თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2019, 15:48
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2491,
კომენტარები: 41
"იუნაიტედი" ფერნანდეშს მიუბრუნდა
მანჩესტერი ისევ ინტერესდება ფერნანდეშით
The Sun-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისევ განაახლა ფერნანდეშისადმი ინტერესი.როგორც მოგეხსენებათ 25 წლის ნახევარმცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკავშირებდნენ "იუნაიტედს",მაგრამ "სპორტინგისგან" მოთხოვნილი თანხა ეძვირათ "მანჩესტერში", რის შედეგადაც ეს ტრანსფერი ვერ შედგა.

ბრუნო მთელი ზაფხულის განმავლობაში აცხადებდა რომ ძალიან სურდა პრემიერ ლიგაში გაეგრძელებინა კარიერა,მისით "მანჩესტერის" გარდა ასევე "ტოტენჰემიც" იყო დაინტერესებული,სამწუხაროდ ვერც სპურსში შედგა ეს ტრანსფერი,მაგრამ პოჩეტინო ზამთარში ისევ ეცდება პორტუგალიელის გადაბირებას.

პორტუგალიური მედია O Jogo იუწყება, რომ სპორტინგს ფინანსურად უჭირს და მათვის საჭიროა თებერვლის ბოლომდე დაახლოებით 65 მილიონი გამოიმუშავონ.

მათ "დიჟონისთვის" მართებთ 3.5 მილიონის გადახდა მცველ ვალენტინო როსერის გადმობირებისთვის,ასევე "ატლეტიკოსი" მართებთ 5 მილიონის გადახდა თავდამსხმელ ლუჩიანო ვიეტოს გამო.ასევე მათ სხვადასხვა დავალიანებები აქვთ,რის გამოც მოუწევთ ბრუნო ფერნანდეშის სარფიანად გაყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.მისით კი არაერთი გუნდია დაინტერესებული.

ასევე ამ ტრანსფერისთვის ინტერეს "მანჩესტერის" მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერიც გამოხატავს და ზამთარში პორტუგალიელით ეცდება "იუნაიტედის" ნახევარდაცვის გაძლიერებას.

წყარო:TheSun.co.uk
სიახლეები
41 კომენტარი
№1
ავტორი: Chesterman
19 ნოემბერი 2019 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 225
ეხლა რო იყიდოს ეს ვუდვოერდმა ან დაუწყონ ჩალიჩი პროსტა ხო მაგარი საგინებლები იქნებიან დაჟე სამოქმედოც გვექნება ფაანებს მე ძააან მინდა იყიდონ მარა თუ ყიდვა უნდოდათ ზაფხულში ეყიდათ რამხელა ძალა იქნებოდა ზაფხულიდან სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ეხლა გუნდშიი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2019 19:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8246
ჰაერივით საჭიროა ასეთი ფეხბურთელი, ძაან კარგი ვარიანტია ბრუნო მარა ბურთს კარგავს თურმე :/
0
№3
ავტორი: ikeoni
19 ნოემბერი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8151
იმედია მიხვდებიან რო შეცდომა იყო ამის არ ყიდვა და ამ ზამთარში მაინც იყიდიან
1
№4
ავტორი: David_Beckham7
19 ნოემბერი 2019 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 371
ციტატა: Chesterman
ეხლა რო იყიდოს ეს ვუდვოერდმა ან დაუწყონ ჩალიჩი პროსტა ხო მაგარი საგინებლები იქნებიან დაჟე სამოქმედოც გვექნება ფაანებს მე ძააან მინდა იყიდონ მარა თუ ყიდვა უნდოდათ ზაფხულში ეყიდათ რამხელა ძალა იქნებოდა ზაფხულიდან სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ეხლა გუნდშიი

100 % ხარ მაგრამისე გვჭირდება ნახევარმცველი რას დავეძებთ. მაგრამ ეგა რო ამასაც და მედისონსაც ორივეს არ დაითრევენ და მე მაინც მედისონი უფრო მხიბლავს ცოტა მეტად მაგრამ ეს უფრო ნაკლებიც დაგვიჯდება ლესტერი ისეთფასებს აბრეხვებს და თან ის ზამთარში არ გადმოვიდოდა. ეს ეხლაც შეიძლება თუ მოვინდომეთ
1
№5
ავტორი: The Special One
19 ნოემბერი 2019 20:36
  • სიახლეები: 48
  • კომენტარები: 670
ზღაპარია,ოლე ბრიტანელების იქით არ იხედება რაც გამართლებულიცაა.ნახევარმცველი თუ მოვა ეს იქნება მხოლოდ მედისონი.
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: Lalana
19 ნოემბერი 2019 21:18
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1820
ზამთარში მედისონის გადმობირება არამგონია მოხერხდეს.ოთხეულისთვის მებრძოლი ლესტერი ასეთ ფეხბურთელს არ გაუშვებს,მაგუაიერი ძლივს მოგვყიდეს ეგეც საოცარ ფასში და წარმომიდგენია მედისონს რა ფასს დაადებენ.ახლა შევხედოთ მეორე ვარიანტს,თუ ლესტერი ოთხეულში მოხვდა და ჩვენ ოთხეულს გარეთ დავრჩით არამგონია მანჩესტერისკენ აიღოს გეზი.რაც შეეხება ფერნანდეშს,წელსაც მშვენიერ ფორმაშია და ნაკრებშიც კარგად გამოიყურება,მაგრამ სხვა მსურველებიც ყავს და არც მისი გადმობირება იქნება მარტივი.როდესაც საშუალება ჰქონდათ მაშინ უნდა ექნათ ყველაფერი და გადმოეყვანათ,ახლა რომ გვიწევს ფრედისა და პერეირას ყურება მაგიტომაა ცენტრში მაგრად რომ არის საქმე.

ასევე პოჩეტინოს წასვლაზეც უკვე ბევრი იწერება და ნაგელსმანს მოიაზრებენ მის შემცვლელად,უბრალოდ ნაგელსმანი ახლა რამდენად დათანხმდება მანდ გადასვლას საეჭვოა
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
19 ნოემბერი 2019 22:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2657
ბურთის ფლობა უსწავლია 5 თვეში ბრუნოს ყოჩაღ.არც მედისონი იქნება ბიჭებო და არც ბრუნო,მაგრამ იქნება ლონგსტაფი.პოგბაც წავა და სწორია ეს მიდგომა.სახელმწიფოებრივად აზროვნებენ გუნდში.რატომ უნდა წაიღონ უცხოელებმა ხელფასები,როცა შეიძლება რომ ქვეყანაშივე დარჩეს:)))
აბსურდის თეატრია მეტი არაფერი:)))
ადმინებო hacking attempt ამას აწერს კომენტარის დაწერისას
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2019 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8246
ციტატა: Dato kutaisi
ბურთის ფლობა უსწავლია 5 თვეში ბრუნოს ყოჩაღ.არც მედისონი იქნება ბიჭებო და არც ბრუნო,მაგრამ იქნება ლონგსტაფი.პოგბაც წავა და სწორია ეს მიდგომა.სახელმწიფოებრივად აზროვნებენ გუნდში.რატომ უნდა წაიღონ უცხოელებმა ხელფასები,როცა შეიძლება რომ ქვეყანაშივე დარჩეს:)))
აბსურდის თეატრია მეტი არაფერი:)))
ადმინებო hacking attempt ამას აწერს კომენტარის დაწერისას


ზუსტად ეგ დავწერე წერან მარა წაიშალა ჩემი კომენტარი რატომღაც.

მოძველებული, კონსერვატიული მიდგომაა ბრიტანელებზე აქცენტის გაკეთება და მეტი არაფერი. ტოპ გუნდები ვარსკვლავებს და ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ყიდულობენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით. დღეს ამით მიიღწევა შედეგი. ამ შემთხვევაში, როცა ხედავ რო ბაზარზე ბრუნოს ნაირი ფეხბურთელია, შენს გუნდს მითუმეტეს სჭირდება ასეთი მოთამაშე, რატო არ უნდა გქონდეს ინტერესი, რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნებისაა? ამას მწვრთნელი უნდა ხედავდეს, თუ არ უნდა რო არ დაინახოს ეგ სხვა საკითხია.

ზოგადად, ინგლისელები უცნაური ხალხია, გამოჩნდება ვინმე ფეხბურთელი 1-2 კარგ თამაშს ჩაატარებს და ისეთ პრესას უქმნიან და ისე აპიარებენ, ვარსკვლავს ხდიან მეორე დღეს. არადა დღეს ბრიტანეთში ვარსკვლავები თითზე ჩამოსათვლელები არიან. ოლეც ამ სკოლის მიმდევარია და ეს არასწორია, ჩემი აზრით.

არსებობს რაღაც ტრადიციები, რომლებიც თანამედროვეობას აღარ ერგება, სხვადასხვა მიზეზებისდა გამო, ამიტო ეს მოცემულობა უნდა მიიღო და რეალობას შეუსაბამო მიდგომები, ამ შემთხვევაში ჯიუტად არ უნდა იძახო რო აქცენტი ბრიტანელებზე კეთდება და ლონგსტაფის ვერ შეძენა უკან გადადგმული ნაბიჯიაო. როცა არაფროფესიონალი თვალით ვხედავ რო ბრუნო ამჟამად მინიმუმ 1 თავით მაღლა დგას თუნდაც ლონგსტაფზე.

თანაც, რომელი ბილბაოს ატლეტიკი იუნაიტედია, ბარემ მარტო ისინი მოიყვანონ, ვინც მანჩესტერშია დაბადებული.
0
№9
ავტორი: Malboro463
19 ნოემბერი 2019 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5221
ბრიტანელების მოყვანა რატოა გამართლებული უფრო იაფი ჯდება თუ ვიში კლასები არიან?
მალე პოგბა და დე ხეა წავა შედარებით სუსტი ფეხბურთელები მოვლენ გუნდში შემცვლელად და ასე გაძლიერების მაგივრად უფრო დე და მოე**ბა გუნდს ოლეს ხელში. ფეხბურთელებს ჩემპიონშიპის სოფლის გუნდებში ეძებს ასტონ ვილა თუ მანჩესტერი იბიომატ
ასე ყველაფერში დებილი როგორ დარჩა
0
№10
ავტორი: Chesterman
20 ნოემბერი 2019 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 225
პოჩეტინო გაუშვიათ ტოტედან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 მარტი 2020, 20:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
19 მარტი 2020, 21:55
იუნაიტედი
ლასკი
ევროპა ლიგა
21 მარტი 2020, 19:00
იუნაიტედი
შეფილდი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი15 მარტი
ლასკი19 მარტი
შეფილდი21 მარტი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მარტი 2020, 21:55
ლასკი0
იუნაიტედი5
ევროპა ლიგა
8 მარტი 2020, 20:30
იუნაიტედი2
სიტი0
პრემიერ ლიგა
5 მარტი 2020, 23:45
დერბი0
იუნაიტედი3
ინგლისის თასი
ლასკი12 მარტი
სიტი8 მარტი
დერბი5 მარტი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top