თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2019, 20:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3351,
კომენტარები: 16
"იუნაიტედი" მანჯუკიჩის შეძენასთან ახლოსაა
გუნდის შემტევ ხაზს გააძლიერებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იანვარში თავდამსხმელის შეძენას აპირებს.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb იტყობინება, რომ "წითლები" თითქმის შეუთანხმდნენ "იუვენტუსს" მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის თაობაზე.

შეტევის ხაზში "იუნაიტედს" საკმაოდ მცირე არჩევანი აქვს მას შემდეგ, რაც მილანის "ინტერში" გადასული რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესის ჩანაცვლება მხოლოდ შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელებით მოხდა.

ამის შედეგად სოლსკიაერს შეტევაში მხოლოდ მარკუს რეშფორდის, ენტონი მარსიალისა და მეისონ გრინვუდის ტრიო ჰყავს, რასაც სეზონის სტარტზე დივიდენდები არ მოჰქონდა.

"იუნაიტედს" საკმაოდ უჭირს გოლის გატანა და პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში მათ ანგარიშზე მხოლოდ 13 გოლია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მარსიალი ამ მატჩების უმეტესობაში არ მონაწილეობდა ტრავმის გამო.

ამ პირობებში მყოფი "წითელი ეშმაკები" რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ სოლსკიაერს ერჩივნა მოქმედი შემადგენლობის იმედად ყოფილიყო, ვიდრე ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელში დიდი თანხა დაეხარჯა.

ხელმისაწვდომ ფასად კი სწორედ მანჯუკიჩის შეძენაა შესაძლებელი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გასულა და მოსალოდნელია, რომ გუნდის გამოცვლას ლამობს, რის საშუალებასაც "იუნაიტედი" სთავაზობს.

წყარო: express
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
30 ოქტომბერი 2019 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს ვინც გუნდშია ყველა თავდამსხმელს ჯობია, მაგრამ ძაან დიდია უკვე და ამის შემცვლელიც მალე იქნება მოსაყვანი, მაქსიმუმ 2 სეზონი ითამაშოს მაღალ დონეზე winked am
1
№2
ავტორი: ikeoni
30 ოქტომბერი 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
სიამოვნებით ვნახავდი ჩვენ გუნდში
4
№3
ავტორი: Malboro463
30 ოქტომბერი 2019 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ასაკშია და უთამაშებელი მარა მაინც გამოგვადგება არენდით აყვანა ჯობოა სეზონის ბოლოს მაინც შესაცვლელი უნდა გახდეს.
1
№4
ავტორი: bero123
30 ოქტომბერი 2019 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
tu eset iafian tavdamsxmelebs edzeben wavidnen da carlos vela daitrion amerikidan arc eg daujdebat zviri amas atasjer jobia. raga dros manjukichia
0
№5
ავტორი: Smoke - N
30 ოქტომბერი 2019 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ჩელსი მანიუ როდისაა ეს თამაში 30შია თუ როდისა მეგობრებო
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
30 ოქტომბერი 2019 23:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Smoke - N
ჩელსი მანიუ როდისაა ეს თამაში 30შია თუ როდისა მეგობრებო

იწყება მალე პირველის ხუთ წუთზეა
0
№7
ავტორი: Smoke - N
30 ოქტომბერი 2019 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
რომელი არხი აჩვენებს მეგობარო ხომ ვერ მეტყვი ან ლინკს ხომ ვერ დადებ რომ უყურო
0
№8
ავტორი: Chesterman
31 ოქტომბერი 2019 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
გილოცავთ ...რაშფორდმაა რაა ტენააა საღოლ
0
№9
ავტორი: sandroo
31 ოქტომბერი 2019 01:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
რავი მგონი კარგად ვითამაშეთ.
ჯეიმსი პენლების ამკიდებელი მანქანაა მერამდენე პენალი აიკიდა უკვე.
რაშფორდმა რა რონალდოსავით დაარტყა აა?
0
№10
ავტორი: Karanadze
31 ოქტომბერი 2019 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Gilocavt bijebi. Ragac sinatlem gamoanata gvitabis bolodan dd
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top