თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2020, 16:41
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2122,
კომენტარები: 19
როჯერსი:"ლესტერს არავინ დატოვებს"
როჯერსი მედისონის ტრანსფერზე საუბრობს.
როჯერსი:
"იუნაიტედი" დიდი ხანია დაინტერესებულია "ლესტერის" შემტევი ნახევარმცველით ჯეიმს მედისონით,მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ეს ტრანსფერი ზამთარში შედგეს.

მიუხედავად სკოტ მაკტომინეისა და ფრედის პერსპექტიული წყვილისა, ოლე გუნარი მაინც მიიჩნევს რომ ნახევარდაცვა გასაძლიერებელია,ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს პოგბას ტრავმა,ასევე ლინგარდისა და პერეირას ცუდი ფორმა.

როჯერსმა კი ჯეიმს მედისონისადმი ჭორებს წერტილი დაუსვა და განაცხადა,რომ "ლესტერი" არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი რომელიმე ფეხბურთელის გაშვებას.

"ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე არავინ დატოვებს გუნდს"-განაცხადა როჯერსმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.

ასევე "იუნაიტედი" დაინტერესებული იყო "ზალცბურგის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდით,მაგრამ "მანჩესტერი" "დორტმუნდის" ბორუსიასთან ბრძოლაში დამარცხდა."მანჩესტერის" წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ერლინგთან,მაგრამ მან უარი განაცხადა "იუნაიტედში" გადასვლაზე.

სოლსკაიერს კითხეს კლუბის სატრანსფერო სიახლეებზე,მან კი აღნიშნა,რომ გუნდი მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების გადმოსაბირებლად იბრძოლებს.

მან თქვა:"ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელებს და როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადე ჩვენ გვაქვს მიზნები და ამ მიზანს მივყვებით.თუ მანჩესტერისთვის შესაფერისი ფეხბურთელი გამოჩნდება ბაზარზე ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისთვის"
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2020 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ბევრია მერე ეგეთი ოლე ბევრიიიი
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
4 იანვარი 2020 18:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: ikeoni
ბევრია მერე ეგეთი ოლე ბევრიიიი

პრობლემა იმაშია რომ ძიებით ჩემპიონშიპში ეძებს
0
№3
ავტორი: JuanMata
4 იანვარი 2020 19:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ანუ მატიჩი-ფრედის იმედად ვრჩებით.
არა, მაინც ვერ ვხვდები, რა იმედით იწყებდნენ სეზონს ნახევარმცველის გარეშე.

პოგბა - თავში როდის რა გადაუტრიალდება, ვერ გაიგებ. ყველაზე არასტაბილური და არასაიმედო ფეხბურთელია, მიუხედავად თავისი ნიჭისა.

მატიჩი - რომელსაც მთავარი მწვრთნელი არ ენდობა, პრინციპში უსაფუძვლო არაა ეს უნდობლობა.

ფრედი - ზაფხულში მითუმეტეს, საერთოდ გაუგებარი პერსონაჟი იყო.

მაკტომინეი - ერთადერთი ნორმალური, სტაბილური ფეხბურთელი, რომელსაც შეიძება ენდო.

ძალიან გაგვიმართლა რომ სკოტმა მოახერხა და ასე თუ ისე ნორმალური პროგრესი განიცადა და ფრედი დამშვიდდა და ფაფხურს მოეშვა.
რეალურად მაინც ძალიან სუსტი ცენტრი გვაქვს, მაგრამ ეს ორი კაცი აკეთებს, რაც შეუძლიათ.

პერეირას ლინგარდს და მატას არ ჩართავ ამ სიაში, იმიტომ რომ შემტევები არიან და მაგათი საყრდენ ზონაში დაყენებას, ისევ ჯონსის გამოყვანა ჯობია.

თუ ვერ დავიმატეთ ვერავინ ამ პოზიციაზე, მე ვცდიდი ლინდელოფს საყრდენად. სისწრაფე ნორმალური აქვს, ბურთთან კარგადაა და პასიც კარგი აქვს. თავზე თამაში ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საყრდენზე არაა, როგორც მცველისთვის.
0
№4
ავტორი: shotkin
4 იანვარი 2020 20:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ბევრია მერე ეგეთი ოლე ბევრიიიი

პრობლემა იმაშია რომ ძიებით ჩემპიონშიპში ეძებს

აი არასდროს არ მესმოდა ეგეთი კომენტარები ))) რა შუაშია ჩემპიონშიფი და იქიდან რო დაიმატო კაცი რა ტეხავს თუ არ გეკადრება გუნდს? ეხლა რონალდიონიოს ნაირი ტალანტი რო რო ცემპიონშიფში იყოს ის ფეხბურთელი არ არის? აგერ ნიკოლას ანელკა უბანში თამაშობდა ფეხბურთს და იქიდან წამოიყბვანეს დიდ ფეხბურთში პირდაპირ აი უბნის სტადიონიდან მონახეს , რა ლოგიკაა მართლა არ მესმის ჩემპიონშიფშიც არის ფეხბურთი და ყველგან და ყველგან სეიძლება ვინმე მონახო დანიელ ჯეიმსი მოიყვანეს ჭ კლასიდან ხო მარა ჰოლანდდიის ჩემპიონატიდან მოსულ მემფის დეპაიზე მეტი აქ გაკეთებული უკვე მაგალითად რო ვთქვათ და მეტს აკეთებს. არაა სწორი ეს დაკნინებები ტალანტი ყველგან შეიძლება ნახო.

ზამთრის სატრანსფეროს რაც შეეხება მაგრად მჯერა რო არავინ მოვა ისეთი ვინც პირველ გუნდში ითამაშებს ვინმე 15 წლის თუ იყიდეს სამომავლოდ ეგ არვიცი დალშე ზღაპარია ტრანსფერი იასნი იყო ისედაც რა მედისონი რის მედისონი ეგეთ ფეხბურთელებს ვისაც ლოკომოტივის როლი აკისრია გუნდში და თან ის გუნდი ასე თუ ისე კარგად გამოიყურება და თავისი მიზნისთვის იბრძვის რო ლიგის ზონაში დარჩეს არ გაყიდის ერთ-ერთ ლიდერს აი რასაც ფეხბურთს ვუყურებ სულ ასეა და სწორიცაა უბრალოდ გამონაკლისებიც ხდება ისიც თუ უკმაყოფილოა უკიდურესად მოთამაშე ან კონფლიქტიაქ გუნდში და ა,შ და მედისონს მსგავსი არაფერი ჭირს. ზაფხულამდე აქ ტრანსფერი არიქნება. უბრალოდ ამ გუნდს ტრანვების სიმდრომი ჭირს კაი 7 წელია და როდემდე უნდა გაგრძელდეს მაინტერესებს.

და კიდე ნერვები მეშლება გუნდში რო ინვალიდებს აჩერებენ ისეთებს როგორიც ერიკ ბაილია (არ მაინტერესებს კარგი იგროკია თუ ცუდი რა რაზრი აქ ისეთის ყოლას წელიწადში რო თითზე ჩამოსათვლელ თამაშებს თამაშობს) მერე კიდე საქმე იმაზე რო მიდგება დაცვა გავაძლიეროთო ყოველთვის იფიქრებს მწვრთნელი რო ჯონსი ბაილი გყავს მარა რელაურად არ გყავს იმიტორო ალეწლია და გაყიდე რა ეს დედანატირები რო მერე მაინც მიხვდე როცა დარჭირდება სიტყვაზე მცველი მიხვდე რო უი არ გყოლია და იყიდო ნორმალური ისეთი ვინც ბრინჯივით არ ისლება ყოველ 2 თამაშში
0
№5
ავტორი: 100%Red
4 იანვარი 2020 21:15
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რო გადავხედე შემადგენლობას გრინვუდი, ჩონგი და უილიამსი არიან სასტარტოში.
რამაინტერესებს ერთი ეს გომესი სად დაიკარგა რო გააქრეს საერთოდ
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 იანვარი 2020 22:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Shotkin ჩემს კომენტარში არის ის მთავარი ლოგიკა რაც ამ გუნდს არ გააჩნია საერთოდ.ესაა ამბიცია.როდესაც გუნდს რაიმეზე ამბიცია გაქვს ამისთვის ფეხბურთელებს ეძებ დიდ ჩემპიონატებში.რაც შეეხება ჯეიმსს და ზოგადად მისი კალიბრის ფეხბურთელის ძებნას.მიმაჩნია რომ ჯეიმსი არის ძალიან სწორხაზოვანი უტვინო ფეხბურთელი რომელსაც სირბილი შეუძლია და არ ეზარება.რაც შეეხება ჩემპიონშიპში ფეხბურთელების ძიებას მე ეს არ დამიკნინებია.როდესაც ძირითადი სასტავის ხალხს ეძებ ასეთ ჩემპიონატში ეგაა პრობლემა.როცა ასე ეძებ და ეძებ ტალანტს ეს ტალანტი უნდა იყოს 15 დან 17 წლამდე.აბა 21 წლის ფეხბურთელი რომ ისევ ჩემპიონშიპშია ის ძირითადისთვის მოიყვანო ეს ნიშნავს არ გაქვს ამბიცია.
ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.ტიტულებს იგებს შემადგენლობა და ვარსკვლავები ძლიერი ტრენერით.ხოდა არასოდეს მოვა აქ ძლიერი ფეხბურთელი თუ მას ჯეიმსისნაირები ეგულება სასტავში და ტრენერად ოლე.
ესაა პრობლემა და არა ის რომ ბანგლადეშის ჩემპიონატში ეძებდე ტალანტს.

იმდენი გავარტყი ამ varს რამდენი ეგ პენალტი არ იყო
0
№7
ავტორი: Lalana
4 იანვარი 2020 22:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ჯერ-ჯერობით ნორმალურად გამოიყურებიან,იქაც უეჭველი პენალტი იყო დასანიშნი.სიზუსტე აკლიათ,კარში დარტყმა ვერ დაამუღამეს,დანარჩენი ასე თუ ისე კარგია.

ჯერ-ჯერობით ნორმალურად გამოიყურებიან,იქაც უეჭველი პენალტი იყო დასანიშნი.სიზუსტე აკლიათ,კარში დარტყმა ვერ დაამუღამეს,დანარჩენი ასე თუ ისე კარგია.
0
№8
ავტორი: JuanMata
4 იანვარი 2020 22:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
როგორ შეიძლება ამდენი ხნის მანძილზე კუთხურიდან ერთი ნორმალური მომენტიც ვერ შექმნა, არა მარტო კუთხური, სტანდარტებს საერთოდ ვერ ვიყენებთ. ვულვზმა პატარა შტურმი მოგვიწყო კუთხურებით და ჩვენთვის კუთხურს და კარიდან დარტყმას ერთი ფასი აქვს.
1
№9
ავტორი: sergi070
4 იანვარი 2020 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
იმდენი გავარტყი ამ varს რამდენი ეგ პენალტი არ იყო
ვილიამსი რომ იტალიელი ყოფილიყო უეჭველი დადებდა პენალტის))) პატარა ბიჭია, გამოუცდელი. იტალიელებს აფერისტობის თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, აი სუარესი რომ ყოფილიყო თან გააგდებინებდა დენდონკერს))))
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
4 იანვარი 2020 22:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ასეთი შტერი თამაში კაი ხანია არ მიყურებია დამღალა რასაც ქვია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top