თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2019, 20:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3506,
კომენტარები: 16
"იუნაიტედი" მანჯუკიჩის შეძენასთან ახლოსაა
გუნდის შემტევ ხაზს გააძლიერებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იანვარში თავდამსხმელის შეძენას აპირებს.

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb იტყობინება, რომ "წითლები" თითქმის შეუთანხმდნენ "იუვენტუსს" მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის თაობაზე.

შეტევის ხაზში "იუნაიტედს" საკმაოდ მცირე არჩევანი აქვს მას შემდეგ, რაც მილანის "ინტერში" გადასული რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესის ჩანაცვლება მხოლოდ შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელებით მოხდა.

ამის შედეგად სოლსკიაერს შეტევაში მხოლოდ მარკუს რეშფორდის, ენტონი მარსიალისა და მეისონ გრინვუდის ტრიო ჰყავს, რასაც სეზონის სტარტზე დივიდენდები არ მოჰქონდა.

"იუნაიტედს" საკმაოდ უჭირს გოლის გატანა და პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში მათ ანგარიშზე მხოლოდ 13 გოლია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მარსიალი ამ მატჩების უმეტესობაში არ მონაწილეობდა ტრავმის გამო.

ამ პირობებში მყოფი "წითელი ეშმაკები" რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ სოლსკიაერს ერჩივნა მოქმედი შემადგენლობის იმედად ყოფილიყო, ვიდრე ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელში დიდი თანხა დაეხარჯა.

ხელმისაწვდომ ფასად კი სწორედ მანჯუკიჩის შეძენაა შესაძლებელი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გასულა და მოსალოდნელია, რომ გუნდის გამოცვლას ლამობს, რის საშუალებასაც "იუნაიტედი" სთავაზობს.

წყარო: express
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: მალხაზი
31 ოქტომბერი 2019 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
გილოცავთ!..მთავარია ტემპი შეინარჩუნონ...საკმაო ენერგია მიახარჯეს და იმედია ბორნმუთისთვისაც შემოგვრჩა..
0
№12
ავტორი: Malboro463
31 ოქტომბერი 2019 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ვარი გაუქმებდა ამ პენალტს.
მოგებაზე ითამაშეს ბიჭებმა და მომეწონა ცვლილებებიც დროული იყო.
აი მაგუაერს კიდე რა ეშველება არ ვიცი ჯერჯერობით სმოლინგის დონეზეც ვერ თამაშობს
0
№13
ავტორი: Lalana
31 ოქტომბერი 2019 02:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას.არ იყო იოლი მატჩი,სიმართლე რომ ვთქვათ მაქსიმუმ ფრეს ველოდი,მაგრამ კარგია რომ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა.არ იყო დიდად სანახაობრივი მატჩი,მაგრამ ახლა უფრო მოგებები გვჭირდება,რადგან საჭიროა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოიკეთონ და საკუთარ თავში ძალა იპოვნონ.ძლიერ გუნდებთან როგორც ჩანს ხუთ მცველიან ტაქტიკას გაოიყენებს ოლე და კონტრშეტევაზე ითამაშებს,მაგრამ მთავარია ჩაკეტილ გუნდებთან თამაში ისწავლონ რომ მასეთი დონის გუნდებთან ქულები დააგროვონ,კრეატივის ნაკლებობა იგრძნობა ცენტრში,აშკარად მოსაყვანია ისეთი ადამიანი რომელსაც პასის კულტურა ექნება,სამწუხაროდ ამ მხრივ ისევ აშკარად ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე.არ ვიცი რამდენად დარჩათ ძალა ბორმუთთან სათამაშოდ,მაგრამ ბორმუთი ზუსტად ისეთ სტილს თამაშობს როგორიც იუნაიტედს აწყობს,ამიტომ სამ ქულას ველოდები.
0
№14
ავტორი: stepno
31 ოქტომბერი 2019 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მიულერზეც იწერება რავი უკვე ყველაფერი ჭორი მგონიაა
0
№15
ავტორი: Malboro463
31 ოქტომბერი 2019 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
მიულერის ტრანსფერი რა გასახარებელია 31 წლისა 2 წელია საშუალო დონეზე თამაშობს. მოშორება უნდა ბავარიას და თვითონაც უკმაყოფილოა
რეგრესირებს ტიპი და ამ დაქცეულ უნაიტედში უნდა გამოისხას ფრთები? ბასტიანის ტრანსფერს გავიმეორებთ
0
№16
ავტორი: shotkin
1 ნოემბერი 2019 14:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ეს თუ იყიდეს ზამთარში მერე ზაფხულში მაინც საყიდელი ეყოლებათ ამის შემცვლელი,ასევე მგონია რო ამის მოსვლით ნახაევარ სეზონში დიდ განსხვავებას ვერ მოგვცემს მანზუკიჩი ნუ ჰა ჰა სასწაულად თუ მოერგო გუნდს და რაღაცა აიწყვიტა აქ და ადაპტაციაც არ დაჭირდა ნუ შეიძლება 4 ეულისთვის ბრძოლაში ვიფიქრო რო დაგვეზმარებათქო და ამასთან ერთად უფრო რელაური იქნებათქო 4 ეულისთვის ბრძოლათქო მარა ამ გუნდში ჯერ იმხელა და იმდენი პრობლემებია მოსაგვარებელი ამრო მანძუკიჩის სასტავში ჩასმა 4 ეულში ვერ სეგვიყვანს ასე რომ ყველაფრის გათვალისწინებით უაზრობა მგონია ამის თუნდაც ნახევარი წლით არენდით აყვანა, მარა ცადონ თუ უნდათ ოღონდ არენდით მარტო და არენდით ამას არავინ გაუშვებს ალბათ გაყიდვაზე თუ დათანხმდება რომელიმე კლუბს ამის გუნდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top