თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2019, 14:48
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1516,
კომენტარები: 15
ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]
გეგმა - ბ, მხოლოდ ერთი შეცდომა, რომელიც სათავასიდო გამოიყენა "ლივერპულმა".
ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]
ინგლისური კლასიკა, ის რასაც მთელი წელი ელის პუბლიკა, 20 ოქტომბერს "ოცნებების თეატრი" მასპიძნლობდა. მატჩს წინ უძღოდა საკმაოდ მრავლის მომცემი კომენტარები, ისტორიული მომენტები, მწვრთნელების მოტივაციის წერილები და აი ისიც, დადგა ნანატრი მომენტი. ამ თამაშს ორივე გუნდი საკმაო დანაკლისით შეხვდა, "მანჩესტერ იუნატედს" ისედაც კრიზისში მყოფს, აკლდა პოლ პოგბა და ლუკ შოუ, ხოლო "ლივერპულს" მოჰამედ სალაჰი.

ძირითადი თერთმეტეულები კი ასე გამოიყურებოდა :

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმა - ბ, პირველად გამოყენებული 3-4-1-2 და საკმაოდ ძლიერი ტაქტიკური მატჩი, რომელიც შეიძლება ტოპ მატჩად ჩავთვალოთ მიმდინარე სეზონში. ფურცელზეც ყველაფერი მკაიფო გახლდათ, 3 ცენტრალური მცველი, ფლანგებზე ეშლია იანგის და აარონ ვან-ბისაკას დუეტი, ცენტრში ფრედი - სკოტ მაკტომენი და პერეირა ე.წ ცრუ ცხრიანზე, წინ ორი გამოკვეთილი შემტევი დენიელ ჯეიმსი და მარკუს რაშფორდი.

იურგენ კლოპი ჩვეული შემადგნელობით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

იუნაიტედის სისტემა და ჩავარდნილი ლივერპული

"მანჩესტერ იუნატედის" მთავარი მოწოდება მოედანზე - ეს იყო მოკალი ოპონენტის ფლანგები. რაც იდეალურად შეასრულეს ფეხბურთელები, მათ არ მისცეს შანსი რობერტსონს და ალექსანდრ არნოლდს შეტევაში რაიმე ღირებულის შექმნის. ამან აიძულა "ლივერპულის" ვინგერები, რომ ცენტრისკენ შემოსულიყვნენ, რაც კიდევ უარესი აღმოჩნდა მათთვის, ამასაც ოლეს შეგირდები მომზადებული დახვდნენ და სკოტი - ფრედის დუეტი შესანიშნავად ავიწროებდა მანე - ორიჯის დუეტს.

ფოტოზე ხედავთ ჰარი მაგვაიერი და ლინდელოფი კეტავენ რობერტო ფირმინოს, ხოლო როხო დაზღვევაზეა, ეშლი იანგი კეტავს არნოლდს, ხოლო მანეს ფრედი უზღუდავს სივრცესფოტოზე ხედავთ ჰარი მაგვაიერი და ლინდელოფი კეტავენ რობერტო ფირმინოს, ხოლო როხო დაზღვევაზეა, ეშლი იანგი კეტავს არნოლდს, ხოლო მანეს ფრედი უზღუდავს სივრცეს

"ლივერპულს" არ შეეძლო არამცთუ სწრაფი შეტევის წარმართვა, არამედ რაიმე ღირებული ჩაწოდების განხორციელება, უბრალოდ მათ ამის საშუალება არავინ მისცა. გარდა ამისა, უბურთოთ მოძრაობისას "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები შესანიშნავად ავსებდნენ სივრცეებს და მაქსიმალურად აიძულებდნენ მეტოქეს, რომ გაეშალათ თამაში.

"ლივერპულმა" შეტევა გადაიტანა მარცხენა მხარეს რობერტსონზე, რომელზეც სპრინტს აკეთებს აარონ ვან ბისაკა, მაგვაიერი კეტავს ორიჯის, ხოლო როხო და ლინდელოფი ფირმინოს, ეშლი იანგი კვლავ იყვანს ალექსანდრ არნოდლს"ლივერპულმა" შეტევა გადაიტანა მარცხენა მხარეს რობერტსონზე, რომელზეც სპრინტს აკეთებს აარონ ვან ბისაკა, მაგვაიერი კეტავს ორიჯის, ხოლო როხო და ლინდელოფი ფირმინოს, ეშლი იანგი კვლავ იყვანს ალექსანდრ არნოდლს

პირველ ნახევარში კლოპის შეგირდების საერთოდ არაფერი გამოუვიდათ, "იუნატედი" შესანიშნავად მოქმედებდა დაცვაში.

იუნატედის ძირითადი გეგმა - შეტევა

"მანჩესტერ იუნატედმა" თამაში ძალიან კარგად დაგეგმა, ის ტაქტიკა რაც გუნდის მწვრთნელები აირჩიეს ნამდვილად მიზანმიმართული იყო, ისინი კარგად იყენებდნენ "ლივერპულის" ფლანგებზე დარჩენილ სირვცეებს და სისწრაფეების ხარჯზე ცდილობდნენ სწრაფი კონტრშეტევების წამოწყებას. "წითელი ეშმკაები" ხშირად მიმართავნდნე ე.წ მცველის უკან პასებს, მარკუს რაშფორდი და დენიელ ჯეიმსი ცდილობდნენ სისწრაფის ხარჯზე უკან მოეტევებინათ ჟოელ მატიფის და ვან დაიკის პარა, ხოლო ანდრეს პერეირა ე.წ ცრუ ცხრიანს თამაშობდა, რომელიც უნდათავისუფლებდა სივრცეებს თანაგუნდელ შემტევებს და ანაწილებდა თამაშს შეტევაში.

მაღალი პრესინგი "მანჩესტერი იუნაიტედის" შესრულებით, ხოლო ფრედი და სკოტი სიღრმეში უკნიდან ჩასაფრებულები.მაღალი პრესინგი "მანჩესტერი იუნაიტედის" შესრულებით, ხოლო ფრედი და სკოტი სიღრმეში უკნიდან ჩასაფრებულები.

სწრაფად ჩაჭრილ ბურთზე უკან დაბრუნება განაპირა მცველებს უბრალოდ აღარ შეეძლოთ, რითაც ისარგებლა კიდევაც მასპიძელმა გუნდმა.

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

ანდრეს პერეირას როლი ამ მატჩში იყო განსაკუთრებული, ვინაიდან იგი აიძულებდა ვირჯილ ვან დაიკს, რომ გადაყოლოდა და სივრცეები დაეტოვებინა მარკუს რაშფორდისთვის, ასევე დენიელ ჯეიმსისთვის, რომლებიც ინტელექტუალურად უბურთოდ ძალიან კარგ ჩარბენებს ანხორციელებდნენ.

აღნიშულ ფოტოზე, ჯეიმსი უბურთო ჩარბის მარჯვნივ და ვან დაიკს იყოლებეს, ხოლო საკმაოდ დიდი სივრცე რჩება ანდრეს პერეირასაღნიშულ ფოტოზე, ჯეიმსი უბურთო ჩარბის მარჯვნივ და ვან დაიკს იყოლებეს, ხოლო საკმაოდ დიდი სივრცე რჩება ანდრეს პერეირას

იგივე სცენარი, მარკუს რაშფორდის შესრულებითიგივე სცენარი, მარკუს რაშფორდის შესრულებით

ანდრეს პერეირა პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა 1 ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც მან დარტყმა არჩია პასს. იგი საკმაოდ ინტელექტუალურად გადაადგილდებოდა და სივრცეებს კარგად ავსებდა, რომელიც შესანიშნავ პლაცტარმს ქმნიდა, სწორი, გააზრებული შეტევისთვის. ამის მაგალითები კი იხილეთ :

ჯეიმსი - პერეირას გათამაშებაჯეიმსი - პერეირას გათამაშება

და იგნორი აარონ ვან-ბისაკასი, რომელსაც ძალიან დიდი თავისუფალი სივრცე ჰქონდა, თუმცა პერეირამ დარტყმა ამჯობინადა იგნორი აარონ ვან-ბისაკასი, რომელსაც ძალიან დიდი თავისუფალი სივრცე ჰქონდა, თუმცა პერეირამ დარტყმა ამჯობინა

ზოგადათ, პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო 2vs2 , როდესაც "მანჩესტერი იუნატედის" სწრაფი შემტევები რჩებოდნენ შედარებით ნელ მატიფი-ვან დაიკის დუეტთან, ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევა გოლით დასრულდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

კლოპის ქაოსი, 2 ტაქტიკა + ფეხბურთელთა როტაციები

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში კლოპი არ ღალატობს 4-3-3, თუმცა აღნიშნულ მატჩში მას რიგი ცვლილების შეტენა მოუწია.

იხილეთ როტაციები წუთების მიხედვით.იხილეთ როტაციები წუთების მიხედვით.

იურგენ კლოპმა ჯორდან ჰენდერსონი და ჟორჟინიო ვაინალდუმი წინ წასწია, რათა ფლანგის მცველებს ჰქონოდათ საშუალება ბურთის კონტროლის.

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

ასევე უბურთო მოძრაობის სისტემაც საერთოდ შეცვალა მეორე ტაიმში და უფრო გააძლიერა ზეწოლა, რომელიც აგებული იყო ფლანგის მცველების განთავისუფლებაზე, უბურთოთ მოსიარულე შემტევები ისე გადაადგილდებოდნენ, რომ ფლანგზე სივრცე გაჩენილიყო, სწორად ამას მოყვა გოლი.

ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]

კლოპის ამ ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
22 ოქტომბერი 2019 15:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2304
ბოლო სქრინშოტია მაგარი,მაგუაერი და როხო ერთად:)) ალბათ აძლიერებდნენ ერთმანეთს.რიცხობრივი უმცირესობა შეიქმნა ფლანგზე როცა უპირატესობაში უნდა ვყოფილიყავით.
ზოგადად რაც შეეხება მეორე ტაიმს,გოლი რომ ლივერპულს არ გაეტანა ეგ უფრო არაკანონზომიერი იქნებოდა გვაჯდნენ თავზე და სტატისტიკაც მეტყველებს ამაზე.1:0ზე უკან ჩაჯდომა მოურინიოსავით ოლემაც დაამუღამა და ასე დავისჯებით სულ.მიმაჩნია როცა რამე სქემა ამართლებს მასში ცვლილებები არ უნდა შეიტანო მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე.ეგ შეიძლება ქნა ტაიმის ბოლოსკენ რომ უკვე შენარჩუნებაზე წახვიდე.რავი ზოგ ტრენერს ევასება ასე მშიშარა თამაში,ეგერ ვალვერდე თუნდაც.პოჩეტინოსაც ახასიათებს ეგეთები.რაც იყო იყო ახლა ვეღარაფერს შევცვლით მთავარია მინიმუმ ასე გააგრძელონ რომ შანსები გაჩნდეს 4ეულის თორე 4ეულში არ შესვლა და გუნდის დაქცევა ერთი იქნება.
ავტორს მადლობა
0
№2
ავტორი: Ole__boss
22 ოქტომბერი 2019 16:30
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Dato kutaisi

არაფრის, მე არ ვფიქრობ მასე, ლივერპულთან ასეთი გუნდით, სწორად ასე უნდა ითამაშა, ვერ შეუტევ სულ, როცა იცი, რომ სივრცეების გახსნას ლივერპული სულ სჯის. ოლემ გაანულა კლოპი მოედანზე.
1
№3
ავტორი: Nika_Jorbe
22 ოქტომბერი 2019 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ციტატა: Ole__boss

გეთანხმები.

თამაშის სცენარი წავიდა ისე, როგორც ოლეს უნდოდა და რომ არა ის ერთი უაზრო შეცდომა, მოვიგებდით კიდეც. ტაქტიკურად გადავლა იყო ეს. რეალური საგოლე მომენტი არ ქონიათ ტიპებს მთელ თამაშში. მაშინ როცა 32% ბურთის ფლობისას უფრო მეტ რეალურ მომენტს ქმნი, ეს სტრატეგიაა. ჯეიმსის მოძრაობები იყო ძალიან კარგი და ძალიან ბევრი იშრომა. რეალურად, გუნდს აქვს პოტენციალი, როცა პოგბა, შოუ, მარსიალი. რათქმა უნდა ტრანსფერები საჭიროა, მაგრამ ამ გუნდით, მინიმუმ 4ეული უნდა დაიდოს.
0
№4
ავტორი: Lalana
22 ოქტომბერი 2019 17:47
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 1481
ორი განსხვავებული ტაიმი იყო.მე მომეწონა პირველი ტაიმის მანჩესტერი,სადაც შემტევები და ნახევარმცველები ავიწროვბდნენ მცველებსა და მეკარეს.როდესაც მცველზე მიდიოდნენ პრესინგის განსახორციელებლად ამავდროულად სხვა ფეხბურთელები კეტავდნენ მცველის მიერ გასაკეთებელი პასის მიმართულებას.ეს აგრესია ნამდვილად მოსაწონი იყო და სტრატეგიულად კარგად მიუდგნენ.ხუთ მცველიანი ტაქტიკით,ისე დაიკეტა სივრცეები რომ მანესა და ფირმინოს გასაქცევი აღარ დაუტოვეს,რამაც არაჩვეულებრივად იმოქმედა,მაგრამ რა მოხდა მეორე ტაიმში?აშკარა იყო მითითება რომ ეს ანგარიში უნდა შეენარჩუნებინათ და თუ კონტრშეტევის საშუალება ექნებოდათ განეხორციელბინათ,ნახევარდაცვა და შეტევა ჩამოიწია უკან და უფრო შევიწროვდა სივრცეები,მაგრამ ამით მათ დავუთმეთ ბურთი და ის აგრესიულობა რომელიც პირველ ტაიმში პრესინგის სახით ხორციელდებოდა მათ ნახევარზე სრულიად დაიკარგა და სრული ინიციატივა გადავულოცეთ ლივერპულს,რის შედეგადაც უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ და ეძლეოდათ შანსი შეტევისთვის უფრო დალაგებულად ეფიქრათ,ამ ყვლაფერს კი გოლი მოყვა.პირველი ტაიმის მგავსად რომ გაეგრძელებინათ თამაში ერთზე მეტ გოლს გავიტანდით რადგან დრო დადრო უფრო მეტი სივრცის გახსნა მოუწევდა ლივერპულს და მსგავსი პრესინგი რომ შეეთავაზებინათ ძალიან ბევრ შანს შექმნიდნენ,მაგრამ ამის მაგივრად საკმაოდ უკან ჩაჯდნენ.ამის და მიუხედავად საერთო ჯამში ამ ემადგენლობით მომეწონა ლივერპულთან თამაში,ახლა კი ვნახოთ შემდგომში რა იქნება და როგორ თამაშს ვაჩვენებთ სხვა გუნდებთან.აუცილებლად გვჭირდება მოგებები,თორემ მეთოთხმეტე ადგილი ნამდვილად არაა ის სადაც მანჩესტერი უნდა იყოს.
0
№5
ავტორი: Nika_Jorbe
22 ოქტომბერი 2019 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ციტატა: Lalana

ვერ დაგეთანხმები.

ადვილი მოსალოდნელი იყო რო წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ლივეპული უფრო შეუტევდა და ასეც მოხდა კიდეც. მანჩესტერს 1-0ზე სუსტ გუნდებთან უჭირს მეორე გოლის გატანა და ეს მოთხოვო ლივერპულთან გუნდს, რომელიც აშკარა კრიზისშია, ცოტა რთულია. და მაინც არაფერი ღირებული არ შეუქმნია ამ დაგეშილ ლივერპულს, არცერთი რეალური მომენტი მთელ თამაშში, გარდა იმ ერთი ბავშვური შეცდომისა და უყურადღებობისა.

აჯობა ოლემ კლოპს. ფაქტია :)
0
№6
ავტორი: Malboro463
22 ოქტომბერი 2019 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5054
ზუსტად მაგ სივრცებზე ვამბონდი ჯეიმს და რეშს რომ რჩებოდათ მარა ვერ იყენებდნენ
რაც შეხება ოლეს ფაქტი ისა რო მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი გაყავს მინდორზე ბურთს გვახევენ მეორე ტაიმში ან მაგის ტაქტიკას შიფრავენ ან კიდე თვითონ ურევს
ლივერპულს 10-15 წუთი რო ქონოდა გაიტანდა დიდი ალბათობით.
ფირმინოს მომენტზეც კიდე მაგუაერს არასწორი პოზიცია ეკავა ვერც ფლანგი დაკეტა და კაციც უყურადღებოდ დატოვა
0
№7
ავტორი: qamari
22 ოქტომბერი 2019 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: Nika_Jorbe
ციტატა: Lalana
ორი განსხვავებული ტაიმი იყო.მე მომეწონა პირველი ტაიმის მანჩესტერი,სადაც შემტევები და ნახევარმცველები ავიწროვბდნენ მცველებსა და მეკარეს.როდესაც მცველზე მიდიოდნენ პრესინგის განსახორციელებლად ამავდროულად სხვა ფეხბურთელები კეტავდნენ მცველის მიერ გასაკეთებელი პასის მიმართულებას.ეს აგრესია ნამდვილად მოსაწონი იყო და სტრატეგიულად კარგად მიუდგნენ.ხუთ მცველიანი ტაქტიკით,ისე დაიკეტა სივრცეები რომ მანესა და ფირმინოს გასაქცევი აღარ დაუტოვეს,რამაც არაჩვეულებრივად იმოქმედა,მაგრამ რა მოხდა მეორე ტაიმში?აშკარა იყო მითითება რომ ეს ანგარიში უნდა შეენარჩუნებინათ და თუ კონტრშეტევის საშუალება ექნებოდათ განეხორციელბინათ,ნახევარდაცვა და შეტევა ჩამოიწია უკან და უფრო შევიწროვდა სივრცეები,მაგრამ ამით მათ დავუთმეთ ბურთი და ის აგრესიულობა რომელიც პირველ ტაიმში პრესინგის სახით ხორციელდებოდა მათ ნახევარზე სრულიად დაიკარგა და სრული ინიციატივა გადავულოცეთ ლივერპულს,რის შედეგადაც უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ და ეძლეოდათ შანსი შეტევისთვის უფრო დალაგებულად ეფიქრათ,ამ ყვლაფერს კი გოლი მოყვა.პირველი ტაიმის მგავსად რომ გაეგრძელებინათ თამაში ერთზე მეტ გოლს გავიტანდით რადგან დრო დადრო უფრო მეტი სივრცის გახსნა მოუწევდა ლივერპულს და მსგავსი პრესინგი რომ შეეთავაზებინათ ძალიან ბევრ შანს შექმნიდნენ,მაგრამ ამის მაგივრად საკმაოდ უკან ჩაჯდნენ.ამის და მიუხედავად საერთო ჯამში ამ ემადგენლობით მომეწონა ლივერპულთან თამაში,ახლა კი ვნახოთ შემდგომში რა იქნება და როგორ თამაშს ვაჩვენებთ სხვა გუნდებთან.აუცილებლად გვჭირდება მოგებები,თორემ მეთოთხმეტე ადგილი ნამდვილად არაა ის სადაც მანჩესტერი უნდა იყოს.

ვერ დაგეთანხმები.

ადვილი მოსალოდნელი იყო რო წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ლივეპული უფრო შეუტევდა და ასეც მოხდა კიდეც. მანჩესტერს 1-0ზე სუსტ გუნდებთან უჭირს მეორე გოლის გატანა და ეს მოთხოვო ლივერპულთან გუნდს, რომელიც აშკარა კრიზისშია, ცოტა რთულია. და მაინც არაფერი ღირებული არ შეუქმნია ამ დაგეშილ ლივერპულს, არცერთი რეალური მომენტი მთელ თამაშში, გარდა იმ ერთი ბავშვური შეცდომისა და უყურადღებობისა.

აჯობა ოლემ კლოპს. ფაქტია :)

ისე მეგობრებო 45 წუთი რომ პრესინგს ითამაშებ ,მეორე 45 წუთს უფრო მეტად აქტიური რანაირად იქნები? მსჯელობა კარგია ,მაგრამ შესრულობა ძნელია
0
№8
ავტორი: Lalana
22 ოქტომბერი 2019 19:53
  • სიახლეები: 20
  • კომენტარები: 1481
ციტატა: qamari

გეთანხები ნიკა და ზუსტად ეგ დავწერე მეც,მეორე ტაიმში უფრო გაიხსნებოდა ლივერპული,რაც მოსალოდნელი იყო,მაგრამ რაც უფრო სიღრმეშია გუნდი მით უფრო რთულია ამ სიღრმიდან კონტრშეტევა გააკეთო,ლივერპულმა თავისი დაცვის ხაზი ამოწია,აქედან გამომდინარე ნახევარდაცვაც ჩვენს ნახევარზე გადმოვიდა,ამის შედეგად დაცვის ცენტრისთვის ეტაპობრივად პრესინგი რომ შეეთავაზებინათ ბევრად მეტ შეცდომას დააშვებინბდნენ და მასე ღრმა ჩაჯდომით უფრო გაგვიჭირდებოდა სიღრმიდან ამოსვლა,რადგან მათი ამოწეული ნახევარდაცვით ისინი უფრო ღრმა პრესინგს ითამაშებდნენ,ამიტომაც დაკარგეს ამდენჯერ ბურთი და მეორე ტაიმში პასების ზუსტი მაჩვენებელი კატასტროფული იყო.

ქამარსაც ვეთანხმები,მთელი ორმოცდახუთი წუთი პრესინგს ვერ ითამაშებ,მაგრამ ეტაპობრივად ამის გაკეთება შეიძლება.მითუმეტეს როდესაც ავტობუს აყენებ არანაკლები ენერგია იხარჯება მაგ დროსაც.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
22 ოქტომბერი 2019 20:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7925
შემდეგი თამაში ბელგრადშია და რამდენად შეინიშნება პოზოტიური სიახლეები ამათ თამაშში რთული სათქმელია, ახლა იქ რო ვერ მოიგონ გარემოსა და სერბების არასტუმართმოყვარეობას დაბრალდება ქულების დაკარგვა, ან ეუროპა ლიგას ყურადღება არ ექცევაო და ა.შ. არადა გუნდი ღრმადაა გამოქვაბულში, სიბნელეში.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
22 ოქტომბერი 2019 22:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2304
ფრე ვითამაშეთ და უკვე ოთხეული გვეჭყანება:)კაია ოპტიმიზმი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top