თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2019, 15:48
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3158,
კომენტარები: 41
"იუნაიტედი" ფერნანდეშს მიუბრუნდა
მანჩესტერი ისევ ინტერესდება ფერნანდეშით
The Sun-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისევ განაახლა ფერნანდეშისადმი ინტერესი.როგორც მოგეხსენებათ 25 წლის ნახევარმცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკავშირებდნენ "იუნაიტედს",მაგრამ "სპორტინგისგან" მოთხოვნილი თანხა ეძვირათ "მანჩესტერში", რის შედეგადაც ეს ტრანსფერი ვერ შედგა.

ბრუნო მთელი ზაფხულის განმავლობაში აცხადებდა რომ ძალიან სურდა პრემიერ ლიგაში გაეგრძელებინა კარიერა,მისით "მანჩესტერის" გარდა ასევე "ტოტენჰემიც" იყო დაინტერესებული,სამწუხაროდ ვერც სპურსში შედგა ეს ტრანსფერი,მაგრამ პოჩეტინო ზამთარში ისევ ეცდება პორტუგალიელის გადაბირებას.

პორტუგალიური მედია O Jogo იუწყება, რომ სპორტინგს ფინანსურად უჭირს და მათვის საჭიროა თებერვლის ბოლომდე დაახლოებით 65 მილიონი გამოიმუშავონ.

მათ "დიჟონისთვის" მართებთ 3.5 მილიონის გადახდა მცველ ვალენტინო როსერის გადმობირებისთვის,ასევე "ატლეტიკოსი" მართებთ 5 მილიონის გადახდა თავდამსხმელ ლუჩიანო ვიეტოს გამო.ასევე მათ სხვადასხვა დავალიანებები აქვთ,რის გამოც მოუწევთ ბრუნო ფერნანდეშის სარფიანად გაყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.მისით კი არაერთი გუნდია დაინტერესებული.

ასევე ამ ტრანსფერისთვის ინტერეს "მანჩესტერის" მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერიც გამოხატავს და ზამთარში პორტუგალიელით ეცდება "იუნაიტედის" ნახევარდაცვის გაძლიერებას.

წყარო:TheSun.co.uk
სიახლეები
41 კომენტარი
№41
ავტორი: Malboro463
22 ნოემბერი 2019 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სეზონის ბოლოს ბაიერნს ჩაიბარებს პოჩენტინო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top