთ დღეში გამოსდის 12857 და სულ გამოვიდა 4 692 857 wink wink wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№10
ავტორი: gilmour
26 თებერვალი 2013 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
don_vini,
მასე ზუსტად ნანისაც არ ეცოდინება თავისი ხელფასი:)))
უნდა დარჩეს აბა რაა, გავზარდეთ კაცად ვაქციეთ ახლა გავუშვათ?:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top