თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2019, 21:04
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1086,
კომენტარები: 11
ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2
რა გარდამტეხი ცვილელები მოიტანა ტრავმებმა და რატომ შეიცვალა გუნდის ფილოსოფია.
ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2
აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში ვახსენეთ მატჩში "პსჟ" - სთან, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი მატჩი იყო, საიდანაც დაიწყო ფუნდამენტური პრობლემები. სანამ გუნდი მაგ მატჩამდა მივიდოდა, ასევე საკმაოდ საინტერესო მატჩები ჩაატარა, სხვადასხვა ტაქტიკური ფორმაციებით. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში დანიშვნის შემდგომ, გამოიკვეთა რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი :

1) მეტი მოძრაობა მოედანზე.
2) გუნდი ორიენტირებული გახდა შეტევაზე.
3) აქცენტი იქნა გაკეთებული ბურთით დომინაციაზე.

პირველი მატჩი "კარდიფთან" სოლსკიაერმა 4-3-3 ფორმაციას მიმართა, ამის შემდგომ, 4-2-3-1 და ბოლოს ბევრი როტაციის შემდგომ, ძირითად, მთავარ ტაქტიკათ 4-3-1-2 იქცა, შედარებით მოძრავი ცენტრით. თუმცა იკლო შეტევის ტემპმა, გუნდი უფრო დაბალანსების წავიდა, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ნელ-ნელა დაიწყო 75 წუთის შემდგომ, ე.წ დამატებითი მცველის გამოყვანა მოედაზე, ანგარიშის შესანარჩუნებლად.

ჩამოყალიბდა ასე, დიდი 6 ნის გუნდებთან ოლე გუნარი 4-3-1-2 -ის იყენებდა, რომელიც უფრო კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკაა, ფლანგის სრული დომინირებით, "ლივერპულთან", "ტოტენჰემთან", "არსენალთან" ამ ტაქტიკა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა შეიცვალა საგრძნობლად ის ძირითადი ფაქტორები, რაც მოსვლის დღიდანვე წამოაყენა მთავარმა მწვრთნელმა. გუნდი იქცა მეორე ნომრად მოთამაშე, რომელიც ელოდა მეტოქე გუნდის შეცდომას, თუმცა საკმაოდ გააზრებული კონტრშეტევებით .

6 მარტს, პარიზში, საერთოდ შეცვლილი ფორმაცია, საერთოდ სხვა ჩანაფიქრით, საკმაოდ ძლიერი ტაქტიკური ზურგით. მოედანზე "წითელი ეშმაკები" 5-3-2 ფორმაციით წარდგნენ, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას სხვადასხვა ფორმაციებსაც მიმართეს, მაგალითად 4-4-2. იმ ფანტასტიკური გამარჯვების შემდგომ, დაიდო კონტრაქტი, როგორც სჩანს, გუნდის მესვეურები დაინახეს ის, რაც გუნდს ჭირდებოდა.

ტაქტიკური ვარიაცია - ახალი ხაზი

10 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "მეთოფეებთან" 2-0 მარცხი იწვნია, აქ ოლე გუნარი მისთვის 4-4-2 ფორმაციით წარსდგა მოედანზე, რაც პარიზული საღამოს ერთგვარი გამოძახილი იყო, ამის შემდგომ დაიწყო ის, რასაც ჟურნალისტები კრიზის უწოდებენ. ორი მარცხი "ვულზთან", პირველი მატჩი ინგლისის თასის ეგიდით, გუნდმა 2-1 წააგო, ხოლო მეორე მატჩი ანალოგიური ანგარიშით, უკვე პრემიერ ლიგის ეგიდით, თუმცა ამ უკანსკნელ მატჩში იყო ის, რაც კარიერის მანძილზე არასდროს გამოუყენებია ოლე გუნარ სოლსკიაერს, ის ფორმაცია, რომელიც ჟოზე მოურინიომ გამოიყენა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, მისი ე.წ გეგმა - ბ, თუმცა ამ ფორმაციაზე შეყვარებული ნორვეგიელი სპეციალისტის მარჯვენა ხელი, მაიკლ ფელანია , მისთვის 3-5-2 ( 3-5-1-1 ) ფორმაცია ყველაზე ორგანულია, ვიხილეთ ის ფეხბურთი, რასაც თამაშობდა "ჰალლ სიტი" მისი თაოსნობით.

ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2

ბუნებრივია საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამ კონკრეტული მატჩისთვის ტაქტიკურად გუნდი მაიკლ ფელანმა მოამზადა, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, სწორად ის გასცემდა მითითებებს მოედანზე.

21 აპრილი, მატჩი "ევერტონთან", ყველაზე ხმაურიანი მატჩის შემდგომი პრესკონფერენციით და ჟოზე მოურინიოს ხაზის გაგრძელებით, რომ ფეხბურთელები არიან დამშანავეები და სწორად მათ გამო იხილა პუბლიკამ უსახური თამაში, რეალურად ფეხბურთელებს სწორი სათამაშო მითითებები და მეტოქე გუნდის მინუსებზე ორიენტირებული ტაქტიკა დააკლდათ, აღნიშნულ მატჩში ვიხილეთ იგივიე 5-3-2, იგივე ჩანაფიქრით, იგივე მისიით. საშინელი ფეხბურთი და მხოლოდ 1 კარში დარტყმა.

24 აპრილი, "მანჩესტერული დერბი".

ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2

ასევე საშინელი წარმოდგენა იხილეს "ოლდ ტრაფორდის" მაყურებლებმა, მხოლოდ 1 ზუსტი კარში დარტყმა და უფრო დიდი კრიზისი ვიდრე იყო აქამდე გუნდში, ეს კრიზისი უკვე მოედო სათამაშო ხარისხს, ასევე ფეხბურთელები იყვნენ დაბნეულები მოედანზე, ბევრი უმისამართო გადაცემა, სრული ქაოსი, რაც სწორად დაგეგმილ მატჩს არ ჰგავდა.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: OzBeTa
17 ოქტომბერი 2019 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
ზუსტად მაგას გავიძახი რახანია რომ პსჟ დან დაიწყო ფელანის ტაქტიკებზე გადასვლა და ოლეს იდეები უკანა ფლანგზე გადაიწია, ახლა მთლად მასე აღარაა, მაგრამ მგონია რომ ფელანი კიდებერევა ბევრ რამეში და ოლეს ტვინს ურეცხავა, ეს კიდე ბუნჩულა კაცია და ადვილად ემორჩილება ფელანს :) როგორია ახლა ადგე და ფელანი გააგდო არ გამოდის არანაირად და მაგარი დარხეული გვაქვს კაროჩე :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№2
ავტორი: Lukalaba
17 ოქტომბერი 2019 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ფელანი არის მანდ მთავარი თორე გუნდს რომელსაც შეეძლო პსჟ სთან ესეთი პრესინგით თამაში სხვასთანაც შეელება ამიტომ ტვინს ურევს მაგრად ფელანი ოლეს
0
№3
ავტორი: Malboro463
17 ოქტომბერი 2019 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5054
ჯერ ერთი რომელი რომელს ურევს ტვინს ესეც მოსაკითხია მერე მეორეც კაცს თუ მისი სიტყვა არ აქვს და ყველას ჭკუაზე დადის ესეთი ქათამი ვის რად უნდა და მესამეც გუნდს მაშინაც არ ეტყობოდა დიდი ტაქტიკა უბრალოდ ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები იყვნენ და შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელებს ზედ უვლიდნენ
შეხვდნენ პსჟს და აქით გადაუარა ტუხელმა განმეორებითი თამაში კიდე პსჟმ წაგო . ძლიერი ტაქტიკოსები ასე 4-5 თვეზე არ ფლავდებიან. ტყუილად განიხილავთ ამათ ჩატარებულ თამაშებს და დროს კარგავთ აზრზე არა არაფრის არც ფელანი არც კერიკი არც ოლე და არც ის ფილ ნევილის ორეული.

რა უფანტაზიო და გრანდისთვის შეუფერისი ფეხბურთელი იყო ისეთი მწვრთვნელიცა
0
№4
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2019 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7830
ციტატა: Malboro463

ჩვენ რო ვხდებით აქ კიმაგრამ იქ ვერ ხვდებიან ან არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე?? გაგიჟდება კაცი ესეთი არაფერი მინახია
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
18 ოქტომბერი 2019 00:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2304
ციტატა: ikeoni

აი აქ კი პრობლემა იმდენად გრანდიოზულია რომელსაც თავად ვუდვორდი და გლეიზერებიც უფრთხიან.ეს არის ალექს ფერგიუსონი.რომ არა ფერგის ლობი,ოლეს კანდიდატურას არც კი გაივლებდა ვუდვორდი თავში.მერე მეორე ფერგის კადრია ფელანიც კერიკიც და კიერანიც.დარწმუნებული ვარ ფერგის მოყვანილია ეს ხალხი.
აი მთავარი პრობლემა რა არის.ვერ ახტებიან ფერგის და ვუდვორდიც დიპლომატიას და

დიპლომატიას მიმართავს.ასე რომ მე ვთვლი ფერგი და მისი გავლენები არ მოშორდება გუნდს.

დიპლომატიას მიმართავს.ასე რომ მე ვთვლი ფერგი და მისი გავლენები არ მოშორდება გუნდს.

და საშველი არ იქნება
0
№6
ავტორი: unaited 1993
18 ოქტომბერი 2019 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
მანჩესტერს რეალთან უფრო კარგი ურთიერთობა აქვს თუ ბარსელონასთან??????
0
№7
ავტორი: Nika_Jorbe
18 ოქტომბერი 2019 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
დალაგდება ყველაფერი, აცადეტ ამ კაცს :) რა გადაუარეთ :)))
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2019 15:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7925
ძაან ცუდი სიტუაციაა, მეტი არო არ შეიძლება.
0
№9
ავტორი: Ole__boss
18 ოქტომბერი 2019 15:42
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Nika_Jorbe
დალაგდება ყველაფერი, აცადეტ ამ კაცს :) რა გადაუარეთ :)))

სად ხედავ აქ გადავლას ? რაც იყო ფაქტი მეგობარო ის ავსახე, თუ წინააღმდეგი ხარ ამ კონრეტულ სტიატიაში მოყვანული ფაქტების, შეგვიძლია ვიდაოთ, ოღონთ არგუმენტირებულად
0
№10
ავტორი: makaveli
19 ოქტომბერი 2019 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 482
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ციტატა: Malboro463
ჯერ ერთი რომელი რომელს ურევს ტვინს ესეც მოსაკითხია მერე მეორეც კაცს თუ მისი სიტყვა არ აქვს და ყველას ჭკუაზე დადის ესეთი ქათამი ვის რად უნდა და მესამეც გუნდს მაშინაც არ ეტყობოდა დიდი ტაქტიკა უბრალოდ ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები იყვნენ და შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელებს ზედ უვლიდნენ
შეხვდნენ პსჟს და აქით გადაუარა ტუხელმა განმეორებითი თამაში კიდე პსჟმ წაგო . ძლიერი ტაქტიკოსები ასე 4-5 თვეზე არ ფლავდებიან. ტყუილად განიხილავთ ამათ ჩატარებულ თამაშებს და დროს კარგავთ აზრზე არა არაფრის არც ფელანი არც კერიკი არც ოლე და არც ის ფილ ნევილის ორეული.

რა უფანტაზიო და გრანდისთვის შეუფერისი ფეხბურთელი იყო ისეთი მწვრთვნელიცა

ჩვენ რო ვხდებით აქ კიმაგრამ იქ ვერ ხვდებიან ან არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე?? გაგიჟდება კაცი ესეთი არაფერი მინახია

აი აქ კი პრობლემა იმდენად გრანდიოზულია რომელსაც თავად ვუდვორდი და გლეიზერებიც უფრთხიან.ეს არის ალექს ფერგიუსონი.რომ არა ფერგის ლობი,ოლეს კანდიდატურას არც კი გაივლებდა ვუდვორდი თავში.მერე მეორე ფერგის კადრია ფელანიც კერიკიც და კიერანიც.დარწმუნებული ვარ ფერგის მოყვანილია ეს ხალხი.
აი მთავარი პრობლემა რა არის.ვერ ახტებიან ფერგის და ვუდვორდიც დიპლომატიას და

დიპლომატიას მიმართავს.ასე რომ მე ვთვლი ფერგი და მისი გავლენები არ მოშორდება გუნდს.

დიპლომატიას მიმართავს.ასე რომ მე ვთვლი ფერგი და მისი გავლენები არ მოშორდება გუნდს.

და საშველი არ იქნება

ჯერ საერთოდ არ მგონია ფერგის ხათრით ვერ უშვებდნენ ოლეს... მაგას რო მაგხელა გავლენა ქონდეს ჟოზეს არ დანიშნავდნენ იმიტო რო ბევრჯერ დაიწერა მაშინ წინააღმდეგია ფერგი ჟოზესიო მარა დავუშვათ ეგრეა როგორც ამბობ ანუ ჩვენ გვინდა კარგი მანჩესტერისთვის და უფრო მეტად ვხვდებით ვინ ჯობია და ფერგი ვერა? ეგ რაღაც ნაკლებად სავარაუდოა ჩემთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top