გეგმა - ბ, მხოლოდ ერთი შეცდომა, რომელიც სათავასიდო გამოიყენა "ლივერპულმა".
ინგლისური კლასიკა, ის რასაც მთელი წელი ელის პუბლიკა, 20 ოქტომბერს "ოცნებების თეატრი" მასპიძნლობდა. მატჩს წინ უძღოდა საკმაოდ მრავლის მომცემი კომენტარები, ისტორიული მომენტები, მწვრთნელების მოტივაციის წერილები და აი ისიც, დადგა ნანატრი მომენტი. ამ თამაშს ორივე გუნდი საკმაო დანაკლისით შეხვდა, "მანჩესტერ იუნატედს" ისედაც კრიზისში მყოფს, აკლდა პოლ პოგბა და ლუკ შოუ, ხოლო "ლივერპულს" მოჰამედ სალაჰი.
ძირითადი თერთმეტეულები კი ასე გამოიყურებოდა :
![ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ] ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]](http://www.picz.ge/img/s3/1910/22/1/18baa2794f98.png)
ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმა - ბ, პირველად გამოყენებული 3-4-1-2 და საკმაოდ ძლიერი ტაქტიკური მატჩი, რომელიც შეიძლება ტოპ მატჩად ჩავთვალოთ მიმდინარე სეზონში. ფურცელზეც ყველაფერი მკაიფო გახლდათ, 3 ცენტრალური მცველი, ფლანგებზე ეშლია იანგის და აარონ ვან-ბისაკას დუეტი, ცენტრში ფრედი - სკოტ მაკტომენი და პერეირა ე.წ ცრუ ცხრიანზე, წინ ორი გამოკვეთილი შემტევი დენიელ ჯეიმსი და მარკუს რაშფორდი.
იურგენ კლოპი ჩვეული შემადგნელობით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
იუნაიტედის სისტემა და ჩავარდნილი ლივერპული"მანჩესტერ იუნატედის" მთავარი მოწოდება მოედანზე - ეს იყო მოკალი ოპონენტის ფლანგები. რაც იდეალურად შეასრულეს ფეხბურთელები, მათ არ მისცეს შანსი რობერტსონს და ალექსანდრ არნოლდს შეტევაში რაიმე ღირებულის შექმნის. ამან აიძულა "ლივერპულის" ვინგერები, რომ ცენტრისკენ შემოსულიყვნენ, რაც კიდევ უარესი აღმოჩნდა მათთვის, ამასაც ოლეს შეგირდები მომზადებული დახვდნენ და სკოტი - ფრედის დუეტი შესანიშნავად ავიწროებდა მანე - ორიჯის დუეტს.
ფოტოზე ხედავთ ჰარი მაგვაიერი და ლინდელოფი კეტავენ რობერტო ფირმინოს, ხოლო როხო დაზღვევაზეა, ეშლი იანგი კეტავს არნოლდს, ხოლო მანეს ფრედი უზღუდავს სივრცეს"ლივერპულს" არ შეეძლო არამცთუ სწრაფი შეტევის წარმართვა, არამედ რაიმე ღირებული ჩაწოდების განხორციელება, უბრალოდ მათ ამის საშუალება არავინ მისცა. გარდა ამისა, უბურთოთ მოძრაობისას "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები შესანიშნავად ავსებდნენ სივრცეებს და მაქსიმალურად აიძულებდნენ მეტოქეს, რომ გაეშალათ თამაში.
"ლივერპულმა" შეტევა გადაიტანა მარცხენა მხარეს რობერტსონზე, რომელზეც სპრინტს აკეთებს აარონ ვან ბისაკა, მაგვაიერი კეტავს ორიჯის, ხოლო როხო და ლინდელოფი ფირმინოს, ეშლი იანგი კვლავ იყვანს ალექსანდრ არნოდლსპირველ ნახევარში კლოპის შეგირდების საერთოდ არაფერი გამოუვიდათ, "იუნატედი" შესანიშნავად მოქმედებდა დაცვაში.
იუნატედის ძირითადი გეგმა - შეტევა"მანჩესტერ იუნატედმა" თამაში ძალიან კარგად დაგეგმა, ის ტაქტიკა რაც გუნდის მწვრთნელები აირჩიეს ნამდვილად მიზანმიმართული იყო, ისინი კარგად იყენებდნენ "ლივერპულის" ფლანგებზე დარჩენილ სირვცეებს და სისწრაფეების ხარჯზე ცდილობდნენ სწრაფი კონტრშეტევების წამოწყებას. "წითელი ეშმკაები" ხშირად მიმართავნდნე ე.წ მცველის უკან პასებს, მარკუს რაშფორდი და დენიელ ჯეიმსი ცდილობდნენ სისწრაფის ხარჯზე უკან მოეტევებინათ ჟოელ მატიფის და ვან დაიკის პარა, ხოლო ანდრეს პერეირა ე.წ ცრუ ცხრიანს თამაშობდა, რომელიც უნდათავისუფლებდა სივრცეებს თანაგუნდელ შემტევებს და ანაწილებდა თამაშს შეტევაში.
მაღალი პრესინგი "მანჩესტერი იუნაიტედის" შესრულებით, ხოლო ფრედი და სკოტი სიღრმეში უკნიდან ჩასაფრებულები.სწრაფად ჩაჭრილ ბურთზე უკან დაბრუნება განაპირა მცველებს უბრალოდ აღარ შეეძლოთ, რითაც ისარგებლა კიდევაც მასპიძელმა გუნდმა.
![ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ] ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/10/Liverpool-FBs.png)
![ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ] ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/10/Utd-2v2.png)
![ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ] ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/10/Robertson.png)
ანდრეს პერეირას როლი ამ მატჩში იყო განსაკუთრებული, ვინაიდან იგი აიძულებდა ვირჯილ ვან დაიკს, რომ გადაყოლოდა და სივრცეები დაეტოვებინა მარკუს რაშფორდისთვის, ასევე დენიელ ჯეიმსისთვის, რომლებიც ინტელექტუალურად უბურთოდ ძალიან კარგ ჩარბენებს ანხორციელებდნენ.
აღნიშულ ფოტოზე, ჯეიმსი უბურთო ჩარბის მარჯვნივ და ვან დაიკს იყოლებეს, ხოლო საკმაოდ დიდი სივრცე რჩება ანდრეს პერეირას
იგივე სცენარი, მარკუს რაშფორდის შესრულებითანდრეს პერეირა პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა 1 ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც მან დარტყმა არჩია პასს. იგი საკმაოდ ინტელექტუალურად გადაადგილდებოდა და სივრცეებს კარგად ავსებდა, რომელიც შესანიშნავ პლაცტარმს ქმნიდა, სწორი, გააზრებული შეტევისთვის. ამის მაგალითები კი იხილეთ :
ჯეიმსი - პერეირას გათამაშება
და იგნორი აარონ ვან-ბისაკასი, რომელსაც ძალიან დიდი თავისუფალი სივრცე ჰქონდა, თუმცა პერეირამ დარტყმა ამჯობინაზოგადათ, პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო 2vs2 , როდესაც "მანჩესტერი იუნატედის" სწრაფი შემტევები რჩებოდნენ შედარებით ნელ მატიფი-ვან დაიკის დუეტთან, ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევა გოლით დასრულდა.
კლოპის ქაოსი, 2 ტაქტიკა + ფეხბურთელთა როტაციებიმოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში კლოპი არ ღალატობს 4-3-3, თუმცა აღნიშნულ მატჩში მას რიგი ცვლილების შეტენა მოუწია.
იხილეთ როტაციები წუთების მიხედვით.იურგენ კლოპმა ჯორდან ჰენდერსონი და ჟორჟინიო ვაინალდუმი წინ წასწია, რათა ფლანგის მცველებს ჰქონოდათ საშუალება ბურთის კონტროლის.
![ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ] ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/10/Liverpool-formation-change.png)
ასევე უბურთო მოძრაობის სისტემაც საერთოდ შეცვალა მეორე ტაიმში და უფრო გააძლიერა ზეწოლა, რომელიც აგებული იყო ფლანგის მცველების განთავისუფლებაზე, უბურთოთ მოსიარულე შემტევები ისე გადაადგილდებოდნენ, რომ ფლანგზე სივრცე გაჩენილიყო, სწორად ამას მოყვა გოლი.
![ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ] ოლე გუნარ სოლსკიაერი - იურგენ კლოპი [ ტაქტიკური ანალიზი ]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/10/Liverpool-goal-1.png)
კლოპის ამ ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო.