თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2019, 13:16
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2597,
კომენტარები: 28
მოურინიო: "გუნდი ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია"
პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა. "წითელმა ეშმაკებმა" შეხვედრა 0-2 დათმეს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი ზედიზედ ცხრა შეხვედრაა გასვლაზე გამარჯვებას ვერ ახერხებს.

Sky Sports-ის ეთერში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ გუნდი პირველი ორი პოზიციისთვის იბრძოლებს. მათთვის ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება კარგი შედეგი იქნება. "იუნაიტედში" ორი სეზონი დავყავი, თავს კარგად ვგრძნობდი, მესამე სეზონში სიტუაცია აირია, შემდეგ კი გამანთავისუფლეს. შესაძლოა, ეს დავიმსახურე, რადგან როგორც მწვრთნელს, პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. სამწუხარო რელობა ისაა, რომ გუნდი ახლა იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე მაშინ იყო. ხალხს ჰგონია, რომ ეს სიტუაცია მომწონს, თუმცა ასე არაა, "იუნაიტედის" გამო ვწუხვარ." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

6 ტურის შემდეგ მანჩესტერული კლუბი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს და სამი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "არსენალს", რომელსაც მომდევნო ტურში "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.
ინტერვიუები
28 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
23 სექტემბერი 2019 13:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
პროსტა არავის ევასება პიროვნულად და მე მაგრად მევასება.ძალიან მოზომილია სულ და ვან გაალივით არ მოუღია პირი.თანმიმდევრული იყო სულ როცა მანჩესტერზე ლაპარაკობდა და ახლაც მართალია
2
№2
ავტორი: Lalana
23 სექტემბერი 2019 13:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
პროსტა არავის ევასება პიროვნულად და მე მაგრად მევასება.ძალიან მოზომილია სულ და ვან გაალივით არ მოუღია პირი.თანმიმდევრული იყო სულ როცა მანჩესტერზე ლაპარაკობდა და ახლაც მართალია

უპატივცემულობა არასოდეს გამოუხატავს და ესაა მთავარი.მას შემდეგ რამდენი ინტერვიუ წავიკითხე ამისი და არსად არ წამოცდენია რაღაც შეუფერებელი.ასევე იყო ჩელსიშიც.ორჯერ გამოაგდეს, და უმსგავსოდ მოექცა ფანთაჯგუფი მაგრამ არც ამაზე უთქვამს რაიმე ცუდი.ბევრს არ მოსწონს ამის ტიპაჟი,რადგან პირდაპირია და არავისთან შეფარვით არ საუბრობს.კონტროლი დაკარგა გუნდში და არც არავინ დაუჭირა მაშინ მხარი,მარტო კი ვერაფერს გააწყობდა,ამიტომაც მივიღეთ ის რაც მივიღეთ,თორემ ევროპა ლიგის მოგება,ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლა და ამდენი ხნის შემდეგ ჩემპიონტა ლიგის ჯგუფიდან გაყვანა ამ საშინელი გუნდით ამის დამსახურებაა და იმედია ეს მიღწევებიც სანატრელი არ გაგვიხდება.
1
№3
ავტორი: giorgi_mg
23 სექტემბერი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პერიოდულად კომენტარს არ ამატებს, რაღაც ჭირს საიტს
0
№4
ავტორი: 100%Red
23 სექტემბერი 2019 15:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აღარ ავწერ არაფერს ყველას ჩვენი გაჭირვება გვაქ recourse
0
№5
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2019 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ეს არ იყო სევილიამ რო გამოგვაგდო მერე რა მოხდა დიდი ამბავიოო მაგაზე მეტი უპატივცემულობა რა გინდა
0
№6
ავტორი: shotkin
23 სექტემბერი 2019 17:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
ეს არ იყო სევილიამ რო გამოგვაგდო მერე რა მოხდა დიდი ამბავიოო მაგაზე მეტი უპატივცემულობა რა გინდა

ეგ ნათქვამი ვინც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ვერასდროს მიხვდება რა იგულისხმა მოურინიომ, სხვა კუთხით უნდა შეხედო მაგას უცნაური მასტია ჟოზე და მაგიტომაც მევასბეა თვითკრიტიკულიცაა და გარკვეულწილად ეგ მაგიტომაც თქვა და მაგ ფრაზით ვაფშე სხვა რამისკენ დაანამიოკა რაც 100% იანი სიმართლეა
2
№7
ავტორი: Dato kutaisi
23 სექტემბერი 2019 18:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: shotkin
ციტატა: ikeoni
ეს არ იყო სევილიამ რო გამოგვაგდო მერე რა მოხდა დიდი ამბავიოო მაგაზე მეტი უპატივცემულობა რა გინდა

ეგ ნათქვამი ვინც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ვერასდროს მიხვდება რა იგულისხმა მოურინიომ, სხვა კუთხით უნდა შეხედო მაგას უცნაური მასტია ჟოზე და მაგიტომაც მევასბეა თვითკრიტიკულიცაა და გარკვეულწილად ეგ მაგიტომაც თქვა და მაგ ფრაზით ვაფშე სხვა რამისკენ დაანამიოკა რაც 100% იანი სიმართლეა

100%. მაგით თქვა ამბიცია ამ გუნდს დიდი ხანია აღარ აქვს და რა მე შემჯექითო.არ გინდათ გუნდის აშენება თავად და მე რა **** გიყოთო.გული მწყდება რომ ვერ გამოვიყენეთ ეს კაცი აი მართლა გული მწყდება ამისთვის რომ მხარდაჭერა გამოეხატა ბოსებს სულ სხვა შედეგზე გავიდოდით და პლიუს ამას შემდეგ მწვრთნელს დაახვედრებდა ადვილად გადასაკეთებელ გუნდს.ჰარის ეგეც ითხოვდა და ბისაკა არ იყო მაშინ მოხოდილი და არც ჯეიმსი და ფიზიკურად ვერ იყიდიდა.ვილიანი უნდოდა არ მოუყვანეს სავიჩი არ უყიდეს ძალიან ბევრი არ უყიდეს და შეატოვეს პირისპირ პოგბა ლინგარდის ბანდას ხოდა აგერაა ბატონო დღესაც ვიმკით ფატალურ შედეგებს
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2019 21:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაშინაც საშინელ დღეში იყო და ახლაც საშინელ დღეშია
0
№9
ავტორი: GIOMU
24 სექტემბერი 2019 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ბარსას ფანებზე მეტი "პროფესიონალი" ფანები ჩვენ გვყავს ამიტომ აზრი არ აქვს მოუს დაცვას მაინც ვერ გაიგებენ. რაც არ უნდა მოხდეს ყველას და ყველაფერს დააბრალებენ გენიოსებივით. ეს კაცი უნდა დარჩენილიყო გაესხა ვუდვორდს და პოგბასნაირებს აგერ რა გნიდა გვყოლია ლუკაკუ და ეს უძლებდა... თქვენ პოგბას აჭიკჭიკება ნახეთ როცა გადავა. ძალიან დიდი სისულელე გავაკეთეთ ამის ასე გაშვებით. ამას ახლა ხო მიხვდა ზოგი და მომავალში კიდე უფრო მეტი მიხვდება.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
24 სექტემბერი 2019 07:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: GIOMU
ბარსას ფანებზე მეტი "პროფესიონალი" ფანები ჩვენ გვყავს ამიტომ აზრი არ აქვს მოუს დაცვას მაინც ვერ გაიგებენ. რაც არ უნდა მოხდეს ყველას და ყველაფერს დააბრალებენ გენიოსებივით. ეს კაცი უნდა დარჩენილიყო გაესხა ვუდვორდს და პოგბასნაირებს აგერ რა გნიდა გვყოლია ლუკაკუ და ეს უძლებდა... თქვენ პოგბას აჭიკჭიკება ნახეთ როცა გადავა. ძალიან დიდი სისულელე გავაკეთეთ ამის ასე გაშვებით. ამას ახლა ხო მიხვდა ზოგი და მომავალში კიდე უფრო მეტი მიხვდება.

რავი ძმა მაგას რო ვამბობდი მაშინ მოუს გამპრავებელი ხარო ასე მიძახოდნენ.მოუ არის მთავარი პრპბლემა ეს მოვიშოროთ და უეჭველი ავშენდებითო.პოგბა კიდე ცალკე თემაა რომელზეც ბევრი წერა მეზარება.მოკლედ ვიტყვი.ასეთები როცა გყავს გუნდში უნდა იცოდე რო ნაღმზე ზიხარ,გაინძრევი და აწეული ხარ ჰაერში.მოუს დროს პირველი ორი სეზონი იბრა ყავდა ჟოზეს და იბრას ეკავა პალაჟენია მიუეხედავად იმისა რუნიც აქ იყო.იბრა წავიდა და დედა მოე**** გუნდს შიგნიდან იმიტომ რომ ავტორიტეტი აღარ დარჩა და გახდა გასართობი ცენტრი "ჩიპოლინო"
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top