თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2019, 21:04
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2293,
კომენტარები: 11
ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2
რა გარდამტეხი ცვილელები მოიტანა ტრავმებმა და რატომ შეიცვალა გუნდის ფილოსოფია.
ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2
აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში ვახსენეთ მატჩში "პსჟ" - სთან, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი მატჩი იყო, საიდანაც დაიწყო ფუნდამენტური პრობლემები. სანამ გუნდი მაგ მატჩამდა მივიდოდა, ასევე საკმაოდ საინტერესო მატჩები ჩაატარა, სხვადასხვა ტაქტიკური ფორმაციებით. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში დანიშვნის შემდგომ, გამოიკვეთა რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი :

1) მეტი მოძრაობა მოედანზე.
2) გუნდი ორიენტირებული გახდა შეტევაზე.
3) აქცენტი იქნა გაკეთებული ბურთით დომინაციაზე.

პირველი მატჩი "კარდიფთან" სოლსკიაერმა 4-3-3 ფორმაციას მიმართა, ამის შემდგომ, 4-2-3-1 და ბოლოს ბევრი როტაციის შემდგომ, ძირითად, მთავარ ტაქტიკათ 4-3-1-2 იქცა, შედარებით მოძრავი ცენტრით. თუმცა იკლო შეტევის ტემპმა, გუნდი უფრო დაბალანსების წავიდა, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ნელ-ნელა დაიწყო 75 წუთის შემდგომ, ე.წ დამატებითი მცველის გამოყვანა მოედაზე, ანგარიშის შესანარჩუნებლად.

ჩამოყალიბდა ასე, დიდი 6 ნის გუნდებთან ოლე გუნარი 4-3-1-2 -ის იყენებდა, რომელიც უფრო კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკაა, ფლანგის სრული დომინირებით, "ლივერპულთან", "ტოტენჰემთან", "არსენალთან" ამ ტაქტიკა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა შეიცვალა საგრძნობლად ის ძირითადი ფაქტორები, რაც მოსვლის დღიდანვე წამოაყენა მთავარმა მწვრთნელმა. გუნდი იქცა მეორე ნომრად მოთამაშე, რომელიც ელოდა მეტოქე გუნდის შეცდომას, თუმცა საკმაოდ გააზრებული კონტრშეტევებით .

6 მარტს, პარიზში, საერთოდ შეცვლილი ფორმაცია, საერთოდ სხვა ჩანაფიქრით, საკმაოდ ძლიერი ტაქტიკური ზურგით. მოედანზე "წითელი ეშმაკები" 5-3-2 ფორმაციით წარდგნენ, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას სხვადასხვა ფორმაციებსაც მიმართეს, მაგალითად 4-4-2. იმ ფანტასტიკური გამარჯვების შემდგომ, დაიდო კონტრაქტი, როგორც სჩანს, გუნდის მესვეურები დაინახეს ის, რაც გუნდს ჭირდებოდა.

ტაქტიკური ვარიაცია - ახალი ხაზი

10 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "მეთოფეებთან" 2-0 მარცხი იწვნია, აქ ოლე გუნარი მისთვის 4-4-2 ფორმაციით წარსდგა მოედანზე, რაც პარიზული საღამოს ერთგვარი გამოძახილი იყო, ამის შემდგომ დაიწყო ის, რასაც ჟურნალისტები კრიზის უწოდებენ. ორი მარცხი "ვულზთან", პირველი მატჩი ინგლისის თასის ეგიდით, გუნდმა 2-1 წააგო, ხოლო მეორე მატჩი ანალოგიური ანგარიშით, უკვე პრემიერ ლიგის ეგიდით, თუმცა ამ უკანსკნელ მატჩში იყო ის, რაც კარიერის მანძილზე არასდროს გამოუყენებია ოლე გუნარ სოლსკიაერს, ის ფორმაცია, რომელიც ჟოზე მოურინიომ გამოიყენა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, მისი ე.წ გეგმა - ბ, თუმცა ამ ფორმაციაზე შეყვარებული ნორვეგიელი სპეციალისტის მარჯვენა ხელი, მაიკლ ფელანია , მისთვის 3-5-2 ( 3-5-1-1 ) ფორმაცია ყველაზე ორგანულია, ვიხილეთ ის ფეხბურთი, რასაც თამაშობდა "ჰალლ სიტი" მისი თაოსნობით.

ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2


ბუნებრივია საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამ კონკრეტული მატჩისთვის ტაქტიკურად გუნდი მაიკლ ფელანმა მოამზადა, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, სწორად ის გასცემდა მითითებებს მოედანზე.

21 აპრილი, მატჩი "ევერტონთან", ყველაზე ხმაურიანი მატჩის შემდგომი პრესკონფერენციით და ჟოზე მოურინიოს ხაზის გაგრძელებით, რომ ფეხბურთელები არიან დამშანავეები და სწორად მათ გამო იხილა პუბლიკამ უსახური თამაში, რეალურად ფეხბურთელებს სწორი სათამაშო მითითებები და მეტოქე გუნდის მინუსებზე ორიენტირებული ტაქტიკა დააკლდათ, აღნიშნულ მატჩში ვიხილეთ იგივიე 5-3-2, იგივე ჩანაფიქრით, იგივე მისიით. საშინელი ფეხბურთი და მხოლოდ 1 კარში დარტყმა.

24 აპრილი, "მანჩესტერული დერბი".

ფელანი - სოლსკიაერი [ტაქტიკური დომინირება] - ნაწილი #2

ასევე საშინელი წარმოდგენა იხილეს "ოლდ ტრაფორდის" მაყურებლებმა, მხოლოდ 1 ზუსტი კარში დარტყმა და უფრო დიდი კრიზისი ვიდრე იყო აქამდე გუნდში, ეს კრიზისი უკვე მოედო სათამაშო ხარისხს, ასევე ფეხბურთელები იყვნენ დაბნეულები მოედანზე, ბევრი უმისამართო გადაცემა, სრული ქაოსი, რაც სწორად დაგეგმილ მატჩს არ ჰგავდა.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
19 ოქტომბერი 2019 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სისულელეა ფელანს რას აბრალებთ?? მთავარი მწვრთელი ოლეა და თუ ვინმე ტვინს ურევს ისევ ოლეს ბრალია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top