თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2020, 16:41
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2126,
კომენტარები: 19
როჯერსი:"ლესტერს არავინ დატოვებს"
როჯერსი მედისონის ტრანსფერზე საუბრობს.
როჯერსი:
"იუნაიტედი" დიდი ხანია დაინტერესებულია "ლესტერის" შემტევი ნახევარმცველით ჯეიმს მედისონით,მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ეს ტრანსფერი ზამთარში შედგეს.

მიუხედავად სკოტ მაკტომინეისა და ფრედის პერსპექტიული წყვილისა, ოლე გუნარი მაინც მიიჩნევს რომ ნახევარდაცვა გასაძლიერებელია,ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს პოგბას ტრავმა,ასევე ლინგარდისა და პერეირას ცუდი ფორმა.

როჯერსმა კი ჯეიმს მედისონისადმი ჭორებს წერტილი დაუსვა და განაცხადა,რომ "ლესტერი" არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი რომელიმე ფეხბურთელის გაშვებას.

"ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე არავინ დატოვებს გუნდს"-განაცხადა როჯერსმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.

ასევე "იუნაიტედი" დაინტერესებული იყო "ზალცბურგის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდით,მაგრამ "მანჩესტერი" "დორტმუნდის" ბორუსიასთან ბრძოლაში დამარცხდა."მანჩესტერის" წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ერლინგთან,მაგრამ მან უარი განაცხადა "იუნაიტედში" გადასვლაზე.

სოლსკაიერს კითხეს კლუბის სატრანსფერო სიახლეებზე,მან კი აღნიშნა,რომ გუნდი მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების გადმოსაბირებლად იბრძოლებს.

მან თქვა:"ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელებს და როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადე ჩვენ გვაქვს მიზნები და ამ მიზანს მივყვებით.თუ მანჩესტერისთვის შესაფერისი ფეხბურთელი გამოჩნდება ბაზარზე ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისთვის"
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2020 23:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე ერთი უსახური თამაში
0
№12
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2020 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Dato kutaisi
ასეთი შტერი თამაში კაი ხანია არ მიყურებია დამღალა რასაც ქვია

ვერაფერი ხო დავით ვერ ვუყურე
0
№13
ავტორი: Lolasha
4 იანვარი 2020 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
96 წუთში ვულვზის წინააღმდეგ 1 ზუსტი დარტყმა რო არ გექნება რაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია. ყველა უნიჭო აქაა პერეირას ფეხბურთი ვერ გავიგე მე რა ფენომენია. ლინგარდზე და იანგზე არმაქ საუბარი და მაგ ხე ხალხზე. 96 წუთი მიმდინარეობდა, 1 წუთი იყო დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე და იანგი ისე მიდიოდა ბურთთან აუტი რო ჩაეწოდებინა გეგონებოდა ვიგებდით და დრო გვქონდა გასაყვანი.
მოკლედ, პობაა გასაყიდი და მაგ ფულით + დამატებით რუბენ ნევეშ, სავიჩი და ფერნანდეში მოსაყვანი. მთლიანი ნახევარდაცვა შესაცვლელია. ვერნერი მოიყვანონ ან ნორმალური ფორვარდი ვინმე იქნებ გვეშელოს რამე. ყოველ თამაშს რაღაც იმედით ველოდები და ვუყურებ და ბოლოს ნერვები მაქ მოშლილი
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
4 იანვარი 2020 23:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ikeoni
ციტატა: Dato kutaisi
ასეთი შტერი თამაში კაი ხანია არ მიყურებია დამღალა რასაც ქვია

ვერაფერი ხო დავით ვერ ვუყურე

ბედნიერი კაცი ხარ:))დროს და ნერვებს მოუფრთხილდი
0
№15
ავტორი: Old Red Devil
4 იანვარი 2020 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
რას ვერჩით ოლეგას?!ტიპმა მარტო დაცვის გაძლიერება გაბედა ისიც მოურინიოს მონახაზების მიხედვით.ბისაკა და მაგუაირი მისი ნაკარნახევია.თვითომ რა დონეც არის იმას აკეთებს,გამოყავს აკადემიის ბავშვები,კიდე არ შემდგარი აკადემიელები ვეჩნად პერსპექტიულები და კიდე ბებერი ფაფხურები.იმენა ბლექბერნია 2002 წლის რა.ეს თუ ამით ევრო თასზე თუ მოხდა მართლა ვაშა უნდა ვთქვათ.ისე კიდევ კაი სხვები არანაკლებ დღეში არიან თორე გავბოლტონდებოდით.
0
№16
ავტორი: ikeoni
5 იანვარი 2020 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ციტატა: Dato kutaisi
ასეთი შტერი თამაში კაი ხანია არ მიყურებია დამღალა რასაც ქვია

ვერაფერი ხო დავით ვერ ვუყურე

ბედნიერი კაცი ხარ:))დროს და ნერვებს მოუფრთხილდი

კაი რა ერთხელ ვერ დაგვირტყია კარებში:(((
0
№17
ავტორი: Selassie
5 იანვარი 2020 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
Shotkin დიდი ხანია შევეშვი ამათთან კამათს, ვერაფერს იზამ, მარა მეც მხვდება მასეთი უაზრო ცინიკური კომენტარები და მაგრად მაღიზიანებს, მაგრამ აღარ ვკამათობ, აზრი არ აქვს, ხო, dato kutaisi, შენს კომენტარებში არანაირი ლოგიკა არ არის მეგობარო, უაზრო ცინიზმის გარდა საერთოდ არაფერია, აზრიც კი არ დევს, უბრალოდ აკრიტიკებ და აკრიტიკებ, ხშირად შენც არ იცი რატომ, და ბევრია აქ ასე,
0
№18
ავტორი: GEORGE22
5 იანვარი 2020 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: JuanMata
ანუ მატიჩი-ფრედის იმედად ვრჩებით.
არა, მაინც ვერ ვხვდები, რა იმედით იწყებდნენ სეზონს ნახევარმცველის გარეშე.

პოგბა - თავში როდის რა გადაუტრიალდება, ვერ გაიგებ. ყველაზე არასტაბილური და არასაიმედო ფეხბურთელია, მიუხედავად თავისი ნიჭისა.

მატიჩი - რომელსაც მთავარი მწვრთნელი არ ენდობა, პრინციპში უსაფუძვლო არაა ეს უნდობლობა.

ფრედი - ზაფხულში მითუმეტეს, საერთოდ გაუგებარი პერსონაჟი იყო.

მაკტომინეი - ერთადერთი ნორმალური, სტაბილური ფეხბურთელი, რომელსაც შეიძება ენდო.

ძალიან გაგვიმართლა რომ სკოტმა მოახერხა და ასე თუ ისე ნორმალური პროგრესი განიცადა და ფრედი დამშვიდდა და ფაფხურს მოეშვა.
რეალურად მაინც ძალიან სუსტი ცენტრი გვაქვს, მაგრამ ეს ორი კაცი აკეთებს, რაც შეუძლიათ.

პერეირას ლინგარდს და მატას არ ჩართავ ამ სიაში, იმიტომ რომ შემტევები არიან და მაგათი საყრდენ ზონაში დაყენებას, ისევ ჯონსის გამოყვანა ჯობია.

თუ ვერ დავიმატეთ ვერავინ ამ პოზიციაზე, მე ვცდიდი ლინდელოფს საყრდენად. სისწრაფე ნორმალური აქვს, ბურთთან კარგადაა და პასიც კარგი აქვს. თავზე თამაში ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საყრდენზე არაა, როგორც მცველისთვის.

ლინდელოფი საყრდენზე ისე დასატესტია,მეც მიფიქრია მაგაზე,ბაილი კარგ ფორმაში ლინდელოფზე კარგი მცველია,ისე ფოსუ მენსაც შეიძლება საყრდენზე პროსტა ტიპს ტრამვა აქვს მთელი სეზონია,არა და გასათვალისწინებელი ბიჭია,სხვათაშორის ლეროი სანეს აქვს ნათქვამი ყველაზე მეტად ფოსუმენსასთან მიჭირს თამაშიო,სამწუხაროა ტრამვა რომ აქვს არა და ამ წელს ველოდებოდი დიდი ამბით მაგის დაბრუნებას,ჩონგმა კიდე იქნება გამოიღვიძოს ცოტა თორე ჩაკვდა რაღაცნაირად,არ მიყვარს როცა შემტევები სითავხედეს კარგავენ.
0
№19
ავტორი: giorgi_mg
6 იანვარი 2020 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს რა დიდ გულზეა ნახე რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top