თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2019, 13:37
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2585,
კომენტარები: 35
მსაჯის ვინაობა ცნობილია
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია.
მსაჯის ვინაობა ცნობილია
20 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგება, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი მარტინ ატკინსონი იქნება. 48 წლის არბიტრმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში იმსაჯა, სადაც ფეხბურთელებს 25 ყვითელი ბარათი უჩვენა და 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 2019-20 წლის სეზონში, ატკინსონმა "იუნაიტედის" ერთ შეხვედრაში უკვე იმსაჯა, რომელიც "ლესტერის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნული მატჩი "იუნაიტედმა" მარკუს რეშფორდის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით მოიგო.

მსაჯის ვინაობა ცნობილია
მარტინ ატკინსონის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა

ახალი ამბები
35 კომენტარი
№1
ავტორი: დაჩუნია-89
15 ოქტომბერი 2019 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
გარდამტეხი იქნება ეს შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის.იწერება რომ ტრამვირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.ღირსეულად უნდა წარვსდგეთ პუბლიკის წინაშე.რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ ლუზერებს. ოლეს იმედი არ მაქვს, რადგან მწვრთნელობის გარტყმაში არაა ტიპი, არანაირი მონახაზი არ აქვს, უბრალოდ მგონია, რომ ფეხბურთელები თავს დადებენ მოედანზე.
3
№2
15 ოქტომბერი 2019 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 313
გაგვაუბედურებენ
3
№3
ავტორი: giorgi_mg
15 ოქტომბერი 2019 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამ თამაშში რომ დადებითი შედეგი არ დაიდოს, გადაუვლის მთელი მსოფლიო თავზე ოლეს და შეეწირება კიდეც ასე მგონია, ვინ იცის იქნებ მიყვეს ვუდვორდიც, იქნებ ასეც სჯობდეს. sad
0
№4
ავტორი: ikeoni
15 ოქტომბერი 2019 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ბრუნდებიან ბიჭები და ვნახოთ აბა რას ვიზამთ ჩემი აზრით ოლესთვის გადამწყვეტი თამაშია
1
№5
ავტორი: makaveli
15 ოქტომბერი 2019 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ეს თამაში ოლემ თვითონ დაგეგმოს ყველანაირი ფელანის გარეშე და ვერ მოგვიგებენ თუ დაბრუნდებიან ბიჭებიც... მანეე როდიდან გახდა მესი ან ნეიმარი ბიჭო რეებს ვკითხულობ ვან ბისაკას გააფარჩაკებსო და ერთადერთი მშვიდად ბისაკას ფლანგს ვუყურებ ერთი ერთზე ადვილი არ იქნება მაგრამ მგონია რო ჩვენი სუპერ დაცვის მქონე ბისაკა მანეს არ გაახარებს მაგრად მჯერა რო საუკეთესო თამაშს ჩაატარებს
3
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 ოქტომბერი 2019 19:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს თამაშიც თუ წააგეს, პრინციპში ფრეზეც, ოლეს დატოვებას უკვე აზრი აღარ აქვს, ან აქამდე თუ ქონდა. უბრალოდ დროის კარგვა იქნება სეზონის ბოლომდე სულშერის გაჩერება, შედეგი მაინც საშინელი იქნება სეზონის ბოლოს.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
15 ოქტომბერი 2019 19:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ღირსეულად მაინც წავაგოთ, სხვა ყველაფერი მისალოცი იქნება.უბრალოდ არ მინდა რომ ოლდ ტრაფორდზე გადაგვიარონ ამ მართლა ლუზერებმა.არ მინდა ისტორიული სირცხვილი გვაჭამონ არადა მაგ შედეგისთვის გამოვლენ მოედანზე და თუ წაუვიდათ არც დაგვინდობენ.
იქნებ ახლა მაინც დადოს ყველა ფეხბურთელმა ყველაფერი და აჩვენონ რომ ერთი თამაშის გამო მაინც ეკუთვნით ის ხელფასები რაც აქვთ.მწვრთნელის თუ ფელანის ჩმორის თუ რაღაც ჯანდაბაა -ოლეს იმედი ნაღდად არ მაქვს და არც კი გავივლებ თავში რომ კლოპს რამეს დაუპირისპირებს ეს ჩემისა ისევ უბრალოდ თამაშის პრინციპულობიდან გამომდინარე ეგებ.ისე ამ თანაშშიც თუ არ ითამაშა გუნდმა გამოდის ფეხბურთელებსაც არ ნდომიათ ეს ზე მწვრთნელი
0
№8
ავტორი: Chesterman
15 ოქტომბერი 2019 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთამაშზე იმედი მაქვს მოგების მაგრამ ახლა რატომღაც ძაან მჯერა რო მოვიგებთ რაღაც ისეთი თამაში იქნება არეული და ცოტა ქაოტური ასე წარმომიდგენია მაგრამ მოვიგებთ თანაც მეტი უკეთესი შანსი რაუნდათ ცოტახანი მაინც რო გაგვაჩუმონ დააუმარცხებელ ლივეპულს მოუგო თან რეკორდიც არ დაამყარებინო მეტი თავის გაგიჟება სად შეიძლება და ამაზე დიდი გამარჯვების წყურვილი რომელ თამაშის და რომელი გუნდის მიმართ უნდა გაუჩნდეთ))აქ დაიწერა ფეხბურთელების იმედი მაქ ოლეს ტაქტიკის არააო და მეც ვეთანხმები თუ მოიგებენ ისევ ფეხბურთელები ინდივიდუალურობის ხარჯზე (ვიღაცას მაინც გაუვარდება )
0
№9
ავტორი: 100%Red
15 ოქტომბერი 2019 21:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აი ეს ის შემთხვევაა სულ რო ვერ მოიგებ და თან სულ რო ვერ წააგებ biggrin2
რავი მაგრა გამისწორდება ამდენი უაზრო თამაშის მერე რო გვაღირსონ რამენაირად მოგება
0
№10
ავტორი: Rooni
15 ოქტომბერი 2019 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ამ ტამაშს მოვიგებთ და აქედან დაიწყება ჩვენი წინსვლა

ამ ტამაშს მოვიგებთ და აქედან დაიწყება ჩვენი წინსვლა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top